ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-03
ბიუროს ნომერი 19
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-1181/21
02-02-2021
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა
და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გიგზავნით საქართველოს პარლამენტის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2020 წელს
გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: - „38“ ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
2020 წელი
2
შინაარსი
1. შესავალი ______________________________________________________ 3
2. კომიტეტის შესახებ ___________________________________________ 4
2.1.
კომიტეტის სტრატეგიული მიზანი
_________________________________ 4
2.2.
კომიტეტის წევრები _______________________________________________ 4
3. კომიტეტის საქმიანობის ანგარიში (01.01.2020 - 31.12.2020) ______ 5
3.1.
კანონშემოქმედებითი საქმიანობა ___________________________________ 5
3.1.1.
მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები და საკანონმდებლო
წინადადებები _____________________________________________________________ 6
3.2.
საზედამხედველო საქმიანობა
_____________________________________ 144
3.2.1.
ანგარიშვალდებული უწყებების საქმიანობის კონტროლი და სპეციალური
ანგარიშების მოსმენა
______________________________________________________ 144
3.2.2.
მიღებული კანონების შესრულებაზე ზედამხედველობა
_______________ 266
3.2.3.
სხვა საზედამხედველო საქმიანობა
__________________________________ 277
3.3.
საზოგადოებასთან ურთიერთობა
__________________________________ 277
3.3.1 მოქალაქეთა მიმართვები, წერილები და პეტიციები
______________________ 277
3.3.2. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა
_______________________________ 299
3.4.
საერთაშორისო თანამშრომლობა
3.5.
საორგანიზაციო საკითხები
__________________________________ 29
_______________________________________ 31
4. შემაჯამებელი მიმოხილვა _____________________________ 344
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
3
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
4
1. შესავალი
წინამდებარე
დოკუმენტში
წარმოდგენილია
საქართველოს
პარლამენტის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2020
წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში.
წინამდებარე ანგარიში მოიცავს და არ სცდება კომიტეტისთვის საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით განსაზღვრული
უფლებამოსილების,
აგრეთვე,
კომიტეტის
წლიური
სამოქმედო
გეგმით
გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებს.
კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კანონშემოქმედებითი და
საზედამხედველო
საქმიანობა,
საზოგადოებასთან
და
საერთაშორისო
პარტნიორებთან ურთიერთობა, ორგანიზაციული საკითხები.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
5
2. კომიტეტის შესახებ
2.1.
კომიტეტის სტრატეგიული მიზანი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტი შექმნილია მის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხთა
შესახებ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის, კანონმდებლობის
განვითარებისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და
საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლის მიზნით.
კომიტეტის საქმიანობა წარიმართება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.
2.2.
კომიტეტის წევრები1
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის წევრები არიან:
მიხეილ სარჯველაძე (კომიტეტის თავმჯდომარე)
ალუდა ღუდუშაური (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)
სავალან მირზოევი (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)
ელისო ბოლქვაძე (კომიტეტის წევრი)
ანა ბუჩუკური (კომიტეტის წევრი)
ისკო დასენი (კომიტეტის წევრი)
ანრი ოხანაშვილი (კომიტეტის წევრი)
2020 წლის განმავლობაში კომიტეტის წევრები მე-9 მოწვევის პარლამენტიდან იყვნენ: სოფიო
კილაძე, შალვა კიკნაველიძე, ლევან ბეჟანიძე, გიორგი ტუღუში, რატი იონათამიშვილი, დავით
მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, დიმიტრი მხეიძე, ილია ნაკაშიძე, ანრი ოხანაშვილი, მერაბ
ქვარაია, დიმიტრი ცქიტიშვილი, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე
1
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
6
3. კომიტეტის საქმიანობის ანგარიში
(01.01.2020 - 31.12.2020)
3.1.
კომიტეტის
კანონშემოქმედებითი საქმიანობა
საქმიანობის
მთავარ
მიმართულებას
წარმოადგენს
კანონშემოქმედებითი საქმიანობა. აღნიშნული პროცესი ეფუძნება ადამიანის
უფლებების რეალიზებისა და საკითხის მულტიდისციპლინური მიდგომით
გადაწყვეტის პრინციპებს.
2020 წელს, წინა წლების მსგავსად, გაგრძელდა მუშაობა ადამიანის უფლებების
დაცვის
სტანდარტის
ამაღლების
მიმართულებით.
ადამიანის
ძირითადი
უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება შეეხო როგორც სოციალურეკონომიკურ, ისე მოწყვლადი ჯგუფების, სისხლის და სამოქალაქო სამართლის
საპროცესო უფლებებს. საანგარიშო პერიოდში მიღებული რიგი საკანონმდებლო
აქტები
გრძელვადიანი
მიზნებით
ემსახურება
ადამიანის
უფლებებზე
ორიენტირებული რეფორმის განხორციელებას განსაზღვრულ სფეროში და ქმნის
სამართლებრივ
საფუძველს,
საჯარო
ინტერესის
მქონე
საკითხები
იქცეს
სახელმწიფოს პოლიტიკის დღის წესრიგის ნაწილად.
წლის განმავლობაში, კომიტეტი, დარგის სპეციალისტებისა და სამოქალაქო
სექტორის აქტიური ჩართულობით, კრიტიკულად აანალიზებდა წარმოდგენილ
საკანონმდებლო ინიციატივებს ადამიანის უფლებების ჭრილში, განსაზღვრავდა
მათ
სამომავლო
ზეგავლენას
ადამიანის
უფლებებზე
და
აფასებდა
შემოთავაზებული ცვლილებების ეფექტიანობას ამ მიმართულებით არსებული
გამოწვევების დასაძლევად. ამას გარდა, კომიტეტისთვის განსაკუთრებული
შეფასების საგანია წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების თავსებადობა
ადამიანის უფლებების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებით ნაკისრ
ვალდებულებებთან.
კანონშემოქმედებითი საქმიანობის ფარგლებში, 2020 წელს კომიტეტმა ჩაატარა 20
სხდომა და განიხილა:
•
292 კანონპროექტი - 22 საკანონმდებლო ინიციატივა, მათ შორის 12
საკანონმდებლო პაკეტი (282 კანონპროექტი) და 10 ცალკეული კანონპროექტი;
•
2 საკანონმდებლო წინადადება;
•
1 პარლამენტის დადგენილების/რეზოლუციის პროექტი;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
7
მათგან 4 საკანონმდებლო ინიციატივა და 2 საკანონმდებლო წინადადება განიხილა,
როგორც
წამყვანმა
კომიტეტმა.
კანონპროექტებსა
და
საკანონმდებლო
წინადადებებზე კომიტეტმა წარადგინა 48 კრიტიკული შენიშვნა.
3.1.1. მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები და საკანონმდებლო
წინადადებები
სექსუალური ექსპლუატაციისა და პორნოგრაფიისაგან ბავშვთა დაცვის გარანტიების
გაძლიერებისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი
2020 წლის 13 ივლისს პარლამენტმა მხარი დაუჭირა კომიტეტის ინიციირებულ
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელის სექსუალური ექსპლუატაციისა
და პორნოგრაფიისგან ბავშვთა დაცვის გარანტიების გაძლიერებას ემსახურება.
ცვლილებების თანახმად:
•
გაუქმდა
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის
ხანდაზმულობის
ვადები არასრულწლოვანის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე−141-ე
და
253-ე−2552 მუხლებით
გათვალისწინებული
დანაშაულის
ჩადენის
შემთხვევაში.
•
აიკრძალა სასჯელის სრულად პირობით მსჯავრად ჩათვლა არასრულწლოვნის
მიმართ
სისხლის
სამართლის
კოდექსის
137-ე−139-ე,
141-ე
და
253-
ე−2552 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში.
•
აიკრძალა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის
მოხდისაგან სრულად გათავისუფლება არასრულწლოვნის მიმართ სისხლის
სამართლის
კოდექსის
137-ე−139-ე,
141-ე
და
253-ე−2552
მუხლებით
გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში.
•
არასრულწლოვნის
სქესობრივი
წინააღმდეგ
მიმართულ
გამოცხადდა
ქმედების
თავისუფლებისა
დანაშაულებში
ჩადენა
და
ხელშეუხებლობის
დამამძიმებელ
არასრულწლოვნის
გარემოებად
მიმართ
ნდობის,
ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით.
•
არასრულწლოვნის
სქესობრივი
თავისუფლებისა
და
ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე მნიშვნელოვნად გამკაცრდა სასჯელები,
მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში სასჯელად დაწესდა უვადო თავისუფლების
აღკვეთა.
•
მოხდა 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის სექსუალური მიზნებისთვის
შეხვედრის შეთავაზების (grooming) კრიმინალიზაცია. აღნიშნულით მოხდა
გაეროს
ბავშვის
უფლებათა
კომიტეტის
დასკვნითი
რეკომენდაციის
გათვალისწინება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
8
•
პორნოგრაფიული მასალის შეძენისა და შენახვასთან ერთად პასუხისმგებლობა
დაწესდა ამ მასალის ფლობისთვისაც, რაც ასევე გათვალისწინებული იყო
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დასკვნითი რეკომენდაცით.
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2020 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე განიხილა და მხარი
დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ
საქართველოს
კანონის
პროექტს
„არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
კანონის
თანახმად,
არასრულწლოვან
გამოსაკითხ
პირს/მოწმეს
სისხლის
სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე ეძლევა უფასო იურიდიული
დახმარების
მიღების
შესაძლებლობა,
განურჩევლად
მისი
ფინანსური
მდგომარეობისა და განსახილველი სისხლის სამართლის საქმის კატეგორიისა.
აგრეთვე, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დაწყებამდე არასრულწლოვან
გამოსაკითხ
პირს/მოწმეს
და
მის
კანონიერ/საპროცესო
წარმომადგენელს
განემარტებათ უფასო იურიდიული დახმარების უფლების შესახებ, რომლით
სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, გამომძიებელი ადგენს შესაბამის ოქმს.
ამასთან,
აღნიშნული
უფლებით
სარგებლობაზე
უარი
არ
გამორიცხავს
არასრუწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის უფლებას, სისხლის სამართლის
საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე ისარგებლოს უფასო იურიდიული
დახმარების უფლებით.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს
კანონი
მთავრობის მიერ ინიციატივის წესით წარმოდგენილი და საანგარიშო პერიოდში
მიღებული კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
შესახებ“ (შემდგომში შშმ პირთა შესახებ კანონი) უდავოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია
საქართველოში
შშმ
პირთა
უფლებრივი
მდგომარეობის
სამართლებრივი
მოწესრიგების თვალსაზრისით. კანონი ემსახურება ეროვნული კანონმდებლობის
ჰარმონიზაციას
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
„შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან“. შშმ პირთა შესახებ
კანონის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა
დაფუძნებულია სოციალური მოდელის მიდგომაზე, რომელიც ამ კატეგორიის
პირთა რეალური საჭიროებების განსაზღვრასა და შესაბამის რეაგირებაზეა
ორიენტირებული. კანონი განმარტავს „უნივერსალური დიზაინის“ პრინციპსა და
„გონივრული მისადაგების“ დებულებას, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების სხვებთან
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
9
თანასწორ პირობებში რეალიზებასა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას.
