საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გიორგი ხელაშვილი, მოადგილე - მარიამ ლაშხი) და დებულება
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-16
ბიუროს ნომერი 1
📜 ტექსტი
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-152/20'
15-12-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ,
რომ
საგარეო
ურთიერთობათა
კომიტეტმა
გამართა
პირველი
საორგანიზაციო სხდომა, რომელზეც შეიმუშავა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
დებულება. აგრეთვე, პირველ საორგანიზაციო სხდომაზე არჩეული ივნენ საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გიორგი ხელაშვილი
და მოადგილე - მარიამ ლაშხი.
გიგზავნით პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმს და კომიტეტის დებულებას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დებულება
პროექტი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის უფლებამოსილებას, მისი საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესს,
აგრეთვე, კომიტეტის თავმჯდომარის, მოადგილეების, წევრების უფლებამოსილებასა და
კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი (შემდგომ - კომიტეტი) თავისი კომპეტენციის
ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას,
პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობას, საქართველოს
მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების
საქმიანობის კონტროლს.
3. კომიტეტის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს
კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და წინამდებარე
დებულებით.
II. კომიტეტის უფლებამოსილებანი
4. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს
საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა
გადაწყვეტილებების პროექტებს;
ბ) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან/და სხვა აქტების
პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტის
თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის
ამსახველ ფურცელს;
გ) აკონტროლებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის
დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების
შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;
1
დ) ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს და საჭიროების
შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;
ე) განიხილავს და ამზადებს დასკვნას საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს
პარლამენტში წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების,
დენონსირების ან გაუქმების თაობაზე.
ვ) გამოითხოვს მასალებს, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან, საერთაშორისო
ხელშეკრულებების რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმებისათვის დასკვნის
მომზადებასთან დაკავშირებით;
ზ) განიხილავს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საერთაშორისო
ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და
დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტებს;
თ) წარუდგენს პარლამენტს საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ყველა
ინფორმაციას;
ი) აწვდის პარლამენტს ინფორმაციას იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების
შესახებ, რომლებიც რატიფიცირებას არ საჭიროებენ;
კ) ახორციელებს საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიური სამსახურის
სისტემაში გასატარებელ ღონისძიებათა მოსალოდნელი შედეგების შეფასებას და
შესაბამისი დასკვნების, ცნობების, რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების
მომზადებას;
ლ) აკონტროლებს მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ
მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით კომიტეტი
შეისწავლის და აანალიზებს აღნიშნული ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი
მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად
საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების
ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი
შესრულების უზრუნველსაყოფად.
მ) შეიმუშავებს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტებს
„მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ“ და „მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“. ისმენს
მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის ანგარიშს გაწეული
საქმიანობის თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში გამოდის თანამომხსენებლად
აღნიშნული ანგარიშის პლენარულ სხდომაზე მოსმენის დროს.
2
ნ) კოორდინაციას უწევს სხვა სახელმწიფოების პარლამენტებთან რეგულარული
ურთიერთობის დასამყარებლად პარლამენტში შექმნილ მეგობრობის ჯგუფებს და
გაწეული საქმიანობის ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს;
ო) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;
პ) წინასწარ განიხილავს და ამზადებს დასკვნას საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო
ასამბლეის რეკომენდაციებთან დაკავშირებით;
ჟ) ახორციელებს საპარლამენტო კონტროლს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
სახელმწიფო ორგანოების, მთავრობის და დიპლომატიური სამსახურის საქმიანობაზე და
საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;
რ) კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;
ს) კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, ამზადებს კომიტეტის სამოქმედო გეგმას და
აქვეყნებს მას პარლამენტის ვებგვერდზე;
ტ) თანამშრომლობს საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან,
საქმიან წრეებთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
უ) ახორციელებს მოსახლეობის ინფორმირებას ქვეყნის საგარეო ურთიერთობების
სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, სამომავლო გეგმებსა და განხორციელებულ
ღონისძიებებზე;
ფ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ სხვა
უფლებამოსილებას;
5. კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის
წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია კომიტეტის მიერ
დადგენილ ვადაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო
მასალები.
6. საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
თანამდებობის პირი (მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
ორგანოს ხელმძღვანელი ან თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს
კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად პარლამენტს წარუდგენს
თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის სხვა სახის ანგარიშვალდებულებას
პარლამენტის წინაშე უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი), პარლამენტის
3
წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო დამცველი
უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია რეგლამენტით
დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ
შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს
მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა.
