საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის სავალან მირზოევის არჩევის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.12.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-963/20/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2020-12-28
კომიტეტის სხდომის ნომერი 3

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი https://parliament.ge/print/announcement/e6d486fe-f35e-4f29-9ec6-04... ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა თარიღი 28 დეკემბერი 2020 16:00 - 28 დეკემბერი 2020 19:00 მისამართი პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი დღის წესრიგი 1. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ სარჯველაძე; თავმჯდომარის 2. საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „ამნისტიის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ.“ (07-3/3; 16.12.2020); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მიხეილ სარჯველაძე.
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N3 2020 წლის 28 დეკემბერი, 16:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ სარჯველაძე; 2. საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „ამნისტიის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ.“ (07-3/3; 16.12.2020); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მიხეილ სარჯველაძე. 2020 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წარმოდგენილი სხდომის დღის წესრიგი. სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ სარჯველაძე; სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, ანა ბუჩუკური, ანრი ოხანაშვილი, ელისო ბოლქვაძე, ისკო დასენი, სავალან მირზოევი; კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, კომიტეტის წევრებს წარმოუდგინა ინფორმაცია, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კომიტეტის წევრის, სავალან მირზოევის კანდიდატურასთან დაკავშირებით. კომიტეტმა ღია კენჭისყრით, მომხრე - 7, წინააღმდეგი - 0, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია კომიტეტის წევრი სავალან მირზოევი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე მოხსენება, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ წარმოადგინა. საკითხის განხილვის პროცესში კი სხდომას უძღვებოდა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ალუდა ღუდუშაური. მომხსენებლის განმარტებით „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, არის სისხლის სამართლის პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპის - ჰუმანიზმის გამოხატულება. მისივე განმარტებით, სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე და ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ასპექტების გათვალისწინებით, პერიოდულად, იღებს გადაწყვეტილებებს (მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების გზით), რომლებიც მიმართულია მსჯავრდებულთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სასჯელისაგან მათი გათავისუფლების დამატებითი სამართლებრივი მექანიზმების შექმნისაკენ, ეს ინიციატივაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება და წარმოადგინა დეტალური მოხსენება საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილ ცვლილებებზე. მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულისთვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირების გათავისუფლებას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. მომხსენებლის განმარტებით, პროექტით გათვალისწინებული დანაშაულების აბსოლუტური უმრავლესობა მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს. რიგ შემთხვევებში, კანონპროექტი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხს უკავშირებს პირის ნასამართლობას ან დაზარალებულის თანხმობის არსებობას/დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურებას. მისივე ინფორმაციით, კანონპროექტი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ასევე ითვალისწინებს სასჯელის ერთი სახის მეორეთი შეცვლის საკითხსაც, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით. ასევე, კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრს და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ჯარიმისგან გათავისუფლების პირობებს. სასჯელის ამ სახისგან გათავისუფლება დამოკიდებულია განაჩენის გამოტანის დროსა (2012 წლის 1 ოქტომბრამდე) და აღსრულების მდგომარეობაზე. პირი მთლიანად გათავისუფლდება ამ პერიოდში შეფარდებული სასჯელის - ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის, ხოლო თუ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულია ნაწილობრივ, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე. მომხსენებლის ინფორმაციით კანონპროექტით, ასევე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხთან ერთად დარეგულირებულია „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საკითხიც. შემოთავაზებული ინიციატივის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირებს, რომელზეც ვრცელდება ინიციირებული ამნისტიის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგებათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებებიც. ასევე, კანონპროექტი დეტალურად აწესრიგებს ამნისტიის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულების მიმართ კანონის დებულებების გავრცელების პროცედურებს. მომხსენებელმა, ასევე წარმოადგინა დეტალური მოხსენება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება გულისხმობს სასამართლოს მიერ უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით გათავისუფლების, აგრეთვე უვადო თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვას სავალდებულო წინაპირობად ემატება იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის წარმატებით გავლა. სასამართლო, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვა გარემოებებთან ერთად, როგორიცაა: დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ნასამართლობა, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, ოჯახური პირობები და მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე შეაფასებს და იხელმძღვანელებს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის შემაჯამებელი ანგარიშით. ასევე, ისაუბრა, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით წარმოდგენილ ცვლილებაზე, რომლის თანახმად, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით გათავისუფლების, ასევე უვადო თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვისას, სავალდებულო კომპონენტი ხდება უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის წარმატებით გავლა. სასამართლო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების ან დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხზე მხოლოდ ამ უკანასკნელი პირობის დაკმაყოფილების შემდეგ იმსჯელებს. მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრის ვალდებულებას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარდგინებით, უზრუნველყოს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცება. საკითხზე მსჯელობა დისკუსიის, კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. კომიტეტის სხდომას წარმომადგენლები და წარმომადგენლები. ესწრებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის კომიტეტის წევრებმა: ალუდა ღუდუშაურმა, ისკო დასენმა, ანრი ოხანაშვილმა, ანა ბუჩუკურმა დასვეს შეკითხვები, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები. კომიტეტზე თავისი მოსაზრება გამოთქვა და განხილულ საკითხთთან მიმართებაში ინფორმაცია წარმოადგინა სხდომაზე დამსწრე საქართველოს პარლამენტის წევრმა თეა წულუკიანმა. ასევე, შეკითხვები დასვეს და თავიანთი შენიშვნები წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ორგანიზაცია „ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლებმა - ნანა კაკაბაძემ, გელა ნიკოლაიშვილმა, ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორიკო ობსერვატორიის წარმომადგენელმა - გრიგოლ გაგნიძემ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა - მერაბ ქართველიშვილმა, „EMC ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა - გურამ იმნაძემ, ადვოკატთა ასოცოაციის წარმომადგენელმა -ამირან გიგუაშვილმა. თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს კომიტეტის სხდომაზე დამსწრე იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა - რაჟდენ კუპრაშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსმა - ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ნათია სონღულაშვილმა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა მიხეილ სარჯველაძემ ამომწურავად უპასუხა ყველა დასმულ შეკითხვებს. წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობის პროცესში გამოითქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ამნისტიას დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებული პირების მსგავსად, სასჯელმოხდილ პირებსაც უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. მომხსენებელი დაეთანხმა დასახელებულ მოსაზრებას და აღნიშნა, რომ ის გათვალისწინებული იქნება ინიციატივაზე შემდგომი მუშაობის პროცესში. მომხსენებელმა, ასევე, გაიზიარა საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი წინადადება იმის თაობაზე, რომ ობიექტური ხელისშემშლელი მიზეზების არსებობისას, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, დაზარალებულის თანხმობის წარდგენა შესაძლებელი იყოს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტით. კომიტეტზე ასევე გამოითქვა მოსაზრებები და წინადადებები სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლთა ჩამონათვალის გაფართოების თაობაზე, რომლებზეც შეიძლება გავრცელდეს ამნისტიის მოქმედება. მომხსენებელი მიესალმა აღნიშნულო ინიციატივას და გამოთქვა მზაობა გაგრძელდეს მუშაობა ამ მიმართულებით, იმ დათქმით, რომ ზედმიწევნით იქნეს უზრუნველყოფილი ბალანსი ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა ინტერესებსა და საზოგადოების ინტერესებს შორის, რათა ერთის მხრივ, დაცული იყოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა უფლებები და მეორე მხრივ, საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. განიხილა რა წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, კომიტეტმა მიიჩნია, რომ შემოთავაზებული ამნისტიის პროექტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების პირობები და წესი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ თანასწორობის პრინციპს. კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტის დებულებები ამნისტიას დაქვემდებარებულ ქმედებათა წრის ნაწილში, თანხვედრაშია ქვეყანაში არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკის ძირითად პრინციპებსა და პრიორიტეტებთან. კომიტეტმა დადებითი შეფასება მისცა ნარკოტიკულ დანაშაულებზე უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირებზე ამნისტიის დებულებების გავრცელების შესაძლებლობას და მიიჩნია, რომ სახელმწიფოს აღნიშნული ჰუმანური აქტი ხელს შეუწყობს ამ კატეგორიის მსჯავრდებულებში მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას, რაც თავის მხრივ, დადებითი ეფექტის მომტანი იქნება მათი რესოციალიზაციის კუთხით. კომიტეტმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ინიციირებული ცვლილებების მნიშვნელობას და მიიჩნია, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სპეციალური პროგრამის გავლა, ერთი მხრივ გაზრდის უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის შესაძლებლობას რესოციალიზაციაზე, ხოლო მეორე მხრივ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოს საშუალებას მისცემს, სხვა გარემოებებთან ერთად, ასევე იხელმძღვანელოს პროგრამის შემაჯამებელი ანგარიშით, რაც ხელს შეუწყობს სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ხარისხის ამაღლებას. კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 6, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა ამნისტიის გაფართოების იდეას და დადებითი შეფასება მისცა საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „ამნისტიის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია