„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.12.2020
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/8/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-28
ბიუროს ნომერი 7

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.05.001.019734) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 159-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორებისათვის;“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიები, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია დროებით ინარჩუნებს ძალას და მათი მფლობელები ამ კანონით დადგენილი წესით განცალკევების დასრულებამდე აგრძელებენ შესაბამისად ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის თუ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევას ამავე კანონის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით , ხოლო მათი გაუქმების შემთხვევაში − ამ კანონის საფუძველზე მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამ ლიცენზიების მოქმედება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ახალი ლიცენზიის ამოქმედებისთანავე ავტომატურად შეწყდება.“. 2. 160-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის;“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული განაწილების ლიცენზიები დროებით ინარჩუნებს ძალას და მათი მფლობელები ამ კანონით დადგენილი წესით განცალკევების დასრულებამდე აგრძელებენ მათ მომხმარებლად ამ კანონის ამოქმედებამდე თუ მის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში რეგისტრირებული პირებისთვის შესაბამისად ელექტროენერგიის თუ ბუნებრივი გაზის განაწილება- მიწოდება-მომარაგების მომსახურების გაწევას ამავე კანონის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით, ხოლო მათი გაუქმების შემთხვევაში – ამ კანონის საფუძველზე მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამ ლიცენზიების მოქმედება ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაციისა და განაწილების ახალი ლიცენზიის ამოქმედებისთანავე ავტომატურად შეწყდება.“. 3. 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის სექტორში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სხვა საჯარო მომსახურების გამწევი საწარმოების ავტორიზაცია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობა წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფის ქვაკუთხედს. შესაბამისად, ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების (შემდგომში - სისტემების ოპერატორები) საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ენერგეტიკული ბაზრების გამართული ფუნქციონირებისა და მომხმარებლების უწყვეტი, უსაფრთხო და საიმედო მომარაგების უზრუნველყოფისთვის, ისე - ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის განვითარებისათვის. სწორედ ამიტომ, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონით (შემდგომში - კანონი) გათვალისწინებულია სისტემების ოპერატორების რეგულირების განსაკუთრებული სტანდარტები, რაც მოიცავს მოთხოვნებს, რომლებიც უკავშირდება საქმიანობის განცალკევებას, მომსახურების ტარიფების დადგენას, ანგარიშგებას და სხვა. წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს ელექტროენერგიის სისტემების ოპერატორების განცალკევების, ასევე, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლისა და საჯარო მომსახურების გამწევი საწარმოების ავტორიზაციის კანონით დადგენილი ვადების გაზრდას. მოცემულ ეტაპზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (შემდგომში - კომისია) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების მიერ წარმოდგენილია განცალკევების გეგმები, თუმცა, გამოიკვეთა, რომ განცალკევების მიზნით განსახორციელებელი ქმედებების შესრულების კომპანიების მიერ მოთხოვნილი და გეგმებით გათვალისწინებული ვადები მნიშვნელოვნად აღემატება კანონის 160-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისთვის დადგენილ განცალკევების ბოლო ვადას 2020 წლის 31 დეკემბერს. თავის მხრივ, კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტი, განაწილების საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წინაპირობად სწორედ განცალკევების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ასახელებს. შესაბამისად, განცალკევების გეგმებში მოცემული ვადების გათვალისწინებით, კანონის მოქმედი რედაქციით დადგენილ ვადაში განცალკევების მოთხოვნების დაკმაყოფილება, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებისთვის მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა, რაც იწვევს კანონში სათანადო ცვლილების განხორციელების საჭიროებას. ამასთან, კომისიის 19.10.2020წ. N 1/02-1-7208 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, განაწილების ერთ-ერთმა ლიცენზიატმა - სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გარკვეული მიზეზების გამო ამ ეტაპზე უარი განაცხადა განცალკევების შემდეგ მიწოდების საქმიანობის განხორციელებაზე, რაც ქმნის პრობლემას ამ ლიცენზიატის არეალში უნივერსალური მიმწოდებლის ავტორიზაციისთვის, რადგან ელექტროენერგიის ბაზრის გახსნამდე, რაც რეფორმის მთავარ მიზანს წარმოადგენს, ჯერ არ არსებობენ საცალო დონეზე სხვა მიმწოდებლები, რომელთა შორის შესაძლებელი იქნებოდა არჩევანის გაკეთება. სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ გრძელდება ამ თემაზე მუშაობა, თუმცა ამ ეტაპზე საკითხი არ არის გადაწყვეტილი. აქვე აღსანიშნავია, რომ ასევე შემოსულია სს „თელასის“ თხოვნაც განცალკევების ვადების გადაწევასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მოცემულ ეტაპზე ასევე შეფერხებით მიმდინარეობს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების პროცესი, რაც, კანონით დადგენილი გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების პროცედურის ვადების გათვალისწინებით, შეუძლებელს ხდის კანონის 159-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორებისთვის დადგენილი განცალკევების ბოლო ვადის - 2020 წლის 31 დეკემბრის დაკმაყოფილებას. ზემოხსენებული პროცესებისთვის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება აღმოჩნდა კორონავირუსის პანდემია, რომელმაც უარყოფითი გავლენა იქონია რეფორმების განხორციელების პროცესზე ელექტროენერგეტიკის სექტორში, ისევე, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ნებისმიერ სხვა დარგში. ვინაიდან განცალკევების შედეგად დღეს არსებული ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები დაკარგავენ მიწოდების საქმიანობის განხორციელების უფლებას, უმნიშვნელოვანესია, განცალკევების დასრულების მომენტში, არსებობდნენ შესაბამისად ავტორიზებული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლები, რომლებიც მოემსახურებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებელსა და მცირე საწარმოს, რომლებსაც განაწილების სისტემის ოპერატორის განცალკევების დასრულებისას არ ექნებათ კანონით გათვალისწინებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებები მიმწოდებელთან, და თავისუფალი მიმწოდებლები, რომლებიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის კონკურენტული საცალო ბაზრის შექმნასა და ყველა იმ პირის მომსახურებას, ვისაც სურს, მიიღოს ელექტროენერგია დერეგულირებული ფასით. გარდა ამისა, განცალკევებიდან გამომდინარე შედეგები მჭიდროდ არის დაკავშირებული ორგანიზებული ბაზრების გამართულ ფუნქციონიორებასთან მაგალითად, „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილების (შემდგომში - კონცეფცია) თანახმად, ელექტროენერგიის სექტორში არსებულ სისტემების ოპერატორებს უფლება აქვთ, დანაკარგები შეიძინონ მხოლოდ დღით ადრე დღიურ ბაზრებზე, ხოლო უნივერსალური მიმწოდებელი და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ვალდებული არიან, მომხმარებელთა მომარაგების მიზნით, ელექტროენერგია შეისყიდონ მხოლოდ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე. შესაბამისად, აუცილებელია, ერთმანეთს