„აგროტურიზმის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„აგროტურიზმის შესახებ“
- „აგროტურიზმის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-10-05
ბიუროს ნომერი 395
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
აგროტურიზმის შესახებ
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი ადგენს აგროტურიზმის სფეროში საქმიანობის განხორციელების ზოგად საფუძვლებს
და
მისი
სუბიექტის
ხელშეწყობის
სტატუსის
ღონისძიებებს,
მინიჭებასთან
არეგულირებს
დაკავშირებულ
აგროტურისტული
სამართლებრივ
საქმიანობის
ურთიერთობებს,
განსაზღვრავს ამ ურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს.
2. აგროტურიზმთან
დაკავშირებული
სამართლებრივი
საკითხები,
რომლებიც
არ
არის
მოწესრიგებული ამ კანონით, რეგულირდება „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“
საქართველოს კანონით, საქართველოს კანონით „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია:
ა) სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სოფლად ტურიზმის, შესაბამისი ტურისტული
პროდუქტებისა და მომსახურების, აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
ბ) სოფლის და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი
პროდუქტისა და მომსახურების მიწოდების მოკლე ჯაჭვის შექმნით;
გ) სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საქართველოში ფერმერული
მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი პროდუქტის წარმოების ხელშეწყობა;
დ) სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შესაძლებლობების გაძლიერება, მათი ეკონომიკური
ჩართულობის
გაზრდა
და
დასაქმების
ხელშეწყობა,
ადგილობრივი
მოსახლეობის
შემოსავლების ზრდა;
ე) რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ყოფის, კულტურული ლანდშაფტის,
ავთენტური ფორმების, უნიკალური პროდუქტებისა და კერძების პოპულარიზაცია.
1
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აგროტურისტული საქმიანობა - ფერმერული მეურნეობის ფარგლებში აგროტურისტული
მომსახურების გაწევა;
ბ) ფერმერული მეურნეობა - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ან/და სასოფლოსამეურნეო მიწასთან დაკავშირებული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება მცენარეული და
ცხოველური (მათ შორის, ფრინველის, თევზის, ფუტკრის და სხვა) პროდუქტების წარმოების,
გადამუშავებისა და რეალიზაციის მიზნით;
გ) აგროტურისტული მომსახურება - აგროტურისტული მომსახურების მიმღები პირების
მიღება, ფერმერულ საქმიანობაში მათი ჩართვა და მათთვის ადგილობრივი სასოფლოსამეურნეო პროდუქტის მიწოდება;
დ) ფერმერული საქმიანობა - ფერმერული მეურნეობის ფარგლებში განხორციელებული
საქმიანობა, რომელიც მოიცავს მცენარეული და ცხოველური (მათ შორის, ფრინველის, თევზის,
ფუტკრის და სხვა) პროდუქტის პირველად წარმოებას ან წარმოებასა და შემდგომ
გადამუშავებას ოჯახის წევრების ან/და სხვა პირების შრომის გამოყენებით;
ე)
აგროტურისტული
მეურნეობა
-
უძრავი
ქონება,
რომელზეც
წარმართულია
აგროტურისტული საქმიანობა;
ვ) აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტი - საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში
რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი
წესით მიენიჭა აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის სტატუსი;
ზ) აგროტურისტული მომსახურების მიმღები პირი - პირი, რომელსაც აგროტურისტული
საქმიანობის სუბიექტი, მისი აგროტურისტული საქმიანობის ფარგლებში უწევს მომსახურებას
შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ;
თ) ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი - ადამიანის საკვებად განკუთვნილი
ნებისმიერი
გადამუშავებული,
ნაწილობრივ
გადამუშავებული
ან
გადაუმუშავებელი
პროდუქტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ფერმერული საქმიანობის შედეგად არის
მიღებული.
მუხლი 4. აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის სტატუსის მინიჭება
1. აგროტურისტული
საქმიანობის
სუბიექტის
სტატუსის
მინიჭებაზე
უფლებამოსილი
სახელმწიფო ორგანოა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
2
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომში
− შემოსავლების სამსახური).
2. აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის სტატუსი ენიჭება დაინტერესებულ პირს, რომელიც
აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) საკუთრების ან მართლზომიერი სარგებლობის უფლებით ფლობს ფერმერულ მეურნეობას;
ბ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსით
განსაზღვრული
მოთხოვნების
შესაბამისად,
რეგისტრირებულია
ბიზნესოპერატორად;
გ) რეგისტირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ფერმათა/ფერმერთა რეესტრში.
3. აგროტურისტული
საქმიანობის
სუბიექტის
სტატუსის
მინიჭების
მოთხოვნით
დაინტერესებულმა პირმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება, განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების, ფერმერული მეურნეობის
მისამართის და სხვა საკონტაქტო მონაცემების მითითებით;
ბ) ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ან/და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების საკუთრების ან მართლზომიერი
სარგებლობის უფლებით ფლობის თაობაზე;
გ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის
დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ)
ადგილობრივი
მუნიციპალიტეტის
მიერ
გაცემული
ცნობა,
ფერმერული
ან/და
აგროტურისტული მეურნეობის არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ.
4. შემოსავლების სამსახური, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოითხოვს ინფორმაციას
სტატუსის მაძიებელი პირის ფერმათა/ფერმერთა რეესტრში რეგისტრაციის არსებობის შესახებ.
5. აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება
მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
მუხლი 5. აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის ვალდებულებები
1.
აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია:
3
ა)
სტატუსით
სარგებლობის
პერიოდის
განმავლობაში,
საკუთრების
უფლებით
ან
მართლზომიერი სარგებლობის უფლებით ფლობდეს აგროტურისტულ მეურნეობას;
ბ) სტატუსით სარგებლობის პერიოდის განმავლობაში, ეწეოდეს აგროტურისტულ საქმიანობას;
გ) სტატუსით სარგებლობის პერიოდის განმავლობაში, რეგისტრირებული იყოს საქართველოს
გარემოს
დაცვისა
და
სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
მიერ
წარმოებულ
საქმიანობის
ფარგლებში
ფერმათა/ფერმერთა რეესტრში;
დ)
საანგარიშო
წლის
განმავლობაში,
აგროტურისტული
მომსახურების მიმღებისათვის შეთავაზებული ან/და მის მიერ მოხმარებული სასოფლოსამეურნეო პროდუქტის 70%-ს შეადგენდეს ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო
პროდუქტი;
ე) სტატუსით სარგებლობის პერიოდის განმავლობაში, სურსათის/ცხოველის საკვების
უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების
შესაბამისად რეგისტრირებული იყოს ბიზნესოპერატორად.
