მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№161
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 103, 22/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები შემდეგ საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან:

– ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: ძირითადი შემადგენლობა – 5 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;

– ევროკავშირი (საქართველო – ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი): ძირითადი შემადგენლობა – 5 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;

– შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC): ძირითადი შემადგენლობა – 5 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;

– ნატოს საპარლამენტო ასამბლეა: ძირითადი შემადგენლობა – 4 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 4 ადგილი;

– ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა: ძირითადი შემადგენლობა – 5 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;

– საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU): ძირითადი შემადგენლობა – 5 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;

– დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (სუამი): ძირითადი შემადგენლობა – 5 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;

– ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა: ძირითადი შემადგენლობა – 3 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 3 ადგილი.

2. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განსაზღვროს პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში და დასამტკიცებლად წარუდგინოს პარლამენტის ბიუროს.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

თბილისი,

2008 წლის 11 ივლისი.

№161–რს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ“?
დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.07.2008.
როდის იქნა მიღებული „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ“?
„მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ“ მიღებულია 11.07.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №161. სარეგისტრაციო კოდი — 0000.00.00.000000.
სად არის „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ“, №161, 11.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/44998/