7. კომიტეტი თავისი კომპეტენციის შესაბამისად განიხილავს საქართველოს მთავრობის
სამთავრობო პროგრამას და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის
გამოცხადების საკითხს, ასევე იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც
ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი, და შესაბამის
დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის დასკვნა მიიღება ფარული
კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით.
8. კომიტეტი უფლებამოსილია შესაბამის კანდიდატურას მოსთხოვოს წერილობითი
ინფორმაცია მისი ბიოგრაფიული ცნობების, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული
ცოდნის შესახებ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტი ამზადებს დასკვნას
საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ პირთათვის ნდობის
გამოცხადების, მათი თანამდებობაზე არჩევის, ან მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის
შესახებ. დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა
ხმების უმრავლესობით.
9. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ან განიხილავს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე განსახილველად გასატან ყველა საკითხს.
10. კომიტეტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლის და აანალიზებს
კანონმდებლობის შესრულების მდგომარეობას, იღებს ზომებს მისი შესრულების
უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად ამზადებს
წინადადებებს კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებებისა ან/და დამატებების
შეტანის შესახებ.
11. კომიტეტი მის უფლებამოსილებაში (კომპეტენციაში) შემავალ საკითხებზე მოსმენის,
კონტროლისა და შემოწმების შედეგად შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნაში
იქნება შეფასება და რეაგირების კონკრეტული ზომები. კომიტეტი თავის დასკვნას
უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელსაც ეს საკითხი
განსახილველად შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
III. კომიტეტის შემადგენლობა და საქმიანობის ორგანიზაცია
12. კომიტეტი შედგება კომიტეტის თვმჯდომარის, კომიტეტის თავმჯდომარის 3
მოადგილის და კომიტეტის წევრებისგან.
4
13. კომიტეტის თავმჯდომარე იწვევს კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომას,
რომელზეც შემუშავდება კომიტეტის დებულება. კომიტეტის პირველი საორგანიზაციო
სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება წარედგინება პარლამენტის ბიუროს.
14. კომიტეტი პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ღია კენჭისყრით, სიითი
შემადგენილობის უმრავლესობით, თავის წევრთაგან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის
3 მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და ამის შესახებ აცნობებს პარლამენტის
ბიუროს.
15. კომიტეტის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის
სხდომებს;
ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის გარეთ და შესაბამის
საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;
გ) ხელს აწერს კომიტეტის აქტებს და კომიტეტის სხდომების ოქმებს;
დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;
ე) ორგანიზებას უწევს კომიტეტის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებას;
ვ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან
არაუგვიანეს 2 კვირისა წარუდგენს პარლამენტს კომიტეტის საქმიანობის
წერილობით ანგარიშს;
ზ) გამოსცემს განკარგულებებს შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე;
თ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის
მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
16. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასრულებს კომიტეტის
თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე, კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის
შემთხვევაში, ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას.
17. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით
ასრულებს ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს ამ
უკანასკნელის მოვალეობას.
18. კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ
მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი ქმნის
სამუშაო ჯგუფებს. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია
შედიოდნენ პარლამენტის წევრები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
19. კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი.
სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა (სესიებს შორის
5
პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული, გამართოს კომიტეტის სხდომა). კომიტეტის
სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს.
20. კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, საკუთარი
ინიციატივით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით ან
პარლამენტის ბიუროს დავალებით.
21. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობა.
22. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა
კომიტეტის საქმიანობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს აღნიშნული წევრი
დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია წერილობით
აცნობებს კომიტეტის თავმჯდომარეს.
23. კომიტეტზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე
კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის
(უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა რეგლამენტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
24. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი
ინიციატივით ან კომიტეტის წევრის/წევრების მოთხოვნით. დღის წესრიგში ახალი
საკითხის შეტანა კომიტეტის სხდომაზე დაუშვებელია, გარდა საქართველოს
კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხებისა და კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვის შემთხვევისა. კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგიდან საკითხის
ამოღება შესაძლებელია კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის
დასაბუთებული გადაწყვეტილებით. კომიტეტის სხდომამდე დღის წესრიგიდან
საკითხის ამოღება ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა შესაძლებელია კომიტეტის
სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით.
25. კომიტეტის სხდომა საჯაროა. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით.
განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი ატარებს დახურულ სხდომას. დახურული
სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება დახურული წესით
კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დახურულ სხდომაზე
დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე. დაუშვებელია კანონპროექტის
განხილვის დროს კომიტეტის სხდომის დახურვა.
26. კომიტეტის სხდომის შესახებ იწერება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომიტეტის
თავმჯდომარე ან მოადგილე.
