საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#2-1041/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-01
ბიუროს ნომერი 18

📜 ტექსტი

წერილი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 2-1041/21 01-02-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის 3-ე ნაწილის შესაბამისად, გიგზავნით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 18 გვერდი; კეთილი სურვილებით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საქმეთა
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ანგარიში 2020 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ თბილისი იანვარი 2021 წ 1 სარჩევი I. რეზიუმე ............................................................................................................................................ 3 II კანონშემოქმედებითი საქმიანობა ....................................................................................................... 5 III. საზედამხედველო უფლებამოსილება..................................................................................... 10 ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე, სტრატეგიული დოკუმენტებისა და პროგრამების განხორციელებაზე ზედამხედველობა ............................................................................................... 10 საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობა ................................................................................................................................. 13 ეფექტიანი საბიუჯეტო ზედამხედველობა ........................................................................................ 13 IV. კომიტეტში შემოსული კორესპონდენცია................................................................................ 14 V. კომიტეტის წევრის კითხვა ......................................................................................................... 14 VI. საგარეო და საშინაო პოლიტიკა ................................................................................................ 15 VII. ღია პარლამენტი .......................................................................................................................... 15 თანამშრომლობა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ................................................ 15 თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორთან ..................................................................................... 16 VIII. კომიტეტის აპარატი ..................................................................................................................... 17 კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება .................................................... 17 2 I. რეზიუმე წინამდებარე ანგარიში მოიცავს ინფორმაციას 2020 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის შესახებ. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის საქმიანობა ეფუძნებოდა 2018 წელს დამტკიცებულ სტრატეგიას (იხ.: http://bit.ly/2wAw84q) და 2020 წლის სამოქმედო გეგმას (იხ.: https://bit.ly/3swJzxE ). სტრატეგიის შესაბამისად, დარგობრივი პოლიტიკის სფეროში კომიტეტის თემატური პრიორიტეტები: სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა:     სპორტის ხელმისაწვდომობის და მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობა; მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა; მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობა; სპორტში კარგი მმართველობა; სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა    სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკისადმი სტრატეგიული მიდგომის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ქვეყნის საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა; ახალგაზრდების განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა 2020 წელს კომიტეტმა განახორციელა შემდეგი მნიშვნელოვანი ინიციატივები:  პარლამენტის დადგენილებით დამტკიცდა „2020‐2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია“, რომელიც განსაზღვრავს 5 სტრატეგიულ პრიორიტეტს და 22 მოსალოდნელ შედეგს. დოკუმენტის შემუშავებას წინ უსწრებდა საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში 300‐მდე ახალგაზრდასთან პირისპირ შეხვედრა, ასევე 1400‐მდე ახალგაზრდის ონლაინ გამოკითხვა. დოკუმენტი მოამზადა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა გაეროს სააგენტოების (UNFPA, UNICEF, UNDP, UNIDO, ILO) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით. დოკუმენტი