2.
აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, სტატუსის მინიჭების დღიდან ყოველ
წელიწადში ერთხელ, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულების
დამადასტურებელი ცნობა;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულების
დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
3.
შემოსავლების სამსახური შესაბამისი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებიდან
წელიწადში ერთხელ გადაამოწმებს ინფორმაციას აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტების
მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
ვალდებულებების შესრულების შესახებ. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა აითვლება
სტატუსის მინიჭების დღიდან.
მუხლი 6. აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის სტატუსის შეწყვეტა
1. აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს შემოსავლების სამსახური, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
4
ა)
ამ
კანონის მე-5 მუხლის
პირველი
პუნქტით
განსაზღვრული
ვალდებულებების
შეუსრულებლობა;
ბ) აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის განცხადება სტატუსის შეწყვეტის შესახებ.
3. აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით
განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური,
დოკუმენტაციის წარდგენის მიზნით, სუბიექტს განუსაზღვრავს დამატებით ვადას ერთი
კალენდარული თვის ოდენობით.
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება
1. აგროტურისტული
მეურნეობის
ადგილზე
შეფასების
საფუძველზე,
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის მერი გასცემს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრულ დოკუმენტს, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დაინტერესებული
პირის მიერ, საკუთრების უფლებით ან მართლზომიერი სარგებლობის უფლებით არსებულ
სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ან/და უძრავ ქონებაზე, წარმართული სასოფლო-სამეურნეო
საქმიანობის ან/და აგროტურისტული საქმიანობის შესახებ.
2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის
სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის
განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსი“
დადგენილი
წესით
ახორციელებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
მუხლი 8. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებამოსილება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავისი
უფლებამოსილების
ფარგლებში,
უზრუნველყოფს
აგროტურისტული
საქმიანობის
სუბიექტების განვითარების ხელშეწყობას და ინფორმაციულ მხარდაჭერას.
მუხლი 9. აგროტურიზმის სახელმწიფო ხელშეწყობა
1.
აგროტურიზმის სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებებია:
5
ა)
აგროტურისტული
საქმიანობის
ფარგლებში,
აგროტურიზმის
სტატუსის
მქონე
სუბიექტებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესება;
ბ) აგროტურისტული საქმიანობის ფარგლებში, აგროტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტების
მიერ სახელმწიფო დაფინანსების მიღების შესაძლებლობისა და მათი შეღავათიანი საკრედიტო
რესურსებით უზრუნველყოფა;
გ) აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და
განხორციელება;
დ) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, აგროტურისტულ საქმიანობაში ჩართულ
პირთა პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
ე) შესაბამის მუნიციპალიტეტებში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ხელშეწყობა;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შეღავათები
გავრცელდება იმ სუბიექტებზე, რომელთა აგროტურისტული საქმიანობის ფარგლებში
კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000
ლარს.
მუხლი
10.
კანონის
ამოქმედებასთან
დაკავშირებით
მისაღები
კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები
1. საქართველოს მთავრობამ არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივნისისა დაამტკიცოს აგროტურისტული
საქმიანობის სუბიექტის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის წესი.
2. არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივნისისა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს
-
ადგილობრივი პროდუქტის იდენტიფიცირების წესი.
მუხლი 11. გარდამავალი დებულებები
1.
2022 წლის 1 ივნისიდან აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, საანგარიშო
წლის განმავლობაში აგროტურისტული საქმიანობის ფარგლებში მის მიერ მომსახურების
მიმღებისათვის შეთავაზებული ან/და მოხმარებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის 50%ს შეადგენდეს ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი.
მუხლი 12. დასკვნითი დებულებები
6
2.
ეს კანონი, გარდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის
„ბ“ ქვეპუნქტის და მე-10 მუხლისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან.
3.
ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
4.
ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივნისიდან.
5.
ამ კანონის მე-10 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
7
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი
ბარათი
„აგროტურიზმის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონის პროექტის შემუშავება განპირობებულია სოფლის ალტერნატიული ეკონომიკური
განვითარების, სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციის საჭიროებით, რაც სოფლად მცხოვრები
მოსახლეობისთვის ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის. კანონპროექტის
მიზანია ასევე მცირე ფერმერული მეურნეობების მიერ ადგილობივი პროდუქტის
რეალიზაციის ხელშეწყობა. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიზნით
განხორციელებული პროექტების მიუხედავად, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა
სოფლად კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. უმუშევრობის მაღალი დონე და სიღარიბის
შედარებით მაღალი მაჩვენებლები კიდევ უფრო ზრდის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის
სოციალური მოწყვლადობის რისკებს (სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2019
წლისთვის სოფლად მოსახლეობის 23.7% ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვევით, რაც ბევრად
აღემატება ქალაქის მაჩვენებელს). არსებული პრობლემები დაკავშირებულია და
გამომდინარეობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის არასასოფლო-სამეურნეო სფეროში
დასაქმებისა და სოფლად ეკონომიკის დივერსიფიკაციის და კონკურენტუნარიანობის დაბალი
დონით. „აგროტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს,
ერთი მხრივ, სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაციას, ხოლო, მეორე მხრივ,
ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზაციას.
კანონპროექტი წაახალისებს პროდუქტის მიწოდების მოკლე ჯაჭვის შექმნას და ადგილობრივი
პროდუქტის ახალი სარეალიზაციო არხების გახსნას განსაკუთრებით მცირემიწიანი
ფერმერებისთვის. სოფლის მეურნეობაში, კვლავ გამოწვევად რჩება მცირემიწიანი ფერმერული
საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა. მცირემიწიანი ფერმერებისთვის პრობლემურია ისეთი
საკითხები, როგორიც არის სუსტი საბაზრო კავშირი მიწოდების ჯაჭვში, ნაკლებად
განვითარებული სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, რომელიც ზღუდავს მიწოდების
ლოჯისტიკას, შეზღუდული სასაწყობო, გადამამუშავებელი და მოსავლის შემდგომ საჭირო
საშუალებები.
სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, რასაც
მიზნად ისახავს წარმოდგენილი პროექტი, პასუხობს ისეთ პრობლემებს, როგორიც არის
სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება, მოსახლეობის დაბერების და
მიგრაციის მაღალი დონე, რაც, ერთი მხრივ, დაბრკოლებას წარმოადგენს სოფლისა და სოფლის
8
მეურნეობის განვითარებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, გამოწვეულია სწორედ სოფლად
არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის
რიცხოვნობის შემცირება, ახალგაზრდების და კვალიფიციური მუშახელის მიგრაციის ხარჯზე
განსაკუთრებით ზიანის მომტანია როგორც სოფლის, ასევე სოფლის მეურნეობის
განვითარებისთვის.
სოფლად ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით კანონპროექტით განსაზღვრულია
სახელმწიფოს მიერ გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის, საგადასახადო შეღავათები, რაც
სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და არსებული სოციალური
პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად. სოფლის ეკონომიკის, გარკვეული პერიოდის
განმავლობაში, განსახვავებულ საგადასახადო-საშეღავათო რეჟიმში მოქცევა განპირობებულია
სოფლად სიღარიბის მაჩვენებლებით. ცხოვრების დონის მიხედვით, მნიშვნელოვანი
განსხვავებებია სოფლის და ქალაქის ტიპის დასახლებებს შორის. მაგალითად, საქართველოს
ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს სოფლად მცხოვრებ
შინამეურნეობებთან შედარებით, ქალაქად მცხოვრები შინამეურნეობების საშუალო თვიური
შემოსავალი 19.0%-ით მაღალი იყო. იმავე წელს, აბსოლუტური სიღარიბე სოფლად 23.1%-ს და
ქალაქად 18.0%-ს შეადგენდა. ხოლო 2019 წლის მონაცემებით, სოციალური უთანასწორობა
უფრო გაიზარდა, კერძოდ საქსტატის მონაცემებით სოფლად მოსახლეობის 23.7% ცხოვრობს
სიღარიბის ზღვარს ქვევით, ქალაქში კი - 16.4%.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების
სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით, რომელიც შედგენილია სახელმწიფოს წინა წლების
სტარტეგიებისა და განხორციელებული პოლიტიკის, პროექტების ანალიზის საფუძველზე,
სოფლის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევა სოფლად ფინანსურ რესურსებზე
დაბალი ხელმისაწვდომობა ბიზნესებისთვის და ახალი ბიზნეს-ინიციატივებისთვის.
მოსახლეობის დაბალი ხელმისაწვდომობა პროფესიულ განათლებასა და ტრენინგებზე,
განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ქალების შემთხვევაში1. წარმოდგენილი პროექტის
დებულებები პასუხობს სწორედ ზემოაღნიშნულ პრობლემებს და ამ მიმართულებებით
განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ მხარდაჭერის პროგრამებს.
ტურიზმის განვითარების მზარდი ტენდენციის მიუხედავად, ტურიზმი სოფლად და
აგროტურისტული სფერო კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშეა. აგროტურიზმი და მასთან
დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები დღემდე საკანონმდებლო რეგულირების
მიღმა რჩება. ტურიზმის სფეროში არსებული საკანონმდებლო რეგულაციები ვერ ფარავს
აგროტურიზმთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს, ვინაიდან აგროტურიზმი მჭიდრო კავშირშია
როგორც ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროსთან და ხშირ შემთხვევაში მოითხოვს
სპეციალურ რეგულირებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
1
„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021 – 2027“
https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/20395
9
აგროტურიზმის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, საკანონმდებლო
დონეზე განიმარტოს აგროტურიზმი და მასთან დაკავშირებული საქმიანობა. დადგინდეს,
როგორც აგროტურისტული მეურნეობისთვის განმსაზღვრელი კრიტერიუმები, ასევე ის
მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს აგროტურისტულ საქმიანობაში ჩართული პირი.
მნიშვნელოვანია, კანონით დადგინდეს და განისაზღვროს აგროტურისტული საქმიანობის
სუბიექტის სამართლებრივი სტატუსი, რათა შესაძლებელი იყოს სახელმწიფოს თუ სხვა
დაინტერესებული დონორი ორგანიზაციების მიერ შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების
განხორციელება და ფინანსური დახმარებების გაწევა. სახელმწიფოს მიერ საგადასახადო თუ
სხვა სახის შეღავათის დაწესებისთვის, კანონი მკაცრად უნდა განსაზღვრავდეს სუბიექტისთვის
სტატუსის მინიჭების წესსა და პროცედურას. კანონი ასევე უნდა ადგენდეს სუბიექტის
საქმიანობის პერიოდული კონტროლის საფუძვლებს, რომლის მიზანიც საქმიანობის
კანონიერად განხორციელების უზრუნველყოფა და სახელმწიფოს მიერ შეღავათების დაწესების
საკითხის მიზანშეწონილობის გადასინჯვა იქნება. ამასთან, სახელმწიფოს მიერ
აგროტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული
პროექტებისა თუ გაცემული გრანტების შემთხვევაში, გამჭვირვალე პროცესისთვის
მნიშვნელოვანია აღნიშული საკითხი რეგულირდებოდეს კანონის დონის აქტით.