6
27. კომიტეტის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ პარლამენტის
წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები.
28. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოების
დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით მიეცემა სიტყვით გამოსვლის უფლება.
29. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით
აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლოა
მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი.
30. პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებში დაუშვებელია
კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიღებულია
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის შემთხვევებისა.
31. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა.
32. კომიტეტის სხდომაზე განიხილება კომიტეტში შემუშავებული და შემოსული
კანონპროექტები, ინფორმაციები კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა
აქტუალურ საკითხებზე, პეტიციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები,
საქართველოს მთავრობის წევრთა და სახელმწიფო თანამდებობის პირთა ახსნაგანმარტებები, ინფორმაციები და შემოწმებათა შედეგები.
33. კომიტეტის აქტებია: დასკვნა, რეკომენდაცია, გადაწყვეტილება.
34. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის,
კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე კანონპროექტის განხილვის შემდეგ
შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს შეფასებას ან/და რეაგირების
კონკრეტულ ზომებს. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის
ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას ან დანიშნულებისამებრ იგზავნება.
35. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის,
კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციისა და
კანონების დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომიტეტის
რეკომენდაცია შესაძლებელია წარედგინოს პარლამენტს ან რეაგირებისათვის
ქვემდებარეობით გადაიგზავნოს. მისი განხილვის შედეგები ან მიღებული ზომები
არაუგვიანეს 1 თვისა ან კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში ეცნობება კომიტეტს.
7
36. პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით
შეიძლება გაიმართოს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. კომიტეტების ერთობლივ
სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით
იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
37. კომიტეტთან, კომიტეტის დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის
მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის მიზნით, პარლამენტის
უფლებამოსილების ვადით, კომიტეტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის
კომპეტენტური სპეციალისტებისგან. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს
შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომიტეტის გადაწყვეტილებით.
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას საჭიროებისამებრ იწვევს კომიტეტი.
IV კანონპროექტის განხილვის პროცედურები
38. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ საქართველოს
კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ" მოთხოვნათა შესაბამისად მომზადებულ
კანონპროექტს, პარლამენტის ბიურო თავისი გადაწყვეტილებით განსახილველად
გადასცემს შესაბამის კომიტეტს.
39. კომიტეტი მოვალეა პარლამენტის ბიუროს მიერ დადგენილ ვადაში განიხილოს
შემოსული კანონპროექტი. თუ დადგენილ ვადაში ობიექტური მიზეზების გამო ვერ
მოხერხდა კომიტეტის სხდომის გამართვა და დასკვნის წარდგენა, კომიტეტის
თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე პარლამენტის ბიურო
უფლებამოსილია განსაზღვროს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადა.
თუ ამ ვადაშიც კომიტეტი არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას
კანონპროექტთან დაკავშირებით, ინიციატორი უფლებამოსილია დასვას საკითხი
კომიტეტის დასკვნის გარეშე საკითხის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.
40. კომიტეტი კანონპროექტის განხილვისათვის აწყობს კომიტეტის სხდომას ამ
კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი, მეორე და მესამე
მოსმენით განხილვისათვის. კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე განიხილება
მუხლობრივად, კომიტეტის ნებისმიერ წევრს შეუძლია გამოთქვას შენიშვნები და
წარმოადგინოს შესწორებები თუ დამატებები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში
მიიღება კენჭისყრით.
41. კომიტეტში კანონპროექტის მოსმენის შემდეგ კანონპროექტი შეიძლება მიჩნეულ
იქნეს პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მომზადებულად, არასაკმარისად
მომზადებულად ან მიუღებლად. დადეგენილი წესის შესაბამისად მომზადებული
კანონპროექტი გადაეცემა პარლამენტის ბიუროს სესიის პლენარული სხდომის დღის
წესრიგში შესატანად.
8
V. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
42. კომიტეტის საქმიანობას უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატი. კომიტეტის აპარატი
არის კომიტეტისადმი დაქვემდებარებული პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედი
სტრუქტურული ერთეული, რომლის სტრუქტურას და საშტატო ერთეულების
რაოდენობას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის
თავმჯდომარე.
43. კომიტეტის აპარატი:
ა) მონაწილეობს კანონპროექტების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებისა და
სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების
შემუშავებაში, კანონპროექტზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების
მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;
ბ) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;
გ) შეიმუშავებს კომიტეტის სამუშაო გეგმისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშების
პროექტებს;
დ) ხელს უწყობს და ეხმარება კომიტეტის წევრებს მათი უფლებამოსილების
განხორციელებაში;
ე) ასრულებს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის
აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
44. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შედიან კომიტეტის აპარატის უფროსი და
სპეციალისტები (საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოხელეები), რომლებიც
თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისად.
