„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
24.09.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/497/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„აგროტურიზმის შესახებ“

  • „აგროტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
  • „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-10-05
ბიუროს ნომერი 395

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N54, 12.10.2010, მუხ.343): ა) მე-8 მუხლს, 37-ე ნაწილის შემდგომ, დაემატოს 371 ნაწილი შემდეგი რედაქციით: „371. აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტი - პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის სტატუსი „აგროტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“; ბ) 82-ე მუხლის პირველ ნაწილს, „ჯ1“ ქვეპუნქტის შემდგომ, დაემატოს „ჯ2“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ჯ2) იმ აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ აგროტურისტული საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი, რომლის ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 200 000 ლარს, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში;“; გ) 99-ე მუხლის პირველ ნაწილს, „ღ“ ქვეპუნქტის შემდგომ, დაემატოს „ღ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ღ1) იმ აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ აგროტურისტული საქმიანობის ფარგლებში მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, რომლის ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 200 000 ლარს, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში;“; დ) 172-ე მუხლის მე-4 ნაწილს, „ფ“ ქვეპუნქტის შემდგომ, დაემატოს „ფ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ფ1) იმ აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ აგროტურისტული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 200 000 ლარს, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახდო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია აგროტურიზმის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით. აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებულია აგროტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესება, რაც უნდა აისახოს საგადასახადო კოდექსის შესაბამის ნორმებში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ამჟამად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში არ არის განცალკევებული აგროტურიზმის დაბეგვრის მოდელი და ამ დროისთვის არ ფიქსირდება კონკრეტულად და სპეციალურად ამ ტიპის ბიზნესზე მორგებული სტატუსი. აგროტურიზმის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით დგინდება სახელმწიფოს მიერ ხელშემწყობი ღონისძიებები, მათ შორის საგადასახადო შეღავათები. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს საგადასახადო კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, დადგინდება საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ისარგებლებენ აგროტურიზმის სტატუსის მქონე პირები, რასაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამახალისებელი ეფექტი ექნება აგროტურისტულ საქმიანობაში ჩართული პირების მიმართ. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომელთა წლიური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს. კანონის პროექტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში. ცვლილება ასევე შედის 99-ე მუხლში, რომლის თანახმად მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება, აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ 2 მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში. პროექტის თანახმად, შეღავათი წესდება დამატებითი ღირებულების გადასახადზე. იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის 14 ივლისის კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა კოდექსის 172-ე მუხლი და მისი ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვარი, წინამდებარე კანონპროექტით ცვლილება შედის 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ რედაქციაში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის 2021 წლის 1 ივნისიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს 2020 წლის სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის მიღება, სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, გავლენას იქონიებს 2021 წლის ივნისის თვიდან, ვინაიდან აგროტურიზმის სტატუსის მქონე ის სუბიექტები, რომელთა აგროტურისტული საქმიანობის ფარგლებში, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 3 200 000 ლარს, გათავისუფლდებიან საშემოსავლო, მოგების და დამატებითი ღირებულების გადასახადებისგან. შეღავათით გამოწვეული დანახარჯი ამცირებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, პროექტის ამოქმედებიდან პირველი წლების განმავლობაში. თუმცა ეს დანახარჯი მცირეა ორი მიზეზის გამო:  სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი საწარმოების უმეტესობა დღეს უკვე სარგებლობს  შეღავათებით; როგორც სოფლის მეურნეობის სექტორში, ასევე ტურიზმის დარგშიც, ბევრია არარეგისტრირებული საწარმო, რომელიც ისედაც არ იხდის არანაირ გადასახადს. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე აღნიშნული გადასახადების სახით მოკლებული თანხის ოდენობის გამოთვლა მეტწილად მაინც დამოკიდებულია იმ პირთა რაოდენობაზე, რომელთაც აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის სტატუსი მიენიჭება. დღეისათვის, აგროტურისტული ობიექტის სტატუსი საქართველოში არ არსებობს, ოფიციალური სტატისტიკა აგროტურისტული ობიექტების რაოდენობის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი. ამასთან უნდა აღინიშნოს ის გარემება, რომ სუბიექტი გადასახადებისგან გათავისუფლდება სტატუსის მინიჭებიდან 10 წლის განმავლობაში და გრძელვადიანი პერიოდისთვის, აგროტურიზმის განვითარების და შესაბამისი საქმიანობიდან მიღებული გადასახადები, დადებითად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამჟამად, აგროტურისტულ საქმიანობაში ჩართული ფერმერები ძირითადად არაორგანიზებულად ეწევიან ტურისტულ საქმიანობას, რასაც ხშირ შემთხვევაში აქვს ერთჯერადი ან/და არა მუდმივი სახე, რაც ართულებს ბიუჯეტის დანაკლისის გამოთვლის შესაძლებლობას. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ ბიუჯეტში გადახდილი თანხები, კანონის ამოქმედების პირველ წლებში, შესაძლოა შემცირდეს, აგროტურიზმის განვითარება, საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ დადებითად აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონს გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც, თუმცა ბიუჯეტზე გავლენის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად განვითარდება აგროტურისტული საქმიანობა ან/და რამდენი პირი მიიღებს აგროტურისტული საქმიანობის სტატუსს. საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, რეგისტრირებული აგროტურისტული ობიექტები გადაიხდიან საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადებს. ხოლო რაც შეეხება მოგების გადასახადს, რეგისტრირებული აგროტურისტული ობიექტები, გარდა ფიზიკური პირებისა, დარეგისტრირებისთანავე, თუ არ ეხებათ გამონაკლისი (კოოპერატივები, რომელიც პირველად წარმოებას ეწევიან), გახდებიან მოგების გადასახადის გადამხდელი საწარმოები, რაც დადებითად აისახება ბოუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია აგროტურისტული ობიექტების პროგნოზირებული რაოდენობა მომავალი 20 წლის განმავლობაში. აგროტურისტული ობიექტების რაოდენობის შესახებ 4 დაშვება ეყრდნობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოპოვებულ ოპერატიულ მონაცემებს და ითვალისწინებს 2.9%-ან ზრდის ტემპს.1 აგროტურისტული ობიექტების რაოდენობა 192 198 182 187 177 172 157 162 167 145 149 153 140 137 129 133 115 118 122 125 20 21 21 22 22 23 24 24 25 26 27 27 28 29 30 31 32 33 33 34 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 წელი კანონპროექტის მიღებამდე რეგისტრირებული პირები კანონპროექტის მიღების შემდეგ რეგისტრირებული პირები რაც შეეხება სახელმწიფო შემოსავლებს, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას ამ კანონპროექტის მიღებით, ანალიზი აჩვენებს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ანალიზის მე-11 წლიდან რეგისტრირებული ობიექტები იხდიან გადასახადებს და გრძლევადიან პერიოდში, მათ მიერ გადახდილი გადასახადები აღემატება საგადასახადო შეღავათს და საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება. სახელმწიფოს პროგნოზირებადი შემოსავლები მომავალი მე-11 წლიდან წარმოდგენილია ქვემოთ: სახელმწიფოს შემოსავლები (ლარი) 4,000,000 3,500,000 3,000,000 2,500,000 2,000,000 1,500,000 1,000,000 500,000 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 1 „აგროტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შუალედური ანგარიში, აისეტის კვლევითი ინსტიტუტი (ISET Policy Institute) 5 რაც შეეხება, წმინდა სარგებლის (სარგებელსა და დანახარჯებს შორის სხვაობა) დღევანდელ ღირებულებას, იგი დადებითია და 9.6%-ის დისკონტის განაკვეთის პირობებში სახელმწიფოსთვის (ბიუჯეტისთვის) შეადგენს 416,964 ლარს. ამრიგად, მოცემული დაშვებების პირობებში, აგროტურისტული ობიექტებისგან მისაღები შემოსავალი აღემატება სახელმწიფოს მიერ მათ განვითარებაზე გაწეულ დანახარჯებს.2 ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქნება მნიშვნელოვანი სტიმული აგროტურისტული საქმიანობით დაინტერესებული პირებისათვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას. კანონპროექტს ექნება გავლენა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც განავითარებენ აგროტურიზმს და რომელთა წლიური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს. კერძოდ, აღნიშნული პირები ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათებით. საშეღავათო პერიოდის (10 წლის) განმავლობაში აგროტურისტული ობიექტები ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათით (დღგ, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი). თუმცა აქ აღსანიშნავია ის, რომ დაურეგისტრირებელი აგროტურისტული ობიექტები ისედაც არ იხდიან გადასახადებს, შესაბამისად, მათთვის სარგებლის ამ კატეგორიის თვალსაზრისით, არსებულ მდგომარეობასთან შედარებით ცვლილება არ იქნება. საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, რეგისტრირებული აგროტურისტული ობიექტები გადაიხდიან დღგ და საშემოსავლო გადასახადს. ხოლო რაც შეეხება მოგების გადასახადს, რეგისტრირებული აგროტურისტული ობიექტები, გარდა ფიზიკური პირებისა, 2 „აგროტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შუალედური ანგარიში, აისეტის კვლევითი ინსტიტუტი (ISET Policy Institute) 6 დარეგისტრირებისთანავე, თუ არ ეხებათ გამონაკლისი (კოოპერატივები, რომელიც პირველად წარმოებას ეწევიან), გახდებიან მოგების გადასახადის გადამხდელი საწარმოები3. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს 200 000 ლარზე ნაკლები წლიური შემოსავლის მქონე აგროტურისტული სუბიექტის სტატუსის მქონე პირების გათავისუფლებას დღგ, საშემოსავლო და მოგების გადასახადისაგან. თუმცა, დასახელებული სტატუსის შემოტანა საგადასახადო კოდექსში და ასეთი ეკონომიკური აქტივობის, როგორც კანონით რეგულირებული საქმიანობის გაჩენა, გულისხმობს საშეღავათო პერიოდის შემდგომ გადასახადების მიმართვას სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ1 ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: 3 „აგროტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) შუალედური ანგარიში, აისეტის კვლევითი ინსტიტუტი (ISET Policy Institute) 7 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავებულია გაეროს ქალთა ფონდისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თანამონაწილეობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი. 8