აგროტურიზმის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული რეალობის
გათვალისწინებით. COVID-19-ის პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა გლობალურ ეკონომიკას
და გამონაკლისი არც საქართველოა. საზღვრების ჩაკეტვისა და საერთაშორისო მიმოსვლის
შეჩერების
შედეგად, ტურიზმის სექტორი პარალიზებულია. საზღვრების გახსნის და
საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენის შემდგომ, ტურიზმის სექტორს სახელმწიფოს
მხარდაჭერის გარეშე გაუჭირდება დაუბრუნდეს ძველ მაჩვენებლებს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, განისაზღვრება აგროტურიზმისა და აგროტურისტული
საქმიანობის ცნება და არეალი. დადგინდება ის კრიტერიუმები, რომელსაც უნდა
აკმაყოფილებდეს პირი, რომელიც ეწევა აგროტურისტულ საქმიანობას. აგროტურისტული
საქმიანობის სუბიექტის სტატუსის მინიჭებასთან თუ შეწყვეტასთან დაკავშირებული
სამართლებრივი პროცედურები დარეგულირდება საკანონმდებლო ნორმებით. ასევე,
განისაზღვრება სტატუსის მინიჭების წესი და უფლებამოსილი ორგანოები.
კანონპროექტის მიღების შედეგად, იქმნება აგროტურიზმის ხელშეწყობის ღონისძიებების
განხორციელების ნორმატიული საფუძველი. დარგის რეგულირება კანონის დონეზე მეტი
სტაბილურობისა და გამჭვირვალობის საფუძველს ქმნის, რაც გამოიწვევს საერთაშორისო
აქტორებისა და ქვეყნის შიგნით კერძო სექტორის დაინტერესებას აგროტურიზმის დარგით.
კანონპროექტის მიზანია, აგროტურიზმის, როგორც ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულების,
განვითარების ხელშეწყობა, საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმება და
მათი შემოსავლების ზრდა, მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარება და ადგილობრივი
პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა. კანონის პროექტი მიმართულია ორი დარგის
(ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის) ინტეგრირებასა და ერთობლივი პროდუქტის
განვითარებაზე.
10
აგროტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო
პროდუქციის წარმოების (პირველადი წარმოების) ზრდას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის
დასაქმებას, მცირე ფერმერული მეურნეობების წახალისებასა და ხარისხიანი ტურისტული
პროდუქტის შექმნას. პროექტის მოსალოდნელი შედეგებია: ფერმერულ მეურნეობაზე
დაფუძნებული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო
პროდუქციის წარმოებისა და გაყიდვების ზრდა, ქვეყნის აგროტურიზმის პოტენციალის
განვითარება, მცირე და საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების განვითარებისა და ამ
სფეროში მომუშავე მეწარმეებისთვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტი არეგულირებს აგროტურიზმის სტატუსის მინიჭებასთან
დაკავშირებულ
სამართლებრივ
ურთიერთობებს,
განსაზღვრავს
აგროტურისტული
საქმიანობის, ასევე აგროტურისტული თუ ფერმერული მეურნეობის კრიტერიუმებს, ადგენს
აგროტურიზმის ხელშეწყობის ღონისძიებებს და ამ საქმიანობის განხორციელების ზოგად
საფუძვლებს.
კანონპროექტის მიზანია ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა
არაურბანულ გარემოში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ქალაქებსა და
სოფლებს შორის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნას.
კანონში გამოყენებული ტერმინთა განმარტებები
პროექტის მიხედვით, აგროტურისტული საქმიანობა განმარტებულია, როგორც ფერმერული
მეურნეობის ფარგლებში აგროტურისტული მომსახურების მიწოდება, რაც მოიცავს
აგროტურისტული მომსახურების მიმღები პირების მიღებას, ფერმერულ საქმიანობაში მათ
ჩართვას და ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მიწოდებას.
აგროტურიზმის
(აგროტურისტული
საქმიანობის)
განმარტებისას,
ერთი
მხრივ,
განხორციელდა საერთაშორისო გამოცდილების (სამეცნიერო, აკადემიურ ლიტერატურაში
აგროტურიზმის განმარტებები) შესწავლა. მეორე მხრივ, დაინტერესებული მხარეების
ჩართულობით მოხდა მათი პერსპექტივების გაზიარება/ინტეგრირება. დღესდღეობით
ფერმა/მეურნეობა არის ადგილი სადაც წარმოდგენილია სასოფლო- სამეურნეო აქტივობები და
ამავდროულად, შექმნილია ტურისტული გამოცდილების მისაღები რესურსები და პირობები.
აგროტურიზმი არის არაურბანულ გარემოში დასვენება, როდესაც ტურისტული შეთავაზებები
(სტუმართმოყვარეობა, აგროგანათლება, რეკრეაცია, გართობა, პროდუქტის შეძენა)
უკავშირდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასა და აგროკულტურას. აგროტურისტული
მეურნეობის კლასიფიკაციისას, განმარტება არ არის შემოფარგლული
მხოლოდ იმ
ობიექტებით, სადაც ღამის გათევის შეთავაზება ხდება, არამედ სადაც პროდუქტის
დამზადებაში და ტექნოლოგიის ნახვა/დაგემოვნებაში მონაწილეობაა შესაძლებელი. შედეგად,
აგროტურისტულ მეურნეობის კლასიფიკაცია ითვალისწინებს როგორც ღამის გასათევი
ობიექტების ტიპოლოგიას, ასევე აგროტურიზმის სხვა მანიფესტაციებს, როგორიც არის „ფარმ-
11
ტურები“, აგრო-კულტურული გართობა, აგრო-განათლება ფერმაში ან/და
საქმიანობაში მონაწილეობა2.
ფერმერულ
აგროტურისტული საქმიანობა შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ ფერმერული მეურნეობის
ფარგლებში. ამ კანონის მიზნებისთვის ფერმერული მეურნეობა განმარტებულია, როგორც
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ან მიწასთან დაკავშირებულ ქონება, რომელიც
გამოიყენება მცენარეული და ცხოველური (მათ შორის, ფრინველის, თევზის, ფუტკრის და
სხვა) პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის მიზნით.
აგროტურისტული მეურნეობა წარმოადგენს ფერმერულ ან სხვა მცირე მეურნეობას, რომლის
ბაზაზე ტურისტებისთვის/აგროტურისტული მომსახურების მიმღები პირებისთვის ხდება
სხვადასხვა სახის რეკრეაციული ან/და საგანმანათლებლო მომსახურებების მიწოდება.
აღნიშნული მეურნეობის საქმიანობის მთავარი მიმართულება უნდა იყოს აგრო ბიზნესი, ხოლო
ტურისტული კომპონენტი წარმოადგენს ერთგვარ დამატებით ბიზნეს მიმართულებას და
შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. აგროტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტის
საქმიანობა მოიცავს, აგროტურისტული მომსახურების მიმღები პირების ისეთ სახის
მომსახურებისა და პროდუქტის შეთავაზებას, როგორიც არის: საკუთარი მეურნეობის
სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა; ადგილობრივი პროდუქციის
შეძენა/დაგემოვნება; საკუთარი მეურნეობის პროდუქტებით მომზადებული კერძებითა და
სასმელებით გამასპინძლება; კერძების მომზადების მასტერკლასების და დაგემოვნების
ორგანიზება;
საკუთარი
მეურნეობის
ბაზაზე
რეკრეაციული,
კულტურული,
საგანმანათლებლო,
სპორტული
აქტივობებისა
და
ექსკურსიების
ორგანიზება,
საგანმანათლებლო ბანაკების მოწყობა ახალგაზრდებისთვის და სხვ.
აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის სტატუსის მინიჭების წესი
კანონის პროექტით განსაზღვრულია ის დოკუმენტაცია, რომელიც დაინტერესებულმა პირმა
უნდა წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოს. კერძოდ, ესენია: განცხადება; აგროტურისტული
მეურნეობის საკუთრებაში ან მართლზომიერ სარგებლობაში არსებობის დამადასტურებელ
დოკუმენტაცია; სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა
დაცვის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ბიზნესოპერატორად
რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია; ფერმერული ან/და აგროტურისტული მეურნეობის
არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ
გაცემული ცნობა. გარდა ზემოაღნიშნულისა, სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო,
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოითხოვს
ინფორმაციას სტატუსის მაძიებელი პირის, ფერმათა/ფერმერთა რეესტრში რეგისტრაციის
შესახებ.
სტატუსის მინიჭებასა და შეწყვეტაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოა საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირი − შემოსავლების სამსახური, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს მარტივი
2
საქართველოს აგროტურიზმის ბაზრის პოტენციალის კვლევა, 2020 წ.
12
ადმინისტრაციული წარმოების წესით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
შესაბამისად.
აგროტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტის ვალდებულებები
კანონის პროექტის მე-5 მუხლით განსაზღვრულია აგროტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტის
ვალდებულებები. აგროტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ
მოთხოვნებს: საკუთრების ან მართლზომიერ სარგებლობის უფლებით უნდა ფლობდეს
აგროტურისტული მეურნეობას; რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს
დაცვისა
და
სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
მიერ
წარმოებულ
ფერმათა/ფერმერთა რეესტრში, რაც შესაძლებელს გახდის ფერმერული საქმიანობისა და
მეურნეობის არსებობის ფაქტის დადასტურებას; მომსახურების გაწევის მიზნით, გამოიყენოს
ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, რაც უნდა შეადგენდეს მის მიერ
გამოყენებული პროდუქტის 50%-ს და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით დადგენილი წესით, იყოს რეგისტრირებული
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
პროექტი ასევე განსაზღვრავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებამოსილებას
აგროტურისტულ საქმიანობაში ჩართულ პირთა ინფორმაციული მხარდაჭერისა და
განვითარების ხელშეწყობის მხრივ.
აგროტურიზმის სახელმწიფო ხელშეწყობა
კანონპროექტის მე-9 მუხლი ადგენს სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს
აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის საქმიანობის ხელშეწყობისა და მათი საქმიანობის
განვითარების მიზნით. კანონპროექტის მიხედვით, აგროტურიზმის სახელმწიფო
ხელშემწყობი ღონისძიებებია:
საგადასახადო შეღავათების დაწესება;
სახელმწიფო გრანტის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;
შეღავათიანი საკრედიტო რესურსებით უზრუნველყოფა;
აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროექტებისა და პროგრამების შემუშავება
და განხორციელება;
საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, აგროტურისტულ საქმიანობაში
ჩართულ პირთა პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
შესაბამის მუნიციპალიტეტებში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის
ხელშეწყობა;
აგროტურიზმის სტატუსის მქონე ის სუბიექტები, რომელთა წლიური საერთო შემოსავალი არ
აღემატება 200 000 ლარს, სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში
გათავისუფლდებიან
მოგების,
საშემოსავლო
და
დამატებითი
ღირებულების
გადასახადებისგან. აღნიშნული შეღავათები განსაზღვრულია თანმდევი პროექტით, რომლის
მიხედვით ცვლილებები შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსში.
სახელმწიფოს მიერ ყოველწლიურად ხორციელდება სესხის თანადაფინანსების, გრანტების
გაცემისა და სხვა მცირე და მიკრო ბიზნესის ხელშემწყობი პროექტები. აღნიშნული
პროგრამების ფარგლებში გაძლიერდება აგროტურისტული კომპონენტი, განსაკუთრებით კი,
მცირე ბიზნესის ნაწილში, ვინაიდან სახელმწიფოს თანდაფინანსებით ისარგებლებენ ის
13
სუბიექტები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 200 000 ლარს. ამასთან, კანონი
უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას, ვინაიდან ის კრიტერიუმები, რასაც უნდა
აკმაყოფილებდეს სუბიექტი, დგინდება კანონით.
სახელმწიფოს მიერ პროფესიული განათლების მიმართულებების დაგეგმვისას გაძლიერდება
პროფესიული გადამზადების კომპონენტი აგროტურისტული მიმართულებით, რაც მოიცავს
როგორც სასოფლო-სამეურნეო, კულინარიულ ასევე ტურიზმის ელემენტებს.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
ადგილობრივი
წარმოების
სასოფლო-სამეურნეო
პროდუქტის
შეთავაზების
ვალდებულებასთან დაკავშირებით, პროექტის გარდამავალ დებულებებში განისაზრვრა
განსხვავებული ამოქმედების ვადები. კერძოდ, აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტი
ვალდებულია 2022 წლის 1 ივნისიდან მომსახურების მიმღებ პირს შესთავაზოს ადგილობრივი
წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის არანაკლებ 50%. ხოლო, მე-5 მუხლის პირველი
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის (განსაზღვრულია 70%-ის შეთავაზების/მომხამრების ვალდებულება)
ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 1 იანვარი. აღნიშნული ვადები განისაზღვრა
კანონის აღსრულებისთვის აუცილებელი ნორმატიული აქტების შემუშავების და სხვა
ღონისძიებების მომზადების მიზნით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით
(პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ);
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის ძალაში შესვლის ვადად, გარდა მე-10 მუხლისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“
ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, განისაზღვრა 2021 წლის 1 ივნისი.
