„საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.10.2020
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/525/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2020-12-25

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-334/20' 18-12-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის წარდგინების თაობაზე (07-2/525; 01.10. 2020) თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა თავდაცვის ძალების რაოდენობის დამკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის წარდგინება. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 სექტემბრის N1900 განკარგულების მიხედვით საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა) შტატი 2021 წლისთვის განსაზღვრულია არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცით, მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი-არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე. კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2021 წლისთვის საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ თავდაცვის ძალების რაოდენობას და მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული საკითხის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა. (დანართი -1 ფურცლად, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“) პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 198-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2021 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა. 2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 10 დეკემბრის N5442-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016574). 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, 2020 წლის ....... დეკემბერი არჩილ თალაკვაძე
დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-10294/20 20-10-2020 საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს დასკვნა საქართველოს პარლამენტის მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის წარდგინება თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ (№07- 2/525, 01.10.2020). საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს თავისი გათვალისწინებით შენიშვნები არ გააჩნია. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კომპეტენციის