ემთხვეოდეს სისტემების ოპერატორების განცალკევებისა და ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების ფუნქციონირების დაწყების ვადები. გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რომლებიც უკავშირდება ქვეყანაში არსებულ ჰიდროლოგიურ მდგომარეობას და უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული ობიექტის ენგურის ჰიდროელექტროსადგურის 2021 წელს დაგეგმილ რემონტს, კონცეფციით ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრისა და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირების დაწყების თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 1 ივლისი. შესაბამისად, იმისთვის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების უსაფრთხოება და ელექტროენერგეტიკული ბაზრის გამართული ფუნქციონირება, კანონპროექტის წარმოდგენილი რედაქცია ითვალისწინებს ელექტროენერგიის სისტემების ოპერატორების დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნების სათანადოდ განხორციელების, ასევე უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის, საჯარო მომსახურების გამწევი საწარმოების ავტორიზაციის კანონით დადგენილი ვადების გაზრდას 2021 წლის 1 ივლისამდე. წარმოდგენილი კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს 159-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და 160-ე მუხლის მე-6 პუნქტის შინაარსის დაზუსტებას და კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიების გაუქმებას მხოლოდ ახალი ლიცენზიების ამოქმედების (ნაცვლად გაცემის) შემდგომ. აღნიშნული აუცილებელია, რათა საფრთხე არ შეექმნას მომხმარებელთა უწყვეტ მომარაგებას. კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება არ მომზადებულა, ვინაიდან იგი ითვალისწინებს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვადის და ასევე ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, რომელიც აზუსტებს, რომ ძველი ლიცენზია უქმდება მხოლოდ ახალი ლიცენზიის ამოქმედების (და არა გაცემის, რაც შეიძლება დროში წინ უსწრებდეს ამოქმედებას) შემდეგ, რაც არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს. შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-171 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონპროექტზე არ ვრცელდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების სავალდებულოობა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ის ვადები, რომელთა გადაწევას ითვალისწინებს კანონპროექტი განსაზღვრულია კანონით შესაბამისად, მათი შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო აქტით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილ იქნება სისტემების ოპერატორების განცალკევებისა და ელექტროენერგიის ორგანიზებულის ბაზრების ფუნქციონირების დაწყების, აგრეთვე, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლისა და საჯარო მომსახურების გამწევი საწარმოების ავტორიზაციის თარიღების თანხვედრა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კონცეფციით გათვალისწინებული მიზნების მიღწევასა და კონკურენტული, გამჭვირვალე ბაზრების ჩამოყალიბებას, ისევე, როგორც მომხმარებელთა ინტერესების ეფექტიან დაცვას. კანონპროექტის მიღება აგრეთვე უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების სფეროებში ლიცენზიის მოქმედების უწყვეტობას, რაც, თავის მხრივ, აუცილებელია მომხმარებლების უწყვეტი, უსაფრთხო და საიმედო მომარაგების უზრუნველყოფისათვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს სისტემების ოპერატორების დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნების სათანადოდ განხორციელების, ასევე, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლისა და საჯარო მომსახურების გამწევი საწარმოების ავტორიზაციის კანონით დადგენილი ვადების გაზრდას 6 თვით - 2021 წლის 1 ივლისამდე. წარმოდგენილი კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს 159-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და 160-ე მუხლის მე-6 პუნქტის შინაარსის დაზუსტებას და კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიების გაუქმებას მხოლოდ ახალი ლიცენზიების ამოქმედების (ნაცვლად გაცემის) შემდგომ. აღნიშნული აუცილებელია, რათა საფრთხე არ შეექმნას მომხმარებელთა უწყვეტ მომარაგებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში უნდა შევიდეს არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა. კანონისთვის უკუძალის მინიჭებას კანონპროექტი არ ითვალისწინებს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი განხილულ უნდა იქნეს დაჩქარებული წესით, რაც განპირობებულია შემდეგი გარემოებით: კანონის 159-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 160-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისტემების ოპერატორისთვის დადგენილი დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები სათანადოდ უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა. შესაბამისად, საჭიროა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რათა ვადების გადაწევა მოესწროს ზემოხსენებულ თარიღამდე და არ წარმოიქმნას პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდებაში კანონით დადგენილ ვადაში სისტემის ოპერატორების განცალკევებისა და უნივერსალური მიმწოდებლების ავტორიზაციის შეუძლებლობის გამო. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. კომისიის მიერ ახალი ლიცენზიის გაცემა, ასევე უნივერსალური მიმწოდებლის და სხვა საჯარო მომსახურებების მიმწოდებლების ავტორიზაციის პროცედურა არ იწვევს დამატებით ხარჯებს და განხორციელდება შესაბამისად - კომისიის არსებული რეგულირების საფასურის ფარგლებში და საქართველოს მთავრობის საქმიანობისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ იქონიებს გავლენას საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კომისიის მიერ ახალი ლიცენზიის გაცემა, ასევე უნივერსალური მიმწოდებლის და სხვა საჯარო მომსახურებების მიმწოდებლების ავტორიზაციის პროცედურა იქნებოდა ეს 2020 წელს თუ გადავა 2021 წლის პირველ ნახევარში, არ იწვევს დამატებით შემოსავლებს არც კომისიის და არც სახელმწიფო ბიუჯეტში. აქვე აღსანიშნავია, რომ განცალკევებასთან ერთად გაიყოფოდა არამარტო შემოსავლები, არამედ ხარჯებიც, შესაბამისად დაჯამების შემთხვევაში, მათ შორის გადასახადებით დაბეგვრის კუთხითაც, საბოლოო შედეგი დაახლოებით მაინც იგივე იქნებოდა რაც განცალკევებამდე პერიოდში. აქვე აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე რეფორმის გავლენა ტარიფებზე მაინც მხოლოდ ნომინალური შეიძლება ყოფილიყო, რაც სისტემის ოპერატორის ტარიფის ორ ნაწილად: ქსელის ოპერირების ტარიფად და უნივერსალური მიწოდების ტარიფად გაყოფაში უფრო გამოიხატება. თუმცა სამომავლოდ საბაზრო ურთიერთობების განვითარების კვალდაკვალ მიწოდების საფასური უფრო მეტად დაექვემდებარება ბაზარზე მიწოდება-მოთხოვნის გავლენას. რაც შეეხება სხვა საჯარო მომსახურების მიმწოდებლების ავტორიზაციას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამისთვის რაიმე გადასახადს. შესაბამისად ვადის გადაწევა არ გამოიწვევს ამ კუთხით ბიუჯეტის შემოსავლებზე რაიმე გავლენას. ამასთან, რეალურად აქ საუბარია დღესაც რეგულირების ქვეშ არსებულ გენერაციის ობიექტებზე, რომელთა რეგულირებაში დატოვება (საჯარო მომსახურების გაწევის მიზნით) შეიძლება საჭირო იყოს ბაზრის გახსნის ეტაპებზე ფასების დიდი ამპლიტუდისგან თავის დაცვის მიზნით და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს მთავრობის ამ უფლებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საჭიროებას. კანონპროექტი ითვალისწინებს სისტემის ოპერატორების განცალკევების ასევე უნივერსალური მიმწოდებლის და საჭიროების შემთხვევაში სხვა საჯარო მომსახურების მიმწოდებლების ავტორიზაციის ვადის გადაწევას 2021 წლის 1 ივლისამდე. ეს ნიშნავს, რომ კანონპროექტი არ იწვევს სისტემის ოპერატორებისთვის დამატებითი ხარჯის გაწევის აუცილებლობას, რადგან მათი მდგომარეობა დროებით იგივე რჩება. ამასთან, ის გასაწევი ხარჯები, რაც შეიძლება საჭირო ყოფილიყო 2020 წლის ბოლომდე განცალკევების დასასრულებლად, როგორც ამას მოქმედი კანონი ითვალისწინებს, კანონპროექტის მიღების შემდეგ შესაძლებელია გადანაწილდეს დროში. ამ ხარჯთან დაკავშირებითაც აღსანიშნავია, რომ საუბარია ძირითადად ერთი კომპანიის ქვეშ არსებული ხარჯის და რესურსის ორ ან მეტ კომპანიაზე (მათ შორის განცალკევების შედეგად შესაქმნელ უნივერსალურ მიმწოდებელზე) განაწილებაზე რაც ჯამში არ იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას. სისტემის ოპერატორებზე ახალი ლიცენზიის გაცემა და შესაბამისი კომპანიების ავტორიზაციაც თავისთავად გადაიწევს დროში. ლიცენზიის გამცემი ორგანო არის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, აღსანიშნავია, რომ დარგში ლიცენზიების გაცემა წარმოადგენს კომისიის ჩვეულებრივ საქმიანობას, რომელიც ფინანსდება რეგულირების საფასურით და კომისიას რაიმე დამატებითი ხარჯი ამ მიმართებით არ ექნებოდა 2020 წელს და არ ექნება 2021 წელსაც. რაც შეეხება უნივერსალური მიმწოდებლის და სხვა საჯარო მომსახურებების მიმწოდებლების ავტორიზაციას, არც ეს პროცედურა იწვევს დამატებით ხარჯებს და განხორციელდება საქართველოს მთავრობის საქმიანობისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იწვევს ყველა იმ პირთა ხარჯების პირდაპირ ცვლილებას, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის მოქმედება. კანონპროექტი ითვალისწინებს სისტემის ოპერატორების განცალკევების ასევე უნივერსალური მიმწოდებლის და საჭიროების შემთხვევაში სხვა საჯარო მომსახურების მიმწოდებლების ავტორიზაციის ვადის გადაწევას 2021 წლის 1 ივლისამდე. ეს ნიშნავს, რომ კანონპროექტი არ იწვევს სისტემის ოპერატორებისთვის დამატებითი ხარჯის გაწევის აუცილებლობას, რადგან მათი მდგომარეობა დროებით იგივე რჩება. ამასთან, ის გასაწევი ხარჯები, რაც შეიძლება საჭირო ყოფილიყო 2020 წლის ბოლომდე განცალკევების დასასრულებლად, როგორც ამას მოქმედი კანონი ითვალისწინებს, კანონპროექტის მიღების შემდეგ შესაძლებელია გადანაწილდეს დროში. ამ ხარჯთან დაკავშირებითაც აღსანიშნავია, რომ საუბარია ძირითადად ერთი კომპანიის ქვეშ არსებული ხარჯის და რესურსის ორ ან მეტ კომპანიაზე (მათ შორის განცალკევების შედეგად შესაქმნელ უნივერსალურ მიმწოდებელზე) განაწილებაზე რაც ჯამში არ იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას. რაც შეეხება სხვა პირებს, მათზე დღეს არსებული ზეგავლენის ცვლილება არ მოხდება, მათ შორის ტარიფების დადგენის კუთხით და ის მიდგომები, რომელთა დანერგვაც იყო დაგეგმილი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით 2020 წლის ბოლომდე, გადაიწევს 2021 წლის პირველ ნახევარში. აქვე აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე რეფორმის გავლენა ტარიფებზე მაინც მხოლოდ ნომინალური შეიძლება ყოფილიყო, რაც სისტემის ოპერატორის ტარიფის ორ ნაწილად: ქსელის ოპერირების ტარიფად და უნივერსალური მიწოდების ტარიფად გაყოფაში უფრო გამოიხატება. თუმცა სამომავლოდ საბაზრო ურთიერთობების განვითარების კვალდაკვალ მიწოდების საფასური უფრო მეტად დაექვემდებარება ბაზარზე მიწოდება-მოთხოვნის გავლენას. რაც შეეხება სხვა საჯარო მომსახურების მიმწოდებლების ავტორიზაციას, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამისთვის რაიმე გადასახადს. ამასთან, რეალურად აქ საუბარია დღესაც რეგულირების ქვეშ არსებულ გენერაციის ობიექტებზე, რომელთა რეგულირებაში დატოვება (საჯარო მომსახურების გაწევის მიზნით) შეიძლება საჭირო იყოს ბაზრის გახსნის ეტაპებზე ფასების დიდი ამპლიტუდისგან თავის დაცვის მიზნით და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს მთავრობის ამ უფლებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებითი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მდგომარეობაზე. მოქმედება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების წარმომადგენლები. მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.