აღნიშნული თარიღი შერჩევის პრინციპი განპირობებულია შესაბამისი ორგანოებისთვის
გონივრული ვადის მიცემით, საჭირო საკადრო, ორგანიზაციული და სამართლებრივი
ღონისძიებების (მათ შორის, ნორმატიული აქტების გამოცემის) განსახორციელებლად.
პროექტის
მე-4
მუხლის
პირველი
პუნქტის
„გ“
ქვეპუნქტის
ამოქმედების
ვადად
განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი, რაც განპირობებულია ადგილობრივი სასოფლოსამეურნეო პროდუქტის იდენტიფიცირების წესის შემუშავების სირთულით.
14
პროექტის მე-10 მუხლი, რომელიც ადგენს მთავრობის
ღონისძიებებს, ძალაში შევა კანონის გამოქვეყნებისთანავე.
მიერ
განსახორციელებელ
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
არის სახელმწიფო ბიუჯეტი. კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2020 წლის ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯებს.
კანონის ამოქმედებიდან, შემოსავლების სამსახურს ეკისრება ახალი ფუნქციები
აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის სტატუსის მინიჭებასა და შეწყვეტასთან
დაკავშირებით, რამაც საშუალოვადიან პერიოდში (2021-2024 წლები) შესაძლოა განაპირობოს
ახალი ადამიანური რესურსის, კერძოდ კი, 2 (ორი) საშტატო ერთეულისა და
ადმინისტრაციული ხარჯების დამატების საჭიროება, რაც აისახება ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე და გამოიწვევს ყოველწლიურად საშუალოდ 50 000 ლარის ოდენობით დაფინანსებას,
2021-2024 წლებში კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით გასაწევი აუცილებელი ხარჯები
შეადგენს დაახლოებით 150 000 ლარს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
2020
წლის
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის მიღება, სახელმწიფო
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, გავლენას იქონიებს 2021 წლის
ივნისის თვიდან, ვინაიდან აგროტურიზმის სტატუსის მქონე ის სუბიექტები, რომელთა
აგროტურისტული საქმიანობის ფარგლებში, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული
ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს, გათავისუფლდებიან საშემოსავლო,
მოგების და დამატებითი ღირებულების (დღგ) გადასახადებისგან.
შეღავათით გამოწვეული დანახარჯი ამცირებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, პროექტის
ამოქმედებიდან პირველი წლების განმავლობაში. თუმცა ეს დანახარჯი მცირეა ორი მიზეზის
გამო:
სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი საწარმოების უმეტესობა დღეს უკვე
სარგებლობს შეღავათებით;
15
როგორც სოფლის მეურნეობის სექტორში, ასევე ტურიზმის დარგშიც, ბევრია
არარეგისტრირებული საწარმო, რომელიც ისედაც არ იხდის არანაირ გადასახადს.
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე აღნიშნული გადასახადების სახით მოკლებული თანხის
ოდენობის გამოთვლა მეტწილად მაინც დამოკიდებულია იმ პირთა რაოდენობაზე, რომელთაც
აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის სტატუსი მიენიჭება. (პროექტის მიხედვით,
სტატუსის მინიჭების პროცედურა უფასოა და დაინტერესებულ პირთათვის არ წარმოშობს
დამატებით ფინანსურ ხარჯებს). დღეისათვის, აგროტურისტული ობიექტის სტატუსი
საქართველოში არ არსებობს, ოფიციალური სტატისტიკა აგროტურისტული ობიექტების
რაოდენობის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი. ამასთან უნდა აღინიშნოს ის გარემება, რომ
სუბიექტი
გადასახადებისგან
გათავისუფლდება
სტატუსის
მინიჭებიდან
10
წლის
განმავლობაში და გრძელვადიანი პერიოდისთვის, აგროტურიზმის განვითარების და
შესაბამისი საქმიანობიდან მიღებული გადასახადები, დადებითად აისახება სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ამჟამად,
აგროტურისტულ
საქმიანობაში
ჩართული
ფერმერები
ძირითადად
არაორგანიზებულად ეწევიან ტურისტულ საქმიანობას, რასაც ხშირ შემთხვევაში აქვს
ერთჯერადი ან/და არა მუდმივი სახე, რაც ართულებს ბიუჯეტის დანაკლისის გამოთვლის
შესაძლებლობას. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ ბიუჯეტში გადახდილი თანხები, კანონის
ამოქმედების
პირველ
წლებში,
შესაძლოა
შემცირდეს,
აგროტურიზმის
განვითარება,
საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ დადებითად აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონს გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზეც, თუმცა ბიუჯეტზე გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად
განვითარდება აგროტურისტული საქმიანობა ან/და რამდენი პირი მიიღებს აგროტურისტული
საქმიანობის სტატუსს.
საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, რეგისტრირებული აგროტურისტული
ობიექტები გადაიხდიან დღგ და საშემოსავლო გადასახადებს. ხოლო რაც შეეხება მოგების
გადასახადს, რეგისტრირებული აგროტურისტული ობიექტები, გარდა ფიზიკური პირებისა,
დარეგისტრირებისთანავე, თუ არ ეხებათ გამონაკლისი (კოოპერატივები, რომელიც პირველად
წარმოებას ეწევიან), გახდებიან მოგების გადასახადის გადამხდელი საწარმოები, რაც
დადებითად აისახება ბოუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ქვემოთ
მოცემულ
ცხრილში
წარმოდგენილია
აგროტურისტული
ობიექტების
პროგნოზირებული რაოდენობა მომავალი 20 წლის განმავლობაში ზემოთ ნახსნები საწყისი
რაოდენობებისა (20 რეგისტრირებული და 115 დაინტერესებული ობიექტი, ანალიზის პირველ
წელს აგროტურისტული ობიექტების რაოდენობის შესახებ დაშვება ეყრდნობა გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოპოვებულ ოპერატიულ მონაცემებს)
და ზრდის ტემპის (2.9%) გათვალისწინებით.