ხელმისაწვდომია: http://bit.ly/3nUMzjN  გამოქვეყნდა კვლევა „ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება ადგილობრივ დონეზე: იმერეთი და თბილისი“. ანალიზმა გამოავლინა საჯარო პოლიტიკის სუსტი და ძლიერი მხარეები, მომზადდა რეკომენდაციები აღმასრულებელი ხელისუფლებებისთვის. კვლევა ჩატარდა კომიტეტის ინიციატივით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. კვლევის ანგარიში ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3nUMi0m 3  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155‐ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტმა ჩაატარა თემატური მოკვლევა „როგორ გავზარდოთ მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე?“. მოკვლევის ფარგებში შემოსული მოსაზრებების ანალიზის და ზეპირი მოსმენების შედეგად შემუშავა რეკომენდაციები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისთვის, სპორტული და კერძო ორგანიზაციებისთვის, ასევე სხვა დაინტერესებული სუბიექტებისთვის. მოკვლევის ანგარიში ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3ipoH6N  გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, „მმართველობის რეფორმის ფონდის“ პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა სპორტში კარგი მმართველობის კვლევა, რომელშიც 18 ეროვნული და 3 რეგიონული სპორტული ორგანიზაციის მიერ კარგი მმართველობის პრინციპების გამოყენება არის შეფასებული. კვლევამ დაადგინა, რომ სამიზნე ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობა „სუსტად სრულდება“. პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა დოკუმენტი ‐ „სპორტში კარგი მმართველობის ხელშემწყობი პოლიტიკა: საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ინიციატივების ანალიზი“. ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, კომიტეტმა სპორტზე პასუხიმგებელ სამინისტროს კონკრეტული რეკომენდაციები წარუდგინა (წერილი 9525/4‐15/20, 19 ოქტომბერი 2020). ასევე, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გზით, მომზადდა „ქართულ სპორტში კარგი მმართველობის კოდექსის პროექტი“, რომლის შესრულება სავალდებულო უნდა გახდეს სახელმწიფო დაფინანსების მიმღები სპორტული ორგანიზაციებისთვის https://bit.ly/2LPtLW7  სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში არსებული უთანაბრობისა და ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, კომიტეტმა განახორციელა „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის გენდერული გავლენის შეფასება. გენდერული თანასწორობის ასპექტები შეფასდა 7 ძირითადი მიმართულებით: მოსახლეობის ფიზიკური აქტივობა, სკოლამდელი ფიზიკური აღზრდა, სპორტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, საუნივერსიტეტო სპორტი, პროფესიული სპორტი, სპორტში გენდერული სტერეოტიპები და მედია გაშუქება, სპორტის საჯარო პოლიტიკის ფორმირება. ანალიზის ფარგლებში კანონის ავტორი უწყებისთვის მომზადდა კონკრეტული რეკომენდაციები. გენდერული ზეგავლენის კვლევის ავტორებია კომიტეტი და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი. შეფასება შესრულდა საერთაშორისო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით. ანგარიში ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3sA00t5  კომიტეტმა მოისმინა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაცია და იმსჯელა ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში სპორტის სფეროში განხორციელებული საქმიანობის და ანტიკრიზისული გეგმის თაობაზე. 4 II კანონშემოქმედებითი საქმიანობა კომიტეტის მიერ დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად, კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით, კომიტეტის ამოცანებია ა) კანონმდებლობის დასახვეწად საკითხების წინასწარი შესწავლა და ანალიზი, ასევე შესაბამისი რეაგირება; ბ) დაინტერესებულ სუბიექტებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა; გ) საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებებთან, ასევე ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან დაკავშირებული რეფორმების ინიცირება და განხორციელების ხელშეწყობა. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ განხილული პროექტები (სულ 33, საიდანაც 31 იყო კანონის პროექტი) პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომელზეც კომიტეტი იყო წამყვანი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ ყაველაშვილის, ირინე ფრუიძის, გენადი მარგველაშვილის, შოთა ხაბარელის, ირაკლი აბუსერიძის, მუხრან ვახტანგაძის, ნინო წილოსანის, თენგიზ ხუბულურის, გიორგი თოთლაძის, ცოტნე ზურაბიანის, გიორგი კოპაძის, კობა ნაკაიძის, ლევან კობიაშვილის, ზაზა გაბუნიას, ირაკლი ხახუბიას, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ედიშერ თოლორაიას, დიმიტრი მხეიძის, თეიმურაზ კოხრეიძის, ვიქტორ ჯაფარიძის, შალვა კიკნაველიძის, ირაკლი სესიაშვილის, ილია ნაკაშიძის, გოდერძი ჩანქსელიანის, ისკო დასენის, გელა სამხარაულის, რომან მუჩიაშვილის, ირაკლი შიოლაშვილის, თამაზ ნავერიანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, მერაბ ქვარიას, ლევან მგალობლიშვილის, ფატი ხალვაშის, რევაზ არველაძის, თეიმურაზ ჭკუასელის, გივი ჭიჭინაძის, გურამ მაჭარაშვილის, ენძელა მაჭავარიანის, ვალერი გელაშვილის, ლერი ხაბელოვის, სვეტლანა კუდბას, ვლადიმერ კახაძის, გუგული მაღრაძის, კახაბერ კუჭავას, არჩილ ხაბაძის, ირაკლი ბერაიას, ირაკლი მეზურნიშვილის, სულხან მახათაძის, ზურაბ ხაჩიძის და მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის „2020‐2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ განხილვა (07‐3/474; 24.06.2020); განხილვის თარიღი: 10.07. 2020 პროექტის არსი: ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის შექმნა არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ახალგაზრდებს ქვეყნის სოციალურ‐ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ და ამ პოტენციალის სრული რეალიზებისთვის კი აუცილებელია, რომ სახელმწიფომ შექმნას სათანადო პირობები, მყისიერად უპასუხოს მათ გამოწვევებს, გაატაროს თანმიმდევრული საჯარო და ინტეგრირებული ახალგაზრდული პოლიტიკა ‐ ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად. ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც უზრუნველყოფილია ახალგაზრდების, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრების მონაწილეობა და ღირსეული დასაქმება, დაცულია მათი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, თანაბრად ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რესურსები 5 და განვითარების შესაძლებლობები. შესაბამისად, გამოიკვეთა შემდეგი სტრატეგიული პრიორიტეტები: 1)საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა; 2)ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა; 3)ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა; 4) ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება; 5) ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სრულყოფა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრებმა პარლამენტის დადგენილების პროექტი „2020 ‐ 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ მომზადებულად მიიჩნია პლენარულ სხდომაზე გასატანად. სხდომის ოქმი: https://bit.ly/2KlxwSv კანონპროექტები, რომლებიც კომიტეტმა განიხილა სავალდებულო წესით: 1. საქართველოს კანონების პროექტების: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების 6 შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონების პროექტებს: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N7‐ 2/442; 03.02.2020) განხილვის თარიღი: 27.02.2020 კანონპროექტების არსი: განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს, ინსტიტუციების მიხედვით დაადგენს ვალდებულებებს შესაბამის სფეროში სამოქმედო გეგმების შემუშავების შესახებ და დანერგავს კონვენციის იმ სტანდარტებს, რომლითაც ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება. აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის პირებს ჰქონდეთ თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა სერვისზე. კანონპროექტის მიღებით შემოღებული იქნება „უნივერსალური დიზაინის“ პრინციპი და ამოქმედდება ვალდებულება, რომ ახალი შენობა‐ნაგებობების მშენებლობასა და ახალი სერვისების შემოღებასთან ერთად, 15‐წლიანი პერიოდის განმავლობაში განხორციელდეს უკვე არსებული შენობა‐ნაგებობების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, წარმოდგენილი კანონპროეტების პაკეტი მომზადებულად მიიჩნია პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3nVMRqG 2. „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „იაპონიის საზღვარგარეთთან თანამშრომლობის მოხალისეთა პროგრამის „ფარგლებში საქართველოში მოხალისეების გაგზავნის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (07‐2/435; 13.01.2020) განხილვის თარიღი: 10.03. 2020 შეთანხმების არსი: შეთანხმება ინიცირებულია იაპონიის მხარის მიერ და ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას საქართველოს სოციალურ‐ეკონომიკური ხელშეწყობის მიზნით. მხარეთა შეთანხმებით, მოხალისეებს საშუალება ექნებათ საქართველოს მხარეს აღმოუჩინონ დახმარება ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, განათლების, სპორტის, ჯანდაცვის, კულტურის და ყველა მნიშვნელოვან სფეროში. მოხალისეთა პროგრამის ფარგლებში, იაპონიის განვითარების სააგენტო დაფარავს მოხალისეთა საერთაშორისო მგზავრობის ღირებულებას, ცხოვრების ხარჯს, ასევე სათანადო აღჭურვილობის, ტექნიკის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხარჯებს. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა წარმოდგენილი შეთანხმების პროექტი მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის. სხდომის ოქმი: https://bit.ly/2M2g8mb 7 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის თანამდევ კანონპროექტებთან ერთად (07‐2/447; 19.02.2020); განხილვის თარიღი: 10.03.2020 კანონპროექტის არსი: თვითმმართველობის კოდექსმა რეალურად გამიჯნა და განსაზღვრა სახელმწიფოსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომპეტენციები და შესაბამისად, დადგა აღნიშნულ კანონებში ცვლილებების შეტანის საჭიროება. წარმოდგენილი ცვლილებები სამი სახისაა, ტექნიკური, ტერმინოლოგიური და ზოგადი დაზუსტებები, რომელიც თვითმმართველობის კოდექსიდან გამომდინარეობს. დაზუსტდა ტერმინოლოგია და სრულად მოერგო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს. ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილების გარდა, კოდექსში ხორციელდება მთელი რიგი შინაარსობრივი ცვლილებები, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება გარკვეული საკითხებისა და რეგულაციების დაზუსტება და შემოღება. მიღებული გადაწყვეტილება: კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტების პაკეტი მომზადებულად მიიჩნია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის ოქმი: https://bit.ly/2M2g8mb 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტის (07‐2/484; 09.06.2020) განხილვის თარიღი: 16.06.2020 კანონპროექტის არსი: მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდგომ, ქვეყნის შიგნით მისი ფართო გავრცელების პრევენციისა და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის, ასევე ეკონომიკური შოკის ზეგავლენების შემცირების და დაზარალებულთათვის დახმარების გაწევის მიზნით, აუცილებელი გახდა დამატებითი ასიგნებების მობილიზება. ამავდროულად, მარტის დასაწყისიდან დაიწყო მუშაობა ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების შემცირების მიმართულებით, იმისთვის რომ აღნიშნული შემცირებების შედეგად გამოთავისუფლებული რესურსების ხარჯზე მომხდარიყო დამატებითი ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ასიგნებები მცირდება ჯამში 127,7 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, მიმდინარე ხარჯების ნაწილში შემცირებულია 89,6 მლნ ლარის, ხოლო კაპიტალური ხარჯების ნაწილში 38,1 მლნ ლარის ოდენობით. სპორტის დაფინანსება მცირდება ‐ 53,3 მლნ ლარით; კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულად მიიჩნია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად; სხდომის ოქმი: https://bit.ly/2XQn2hf 5. საქართველოს პარლამენტის წევრების, გენადი მარგველაშვილისა და ალექსანდრე ქანთარიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით 8 წარმოდგენილი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (07‐3/471; 16.06.2020) განხილვის თარიღი: 23.06.2020 კანონპროექტის არსი: მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სახელოვნებო, სასპორტო და სამხედრო უმაღლეს სასწავლებლებში, ეროვნულ გამოცდებამდე, იმ უნარების გამოსავლენად, რაც აღნიშნულ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად არის საჭირო კონკურსი და შესარჩევი ტურები ტარდება. კანონპროექტის ინიციატორებმა, ახალი კორონავირუსით და პანდემიით გამოწვეული სიტუაციის გამო, მიზანშეწონილად მიიჩნიეს რომ აღნიშნული მოთხოვნა ამოღებული იქნეს მხოლოდ წელს და შესარჩევი ტურები ჩატარდეს ეროვნული გამოცდების პარალელურად, ან ცოტა მოგვიანებით. ვინაიდან აღნიშნული ცვლილებები არის მხოლოდ ტექნიკური ხასიათის. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა წარმოდგენილი ცვლილება მომზადებულად მიიჩნია პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის ოქმი: https://bit.ly/35NVWMd 6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესის წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2021‐2024 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“; განხილვის თარიღი: 08.10.2020 კანონპროექტის არსი: 2021 წლისათვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის 1 738 105 მლნ. ლარის გამოყოფა იგეგმება. აღნიშნული დაფინანსებიდან კომიტეტის პროფილურ სპორტის და ახალგაზრდულ მიმართულებებზე თანხები შემდეგნაირად განაწილდება: 1) მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია 127.1 მლნ. ლარი; 2) კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები ‐ 21.122 მლნ. ლარი; 3)სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა ‐ 36.910 მლნ. ლარი; 4)სახელოვნო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა ‐ 6.782 მლნ. ლარი; 5)სსიპ ‐ ახალგაზრდული სააგენტო ‐ 3.5 მლნ. ლარი. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს მის თანდართულ მასალებთან ერთად. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3bL6Dme 9 III. საზედამხედველო უფლებამოსილება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ამოცანები იყო: ა) ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე, სტრატეგიული დოკუმენტებისა და პროგრამების განხორციელებაზე ზედამხედველობა; ბ) საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობა გ) ეფექტიანი საბიუჯეტო ზედამხედველობა. საზედამხედველო საქმიანობის ნაწილში, კომიტეტმა უზრუნველყო შემდეგი ძირითადი ღონისძიებების ჩატარება:  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155‐ე მუხლის შესაბამისად, ფიზიკურ და სპორტულ აქტივობაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით, თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ საკითხის განხილვა;  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაცია 2019 წელს მიღწეული სპორტული შედეგების, აგრეთვე ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში განხორციელებული საქმიანობისა და პოსტკრიზისული გეგმის თაობაზე;  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ანგარიში განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;  სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პერიოდული ანგარიშების მოსმენა და 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა;  ანგარიშვალდებული უწყებების და სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის და პრობლემატურ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენა; ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებაზე, სტრატეგიული დოკუმენტებისა და პროგრამების განხორციელებაზე ზედამხედველობა 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155‐ე მუხლის შესაბამისად, ფიზიკურ და სპორტულ აქტივობაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით, თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ საკითხის განხილვა სხდომის ჩატარების თარიღი: 22 .05.2020 საკითხის არსი: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი თავისი საქმიანობის ფარგლებში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტის პოპულარიზაციასა და ფიზიკური აქტივობის გაზრდას, შესაბამისად კომიტეტის 10 ინიციატივაა დაიწყოს მოკვლევა საკითხზე ,,როგორ გავზარდოთ მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე“?. კომიტეტის გადაწყვეტილება: დაინიშნა თემატური მოკვლევის ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: 1. მიხეილ ყაველაშვილი; 2. შოთა ხაბარელი; 3. მუხრან ვახტანგაძე; 4. გენადი მარგველაშვილი; 5. ირაკლი აბუსერიძე; 6. გიორგი კოპაძე; 7. თენგიზ ხუბულური. თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარ მომხსენებლად განისაზღვრა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი. სხდომის ოქმი: https://bit.ly/35Mwt5N 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაცია 2019 წელს მიღწეული სპორტული შედეგების, აგრეთვე ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში განხორციელებული საქმიანობისა და პოსტკრიზისული გეგმის თაობაზე; მოსმენის თარიღი: 02.06.2020 საკითხის არსი: მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს გააცნო სამინისტროს მიერ 2019 წელს განხორციელებული პროგრამების შედეგები და ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპორტის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ. სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრისა და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტის ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის ახალი კორონავირუსის (SARS‐CoV‐2) პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი, რომელიც დაეხმარება პროფესიულ სპორტს სწრაფად გამოვიდეს შექმნილი კრიზისიდან. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის ანგარიში და წარმოდგენილი ინფორმაცია. სხდომის ოქმი: https://bit.ly/3srBgTI 3. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ ‐ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიშის (1‐6050/20; 01.05.2020) მოსმენა; განხილვის თარიღი: 14.09.2020 ანგარიშის არსი: პარლამენტის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო პოლიტიკის, მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების, პროგრამების განრიგის შესახებ, აგრეთვე საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგები. მან ასევე ყურადღება გაამახვილა განხილული საჩივრების რაოდენობასა და შინაარსზე. წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავდა ცნობებს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლობის მომავალი წლის ბიუჯეტის, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის შესრულების შესახებ. 11 კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ინფორმაცია. სხდომის ოქმი: https://bit.ly/2LW5iyc 4. საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის 2021‐2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ –(N07‐2/7/10;; 18.12.2020) განხილვა განხილვის თარიღი: 22.12.2020 საკითხის არსი: წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობა ეფუძნება მთავარ დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს ‐ თავისუფლებას, თანასწორობას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვას და ემსახურება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვან ინტეგრაციას. 2021‐2024 წლებში საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ ოთხ საკვანძო მიმართულებებზე: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო მმართველობა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ფარული კენჭისყრის შედეგად (8 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი), მხარი დაუჭირა ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას 2021‐2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნდობის გამოსაცხადებლად. სხდომის ოქმი: https://bit.ly/38PxImn 5. საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ 2012‐2019 წლებში ხელბურთის განვითარების სიტუაციური ანალიზისა და 2020‐2030 წლებისთვის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოსმენა; განხილვის თარიღი: 15.09.2020 ინფორმაციის არსი: ფედერაციის პრეზიდენტმა სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მიერ შემუშავებული ხედვა, ქვეყანაში ხელბურთის განვითარების შესახებ, რომელიც მოიცავს სამ ნაწილს: 1) გაწეული სამუშაოს სრულ ანალიზს 2012‐2019 წლებში და მდგომარეობას 2020 წლისთვის; 2) განვითარების სტრატეგიულ გეგმას 2020‐30 წლებისთვის და 3) სტრატეგიული გეგმის განსახორციელებელ ბიუჯეტს პირველი 4 წლისთვის (2021‐2024). საქართველოში ხელბურთის განვითარების სტრატეგია 2020‐2030 წლებისთვის, სიტუაციური ანალიზის შემდეგ განისაზღვრა 12 მიზანი და 38 ამოცანა, რომელთა განხორციელება დაგეგმილია 2020‐2030 წლებში. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა რეკომენდაციით მიმართოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმის 12 განხორციელებისთვის, მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს საქართველოს ხელბურთის განვითარების სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის 2021‐2024 წლების ფინანსური პარამეტრები. სხდომის ოქმი: https://bit.ly/2LJhoea საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობა 6. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ანგარიში განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; მოსმენის თარიღი: 22.06.2020 საკითხის არსი: დეპუტატებმა მოისმინეს სამინისტროს ანგარიში განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ, თუ რა აქტივობები განახორციელა სამინისტრომ ამ დოკუმენტის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ინფორმაცია; სხდომის ოქმი: https://bit.ly/2XLarMc ეფექტიანი საბიუჯეტო ზედამხედველობა 7. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ (07‐2/473; 25.05.2020) განხილვა; სხდომის ჩატარების თარიღი: 16.06.2020 საკითხის არსი: 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 5.1 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში 50 002.2 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 12.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 13 428.9 ლარს შეადგენს. 2019 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 12 705 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 12 907 343.5 ათასი ლარი. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ანგარიში სხდომის ოქმი: https://bit.ly/2XQn2hf 13 8. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ (07‐2/480; 29.05.2020) განხილვა; სხდომის ჩატარების თარიღი: 16.06.2020 საკითხის არსი: განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უარყოფითია და შეადგენს ‐4 პროცენტს. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 4,8%‐ს, სამომხმარებლო ფასების ინდექსის საშუალო წლიური მაჩვენებელი 4,7%‐ს, ხოლო წლის ბოლოსთვის 3,5%‐ს შეადგენს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი შეადგენს 50,3 მლრდ ლარს. მნიშვნელოვნად მცირდება ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები და განსაკუთრებით, საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი. მისივე თქმით, სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების დამტკიცებული გეგმა შეადგენდა 14 432,9 მლნ ლარს. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ანგარიში სხდომის ოქმი: https://bit.ly/2XQn2hf 9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის“ შესრულების 3 თვის მიმოხილვა (04‐ 02/41636; 30.04.2020); სხდომის ჩატარების თარიღი: 16.06.2020 განხილული საკითხი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მაჩვენებლები გააცნო. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ანგარიში სხდომის ოქმი: https://bit.ly/2XQn2hf IV. კომიტეტში შემოსული კორესპონდენცია საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 180‐მდე განცხადება. ყველა მათგანი იქნა შესწავლილი კომიტეტის მიერ და რეაგირების მიზნით, გადაეცა შესაბამის უწყებებს. განცხადებების ძირითადი თემატიკა უკავშირდებოდა სპორტის და ახალგაზრდობის სფეროში არსებულ გამოწვევებს, ასევე კომიტეტის წევრებთან შეხვედრებს. V. კომიტეტის წევრის კითხვა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148‐ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის წევრების მიერ გაგზავნილ იქნა 123 კითხვა. მათ შორის: ირაკლი აბუსერიძის მიერ 1 კითხვა, ვრცლად: https://rb.gy/umoqqo კობა ნაყოფიას მიერ ‐ 122 კითხვა, ვრცლად: https://rb.gy/pmeuxp; 14 VI. საგარეო და საშინაო პოლიტიკა საპარლამენტო დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები 7 თებერვალი. ქ. თბილისი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ახალგაზრდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ეუთოს წარმომადგენლებს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა ევროპელ სტუმრებს ახალგაზრდულ საქმეებზე კომიტეტის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ინფორმაცია მიაწოდა და კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის საქმიანობაზე ისაუბრა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი აერთიანებს ყველა იმ წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში ახალგაზრდობის საკითხებზე მუშაობს და კომიტეტისა და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადებულ კონცეფციის პროექტს, ახალი დოკუმენტის სახით, პარლამენტის პლენარულ სხდომას წარუდგენს. ვრცლად: https://rb.gy/qlerax 4 აგვისტო. ქ. თბილისი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა ისრაელის სახელწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და ამ კუთხით არსებულ პერსპექტივებზე ისაუბრეს. კომიტეტის თავმჯდომარემ დიპლომატს კომიტეტის საქმიანობა გააცნო. მიხეილ ყაველაშვილი რან გიდორს კომიტეტის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო საქმიანობის და გატარებული და დაგეგმილი რეფორმების ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა. ვრცლად: https://rb.gy/8ypgu9 VII. ღია პარლამენტი თანამშრომლობა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან საანგარიშო პერიოდში კომიტეტის რამდენიმე მსხვილი ინიციატივა განხორციელდა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, კერძოდ: გაეროს სააგენტოების (UNFPA, UNICEF, UNDP, UNIDO, ILO) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით მომზადდა „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის 2020‐2030 წლებისთვის“ დოკუმენტის პროექტი, რომელსაც წინ უძღოდა საკითხების წინასწარი ანალიზი, ასევე ახალგაზრდებთან პირისპირ და ონლაინ კონსულტაციები. ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის (Friedrich‐Ebert‐Stiftung South Caucasus Office) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ჩატარდა და გამოქვეყნდა კვლევა „ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება ადგილობრივ დონეზე: იმერეთი და თბილისი“. კვლევის ანგარიში ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3nUMi0m გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, „მმართველობის რეფორმის ფონდის“ პროექტის ფარგლებში, 18 ეროვნული და 3 15 რეგიონული სპორტული ორგანიზაციის მიერ კარგი მმართველობის პრინციპების გამოყენების კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა საერთაშორისო გამოცდილების შედარებითი ანალიზი და ქართულ სპორტში კარგი მმართველობის კოდექსის პროექტი. ვრცლად: https://bit.ly/2LPtLW7 ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, კომიტეტმა ჩაატარა თემატური მოკვლევა თემაზე „როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე?“. ვრცლად: https://bit.ly/3ipoH6N გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და USAID‐ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით ჩატარდა და გამოქვეყნდა „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის გენდერული გავლენის შეფასება. ანგარიში იხილეთ: https://bit.ly/3sA00t5 თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორთან 28 იანვარი. ქ. თბილისი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა, დედაქალაქის მერთან, კახი კალაძესთან და დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად ლილოს დასახლებაში, „კომპლექსური სპორტული ცენტრის“ გვერდით, საცურაო აუზის მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა, რომლის დასრულებაც მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში იგეგმება. დასახლებაში სადაც ოცი ათასზე მეტი მაცხოვრებელია, დღეისათვის არსებულ სპორტულ კომპლექსში ასობით მოზარდია ჩართული სხვადასხვა სექციებში (ბერძნულ‐რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, ფეხბურთი, კიკბოქსინგი, კარატე, სამეჯლისო ცეკვები, მხატვრული ტანვარჯიში). ვრცლად: https://rb.gy/xz4x2f მარტი‐ნოემბერი. ქართულ სპორტში კარგი მმართველობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, კომიტეტის ინიციატივით ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობდა სპორტული ორგანიზაციების (მენეჯმენტის დონეზე) და სპორტზე პასუხისმგებელი სამინისტროს წარმომადგენლებთან (მაღალი და საშუალო რგოლის მოხელეები). კონსულტაციები რამდენიმე ფორმატში ჩატარდა, კერძოდ ინდივიდუალურად და ჯგუფურად, ასევე მოეწყო სტრუქტურული სამუშაო შეხვედრები. კონსულტაციების პროცესში ჩართული იყო 70‐მდე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი. კონსულტაციების შედეგებზე დაყრდნობით, კომიტეტმა მოამზადა ქართულ სპორტში კარგი მმართველობის სისტემის ნაკლოვანებების და ძლიერი მხარეების ანალიზი, ასახა დაინტერესებული მხარეების პოზიციები ქართულ სპორტში კარგი მმართველობის კოდექსის პროექტში. აღსანიშნავია, რომ კომიტეტმა ასევე დაინტერესებულ პირებს, სპორტში კარგი მმართველობის მიმართულებით, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება გაუზიარა. 16 25 მაისი. ქ. თბილისი. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული „ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის“ წევრებისთვის zoom‐ის მეშვეობით ვიდეო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სამუშაო ჯგუფის წევრები „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის 2020‐2030 წლებისთვის“ დოკუმენტის პროექტს გაეცნენ. სამუშაო ჯგუფის წევრებს წარმოადგენენ: სამოქალაქო, საერთაშორისო, დონორი და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე დარგის დამოუკიდებელი ექსპერტები. ჯგუფის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და რეკომენდაციები ასახულია კონცეფციის საბოლოო ვერსიაში. ვრცლად: https://bit.ly/3cjhG6A 9‐10 ივლისი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში ორი დღის განმავლობაში უსმენდნენ დასაბუთებული მოსაზრებების ავტორებს თემატური მოკვლევის საკითხზე: „როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე“. დასაბუთებული მოსაზრებები გამოგზავნილი იყო საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, სამოქალაქო და სპორტული ორგანიზაციების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ. ვრცლად: https://rb.gy/5cn0v0 15 სექტემბერი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის 2012‐2019 წლებში ხელბურთის განვითარების სიტუაციური ანალიზის, ასევე 2020‐2030 წლებისთვის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. კომიტეტის სხდომაზე წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება რეკომენდაციით მიმართონ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმის განხორციელებისთვის, მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს წარმოდგენილი სტრატეგიის ფინანსური პარამეტრები. ვრცლად: https://bit.ly/3qYCKn1 22 ოქტომბერი. კომიტეტმა „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის გენდერული გავლენის შეფასების ანგარიში საჯაროდ წარმოადგინა. ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამოქალაქო სექტორის, სპორტული ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებისთვის წარმომადგნელები. კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების წარდგენის შემდგომ, განხილულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა. ვრცლად: https://bit.ly/3acw9yp VIII. კომიტეტის აპარატი კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება დარგობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, აქტიურად მონაწილეობდნენ (ძირითადად დისტანციურ ფორმატში) საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, კონფერენციებში, შეხვედრებში, საჯარო ლექციებში, სემინარებსა და თემატურ სამუშაო ჯგუფებში. აღნიშნულის შედეგად, 17 კიდევ უფრო გაიზარდა კომიტეტის აპარატის ეფექტიანობა, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახა კომიტეტის საერთო საქმიანობაზე. 18