„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.12.2020
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/14/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-28
ბიუროს ნომერი 7

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საფასური – სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი;“. 2. მე-6 მუხლის: ა) „ე8“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე8) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი: ე8.ა) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა – 80 ლარი; ე8.ბ) მისაბმელის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა – 80 ლარი;“; ბ) „ზ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ4) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი მოტოციკლის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა - 40 ლარი;“. 3. 111 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მომსახურების გაწევისას დაინტერესებული პირის მიერ გადახდილი საფასურის 5% საზღაურის სახით გადაეცემა „იუსტიციის სახლს“. საზღაურის გადახდის პირობები და პერიოდულობა დგინდება სააგენტოსა და „იუსტიციის სახლის“ შეთანხმებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც შეეხება დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბეგვრის ახალ რეგულაციებს. კერძოდ, 2021 წლის პირველი იანვრიდან ასამოქმედებელი ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევა არ განიმარტება ეკონომიკურ საქმიანობად და სააგენტო არ წარმოადგენს დამატებითი ღირებულების გადასახადის (შემდგომში დღგ) გადამხდელს. „საჯარო სამართლის იურიდიული სამინისტროს მომსახურების პირის სააგენტოს - საქართველოს მიერ გაწეული შინაგან საქმეთა მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში კანონი) მოქმედი რედაქციის თანახმად, მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური მოიცავს დღგ-ს გადასახადს. საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების ფონზე მიზანშეწონილია, კანონში თანმდევი ცვლილებების განხორციელება, რათა კანონი შესაბამისობაში მოვიდეს 2021 წლის პირველი იანვარს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ასამოქმედებელ ცვლილებებთან და აღმოიფხვრას კანონში არსებული შეუსაბამობა. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური გულისხმობს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელს. ანალოგიურ ცვლილებას საჭიროებს კანონით დადგენილი ისეთი დათქმები, რომელიც ეხება საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალისათვის ადმინისტრაციულ-ტექნიკური ავტომობილის, მისაბმელის და და მოსამსახურე მოტოციკლეტისთვის განკუთვნილი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისთვის დადგენილ საფასურს. მნიშვნელოვანია განხორციელდეს რედაქციული ხასიათის ცვლილება და კანონის მოქმედი დანაწესებიდან ამოღებულ იქნას დათქმა - „დღგ-ის გარეშე“. კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, „იუსტიციის სახლის“ კუთვნილი საზღაური მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახდელს, დღგის ჩათვლით. შესაბამისად, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობისათვის აუცილებელია, განსხვავებულად მოწესრიგეს იუსტიციის სახლის მეშვეობით სააგენტოს გასაწევი სერვისების საფასურების საკითხიც. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება აუცილებელია „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, რათა აღმოფხვრილ იქნას არსებული უზუსტობა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონი თანხვედრაში იქნას მოყვანილი საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან. ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს საგადასახადო კოდექსთან შესაბამისობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტი მოიცავს რედაქციული ხასიათის ცვლილებებს. ცვლილების თანახმად ახლებურად ყალიბდება სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განმარტება, იგი აღარ იცნობს დათქმას დამატებული ღირებულების გადასახადზე მითითების თაობაზე და კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად განისაზღვრება, რომ საფასური არის სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი. მსგავსი შინაარსის ცვლილებები ხორციელდება კანონის მე-6 მუხლის ე8 ქვეპუნქტში. ცვლილების თანახმად, საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური შტატის პერსონალის საკონსულო წევრებისათვის, თანამდებობის საკონსულო პირებისათვის ან წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისათვის ავტომობილის, მისაბმელის და დაწესებულებების დიპლომატიური და მოსამსახურე მოტოციკლეტისთვის განკუთვნილი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისთვის დადგენილი საფასური გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან და მოქმედი რედაქციიდან ამოღებულ იქნება აღნიშნულ დანაწესზე დათქმა. ცვლილება ხორციელდება ასევე კანონის 111 მუხლის მე-5 პუნქტში და აღნიშნება, რომ იუსტიციის სახლის მეშვეობით სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისას დაინტერესებული პირის მიერ გადახდილი საფასურის 5% საზღაურის სახით გადაეცემა „იუსტიციის სახლს“. საზღაურის გადახდის პირობები და პერიოდულობა დგინდება სააგენტოსა და „იუსტიციის სახლის“ შეთანხმებით. პუნქტიდან ამოღებულია დათქმა, რომლის თანახმადაც განისაზღვრებოდა, რომ „იუსტიციის სახლის“ კუთვნილი საზღაური მოიცავდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახდელს, დღგ-ის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ განსახილველი კანონპროექტი არ ცვლის სააგენტოს მიერ გასაწევს მომსახურების ღირებულებას და დაინტერესებული პირებისთვის, წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში მომსახურება არ გაძვირდება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ამოქმედების თარიღია 2021 წლის პირველი იანვარი. დასახელებული თარიღი გამომდინარეობს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების თარიღიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ამოქმედდება 2021 წლის პირველი იანვრიდან. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული რედაქციული ხასიათის უზუსტობების აღმოფხვრის მიზნით აუცილებელია, რომ კანონში ცვლილება განხორციელდეს დასახელებული თარიღის დადგომამდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: სააგენტოს მიერ საფასურების კანონის საფუძველზე გაწეული მომსახურებების დღგთი დასაბეგრმა შემოსავალმა 2019 წელს შეადგინა 94 070 782.54 (ოთხმოცდათოთხმეტი მილიონ სამოცდაათიათას შვიდასოთხმოცდაორი ლარი და ორმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარი, აქედან, დღგ-ს თანხა განისაზღვრა 7 549 312 (შვიდი მილიონ ხუთასორმოცდაცხრაათას სამასთორმეტი ლარი) ლარი. ხოლო, დაახლოებით 2020 წელს დღგ-თი დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 72 102 854 (სამოცდათორმეტი მილიონ ასორიათას რვაასორმოცდათოთხმეტი ლარი) ლარი, აქედან, დღგ-ს თანხა განისაზღვრა 4 893 733 (ოთხი მილიონ რვაასოთხმოცდაცამეტიათას შვიდას ოცდაცამეტი ლარი) ლარი. ამდენად, კანონპროექტს გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ყოველწლიურად სააგენტოს იმ შემოსავლის ოდენობაზე, საიდანაც იანგარიშება გადასახდელი დღგ-ს ოდენობა. ამასთან, აღნიშნული ზეგავლენა განპირობებულია საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, რომლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობა არ განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად, თუ ის საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებს, როგორც სახელმწიფო ორგანო (ახორციელებს სახელმწიფოს მიერ მისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას), იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ საქმიანობისთვის დადგენილია საწევრო, მოსაკრებელი, საფასური ან სხვა გადასახდელი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული საქმიანობა განხორციელდება სააგენტოს არსებული რესურსით. კანონპროექტი არ გამოიწვევს რაიმე კუთხით ხარჯის გაზრდას. ვინაიდან წლების განმავლობაში სააგენტო იხდიდა მიღებულ შემოსავალზე დღგ-ს, სააგენტოს დაეზოგება სამომავლოდ დღგ-ს გადასახადისთვის განკუთვნილი თანხა, რამდენადაც მას არ მოუწევს მომსახურების საფასურიდან დღგ-ს გადახდა. აღნიშნული დღგ-ს ოდენობა დამოკიდებულია სააგენტოს ყოველწლიურ შემოსავლებზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: სააგენტოს მომსახურების მიმღებ პირებს მოუწევთ იმავე ოდენობის საფასურის გადახდა. მათ სერვისის საფასური არ გაეზრდებათ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით დადგინდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი დამატებული ღირებულების გადასახდელის გარეშე. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. მიიღო კანონპროექტის დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.