16
აგროტურისტული ობიექტების რაოდენობა
192 198
182 187
177
172
167
153 157 162
140 145 149
137
133
129
115 118 122 125
20
21
21
22
22
23
24
24
25
26
27
27
28
29
30
31
32
33
33
34
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20 წელი
კანონპროექტის მიღებამდე რეგისტრირებული პირები
კანონპროექტის მიღების შემდეგ რეგისტრირებული პირები
რაც შეეხება სახელმწიფოს ბიუჯეტის დანაკლისს და შემოსავლებს, რომელიც შეიძლება
გამოწვეული იყოს ამ კანონპროექტის მიღებით, ანალიზი აჩვენებს, რომ კანონის მიღების
შემთხვევაში, ანალიზის პირველი 10 წლის განმავლობაში სანამ რეგისტრირებულ ობიექტები
სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით, გადასახადების სახით ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილი განიცდის დანაკლისს. თუმცა ანალიზის მე-11 წლიდან რეგისტრირებული ობიექტები
იხდიან გადასახადებს და გრძლევადიან პერიოდში, მათ მიერ გადახდილი გადასახადები
აღემატება საგადასახადო შეღავათს და საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება.
სახელმწიფოს პროგნოზირებადი ხარჯები და შემოსავლები მომავალი 20 წლის განმავლობაში
წარმოდგენილია ქვემოთ:
სახელმწიფოს შემოსავლები და დანახარჯები (ლარი)
4,000,000
3,500,000
3,000,000
2,500,000
2,000,000
1,500,000
1,000,000
500,000
1
2
3
4
5
6
7
8
9
დანახარჯი
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
შემოსავალი
17
რაც შეეხება წმინდა სარგებლის (სარგებელსა და დანახარჯებს შორის სხვაობა) დღევანდელ
ღირებულებას, იგი დადებითია და 9.6%-ის დისკონტის განაკვეთის პირობებში
სახელმწიფოსთვის (ბიუჯეტისთვის) შეადგენს 416,964 ლარს. ამრიგად, მოცემული დაშვებების
პირობებში, აგროტურისტული ობიექტებისგან მისაღები შემოსავალი აღემატება სახელმწიფოს
მიერ მათ განვითარებაზე გაწეულ დანახარჯებს.3
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც
დაკავშირებულია აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის სტატუსის მინიჭების
პროცედურებთან.
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გაღებას 2020 წელს. კანონის
ამოქმედებიდან, შემოსავლების სამსახურს ეკისრება ახალი ფუნქციები აგროტურისტული
საქმიანობის სუბიექტის სტატუსის მინიჭებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც
საშუალოვადიან პერიოდში (2021-2024 წლები) განაპირობებს ახალი ადამიანური რესურსის,
კერძოდ კი, 2 (ორი) საშტატო ერთეულისა და ადმინისტრაციული ხარჯების დამატების
საჭიროებას, რაც აისახება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და გამოიწვევს ყოველწლიურად
საშუალოდ 50 000 ლარის ოდენობით დაფინანსებას.
კანონპროექტი
ადგენს
აგროტურისტული
სახელმწიფოს
საქმიანობის
მიერ
ხელშეწყობისა
განსახორციელებელ
და
განვითარების
ღონისძიებებს
მიზნით,
რომელთა
დაფინანსების წყარო არის სახელმწიფო ბიუჯეტი. თუმცა აღნიშნული ღონისძიებების
განხორციელება შესაძლებელია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში და
დამატებითი ხარჯების წარმოშობის გარეშე. კერძოდ, სახელმწიფოს მიერ ყოველწლიურად
ხორციელდება სესხის თანადაფინანსების, გრანტების გაცემისა და სხვა მცირე და მიკრო
ბიზნესის ხელშემწყობი პროექტები. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში გაძლიერდება
აგროტურისტული კომპონენტი, განსაკუთრებით მცირე ბიზნესის ნაწილში, ვინაიდან
სახელმწიფოს
თანდაფინანსებით
ისარგებლებენ
ის
სუბიექტები,
რომელთა
წლიური
ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს. ამასთან, სახელმწიფოს მიერ
პროფესიული განათლების მიმართულებების დაგეგმვისას გაძლიერდება პროფესიული
გადამზადების კომპონენტი აგროტურისტული
მიმართულებით, რაც მოიცავს როგორც
სასოფლო-სამეურნეო, კულინარულ, ასევე ტურიზმის ელემენტებს.
პროექტის
მიღებამ
ნაკლებად
შესაძლებელია
გამოიწვიოს
სასამართლოში
სამართალწარმოებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები ან სხვა ბიუროკრატიული
ხარჯები სხვადასხვა ადმინისტრაციული წარმოებიდან. კანონის მიღებიდან პირველი ორი
3
„აგროტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შუალედური ანგარიში,
აისეტის კვლევითი ინსტიტუტი (ISET Policy Institute)
18
წლის განმავლობაში სახელმწიფო გასწევს დანახარჯებს აგროტურიზმის შესახებ ცნობიერების
ამაღლებაზე, კერძოდ კი, მთავრობის მიერ შემოთავაზებული შეღავათების შესახებ,
აგროტურისტული ობიექტის მიერ დასაკმაყოფილებელი სტანდარტების შესახებ და სხვ.4
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების
მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იქნება მნიშვნელოვანი სტიმული აგროტურისტული საქმიანობით
დაინტერესებული პირებისათვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას.
გაიზრდება შემოსავლები აგროტურისტულ სფეროში ჩართული და დასაქმებული
პირებისთვის. სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამების შედეგად, შესაძლებელი იქნება ახალი
ფინანსური წყაროებისა და ინვესტიციების მოზიდვა. ამასთან, მნიშვნელოვნად გამარტივდება
ადგილობრივი პროდუქტის რეალიზება, რაც, ერთი მხრივ, შეამცირებს ფერმერის დანახარჯებს
და, მეორე მხრივ, წაახალისებს ადგილობრივი წარმოების ზრდას.
კანონპროექტს ექნება გავლენა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც
განავითარებენ აგროტურიზმს და რომელთა წლიური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება
200 000 ლარს. კერძოდ, აღნიშნული პირები ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათებით.
საშეღავათო პერიოდის (10 წელი) განმავლობაში აგროტურისტული ობიექტები ისარგებლებენ
საგადასახადო შეღავათით ( დღგ და საშემოსავლო გადასახადი). თუმცა აქ აღსანიშნავია ის, რომ
დაურეგისტრირებელი აგროტურისტული ობიექტები ისედაც არ იხდიან გადასახადებს,
შესაბამისად,
მათთვის
სარგებლის
ამ
კატეგორიის
თვალსაზრისით,
არსებულ
მდგომარეობასთან შედარებით ცვლილება არ იქნება.
გაზრდილი შემოსავალი გაყიდვებიდან მოსალოდნელია იმ ფერმერული მეურნეობებისთვის,
ვინც ტურიზმის კომპონენტს დაამატებს თავის მეურნეობას.
ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემება, რომ აგროტურისტული ობიექტების
ზომიდან გამომდინარე შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი ადამიანური რესურსის
დაქირავება ტურისტებისთვის შესაბამისი მომსახურების გასაწევად. ეს უფრო საშუალო და
მსხვილი აგროტურისტული ობიექტებისთვის არის რელევანტური. აგროტურისტულ ობიექტს
შესაძლოა დაჭირდეს ბუღალტრის მომსახურება დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, რომლის
4
„აგროტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შუალედური ანგარიში,
აისეტის კვლევითი ინსტიტუტი (ISET Policy Institute)
19
ანაზღაურებაც იქნება 1200 ლარი წელიწადში. პროექტით განსაზღვრული ვალდებულებები არ
წარმოშობს დამატებით ხარჯებს აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტებისთვის, უძრავ
ნივთებზე უფლებათა რეესტრში გადასახდელი სარეგისტრაციო საფასურის გარდა.
საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, რეგისტრირებული აგროტურისტული
ობიექტები გადაიხდიან დღგ და საშემოსავლო გადასახადებს. ხოლო რაც შეეხება მოგების
გადასახადს, რეგისტრირებული აგროტურისტული ობიექტები, გარდა ფიზიკური პირებისა,
დარეგისტრირებისთანავე, თუ არ ეხებათ გამონაკლისი (კოოპერატივები, რომელიც პირველად
წარმოებას ეწევიან), გახდებიან მოგების გადასახადის გადამხდელი საწარმოები.5
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ასეთი არ არსებობს.
კანონპროექტი ითვალისწინებს 200 000 ლარზე ნაკლები წლიური შემოსავლის მქონე
აგროტურისტული სუბიექტის სტატუსის მქონე პირების გათავისუფლებას დღგ, საშემოსავლო
და მოგების გადასახადისაგან. თუმცა, დასახელებული სტატუსის შემოტანა საგადასახადო
კოდექსში და ასეთი ეკონომიკური აქტივობის, როგორც კანონით რეგულირებული საქმიანობის
გაჩენა, გულისხმობს საშეღავათო პერიოდის შემდგომ გადასახადების მიმართვას სახელმწიფო
ბიუჯეტში.
ბ1 ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის აქტებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
2015 წლის 25 სექტემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია „ჩვენი
მსოფლიოს ცვლილება: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“ და
5
„აგროტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შუალედური ანგარიში,
აისეტის კვლევითი ინსტიტუტი (ISET Policy Institute)
20
დაამტკიცა მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs). აღნიშნული მიზნების ნაციონალიზაციის
პროცესი საქართველოში 2015 წელს დაიწყო.
მდგრადი განვითარების მიზნები საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული
რეფორმების განუყოფელი ნაწილია. მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები
ინტეგრირებულია საქართველოს მთავრობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაშიც. 2019 წლის
ივნისში დამტკიცდა „საქართველოს პარლამენტის სტრატეგია მდგრადი განვითარების
მიზნების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისათვის“, რომელიც მიზნად
ისახავს
საქართველოს
პარლამენტის
ეფექტიანი
ზედამხედველობითი
და
კანონშემოქმედებითი მექანიზმების გამოყენებით, ხელი შეეწყოს ქვეყანაში მდგრადი
განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესს.
კანონპროექტს „აგროტურიზმის შესახებ“ წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების სხვადასხვა
მიზნის მიღწევაში. კანონპროექტის მიზნები ( სოფლად სიღარიბის დაძლევა და მოსახლეობის
დასაქმების ხელშეწყობა, მცირე მეურნეობების წახალისება და ადგილობრივი მოსახლეობის
შემოსავლების ზრდა; რეგიონებში ფერმერული მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი
პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა; სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერება,
ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა) პირდაპირ პასუხობს მდგრადი განვითარების შემდეგ
მიზნებს:
(SDG)
1: სიღარიბის აღმოფხვრა
(SDG)
2: შიმშილის აღმოფხვრა
( SDG) 5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას
შესაძლებლობების გაუმჯობესება
(SDG)
8: სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა,
სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის
(SDG) 12 მდგრადი მოხმარება და წარმოება.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
21
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავებულია გაეროს ქალთა ფონდისა და საქართველოს ფერმერთა
ასოციაციის თანამონაწილეობით. კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ასევე ჩართულნი
იყვნენ ის საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ სოფლის
მეურნეობისა და ტურიზმის სექტორში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
გაეროს ქალთა ფონდის მხარდაჭერით, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ექსპერტების მიერ
მომზადდა კვლევითი დოკუმენტი - „ საქართველოს აგროტურისტული ბაზრის პოტენციალის
შეფასება და ანალიზი“.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტზე მუშაობისას შესწავლილ იქნა აგროტურიზმთან დაკავშირებული სხვადასხვა
ქვეყნის წარმატებული გამოცდილება და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით,
საქართველოსთან მიმართებაში გამოყენებულია გარკვეული მაგალითები (პროექტს თან
ერთვის შესაბამისი კვლევა).6
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი.
6 საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, აგრარული ტურიზმის ხელშეწყობა , დაიჯესტი N02/05.
22