მათ კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, "საჯარო სამსახურის შესახებ"
საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის
აპარატის უფროსი.
9
დანართი
bsdlrqogcqrob Jlocps0c6oob br6.r6grng<6cDog6crmb.lcnr
3er0ogggob
3o(6,SCq'o
brcu66r6ob4ocn b\mOob
erjOoNl
15 gffi6g6o
bbq,cD0sb
udgscba{t:
2020 fqnb
3r.r0ogggolrcn,l30aqrcn0;6g 6o3cnqxnbbs0brt6rdg
lt\mOrb gbg6gbCI(,fu6:
3cn0o$3$ob$6t6gbo: 6oer66o bgq'.:ts3oq,o,016o,:0q'rtsbo,3;b.lbg6 Julrgr, 0,:31bc.rler6ots3oqro,
6o3o0ojl6rdg, q'g3rb jr6g0odg, o6r3qro bg6ro,>,o6t3qro Bojc"r3l6o.
b\morll gbsogbCIq'Egb
lg6ccrgg: b.:6;6gc.rg6orog6cnc.rb.:orr3c"raogggob.:Jr6,:6ob
cnl61Ots6c.rOq'Cbo.
bbqmOob3gq'CbtOoboECbs6l6oblbq36l b,:6r6gr"rg6orog6ox.rb,:cnl
3c.r6ogggob15 S66ob
prtl$6gbocn.
lt\m0ob
A(lclb ggb6o6o (Jr6crgbo):
1. br6r6gc'r gr6orogdora,bscnr3o0ogc<5"b sgcbuqcbob J6ogf gob Bg0gBs36bs
;
2- br6r6gnr g6cnox6orcnbror,:3o0ogxoob org0ggqm0s6ob 0cn:qr.6oqrccbob
16893r.
gX36gb0.r
3cnOogggob
pqob $9b6o6o.
36cnb0rEqr.:s063o6gb
b\moob Aqol, $gltdlobcrcr,6.lorgsqnbsobgbUcf 8"d,gCcpbs3oo$orrb qu3rgBo6gboor (3cn6ogggotr
qrgbgq'gbobtsgOgb.:gbl)
ocnobaobgb:or,>30aqgo0s6ob
qs $m6gbob $o6.:qr.:p3b3bolr.:6;6gc'rg6orog6orc"rb,:cor
3c.r6ogggoll
brj6o;6c"rbrbc,u8qcb.:0c'rboq,gbcbbc,ggbfuogbbg qrr
bgg6c.r0o
3c-rOog3gob
3er0Jggg66ooL
Eg0r3,lq'bl3oorbXbbg.
6oq,r$ffio$gl, (g6orm5A) :
l'6l6gc"r g6orog6orc'rbrco,:3cnOogggob
6o96 0g0g8;3gbuqo ecbuqcbr flr6gqr6o6c"rt_r
Jr6q,r0g66ob bog6ob.
ttbqro0ob Aqob $gb6o6c,crr6sor3qrob$ob9bUq OCcld,C
bs3ocnbcot6qr3r3tso6gbocn
Oc,rrqr5oqrggbolr
Qc'r0ogg gob or,:30aqgcr0,l6ol_r
.:68g3r)
Oarrb0o6glt:3.:6q'.:0g6gob636q'r0g66ob 311 @gbq,ob6glr$r6obrqr 3rn6oOCO"borr05qger0l6g0
Jo63gqro 0r'r4g6oqrobcor6.lOqggbrnbrjcg
.:br6Bg3rp qrub.lbgq'l 6oer66obgq,.rts3oqrol-r
Jo63Xq' 0cuqr6oq,gqr
3rbqroqgr$96.r, 6ocn66obgqrr03oqro 3er0ogggobcn,:30aqrcn0l6olr
g6orb0rqr oj6r r6Bggq,o.
g6;i6o,l ,,jr6orgqr0r ar66gbt0"b.16,:6gcn
g6ong6cnc.rb,:orl3cnOogggoborlg0aqrer0,l6ob
0cn,rp6oqrobcorbrOpgberbr9cg
$r60cnrqg6obr016o$ qr.:0bob3r6qroqr.:gg6r. 0.:6o10qr.:0bolr
3rbqgoqrrgg6rb 3cnOogggob$669b0.: g6cnb0rqrqr.:glo6gb 0b,:6o.
/3er0ogggobsgCbUqCbro116g6or3otr/
r;r6r6ob aqro3,:bo
6*/tr{
3rnaogggob
6o6cn
rgbrbrgr