„მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-21
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში შეიქმნას მუდმივმოქმედი საპარლამენტო
დელეგაციები
შემდეგ
საერთაშორისო
საპარლამენტთაშორისო
ორგანიზაციებთან
და
საპარლამენტო ასამბლეებთან:
ა) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE): ძირითადი შემადგენლობა – 5 ადგილი,
სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;
ბ) ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA): ძირითადი შემადგენლობა – 3 ადგილი,
სათადარიგო შემადგენლობა – 3 ადგილი;
გ) ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC):
ძირითადი შემადგენლობა – 10 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;
დ) ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA): ძირითადი შემადგენლობა – 10
ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;
ე) ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA): ძირითადი შემადგენლობა – 4 ადგილი,
სათადარიგო შემადგენლობა – 4 ადგილი;
ვ) საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU): ძირითადი შემადგენლობა – 5 ადგილი, სათადარიგო
შემადგენლობა – 5 ადგილი;
ზ) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC): ძირითადი
შემადგენლობა – 5 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5 ადგილი;
თ) დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის − სუამის საპარლამენტო
ასამბლეა (GUAM PA): ძირითადი შემადგენლობა – 5 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 5
ადგილი;
ი) მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (IAO): ძირითადი შემადგენლობა
– 3 ადგილი, სათადარიგო შემადგენლობა – 3 ადგილი;
კ) ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა (APF): ძირითადი შემადგენლობა – 3 ადგილი,
სათადარიგო შემადგენლობა – 3 ადგილი;
ლ) საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბილიკის პარლამენტის და უკრაინის
ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა: შემადგენლობა - 10 ადგილი;
მ) საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეა: შემადგენლობა 10 ადგილი.
2. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განსაზღვროს
და საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუდმივმოქმედ
საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
პროექტი
განმარტებითი ბარათი
„მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ“
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
დადგენილება მიზნად ისახავს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ
საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან და საპარლამენტო ასამბლეებთან
რეგულარული ურთიერთობების დამყარების მიზნით საქართველოს პარლამენტში
მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შექმნას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა:
დადგენილების მიღების აუცილებლობა განპირობებულია საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 189-ე მუხლის მოთხოვნით, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი
დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო
ორგანიზაციებთან და საპარლამენტო ასამბლეებთან რეგულარული ურთიერთობების
დასამყარებლად მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შექმნის თაობაზე.
ა.ბ) დადგენილების მოსალოდნელი შედეგები:
დადგენილების მიღების შედეგად, საქართველოს პარლამენტში შეიქმნება მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაციები, ხოლო ამ დადგენილების მიღების შემდგომ მიღებული იქნება
დადგენილება მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის
თაობაზე.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
დადგენილების პროექტის მიხედვით საქართველოს პარლამენტში შეიქმნება მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
დელეგაციები
შემდეგ
საერთაშორისო
საპარლამენტთაშორისო
ორგანიზაციებთან და საპარლამენტო ასამბლეებთან: ევროპის საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო
ასოცირების კომიტეტი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ნატოს საპარლამენტო
ასამბლეა, საპარლამენტთაშორისო კავშირი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის
საპარლამენტო ასამბლეა, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის −
სუამის საპარლამენტო ასამბლეა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა,
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის
1
პროექტი
რესპუბლიკის პარლამენტის და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა,
საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტის საპარლამენტო ასამბლეა.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
დადგენილების პროექტი არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას ან შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმას.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
დადგენილების პროექტი ძალაში შევა მიღებისთანავე. ამასთანავე, დადგენილების პროექტი
არ ითვალისწინებს დადგენილებისათვის ან მისი ცალკეული ნორმისათვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება:
დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დადგენილების პროექტის
ინიციატორის მიერ არ არის მოთხოვნილი.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
ბ.ა) დადგენილების
დაფინანსების წყარო:
პროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დადგენილებით გათვალისწინებული საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხარჯები
დაფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) დადგენილების გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
2
პროექტი
დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან
დადგენილების
პროექტით
გათვალისწინებული
საპარლამენტო
დელეგაციების
შემადგენლობები (მათი რაოდენობა) არ შეცვლილა;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
დადგენილების მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას;
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
დადგენილების პროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის შემოღებას;
გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის და ზეგავლენის შეფასება:
დადგენილების ამოქმედება გავლენას არ მოახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) დადგენილების მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი შეესაბამება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
3
პროექტი
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
დადგენილების პროექტი
ხელშეკრულებებს;
შეესაბამება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი აქტი არ არსებობს;
დ) დადგენილების მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დადგენილების პროექტის შემუშავების
პროცესში:
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) დადგენილების შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) დადგენილების პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი, მარიამ
ლაშხი.
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი:
4
პროექტი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი, მარიამ
ლაშხი.
5