გონივრულ მისადაგებაზე უარი არის დისკრიმინაციის ერთ-ერთ სახე. გარდა ამისა,
კანონი ითვალისწინებს ჟესტური ენის განმარტებას და ხაზს უსვამს ამ ენის
სახელმწიფოს მიერ აღიარების ვალდებულებას.
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
უფლებების
დაცვის
გაძლიერებისათვის კანონი ადგენს სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტს, რის
საფუძველზეც
უშუალო
და
პირდაპირი
ზიანის
არსებობის
გარეშეც,
ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების დაცვას, კანონიერი წარმომადგენლობის უფლებამოსილების
მიუნიჭებლად,
შეძლებენ
სპეციალური
მოსარჩელის
სტატუსის
მქონე
ორგანიზაციები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისთვის ხსენებული
სამართლებრივი
სუბიექტების
აქტით
რიგი
მუნიციპალიტეტის
განისაზღვრება
უფლება-მოვალეობები.
საჯარო
სხვებს
ორგანოების/დაწესებულებების
და
კერძო
შორის,
სამართლის
აღსანიშნავია
ვალდებულება,
გასცენ
პერსონალური ასისტენტის მომსახურების სერვისი. ამასთან, შშმ პირთა შესახებ
კანონი ადგენს საფუძველს შეიქმნას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების კონვენციის“ იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი
საკოორდინაციო კომიტეტი.
გარდამავალი დებულების თანახმად, შესაბამისი ვადის მითითებით, სახელმწიფო
და მუნიციპალურ ორგანოებს განესაზღვრათ ვალდებულება, ეტაპობრივად,
ხსენებული კანონით დადგენილი ახალი სტანდარტების იმპლემენტაციის მიზნით
უზრუნველყონ რიგი ღონისძიებების განხორციელება.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
კომიტეტმა 2020 წლის 18 ივნისის სხდომაზე მხარი დაუჭირა საკანონმდებლო
ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის ვალდებულებას
საქართველოს პარლამენტს ყოველწლიურად წარუდგინოს ანგარიში შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების
რეალიზაციის,
მათ
შორის,
სოციალურ
უფლებათა
უზრუნველყოფის
ღონისძიებების შესრულების თაობაზე.
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის
პროექტი
კომიტეტის მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიზანია უსინათლო, ყრუ,
სმენადაქვეითებული ან წერა კითხვის არმცოდნე პირის მიერ გარიგების
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
10
დადებასთან
დაკავშირებული
საკანონმდებლო
რეგულაციების
დახვეწა
და
სრულყოფა.
კომიტეტმა მიიჩნია რა, რომ უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა კითხვის
არმცოდნე პირის მონაწილეობით გარიგების დადების საკითხების საკანონმდებლო
დონეზე მოწესრიგება და ერთიანი სტანდარტის დადგენა აუცილებელია, მხარი
დაუჭირა პროექტს და შესაბამისი დასკვნა გაუგზავნა წამყვან კომიტეტს.
საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის, პროექტი შემდგომი განხილვის ეტაპზეა.
ბავშვთა
საერთაშორისო
არამართლზომიერი
გადაადგილების/დაკავებისა
და
არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლების განხორციელების მარეგულირებელი
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი
საკანონმდებლო
ცვლილებათა
პაკეტი
შიდა
კანონმდებლობის
დახვეწას
ემსახურება. ამასთან, კანონით „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო
ასპექტების შესახებ“ 1980 წლის და „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა
დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი
სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ 1996 წლის
კონვენციების
დებულებებთან
ჰარმონიზაცია.
ცვლილებათა
პაკეტი
უზრუნველყოფს არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის
დაბრუნებასთან
ან
ბავშვთან
ურთიერთობის
უფლების
გამოყენებასთან
დაკავშირებით სარჩელის შეტანის/განხილვის მატერიალური
საფუძვლებისა
(მაგალითად, შეიცვალა მეურვეობისა და ბავშვთან ურთიერთობის უფლებების
ცნებები,
გაიმიჯნა
ბავშვის
არამართლზომიერი
დაკავების
არამართლზომიერი
განმარტებები)
და
გადაადგილებისა
პროცესუალური
და
წესების
(მაგალითად, შეიცვალა არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული
ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან
დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის წესი და
ის განისაზღვრება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან
ორი
კვირის
ვადით;
შესაძლებლობა
დადგინდა
საქართველოს
განხორციელებული
ცვლილები,
გადაადგილების/დაკავების
ამგვარი
გადაწყვეტილების
გასაჩივრების
უზენაეს
სასამართლოში)
ასევე
ბავშვთა
არამართლზომიერი
მიღებული
გადაწყვეტილების
ეხება
მიმართულებით
გამართულობა.
აღსრულების ეფექტიანობის გაზრდას ქმედებების კრიმინალიზებისა და იმ
ღონისძიებების განსაზღვრის გზით, რომლებიც მიმართულია საქმისწარმოების
დაწყებიდან
სასამართლოს
გადაწყვეტილების
აღსრულებამდე
პერიოდში
არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის მიერ საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თავიდან აცილებისკენ. განხორცილებული
ცვლილებებით შესაძლებელი გახდა ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი
გადაადგილების/დაკავებისა
და
ბავშვთან
ურთიერთობის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
უფლების
11
განხორციელების მომწესრიგებელ ქართულ კანონმდებლობაში, სხვებს შორის,
ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინების სტანდარტის
სრულყოფილად იმპლემენტაცია.
კანონი „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ და თანმდევი კანონები
საკანონმდებლო ცვლილება სახელმწიფოს დასაქმების პოლიტიკაზე სისტემური
ხედვის დოკუმენტია. კანონით, დასაქმების მაძიებელთათვის ინერგება „ერთი
ფანჯრის
პრინციპი“,
მათი
კვალიფიკაციიდან
გამომდინარე შანსების შეფასება და
საკანონმდებლო
პაკეტში
და
შესაძლებლობებიდან
შესაბამისი ალტერნატივების შეთავაზება.
წარმოდგენილია
დასაქმების
მაძიებელთათვის
შეთავაზებული ვარიანტების მრავალფეროვნება: შესაბამისი სამუშაო ადგილი,
პროფესიული
სასწავლებელი
და
შემდეგ
შესაბამისი
სამუშაო
ადგილი,
ანაზღაურებადი სტაჟირება და ხელფასების სუბსიდირება, ბიზნესის წამოწყების
ყველა არსებული სახელმწიფო პროგრამა, საზღვარგარეთ დასაქმება, სკოლის
მოსწავლეებისთვის კარიერული დაგეგმვა. საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს
დასაქმების აქტიური პოლიტიკის ანალიზისა და დაგეგმვისათვის უწყებათაშორისი
საკოორდინაციო მექანიზმის შექმნას, ასევე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის
დანერგვას. ცვლილებები ითვალისწინებს ბიზნესის ჩართულობის გაძლიერებას
დასაქმების აქტიური პოლიტიკის ანალიზსა და დაგეგმვაში, ასევე გადამზადების
პროგრამების შემუშავებაში.
„საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
მიღებული
საკანონმდებლო
ცვლილებებით
უმჯობესდება
შრომით
ურთიერთობებში დისკრიმინაციისგან დაცვის მომწესრიგებელი სამართლებრივი
ჩარჩო, რაც გულისხმობს დისკრიმინაციის ნიშნების არსებულ ჩამონათვალში
ნიშნების
კიდევ
უფრო
გაფართოვებას;
პირდაპირი
და
არაპირდაპირი
დისკრიმინაციის დეფინიციის წარმოდგენას; თანაბარი სამუშაოსათვის თანაბარი
ანაზღაურების
პრინციპის
დანერგვას;
მტკიცების
ტვირთის
მკაფიო
რეგლამენტირებას; დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლების დაზუსტებას; დაცვისა
და
დახმარების
განსაკუთრებული
ღონისძიებების
რეგლამენტირებას
და
გონივრული მისადაგების პრინციპის დადგენას.
საკანონმდებლო ინიციატივით რეგულირდება ისეთი შრომითსამართლებრივი
საკითხები, როგორიცაა: ზეპირი და ვადიანი შრომითი ხელშეკრულება; შრომითი
ხელშეკრულების არსებითი პირობები; შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი;
სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსი; არასრული სამუშაო განაკვეთი; სამუშაო
დრო; დასვენების-შესვენების უფლება; ზეგანაკვეთური სამუშაო; ცვლაში მუშაობა;
ღამით მუშაობა; ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის
გამო შვებულება, რომელიც ასევე მოიცავს მამების ანაზღაურებადი შვებულების
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
12
უფლებას; შრომის ანაზღაურება და მინიმალური ხელფასი; მასობრივი დათხოვნა;
საწარმოთა გადაცემა; გაფიცვის უფლება; კოლექტიური შრომითი მედიაცია;
ინფორმაცია და კონსულტაცია სამუშაო ადგილზე.
საკანონმდებლო
ინიციატივით
უფლებამოსილება
შრომით
ასევე
განისაზღვრა
უფლებებთან
შრომის
ინსპექციის
დაკავშირებით
სახელმწიფო
ზედამხედველობის განხორციელების თვალსაზრისით. შრომით დებულებებთან
დაკავშირებულ საკითხებზე გათვალისწინებულია სხვადასხვა ადმინისტრაციული
სახდელები. ინიციატივით შემოტანილი რეგულაციები ხელს უწყობს შრომითი
უფლებების დაცვის სტანდარტების განვითარებას, დახვეწასა და გაუმჯობესებას,
საქართველოს შრომის კანონმდებლობის დაახლოებას ევროპული კავშირის
დირექტივით და ILO-ს კონვენციებით გათვალისწინებულ სტანდარტებთან. გარდა
ამისა, კანონპროექტის მიღებით საქართველომ შეასრულა „ასოცირების შესახებ
შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი.
კანონი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
კანონით,
ავტონომიური
რესპუბლიკებისა
და
მუნიციპალიტეტებისათვის
გადასაცემი ტრანსფერები, ბიუჯეტის კანონის მიხედვით, შეადგენს 225 მლნ ლარს.
გაზრდილი
დაფინანსება
კოდექსით“
პოზიტიურად
განსაზღვრული
იმოქმედებს
„ბავშვის
უფლებამოსილებებით
უფლებათა
გათვალისწინებულ
ღონისძიებათა განხორციელებაზე. ასევე, სსიპ - იურიდიული დახმარების
სამსახურისთვის, გაზრდილი საბიუჯეტო დაფინანსება, მისი უფლებამოსილების
ჯეროვანი შესრულებისთვის და ადამიანის უფლებათა დაცვის მხარდაჭერისთვის
მნიშვნელოვანი პირობაა. აღსანიშნავია დაფინანსების გაზრდა სახალხო დამცველის
აპარატისათვისაც. ამას გარდა, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მიღების შემდგომ, სახელმწიფოს მხრიდან მოხდა რიგი ვალდებულებების
აღება. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად,
საყურადღებოა, რომ იზრდება შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმისათვის
დაფინანსება. ბიუჯეტის კანონის თანახმად, 2021 წლის პირველი იანვრიდან
გათვალისწინებულია პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა.
„ადმინისტრაციული
სახდელისგან
გათავისუფლების
შესახებ“
საქართველოს
კანონის პროექტი
გადახდისაგან
გათავისუფლებული
ადმინისტრაციული
სახდელის
ჯამური
ოდენობა დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის
სამინისტროს მიერ
კანონპროექტმა,
თავისი
წვლილი
შემუშავებულმა
და
მთავრობის მიერ
წარმოდგენილმა
გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპზე,
შეიტანა
შესაბამისი
პირების
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის სტაბილურობაში. აღნიშნულმა საკანონმდებლო ინიციატივამ
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
13
კეთილი ნების და ჰუმანური ნაბიჯის აქტით, ერთჯერადი ხასიათის დროებითი და
განსაკუთრებული
ღონისძიების
სახით
გაათავისუფლა
პირები
შესაბამისი
ადმინისტრაციული სახდელის გადახდისაგან.
საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ და თანმდევი კანონპროექტები
2020 წლის 28 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტმა
სავალდებულო
წესით
განიხილა
საქართველოს
პარლამენტის წევრის, მიხეილ სარჯველაძის მიერ 2020 წლის 16 დეკემბერს
ინიციირებული
საქართველოს კანონების პროექტები:
„ამნისტიის შესახებ“,
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“.
„ამნისტიის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტი
ითვალისწინებდა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული
დანაშაულისთვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირების გათავისუფლებას
სისხლისსამართლებრივი
გარკვეული
პასუხისმგებლობისა
დანაშაულებისთვის
და
მსჯავრდებული
სასჯელისაგან,
აგრეთვე
პირებისთვის
სასჯელის
შემცირებას ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლას.
კანონპროექტით
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან
და
სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხთან ერთად გათვალისწინებული იყო
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის
საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საკითხიც.
საკანონმდებლო
ცვლილებათა
პაკეტში
შემავალი
კანონის
პროექტები:
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ არეგულირებდა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ
პირთათვის სასჯელის მოხდისგან პირობით გათავისუფლების ან დანიშნული
სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხებს.
პროექტების
თანახმად, სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხების განხილვას სავალდებულო
წინაპირობად დაემატა იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო
თავისუფლების
აღკვეთით
მსჯავრდებული
პირის
გათავისუფლებისათვის
მომზადების პროგრამის წარმატებით გავლა.
აღნიშნული პროგრამის გავლა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ
პირებს მისცემს შესაძლებლობას, რომ სასჯელის შეცვლაზე სასამართლოს წინაშე
დაყენებული შუამდგომლობა გაამყარონ პროგრამის გავლის შედეგად მიღებული
დახასიათებით. მსჯავრდებულის მიერ პროგრამის გავლის შედეგად მიღებული
შეფასება, თავის მხრივ, სასამართლოსაც მისცემს შესაძლებლობას, რომ საკითხთან
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
14
დაკავშირებით იმსჯელოს მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც გაზრდის
გადაწყვეტილების
დასაბუთებულობის
მექანიზმი
იქნება
მნიშვნელოვანი
პირებთან
მიმართებაში,
სამართლიანი
და
რომ
ხარისხს.
ნაბიჯი
უვადო
გადაიდგას
ადეკვატური
ამდენად,
თავისუფლებააღკვეთილ
შემდგომი
მოპყრობის
შემუშავებული
ნაბიჯები
სტანდარტის
მათდამი
გაუმჯობესების
მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირების
სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათდამი სამართლიანი
მიდგომის კუთხით, ეს იყო სახელმწიფოს მიერ გადადგმული ერთ-ერთი პირველი
ნაბიჯი. კომიტეტი მომავალშიც აპირებს აღნიშნული მიმართულებით საქმიანობის
გაგრძელებას,
მათ
შორის,
იუსტიციის
მინისტრის
მიერ
დასამტკიცებელი
კანონქვემდებარე აქტის შემუშავებისა და აღსრულებაზე ზედამხედველობის
მეშვეობით.
კანონპროექტის
განხილვა
წარიმართა
არასამთავრობო
ორგანიზაციებისა
და
გამჭვირვალედ,
პროფესიული
საზოგადოების,
წრეების
ფართო
ჩართულობით. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტში
კანონპროექტთან
მსჯავრდებულების
კანონპროექტთან
და
დაკავშირებით
მოქალაქეების
დაკავშირებით
წერილობით
წარმოადგინეს
პროფესიული
წრეების
რამდენიმე
საკუთარი
ასევე
შემოვიდა
წარმომადგენლებმა.
ასეული
მოსაზრებები
არასამთავრობო
ბრალდებულების/
და
განცხადება.
შენიშვნები
ორგანიზაციების
საკითხის
და
აქტუალობიდან
გამომდინარე, კომიტეტის თავმჯდომარემ 2020 წლის 29 დეკემბერს შეხვედრა
გამართა გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ უვადო თავისუფლების
აღკვეთით
მსჯავრდებულ
პატიმრებთან
და
გააცნო
მათ
საკანონმდებლო
ინიციატივის დებულებები.
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტმა
დადებითად შეაფასა საკანონმდებლო ინიციატივა და მხარი დაუჭირა მას.
საანგარიშო პერიოდში, კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 2
საკანონმდებლო წინადადებები
კომიტეტმა 2020 წელს განიხილა საკანონმდებლო წინანდადების წესით წარმოდგენილი
ორი
პროექტი:
საქართველოში
საბჭოური
პერიოდის
პოლიტიკური
რეპრესიების
მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება-„მემორიალი“-ს მიერ წარმოდგენილი
„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და
რეპრესირებულთა
სოციალური
დაცვის
შესახებ“
და
საქართველოს
მთიანეთის
2 2021 წლის 11 იანვარს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „საქართველოს კანონი
ამნისტიის შესახებ“.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
15
ნებაყოფლობითი საქველმოქმედო ასოციაციის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს
მკვიდრი, ძირძველი, ტრადიციულ ადგილებში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხის
(ეთნიკურ უმცირესობათა) უფლებათა გარანტიების შესახებ“.
საკანონმდებლო წინადადების სახით წარმოდგენილი კანონის პროექტი „საქართველოს
მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა
სოციალური
დაცვის
შესახებ“,
ერთი
მხრივ,
განსაზღვრავდა
საქართველოდან
დეპორტირებული ეთნიკური ჯგუფების მიმართ „საქართველოს მოქალაქეთა
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეაბილიტაციის წესის გავრცელებას.
ამავე დროს, საკანონმდებლო წინადადება ადგენდა ზემოხსენებულ პირთა მიერ
გამარტივებული, საგამონაკლისო ან
აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის
მიღების საფუძველს.
წინადადებით წარმოდგენილი მეორე კანონპროექტი „საქართველოს მკვიდრი, ძირძველი,
ტრადიციულ ადგილებში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხის უფლებათა გარანტიების
შესახებ“ გულისხმობდა საქართველოს მკვიდრი, ძირძველი და ტრადიციულ ადგილებში
მცხოვრები ხალხის სამართლებრივ გარანტიების მიცემას, რომელთა მიზანიც იყო ამ პირთა
მიმართ სოციალური და სხვა სახის შეღავათების დაწესება, მათი საცხოვრებელი გარემოს,
ტრადიციული ცხოვრების წესის, მეურნეობისა და სარეწი საქმიანობის დაცვა. აღნიშნულის
მისაღწევად, კანონპროექტით გათვალისწინებული იყო რიგი უფლებამოსილებისა და
ვალდებულებების დაკისრება ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებისათვის.
საკანონმდებლო
წინადადება
ადგენდა
უფლებების
ფართო
ჩამონათვალს საქართველოს მკვიდრი, ძირძველი და ტრადიციულ ადგილებში მცხოვრები
ხალხის მიმართ როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად.
3.2.
საზედამხედველო საქმიანობა
3.2.1. ანგარიშვალდებული უწყებების საქმიანობის კონტროლი და სპეციალური
ანგარიშების მოსმენა
საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებაში, მნიშვნელოვანი როლი აქვს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტს, რამდენადაც, გარდა კანონშემოქმედებითი საქმიანობისა, მას აქვს
საშუალება, განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა ადამიანის უფლებათა
დაცვის სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვა ანგარიშვალდებული
ორგანოების საქმიანობაზე. ხაზგასასმელია ტენდენცია, რომლის მიხედვითაც
კომიტეტის უფლებამოსილებები ადამიანის უფლებათა სხვადასხვა სფეროში
ანგარიშების
მოსმენის
მიმართულებით
ფართოვდება
და
იხვეწება.
ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილ, ადამიანის უფლებათა დარღვევის
თითოეულ
ფაქტთან
დაკავშირებით
კომიტეტი
გასცემს
რეკომენდაციებს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
16
შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის და ახდენს მონიტორინგს უწყებების
მხრიდან დარღვევებზე რეაგირების პროცესებზე.
კომიტეტისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს 2014-2020 წლებისთვის საქართველოს
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო
გეგმების შესრულების ანგარიშების მოსმენა პერიოდულად და აღნიშნულის
საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება.
კომიტეტისათვის, ასევე, პრიორიტეტულია საპარლამენტო ზედამხედველობა
საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების
პროცესზე, მათ შორის - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების/ განჩინებებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
კომიტეტების
მიერ
საქართველოს
წინააღმდეგ
მიღებული
გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობაზე.
კომიტეტმა, 2020 წელს, ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ წარმოდგენილი 20
ანგარიში განიხილა.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში
კომიტეტისთვის
საქართველოს
სახალხო
დამცველის
ანგარიშები
ზედამხედველობის ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
აღნიშნუნლის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახალხო
დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას.
2020 წლის 25 ივნისის სხდომაზე კომიტეტმა მოისმინა და განიხილა საქართველოს
სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში „2019 წელს საქართველოში
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“.
ანგარიშში მიმოხილული იყო ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრი. დადებით
ტენდენციებთან ერთად, მასში წარმოდგენილი იყო ის გამოწვევები, რაც სახალხო
დამცველის
ოფისმა
2019
წლის
განმავლობაში
ადამიანის
უფლებათა
და
თავისუფლებათა რეალიზების კუთხით აღწერა.
კომიტეტიმა განხილვის პროცესში ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის
მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე, რომლებიც გაიზიარა და მიიჩნია, რომ
საქართველოს პარლამენტის მიერ გაცემულ უნდა იქნეს შესაბამისი დავალებები.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
კომიტეტმა
შეიმუშავა
პარლამენტის
დადგენილების პროექტი, რომელშიც სახალხო დამცველის რეკომენდაციების
ადრესატი უწყებების მიმართ გაცემის მიზნით აისახა 306 დავალება, რასაც სრულად
დაეთანხმა საქართველოს პარლამენტი და 2020 წლის 29 ივნისს მიღებული იქნა
შესაბამისი დადგენილება N6679-რს.
აღსანიშნავია, რომ წლების მიხედვით, გაზიარებული რეკომენდაციების ტენდენცია
არის მზარდი და 2020 წელს აღნიშნიულმა მაჩვენებელმა მიაღწია მაქსიმუმს,
შეადგინა რა 91,3%. (იხ. დიაგრამა)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
17
800
700
600
500
400
300
29,0%
200
100
0
10,8%
13,5%
75,2%
32,3%
84,1%
91,3%
18,7%
456 49
349 47
466 87
699 203
687 222
303 228
308 259
335 306
2012-2013
2013-2014
2014-2015
2015-2016
2016-2017
2017-2018
2018-2019
2019-2020
სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები
პარლამენტის დადგენილებით გაცემული დავალებები
„2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20 სექტემბრის N5003-Iს დადგენილებით
გაცემული 259 დავალების შესრულების მდგომარეობა
აღნიშნული ანგარიში კომიტეტიმა 2020 წლის 04 ივნისის სხდომაზე განიხილა, რა
დროსაც დავალებების ადრესატმა უწყებებმა წარმოადგინეს ანგარიშები დავალების
შესრულების შესახებ.
კომიტეტმა დავალებების შესრულების მდგომარეობის შეფასებისას გაითვალისწინა
როგორც წარმოდგენილი ანგარიშები, ასევე სახალხო დამცველის და განხილვებში
მონაწილე სხვა პირთა მოსაზრებები.
განსაკუთრებით აღსანიშნია ის ფაქტი, რომ საქართველოს სახალხო დამცველის
2019 წლის ანგარიშის საფუძველზე გაცემული 259 რეკომენდაციიდან 235
რეკომენდაცია შესრულებულია ან შესრულების პროცესშია. არ შესრულდა
მხოლოდ 9%.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიიჩნია, რომ იმ პასუხისმგებელმა
უწყებებმა, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ვერ უზრუნველყვეს დადგენილებით
გათვალისწინებული
განახორციელონ
დავალებების
ყველა
შესაძლო
სრულყოფილად
ღონისძიება
შესრულება,
აღნიშნული
უნდა
დავალებების
შესასრულებლად და კომიტეტი მომდევნო პერიოდის განმავლობაში გააგრძელებს
ზედამხედველობას ამავე მიმართულებით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
18
სსიპ
-
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
ანგარიში
2019
წელს
განხორციელებული საქმიანობის შესახებ
კომიტეტმა 2020 წლის 21 მაისის სხდომაზე განიხილა იურიდიული დახმარების
სამსახურის მიერ 2019 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში.
სამსახურის პროფილურ მიმართულებებს წარმოადგენს სისხლის, სამოქალაქო და
ადმინისტრაციული სამართალი, ხოლო მომსახურების სახეებს - იურიდიული
კონსულტაცია და იურიდიული დახმარება. კერძოდ, სამართლებრივი დოკუმენტის
შედგენა,
ადმინისტრაციულ
ორგანოსა
და
სასამართლოში
პირის
წარმომადგენლობა. დასკვნაში განხილულია სამსახურის საქმიანობის პროცესში
გამოკვეთილი ისეთი საკითხები, როგორიცაა იურიდიული დახმარების
ხელმისაწვდომობა, სამსახურის ცნობადობა, საერთაშორისო აქტივობა, კვლევითი
და საგანმანათლებლო საქმიანობა.
სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2019 წლის ანგარიში
კომიტეტმა 2020 წლის 18 ივნისის სხდომაზე განიხილა სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის საქმიანობის შესახებ 2019 წლის ანგარიში. ანგარიში განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც მასში პირველად აისახა სახელმწიფო
ინსპექტორის საგამოძიებო უფლებამოსილებები და ამ მიმართულებით საანგარიშო
პერიოდში განხორციელებული აქტივობები. ძირითადად, სამსახურის საქმიანობა
ეხებოდა შემდეგ საკითხებს: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების
კონტროლი; ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ
მონაცემთა
ცენტრალურ
ბანკში
განხორციელებული აქტივობების კონტროლი; სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი
ცალკეული დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის
ანგარიში
კომიტეტმა 2020 წლის 10 ივლისის სხდომაზე განიხილა საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
მიერ
წარმოდგენილი
ანგარიში
საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ.
ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ოკუპირებული
ტერიტორიები, სახელმწიფო უსაფრთხოება და კონტრდაზვერვითი საქმიანობა,
ტერორიზმის
წინააღმდეგ
ბრძოლა,
ბაზის
განვითარება,
სამართლებრივი
კორუფციის
წინააღმდეგ
პერსონალურ
მონაცემთა
ბრძოლა,
დაცვა,
ზედამხედველობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საერთაშორისო
თანამშრომლობა
და
უწყებათაშორისი
კოორდინაცია,
მდგრადობა
და
ინსტიტუციური განვითარება.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
19
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის 2019 წლის ანგარიში
ენერგო ომბუდსმენის მიერ, საქართველოს პარლამენტისათვის წარმოდგენილი
ანგარიში
შეეხებოდა
მაჩვენებლებს
და
მომხმარებლებთან
შეხვედრების
მათ
გადანაწილებას
სექტორულ
და
მომართვიანობის
(წყალმომარაგება,
ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი აირი). ანგარიშის თანახმად, საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ
საანგარიშო
პერიოდში
საზოგადოებრივი
გამოტანილ
დამცველის
მიერ
იქნა
568
გადაწყვეტილება,
გაიცა
2323
რეკომენდაცია.
ხოლო
კომისიის
გადაწყვეტილებების შედეგად ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 403 801 ლარი
შეადგინა, ხოლო საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციების შედეგად - 350
908 ლარი. ანგარიშში ასევე მიმოხილული იყო ინფორმაცია სამსახურის მიერ
ორგანიზებული საზოგადოებრივი ღონისძიებების შესახებ.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2019 წლის ანგარიში
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ კომიტეტისთვის წარმოდგენილი
ანგარიშის ძირითადი ნაწილი ტელეარხის პროგრამულ ბადეს და მის შინაარსობრივ
გადანაწილებას ეხებოდა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს
საქართველოს პირველი არხის საშუალო რეიტინგი (AMR)14.32%-ით გაიზარდა,
საერთო აუდიტორია (RCH) კი 28821-ით. 2019 წლის სატელევიზიო სეზონის
პროგრამული
გადანაწილება
შემდეგნაირი
გახლდათ:
პროგრამათა
40%-ს
შეადგენდა კულტურის, შემეცნებისა და განათლების ნაწილი, სოციალური და
პოლიტიკური პროგრამების წილი 32%-ით იყო წარმოდგენილი, გასართობ
გადაცემებს 10% ეჭირა, 9% - სპორტს, 8% - საბავშვო/ახალგაზრდულ გადაცემებს, 1%
კი პროგრამათა სხვა კატეგორიას. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მიხედვით,
საქართველოს პირველი არხი, როგორც უსაფრთხო მედია, 2020 წლიდან ეთერში
სათამაშო ბიზნესის რეკლამას აღარ განათავსებს. რაც შეეხება რადიომაუწყებლობას,
ანგარიშის თანახმად, 24 სამაუწყებლო ზონაში საქართველოს რადიო პირველად
გაჟღერდა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის საქმიანობის
ანგარიში
კომიტეტისთვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ
წარმოდგენილი ანგარიში ეხებოდა კომისიის მიერ განხორციელებულ საქმიანობას,
სადაც მიმოხილული იყო სხვადასხვა თემატური საკითხები და აქტივობები, მათ
შორის, ინტერნეტის ხარისხის კონტროლი, მედიაწიგნიერება, 5G ტექნოლოგიის
განვითარებისა და ხელშეწყობის სტრატეგია, მობილური და ფიქსირებული ბაზრის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
20
ლიბერალიზაცია,
ელექტრონული
კომუნიკაციების
დარგის
განვითარების
ტენდენციები და მაუწყებლობის დარგის განვითარების ტენდენციები.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ
გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2019 წლის
ანგარიში
წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მიერ სააღსრულებო წარმოება დასრულდა გაეროს სახელშეკრულებო
ორგანოებში განხილულ საქმეზე - „X და Y საქართველოს წინააღმდეგ“ 3 ხოლო
მიმდინარეა საქმეზე - „ჯ. ჩ. და ჯ. ე. საქართველოს წინააღმდეგ“. იუსტიციის
სამინისტრომ
წარმოადგინა
დეტალური
ინფორმაცია
იმ
ინდივიდუალური
(კომპენსაციას, საქმის გამოძიება) და ზოგადი ღონისძებების თაობაზე, რომლებიც
ემსახურება „ჯ. ჩ. და ჯ. ე. საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის აღსრულებას.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული
ზოგადი ღონისძიებები გულისხმობს კომპლექსურ ქმედებებს/მიდგომას, რომელსაც
დადებითი ეფექტი აქვს არა მხოლოდ უშუალოდ აღსასრულებელ საქმეზე, არამედ
მთლიანად სამართლებრივ სივრცეზე. ამ მიმართულებით აღინიშნა ისეთი
მიმართულებები, როგორებიცაა - ეროვნული პოლიტიკა წამებისა და არასათანადო
მოპყრობის წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი
საგამოძიებო
მოპყრობის
მექანიზმი,
ფაქტების
საგამოძიებო
გამოძიება
და
ორგანოთა
საქმიანობა/არასათანადო
ტრენინგები/ცნობიერების
ამაღლების
ღონისძიებები.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ
გამოტანილი
გადაწყვეტილებების/განჩინებების
აღსრულების
მდგომარეობის
შესახებ 2019 წლის ანგარიში
კომიტეტმა
საანგარიშო
პერიოდში
განიხილა
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2019 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
მიერ
საქართველოს
მიმართ
გამოტანილი
გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.
ანგარიშის თანახმად, მკვეთრადაა შემცირებული ევროპული სასამართლოს წინაშე
საქართველოს წინააღმდეგ არსებული საქმეების რაოდენობა. სტატისტიკური
მონაცემების თანახმად, საქართველოს მიმართ 2011 წელს წარდგენილი იყო 395
ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა 2019 წლის 74-ე
სესიაზე (რომელიც გაიმართა 21 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე) საკმარისად მიიჩნია საქმეზე „X და Y
საქართველოს წინააღმდეგ“ მთავრობის მიერ განხორციელებული შესაბამისი ღონისძიებები (მათ
შორის, კომპენსაციის გადახდა მომჩივანთათვის, რეკომენდაციების შესრულება) და აღნიშნული
საქმის აღსრულების პროცედურის დახურვის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება.
3
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
21
საჩივარი, 2012 წელს - 367, ხოლო 2019 წელს სულ 131 საჩივარი. ამავე სტატისტიკის
თანახმად 2012 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
წარმოებაში იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 2883 საქმე, ხოლო 2019 წლის
ბოლოს არსებული მონაცემებით, ევროპული სასამართლო საქართველოსთან
მიმართებით მხოლოდ 600 საქმეს განიხილავს.
მთავრობის
მიერ
ოფიციალური
ანგარიშის
წარმოდგენის
პარალელურად,
კომიტეტმა წინადადებით მიმართა საქართველოში მოქმედ არასამთავრობო
ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც შესთავაზა ანგარიშის
განხილვაში აქტიურად ჩართვა, მათ შორის, ალტერნატიული ანგარიშების
წარმოდგენის გზით.
კომიტეტს
ალტერნატიული
ანგარიში
წარუდგინეს
არასამთავრობო
ორგანიზაციებმა - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და
„უფლებები საქართველო“-მ.
კომიტეტის
მიმართვის
საფუძველზე
ანგარიშის
განხილვაში
ჩაერთო
და
ალტერნატიული ანგარიში წარმოადგინა საქართველოს სახალხო დამცველის
ოფისმა.
სახალხო
დამცველის ჩართულობა
ზედამხედველობის ეროვნული
მექანიზმის ფარგლებში დადებით პრეცედენტს წარმოდგენს, რამდენადაც სახალხო
დამცველს აქვს განსაკუთრებული პრივილეგია, გაეცნოს ცალკეული სისხლის
სამართლის საქმეების მასალებს, რაც საქართველოს პარლამენტისთვის ხელახალი
გამოძიებების
ეფექტიანობის
შეფასებისთვის
ინფორმაციის
მნიშვნელოვან,
ალტერნატიულ წყაროს წარმოადგენს.
ანგარიშის საკომიტეტო განხილვის პროცესში, 2020 წელს პირველად მონაწილეობა
მიიღო სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმაც. საქართველოს უზენაესი
სასამართლოს ანალიტიკურმა სამმართველომ პარლამენტს მიაწოდა ინფორმაცია
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით სასამართლო
სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებების/განჩინებების
აღსრულების
მიზნით
განხორციელებული ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებები. იმავდროულად,
კომიტეტმა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და
სამართალდამცავი ორგანოების მიმართ გასცა ცალკეული რეკომენდაციები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი
წესით საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისათვის წარმოდგენილი 2019
წლის ანგარიშები
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლი ავალებს საჯარო
დაწესებულებებს ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
22
წარუდგინოს ანგარიში, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის
გაცემის თაობაზე საჯარო დაწესებულებაში შესული განცხადებების შესახებ.
2019 წლის 10 დეკემბრისთვის საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ იქნა
ანგარიში 2 315 საჯარო დაწესებულებიდან.
აღნიშნული ანგარიშებისა მათი განხილვის დაწყების თაობაზე ინფორმაციის
გამოქვეყნებით, კომიტეტმა დაინტერესებულ მოქალაქეებს და ორგანიზაციებს
მისცა შესაძლებლობა, წარმოედგინათ განცხადებები ანგარიშების შესახებ, რაც
შემდგომში გახდებოდა კომიტეტის მხრიდან შესწავლის საგანი.
ხსენებული შესაძლებლობით ისარგებლა და პარლამენტს შესაბამისი განცხადება
წარმოუდგინა
არასამთავრობო
ორგანიზაციამ
„დემოკრატიის
ინდექსი-
საქართველო“, რაც შესწავლილ იქნა კომიტეტის მიერ.
იმავდროულად,
კომიტეტმა
ანგარიშები
გადაუგზავნა
პარლამენტის
სხვა
კომიტეტებს, რომლებსაც, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 177-ე მუხლის
მე-2
პუნქტის
მიხედვით,
გააჩნიათ
უფლებამოსილება
მოამზადონ დასკვნა
ხსენებულ ანგარიშებზე.
კომიტეტმა ანგარიშები განიხილა 2020 წლის 3 ივნისის სხდომაზე და დადებითად
შეაფასა ისინი, იმავდროულად, კომიტეტმა მიიჩნია, რომ ანგარიშების ანალიზის
შედეგად
გამოკვეთილი
პრობლემების
აღმოფხვრის
მიზნით,
საჯარო
დაწესებულებების მიმართ გაცემულ უნდა იქნეს რიგი რეკომენდაციები, რაც აისახა
პარლამენტის დადგენილების პროექტში. აღნიშნული პროექტის შესაბამისი
დადგენილება საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2020 წლის 12 ივნისს (6312-IIს).
„რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო
კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს IX და X გაერთიანებული
პერიოდული ანგარიშების“ პროექტი
კომიტეტისთვის
საქართველოს
წარმოდგენილი
VI-დან
VIII-მდე
ანგარიში
მოიცავდა
გაერთიანებული
2016
წლის
ივნისში
პერიოდული
ანგარიშის
იხელმძღვანელა
გაეროს
განხილვის შემდგომ პერიოდს.
ანგარიშის
მომზადებისას
ქართულმა
მხარემ
ჰარმონიზებული სახელმძღვანელო მითითებებითა და საქართველოს მეექვსედან
მერვე გაერთიანებული ანგარიშის თაობაზე კომიტეტის 2016 წლის 22 ივნისის
დასკვნითი შეფასებებით. ანგარიშში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია კომიტეტის
დასკვნითი შეფასებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კერძოდ,
ანგარიში შიცავდა ინფორმაციას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისა და
განვითარებული
პრაქტიკის
კუთხით
შემდეგი
მიმართულებებით
-
ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და სიძულვილის ენასთან ბრძოლა,
სათანადო დახარისხებული მონაცემების წარმოება, ეროვნული და ეთნიკური
უმცირესობები, ბოშები და ქუჩაში მცხოვრები ბავშვები, საბჭოთა კავშირის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
23
პერიოდში იძულებით გადასახლებული პირები, შრომის ინსპექცია, თავშესაფრის
მაძიებლები, მოქალაქეობის არმქონე პირები. განსახილველი ანგარიში, ასევე
ასახული იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე
მდგომარეობა.
დამატებით,
ანგარიში
მოიცავდა
ინფორმაციას
კონვენციის
სხვადასხვა მუხლიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე.
„ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2018 წლის
შესრულების
შუალედური
ანგარიში“
და
„ადამიანის
უფლებების
დაცვის
სამთავრობო სამოქმედო გეგმის 1019 წლის შესრულების შუალედური ანგარიში“
ადამიანის
უფლებების
გათვალისწინებული
დაცვის
სამთავრობო
აქტივობებისთვის
სამოქმედო
შესრულების
ვადად
გეგმით
ძირითადად
განსაზღვრულია 2018-2020 წლები. კომიტეტისთვის წარმოდგენილი შუალედური
ანგარიშები
მოიცავდა
ინფორმაციას 2018-2019
წლებში
განხორციელებული
ღონისძიებების შესახებ. ანგარიშები მომზადებული იყო სამთავრობო სამოქმედო
გეგმის თემატური თავების მიხედვით. იმავდროულად, ისინი არ მოიცავდნენ
გეგმის მე-13, მე-14 და მე-15 თავებს. გეგმის მე-13 თავით განსაზღვრულ სფეროში
საქართველოს გააჩნია ცალკე გეგმა - „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში
ძალადობის
წინააღმდეგ
ბრძოლისა
და
მსხვერპლთა
(დაზარალებულთა)
დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა“.
მსგავსად, ცალკე გეგმაა შემუშავებული მე-14 თავით განსაზღვრულ სფეროშიც „ქალებზე,
მშვიდობასა
და
უსაფრთხოებაზე
გაეროს
უშიშროების
საბჭოს
რეზოლუციების განხორცილების 2018–2020 წლების საქართველოს ეროვნული
სამოქმედო გეგმა“.
წარმოდგენილი ანგარიში მოიცავდა სახელმწიფოს მიერ, ადამიანის უფლებათა
დაცვის მიმართულებით განხოციელებულ ნაბიჯებსა და პროგრესს 2018 და 2019
წლების მდგომარეობით და ერთიანდებოდა შემდეგი მიმართულებების ქვეშ:
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა; სამართლიანი
სასამართლოს უფლება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა; ადამიანის
უფლებები და სამართალდამცავი სისტემა; ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა და
ყოფილ პატიმართა უფლებები; წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა;
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; გამოხატვის თავისუფლება; შეკრების
თავისუფლება; შრომითი უფლებები; საკუთრების უფლების დაცვა; ეკოლოგიური
უფლებები; გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება; ბავშვთა უფლებები;
ეროვნული/ეთნიკური
ინტეგრაციის
უმცირესობების
ხელშეწყობა;
უფლებათა
რელიგიის
დაცვა
და
სამოქალაქო
თავისუფლებისა
და
რელიგიური
ნეიტრალიტეტის დაცვა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები;
ტრეფიკინგის
წინააღმდეგ
ბრძოლა;
იძულებით
გადაადგილებულ
პირთა
უფლებები; მიგრანტთა და ლტოლვითა უფლებები; ეკო-მიგრანტთა უფლებები;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
24
ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზების
სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა; ბიზნესი და ადამიანის
უფლებები;
ადამიანის
უფლებებზე
დაფუძნებული
მიდგომის
დანერგვა
პოლიტიკის წარმოების პროცესში და კარგი მმართველობის ინსტრუმენტების
განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საერთაშორისო
ვალდებულებების შესრულება.
კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიშები განიხილა, დადებითად შეაფასა ზოგადი
პროგრესი და იმავდროულად, რეკომენდაციების სახით მიუთითა მომდევნო წლის
საქმიანობაში გარკვეული მიმართულებებით საჭირო ძალისხმევის შესახებ.
„ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და
მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020
წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 2018 წლის ანგარიში“ და „ქალთა მიმართ
ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა
(დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების
სამოქმედო გეგმის შესრულების 2019 წლის ანგარიში“
ანგარიშის თანახმად, სამოქმედო გეგმის საფუძველზე სხვადასხვა უწყებების მიერ
განხორციელებული
საქმიანობები
მიემართება
ამოცანებს,
რომლებიც
გაერთიანებულია შემდეგი მიზნების ქვეშ: (1) ქვეყნის კანონმდებლობის და
პოლიტიკის ეფექტიანობა და მსხვერპლთა/დაზარალებულთა საჭიროებებზე
მორგება. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და
ოჯახში
ძალადობის
საერთაშორისო
მარეგულირებელი
სტანდარტებთან
კანონმდებლობის
შესაბამისობაში
მოყვანის
დახვეწისა
და
მიმართულებით
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტის
ინიციატივითა
და
ჩართულობით
შემუშავდა
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ფარავს მიმართულებათა ფართო
სპექტრს მსხვერპლთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; (2) ქალთა მიმართ და
ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის დაცვისა და დახმარების ხარისხიანი
მომსახურების ხელმისაწვდომობისა და სარგებლობის უზრუნველყოფა - სხვებს
შორის, აღსანიშნავია სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა რაოდენობის ზრდა,
სერვისის
მიმწოდებლებისათვის
ტრენინგ-მოდულების
შემუშავება
და
მათ
შესაბამისად მათი დატრენინგება, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის
უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა, კრიზისული ცენტრების გახსნა და
არსებული კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების ინფრაქტრუქტურული
გაუმჯობესება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების
ინსტრუმენტის შექმნა და დანერგვა; (3) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის
მიმართ
საზოგადოებაში
შეუწყნარებლობის
ხელშეწყობა
-
ამ
მიმართულებით მათ შორის, ხაზგასასმელია ცნობიერების კამპანიების (სხვადასხვა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
25
აქტივობა) წარმოება სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის და მოძალადე
მსჯავრდებულებისთვის ქცევის კორექციის პროგრამების შემუშავება/დახვეწა.
მთლიანობაში კომიტეტმა დადებითად შეაფასება 2018-2019 წლებში გაწეული
საქმიანობა, თუმცა, ამავე დროს, დაინახა საჭიროება გარკვეული მიმართულებით
ძალისხმევის გაძლიერებისა და, შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებას
მიმართა რეკომენდაციებით.
„ქალებზე,
მშვიდობასა
და
უსაფრთხოებაზე
გაეროს
უშიშროების
საბჭოს
რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული
სამოქმედო გეგმის შესრულების 2018 წლის ანგარიში და „ქალებზე, მშვიდობასა და
უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების
2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების 2019
წლის ანგარიში”
კომიტეტმა 2020 წლის 10 ივლისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის
მიერ წარმოდგენილი - ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს
უშიშროების
საბჭოს
რეზოლუციების
განხორციელების
2018-2020
წლების
საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების 2018 და 2019 წლების
ანგარიშები. აღნიშნული ანგარიშები მოიცავდა მოქმედების ოთხ ძირითად სფეროს:
ქალთა გაზრდილი მონაწილეობის საკითხი „გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე“;
ქალებსა და გოგოებზე ძალადობის ყველა ფორმის პრევენციის საკითხები; დაცვის
ღონისძიებები, კერძოდ, ქალებისა და გოგოების უსაფრთხოება, საჯარო სერვისებზე
წვდომა,
ფიზიკური
და
ფსიქოლოგიური
ჯანმრთელობის
უზრუნველყოფა;
სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელებისა და მონიტორინგის საკითხები.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის
(UPR) მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის
მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიში 2020-ის“ პროექტი
კომიტეტმა 2020 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს
მთავრობის
მიერ
წარმოდგენილი
„გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-3 ციკლის ფარგლებში
საქართველოში
ადამიანის
უფლებების
დაცვის
მდგომარეობის
შესახებ
საქართველოს ეროვნული ანგარიში 2020-ის“ პროექტი. მასში წარმოდგენილი იყო
ზოგადი ნაწილი და რეკომენდაციების შესრულების ამსახველი ცხრილი. ორივე
ნაწილი მოიცავდა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების
მიზნით შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გატარებულ ღონისძიებებს, მათ
შორის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ძირითადი ინსტიტუციური და
საკანონმდებლო რეფორმები, ბავშვთა უფლებები, ადამიანის უფლებათა დაცვა
COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, ადამიანის უფლებების მდგომარეობა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
26
ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციული
ნიშნით/ სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და
ა.შ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის
N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური პრევენციული
ჯგუფის
მიერ
განხორციელებული
მონიტორინგის
შედეგების
საფუძველზე
მომზადებული საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში
კომიტეტმა 2020 წლის 21 იანვრის სხდომაზე მოისმინა და განიხილა საქართველოს
სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი სპეციალური ანგარიში სპეციალური
პრევენციული ჯგუფის მიერ N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში
განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ სპეციალურ ანგარიშში
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იყო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
პენიტენციურ
დაწესებულებებში
არსებული
კრიმინალური
სუბკულტურა,
პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების ღონისძიებების არამიზნობრივი
გამოყენება,
პატიმრობის
პირობები,
პენიტენციური
ნაკლებობა,
პატიმართა
კომუნიკაციის
სისტემის
პერსონალის
კონფიდენციალურობის
დარღვევა,
სამედიცინო მომსახურება და ფსიქიკური ჯანდაცვა.
სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის განხილვის შემდეგ კომიტეტმა ასევე
მოუსმინა
საქართველოს
იუსტიციის
მინისტრს,
რომელმაც
პარლამენტის
რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ითხოვა ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წინაშე წარდგომა და
სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მოცემული გარემოებებისა და
შეფასებების შესახებ მისი პოზიციის მოსმენა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა
კომიტეტს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სახალხო დამცველის ანგარიშში
მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით და მიმოიხილა სამინისტროში მიმდინარე
და დაგეგმილი რეფორმები, რომლებიც თემატურად უკავშირდებოდა ანგარიშში
აღწერილ საკითხებს.
კომიტეტმა, სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ
მოწოდებული ინფორმაციის განხილვის შედეგად მიიჩნია, რომ პენიტენციურ
სისტემაში არ იკვეთება სისტემური ხასიათის დარღვევები, რის გამოც ვერ
გაიზიარებდა ანგარიშში მოცემულ შეფასებას პენიტენციურ სისტემაში არსებული
მდგომარეობის შესახებ, განსაკუთრებით კრიმინალური სუბკულტურის მიერ
ციხეების მართვისა და ძალადობის წარმოუდგენელი მასშტაბის ნაწილში.
იმავდროულად,
კომიტეტმა
აღნიშნა,
რომ
ადამიანის
უფლებების
დაცვა
წარმოადგენს უწყვეტ პროცესს, რომელშიც სახელმწიფო, მიღწეული პროგრესის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
27
მიუხედავად,
მუდმივად
უნდა
ისწრაფოდეს
სტანდარტის
შემდგომი
გაუმჯობესებისკენ.
3.2.2. მიღებული კანონების შესრულებაზე ზედამხედველობა
საპარლამენტო
ზედამხედველობის
ფარგლებში,
საყურადღებოა
კომიტეტის
საქმიანობა მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში ნორმატიული
აქტების
გარდამავალი
დებულებებით
დაწესებულებებისათვის
აღმასრულებელი
ხელისუფლების
დავალებების
შესრულების
განსაზღვრული
საპარლამენტო მონიტორინგის კუთხით.
ამ მიმართულებით აღსანიშნავია კომიტეტის მიერ, მთავრობის ადმინისტრაციაში,
საქართველოს
იუსტიციის,
შინაგან
საქმეთა,
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის,
საქართველოს
განათლების,
სამინისტროებში
გაგზავნილი
მეცნიერების,
კითხვები
კულტურისა
შემდეგი
კანონების
და
სპორტის
აღსრულების
მონიტორინგის მიზნით:
•
საქართველოს კანონი (N5024-Iს, 20.09.2019) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
•
საქართველოს კანონი (N2519-IIს, 13.06.2018) „სოციალური მუშაობის შესახებ“;
•
საქართველოს კანონი (N5390-Iს, 29.11.2019) „არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულების
წესისა
და
პრობაციის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“;
•
საქართველოს კანონი (N6053-IIს, 10.06.2020) „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“.
მიღებული პასუხების თანახმად, ხსენებული ვალდებულებების აღსრულების მიზნით,
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ
გამოცემულ იქნა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა რთული ქცევის და კანონთან
კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის გრძელვადიანი სერვისის შექმნისთვის და
ხორციელდება არაერთი შესაბამისი ღონისძიება.
დაწყებულია სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების პროცესი და მათი სურვილის
შემთხვევაში უზრუნველყოფილია კანონით გათვალისწინებული სერტიფიცირების გავლა.
შესაბამისი
უწყებები
აგრძელებენ
მუშაობას
და
შესაბამისი
ღონისძიებების
განხორციელებას კანონით განსაზღვრული ყველა ვალდებულების სრულად შესრულების
მიზნით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
28
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
აღნიშნული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ უწყებებიდან მიღებული
ინფორმაცია კომიტეტმა მიაწოდა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.
3.2.3. სხვა საზედამხედველო საქმიანობა
ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო
კომიტეტის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით, „ბავშვის უფლებათა
კოდექსის“ 89-ე მუხლის საფუძველზე, 2020 წლის 31 ივლისიდან, საქართველოს
პარლამენტში ფუნქციონირებს ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭო. საბჭო შექმნილია ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებზე
სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი
კანონმდებლობის
საკითხებზე
შემუშავებისა
და
ბავშვის
უფლებებთან
დაკავშირებულ
გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის მიზნით.
ზემოთხსენებულ
მიზნებთან
ერთად,
საბჭოს
აკისრია
ვალდებულება
უზრუნველყოს საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო
აქტების პროექტების ექსპერტიზა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის
შეფასების თვალსაზრისით.
საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება
საპარლამენტო
ზედამხედველობის
ფარგლებში,
2020
წლის
22
დეკემბერს
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი
გახარიას
მიერ
წარდგენილი
საქართველოს
საქართველოს
პარლამენტში
მთავრობის
ნდობის
შემადგენლობა
გამოცხადებისთვის
და
თანდართული
სამთავრობო პროგრამა 2021 – 2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
კომიტეტმა
მხარი
დაუჭირა
წარმოდგენილ
საქართველოს
მთავრობის
შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას“.
3.3.
საზოგადოებასთან ურთიერთობა
3.3.1 მოქალაქეთა მიმართვები, წერილები და პეტიციები
კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და რეაგირებს მოქალაქეთა
მომართვებზე. 2020 წელს, კომიტეტში შემოვიდა და დამუშავდა მოქალაქეთა 2107
განცხადება. მათი 28.3% ეხებოდა გამოძიებასთან და მართლმსაჯულებასთან
დაკავშირებულ საკითხებს; წერილების 22.3% სასჯელაღსრულების თემატიკას
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
29
უკავშირდებოდა; სასჯელისგან გათავისუფლებას და შეწყალებას ითხოვდა
განმცხადებლების
მომართვების
14.9%;
9.7%,
სოციალურ
მოქალაქეთა
საკითხებს
ეთმობოდა
წერილობითი
ითხოვდა
იურიდიულ
დახმარებას;
6.4%
წერილების 4.8% ეხებოდა დევნილთა და საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით
გადაადგილებულ
პირთა
სხვადასხვა
საჭიროების
დაკმაყოფილებას;
ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვდა მოქალაქეთა 2.2%; ჯანმრთელობის
დაცვის
უფლებას
ეხებოდა
წერილების
1.8%,
ხოლო
მომართვების
9.5%
გადანაწილდა სხვადასხვა საკითხზე (შშმ პირთა უფლებები, შრომითი უფლებები,
ქონებრივი დავები, ბავშვთა უფლებები, საკუთრების უფლება, განათლების უფლება
და სხვა) იხ. დიაგრამა.
ჯანმრთელობის დაცვა - 40
ინფრასტრუქტურა - 47
სხვადასხვა - 200
გამოძიება და
მართლმსაჯულება - 596
დევნილთა/ იძულებით
გადაადგილებულ პირთა
საჭიროებები - 101
იურიდიული
დახმარება 134
სოციალური 204
სასჯელისგან
გათავისუფლება/შეწყალება - 316
სასჯელაღსრულება -469
საანგარიშო პერიოდში, მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე ან პროაქტიულად
ხორციელდებოდა პირადი შეხვედრები როგორც კომიტეტის თავმჯდომარის, ისე
აპარატის თანამშრომლების მიერ. პანდემიით გამოწვეული საყოფაცხოვრებო,
ჯანმრთელობის, სამართლებრივ და სხვა საკითხებზე სატელეფონო კომუნიკაცია
შედგა ასეულობით მოქალაქესთან.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
30
3.3.2. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა
•
დაინტერესების
შემთხვევაში,
კომიტეტი
საზოგადოების
წარმომადგენელთა
უზრუნველყოფს
კომიტეტის
სამოქალაქო
სხდომებზე
შეუზღუდავ
დამკვიდრებული
პრაქტიკით,
დასწრებას და ინტერაქციას.
•
საანგარიშო
პერიოდში,
კომიტეტის
მიერ
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მესამედ წარმოადგინეს ალტერნატიული
ანგარიშები
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
და
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს
მიმართ
გამოტანილი
გადაწყვეტილებების/განჩინებების
აღსრულების
მდგომარეობის თაობაზე. კომიტეტმა უზრუნველყო აღნიშნული ანგარიშების
გამოქვეყნება პარლამენტის ვებ გვერდზე.
•
ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციის მოსამზადებელ სამუშაოებში,
შესაბამის
პროფესიონალთა
გადამზადების
პროცესში,
დონორ
ორგანიზაციებთან ერთად ჩართული იყო არასამთავრობო სექტორი.
•
სექსუალური ექსპლუატაციისა და პორნოგრაფიისაგან ბავშვთა დაცვისკენ
მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე მუშაობისას, კომიტეტის
მიერ უზრუნველყოფილი იყო სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენელთა მონაწილეობა.
3.4.
კომიტეტის
საერთაშორისო თანამშრომლობა
საქმიანობის
ერთ-ერთი
პრიორიტეტული
მიმართულება
საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაა.
სხვადასხვა დროს, კომიტეტმა არაერთი პროექტი განახორციელა ევროკავშირის, აშშ
საელჩოს, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), ფრიდრიხ
ებერტის ფონდის (Fridrich Ebert Stiftung), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP),
ეროვნულ
მართვის
დემოკრატიული
ინსტიტუტის
ინსტიტუტის
(East-West
(NDI),
Management
აღმოსავლეთ-დასავლეთის
Institute),
გაეროს
ქალთა
ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით.
საანგარიშო პერიოდში, განსაკუთრებული იყო საერთაშორისო პარტნიორების
მხარდაჭერა ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედებამდე განსახორციელებელი
სამუშაოებისა და კანონის იმპლემენტაციისთვის საჭირო შემდგომი ღონისძიებების
ორგანიზებაში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
31
2020 წლის თებერვალში, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და საფრანგეთის
საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტი
საფრანგეთში, ბავშვთა დაცვის სახელმწიფო სისტემის და ბავშვზე მორგებული
მართლმსაჯულების პრაქტიკის გაცნობის მიზნით.
ბავშვის უფლებათა კოდექსით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, 2020
წლის ივნისი-დეკემბრის პერიოდში გადამზადდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების
125, ადგილობრივი თვითმმართველობების 200, მოსამართლეთა კორპუსის 200,
ადვოკატთა ასოციაციის 111 თანამშრომელი და 250 სოციალური მუშაკი. აღნიშნულ
სამუშაოს კოორდინირებას უწევდა კომიტეტი, ხოლო მისი განხორციელება
შესაძლებელი გახდა ევროკავშირის, UNICEF, USAID, USAID-PROLoG, World Vision
მხარდაჭერით. შესაბამის პროფესიონალთა გადამზადება გაგრძელდება 2021 წლის
განმავლობაში.
2020 წლის აპრილიდან, ფუნქციონირება დაიწყო კომიტეტის ინიციატივით, გაეროს
ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროსთან
თანამშრომლობით შექმნილმა ბავშვთა დახმარების ცხელმა ხაზმა - 111. აღნიშნული
სერვისი COVID-19 პანდემიის სწრაფი რეაგირების მიზნებს ემსახურება და ბავშვებს
და მათ ოჯახებს ერთი ფანჯრის პრინციპით აწვდის არსებულ სახელმწიფო
სერვისებს ან/და მათ შესახებ ინფორმაციას. პროექტის მეორე ეტაპზე, რომელიც
ივნისიდან ამოქმედდა, ცხელ ხაზს დაემატა თამაშზე და წამალზე დამოკიდებული
მოზარდებისა
და
ახალგაზრდების
დახმარების
უფასო
საკონსულტაციო
მომსახურება.
საანგარიშო
პერიოდში,
აშშ
საელჩოსთან
თანამშრომლობით
შემუშავდა
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ემსახურება ბავშვთა დაცვის
გარანტიების გაზრდას ბავშვთა პორნოგრაფიისა და პროსტიტუციისგან.
2020 წელს კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ, რამდენიმე საერთაშორისო
ფორუმში მიიღო მონაწილეობა:
•
გაერთიანებული
ერების
განვითარების
რეგიონული
მმართველობაში
და
ორგანიზაციის
გაეროს
ფორუმი
მდგრადი
მიერ
-
გამართულ
„პარლამენტარების
განვითარების
მე-16
მდგრადი
როლი
მიზნის
ზედამხედველობაში“;
•
სტოკჰოლმის მაღალი დონის ფორუმი „პარლამენტების როლი უსაფრთხოების
სექტორის კარგ მართვასა და გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 მიზანთან
მიმართებით;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
32
•
რეგიონული საერთაშორისო ფორუმი თემაზე „მშვიდობის შენარჩუნების
მნიშვნელობა კოვიდ-19 პანდემიის პირობებში“;
კომიტეტის თავმჯდომარე მიწვეული იყო საპარლამენტთაშორისო კავშირის
საკონსულტაციო ჯგუფში პარლამენტების, როგორ ადამიანის უფლებათა დაცვის
სახელმწიფო გარანტორების შიდა ინსტიტუციური ინსტრუქციების შემუშავების
ექსპერტული მხარდაჭერისთვის.
2020 წლის 24 ნოემბერს, კომიტეტის თავმჯდომარე, როგორც საქართველოს მიერ
წარდგენილი კანდიდატი, აირჩიეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის
უფლებათა კომიტეტის წევრად 2021-2024 წლების ვადით.
3.5.
საანგარიშო
საორგანიზაციო საკითხები
პერიოდში,
კომიტეტის
აპარატი
ახორციელებდა
კომიტეტის
საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას, ამზადებდა წარმოდგენილი
კანონის პროექტების და ანგარიშების დასკვნების პროექტებს. 2020 წელს კომიტეტმა
ჩაატარა 20 სხდომა და განიხილა: 292 კანონპროექტი - 22 საკანონმდებლო
ინიციატივა, მათ შორის 12 საკანონმდებლო პაკეტი (282 კანონპროექტი) და 10
ცალკეული
კანონპროექტი;
დადგენილების/რეზოლუციის
2
საკანონმდებლო
1
პროექტი.
წინადადება;
პარლამენტის
საზედამხედველო
საქმიანობის
ფარგლებში, 2020 წელს, კომიტეტმა მოისმინა და განიხილა პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ წარმოდგენილი 20 ანგარიში.
ბავშვის უფლებათა კოდექსის საიმპლემენტაციო სამუშაო ჯგუფები
საანგარიშო პერიოდში, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მოსამზადებელი და
საიმპლემენტაციო სამუშაოების კომპლექსური დაგეგმვისა და განხორციელების
მიზნით, კომიტეტის ორგანიზებით შეიქმნა უწყებათაშორისი ჯგუფები შემდეგი
თემატური მიმართულებებით: კანონქვემდებარე აქტებზე/სამოქმედო გეგმებზე
პასუხისმგებელი ჯგუფი; ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების ჯგუფი;
ცნობიერების
ამაღლების
განმახორციელებელი
ჯგუფი;
ადგილობრივი
თვითმმართველობების მხარდაჭერის ჯგუფი; სახელმწიფო პროგრამების ჯგუფი;
მედიისა და ინტერნეტის ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფების მუშაობითა და
კორდინაციით, შემუშავდა/დაიხვეწა
როგორც
ცენტრალური
თვითმმართველობების
მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები
ხელისუფლების,
დონეზე.
ისე
სამინისტროების
ადგილობრივი
სისტემაში
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
და
33
დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებებში შემუშავდა ინტერდისციპლინური
მომზადების პროგრამები და შედგა გადამზადების პირველი ეტაპი. ადგილობრივ
თვითმმართველობებში
შეიქმნა
ბავშვის
უფლებებზე
მოუშავე
ახაალი
სტრუქტურული ერთეული. გაძლიერდა ბავშვზე პროფილური სოციალური
მუშაობის
სისტემებში.
მხარდაჭერა
მუნიციპალიტეტებში,
განისაზღვრა
მედიაში
და
განათლების
და
ინტერნეტსივრცეში
ჯანდაცვის
განთავსებული
ბავშვისთვის საზიანო ინფორმაციაზე წვდომის წესები. მიმდინარეა სამოქმედო
გეგმით გათვალისწინებული სხვა სამუშაოები.
სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტის მიმართ გაცემული
წინადადებების აღსრულების თაობაზე სამუშაო ჯგუფი
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20 სექტემბრის N5003-Iს დადგენილების მე17 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი,
რომლის მიზანიც იყო „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა
დამცველის
დაცვის
ანგარიშში
მდგომარეობის
შესახებ“
საქართველოს
წარმოდგენილი,
საქართველოს
სახალხო
პარლამენტისადმი
მიმართული წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის საკითხის
შეისწავლა.
ვინაიდან
საქართველოს
პარლამენტისადმი
მიმართული
წინადადებები
შინაარსობრივად ეხებოდა არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტს, არამედ სხვა
სახელმწიფო უწყებების საქმიანობის სფეროსაც, სახალხო დამცველის ოფისის
წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს
ასევე, სასამრთლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
2020 წლის 23 ინისს გაიმართულ ონლაინ შეხვედრაზე, სამუშაო ჯგუფმა განიხილა
სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტისადმი
მიმართული წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის საკითხი.
შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პარლამენტის მიმართ გაცემული წინადადებების
გათვალისწინება
მჭიდროდ
არის
დაკავშირებული
ცალკეული
უწყებების
საქმიანობის დაგეგმვასა და ფინანსური რესურსების მობილიზებასთან. ამდენად
საკითხის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, მნიშვნელოვანია მათი პოზიციის
გაცნობა, ასევე ინფორმაციის მიღება დაგეგმილი/მიმდინარე აქტივობების შესახებ.
უწყებების ჩართულობამ, ასევე საკითხის გარშემო დისკუსიის წარმართვამ, სამუშაო
ჯგუფს მისცა შესაძლებლობა კომპლექსურად შეეფასებინა პარლამენტისადმი
მიმართული წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის საკითხი.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
34
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება
საანგარიშო
პერიოდში,
კომიტეტის
აპარატის
თანამშრომლებმა
გაიარეს
კვალიფიკაციის ასამაღლებელი თემატური ტრენინგები, რომელთა უმეტესი
ნაწილი ორგანიზებული იყო პარლამენტის სასწავლო ცენტრის მიერ. აღნიშნული
ტრენინგების განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს, საჯარო სამსახურის ბიუროს, ევროპის საბჭოს, ნიდერლანდების
საელჩოს მხარდაჭერით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
35
4. შემაჯამებელი მიმოხილვა
2020
წელს,
კომიტეტი
ახორციელებდა.
საქმიანობას
პანდემიით
მნიშვნელოვანი
განპირობებული
გამოწვევების
ცვლილებები
ფონზე
კომიტეტის
საქმიანობის ყველა მიმართულებას შეეხო. ფორსმაჟორულ პირობებში ხდებოდა
მოქალაქეებთან კომუნიკაცია. საგძნობლად სახეცვლილი მუშაობის პირობებში,
კომიტეტმა
შეძლო
რამდენიმე
მნიშვნელოვანი
ინიციატივის
წარდგენა;
ხელშესახები სამუშაო შესრულდა კომიტეტის მიერ ინიციირებული კანონების
საიმპლემენტაციო გეგმების შემუშავებისა და მონიტორინგის მიმართულებით;
კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონის
პროექტებს, რომელთაგანაც რამდენიმე რეფორმა ქვეყანაში ადამიანის უფლებების
მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ემსახურება.
ქვემოთ, მიმოხილულია კომიტეტის წლის წარმატებული აქტივობები და მათთან
ერთად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ის საკითხები, რომელთა
განხორციელება კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში ვერ შეძლო.
წლის წარმატებული აქტივობები
ბავშვის უფლებათა კოდექსი
„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ კომიტეტის ერთ-ერთი წარმატებული ინიციატივაა.
კანონი ძალაში 2020 წლის 1 სექტემბრიდან შევიდა, რითაც სახელმწიფოში შეიქმნა
ერთიანი
სამართლებრივი
საფუძველი
ბავშვის
დაცვის
სფეროში
კოორდინირებული პოლიტიკის გასატარებლად. კოდექსი განსაზღვრავს ბავშვის
ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ქმნის მათი დაცვისა და მხარდაჭერის
სახელმწიფო
სისტემას
საფუძვლებს. კოდექსი
და
ამ
სისტემის
ემსახურება
ფუნქციონირების
ბავშვის
ყველა
სამართლებრივ
უფლების რეალიზებას,
ჰარმონიული განვითარების მხარდაჭერას, მის დაცვას ძალადობის ნებისმიერი
ფორმისგან, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას, ოჯახის გაძლიერებას და
ოჯახიდან ბავშვის განცალკევების რისკების მაქსიმალურად შემცირებას.
კოდექსის მიერ შექმნილი ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩო სრულად შეესაბამება
„ბავშვის
უფლებათა
კონვენციით“
აღიარებული
ბავშვის
ყველა
უფლების
რეალიზაციისთვის საჭირო მოთხოვნებს.
ბავშვის უფლებათა კოდექსი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეფასებულია,
როგორც ქვეყანაში ბავშვის უფლებების გამყარების სამაგალითო ნიმუში. კანონის
იმპლემენტაცია
მხარდაჭერილია
ევროკავშირის,
გაეროს
ბავშვთა
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
ფონდის,
36
სექსუალური ექსპლუატაციისა და პორნოგრაფიისაგან ბავშვთა დაცვის გარანტიების
გაძლიერებაზე ორიენტირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი
საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 13 ივლისს მიიღო ადამიანის უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
საკანონმდებლო
ინტეგრაციის
ცვლილებათა
კომიტეტის
მიერ
შემუშავებული
პაკეტი, რომელიც აერთიანებს ცვლილებებს
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში
და
საქართველოს
კანონში
„სქესობრივი
თავისუფლებისა
და
ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“.
აღნიშნული
ცვლილებები
ემსახურება
სექსუალური
ექსპლუატაციისა
და
პორნოგრაფიისგან ბავშვთა დაცვის გარანტიების გაძლიერებას საკანონმდებლო
დონეზე.
საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ და თანმდევი კანონპროექტები
საანგარიშო წლის ბოლო მნიშვნელოვანი პროექტი კომიტეტის თავმჯდომარის,
მიხეილ სარჯველაძის მიერ ინიციირებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტი იყო. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ეხებოდა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული
დანაშაულისთვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირების გათავისუფლებას
სისხლისსამართლებრივი
გარკვეული
პასუხისმგებლობისა
დანაშაულებისთვის
და
მსჯავრდებული
სასჯელისაგან,
აგრეთვე
პირებისთვის
სასჯელის
შემცირებას ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლას.
კანონპროექტში, ასევე გათვალისწინებული იყო „ნარკოტიკული დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული
უფლებების აღდგენის საკითხიც.
საკანონმდებლო
ცვლილებათა
პაკეტში
შემავალი
კანონის
პროექტები
არეგულირებდა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთათვის
სასჯელის მოხდისგან პირობით გათავისუფლების ან დანიშნული სასჯელის უფრო
მსუბუქი
სახის
სასამართლოს
სასჯელით
მიერ
შეცვლის
აღნიშნული
საკითხებს.
საკითხების
პროექტების
განხილვას
თანახმად,
სავალდებულო
წინაპირობად დაემატა იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო
თავისუფლების
აღკვეთით
მსჯავრდებული
პირის
გათავისუფლებისათვის
მომზადების პროგრამის წარმატებით გავლა.
აღსანიშნავია, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირების
სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათდამი სამართლიანი
მიდგომის კუთხით, ეს იყო სახელმწიფოს მიერ გადადგმული ერთ-ერთი პირველი
ნაბიჯი.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
37
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებში
მყოფ
ასეულობით
მსჯავრდებულს,
რამდენიმე
ათას
პრობაციონერს
და
დაახლოებით 4000 პირს, ვისაც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე სასჯელის სახით
დანიშნული ჰქონდა ჯარიმა.
ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო
ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო წარმოადგენს
უმთავრეს ინსტიტუციურ მექანიზმს ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის
მუდმივი მონიტორინგისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების ძიებისთვის.
საბჭოს მთავარი ამოცანაა საპარლამენტო კონტროლის ხელშეწყობა ბავშვის
უფლებათა
საკითხებზე
და
მათთან
დაკავშირებული
გადაწყვეტილებების
აღსრულებაზე. საბჭო ასევე უზრუნველყოფს კანონის პროექტების ექსპერტიზას
ბავშის უფლებრივ მდგომარეობაზე გავლენის შეფასების თვალსაზრისით.
სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების და უწყებების მხრიდან
რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი
კომიტეტი ინარჩუნებს ტენდენციას, რომლის მიხედვითაც კომიტეტის საქმიანობა
ადამიანის უფლებათა სხვადასხვა სფეროში ანგარიშების მოსმენის მიმართულებით
ფართოვდება და იხვეწება. ყოველწლიურად, მზარდია სახალხო დამცველის მიერ
გაცემული რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებელი.
2013 წლიდან შეიცვალა საპარლამენტო პრაქტიკა და ცნობად მიღების ნაცვლად,
სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე პარლამენტი იღებს დადგენილებას,
რომელიც შეიცავს ანგარიშის შეფასებას, პარლამენტის დავალებებს და მათი
შესრულების მონიტორინგის ვადებს.
აღნიშნული პრაქტიკა ყოველწლიურად იხვეწება და ხდება უფრო მეტად
ეფექტიანი. ამის დამადასტურებელია ის გარემოებები, რომ ყოველწიურად
იზრდება
სახალხო
დამცველის
რეკომენდაციების
უწყებების
მიერ
რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი.
ალტერნატიული ანგარიშები
კომიტეტი
ეფექტიანი
ზედამხედველობის
უზრუნველსაყოფად,
განაგრძობს
სამოქალაქო საზოგადოების/სახალხო დამცველის მიერ ადამიანის უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებების/განჩინებების
აღსრულების
მდგომარეობის თაობაზე წარმოდგენილი ალტერნატიული ანგარიშების (ე.წ.
„ჩრდილოვანი ანგარიშების“) მოსმენის პრაქტიკას. საპარლამენტო ცხოვრებაში
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
38
დამკვიდრებული
„ჩრდილოვანი
ანგარიშების“
მექანიზმი
ეფექტიანს
ხდის
კომიტეტის მიერ საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტს, რამდენადაც
აძლევს
შესაძლებლობას
სამთავრობო
ანგარიშის
პარალელურად
გაეცნოს
ინფორმაციის სხვა სანდო წყაროს. ალტერნატიული წყაროდან წარმოდგენილი
ინფორმაციის
ანალიზის
საფუძველზე
კომიტეტი
გამოკვეთს
რეალურ
მიღწევებს/გამოწვევებს და შეიმუშავებს ქმედით რეკომენდაციებს სახელმწიფო
უწყებების
მიმართ.
აღსანიშნავია,
რომ
საანგარიშო
პერიოდში
კომიტეტმა
უზრუნველყო ალტერნატიული ანგარიშების შესახებ ინფორმაციის პარლამენტის
ვებ გვერდზე განთავსება და მათი ასახვა კომიტეტის დასკვნაში. ხაზგასასმელია,
რომ 2020 წელს, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია ალტენატიული
ანგარიშების წარმოდგენის მაჩვენებელი. კერძოდ, 2020 წელს „ჩრდილოვანი
ანგარიში“ წარმოადგინა სამმა სუბიექტმა: სახალხო დამცველი - „ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი
გადაწყვეტილებების
აღსრულების
მდგომარეობის
შესახებ“;
არასამთავრობო
ორგანიზაცია - „უფლებები საქართველო– „ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების
აღსრულება საქართველოში“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი 111
2020
წლის
აპრილში,
შესამცირებლად,
მხარდაჭერით
და
ბავშვებისთვის
კომიტეტის
პანდემით
ინიციატივით,
ოკუპირებული
გამოწვეული
გაეროს
ტერიტორიებიდან
რისკების
ბავშვთა
ფონდის
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით
შეიქმნა
ბავშვთა
დახმარების
ცხელი
ხაზი.
აღნიშნული
მომსახურება
უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების ხელმისაწვდომობის გაზრდას
სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაზე. 111-ში შესულ ზარებზე ბენეფიციარებს
მომსახურება გაეწევათ სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების,
ძალადობის, ფსიქოლოგიური კონსულტაციის, იურიდიული დახმარების და სხვა
მიმართულებებით. 1 ივნისიდან, ცხელ ხაზს დაემატა წამალზე და თამაშზე
დამოკიდებული ბავშვებისა და ახალგაზრდების ფსიქოლოგიური მომსახურების
სერვისი. საანგარიშო პერიოდში, 111-ში დამუშავდა და მომსახურება გაეწია
ბავშვთან დაკავშირებულ 1681 საქმეს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი
39
გამოწვევები
2020 წელს, პანდემიით შექმნილმა გარემოებებმა მნიშვნელოვნად შეცვალა
კომიტეტის საქმიანობის დღის წესრიგი. საქმიანი ურთიერთობების ძირითად
ფორმად ვირტუალური პლატფორმის გამოყენებამ გავლენა იქონია როგორც
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკომიტეტო სხდომების ჩატარების
სიხშირეზე, ისე განსახილველი საკითხების რაოდენობაზე.
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, რომლებიც 2020 წლის
განმავლობაში ვერ განხორციელდა:
•
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა
და მისი თანმდევი საკანონმდებლო პაკეტის (№07-3/353; 22.05.2019)
მომზადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II და III მოსმენით
განხილვისთვის;
•
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
(სახელმწიფოს
საქართველოს
ხარჯზე
კანონის
იურიდიული
პროექტის
დახმარებით
ინიციირება
გადახდისუუნარო
დევნილთა განუსაზღვრელი ვადით უზრუნველყოფის მიზნით);
•
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ინიციირება (უძრავი ნივთის
რეგისტრირებული
მესაკუთრეების
მიერ
რეესტრში
ინიციირებული
ნებისმიერი პროცესის კონტროლის შესაძლებლობის გაზრდის მიზნით);
•
გაეროს
შშმ
პირთა
უფლებების
კონვენციით
(UNCRPD)
ნაკისრი
ვალდებულებების შესრულებაზე საკომიტეტო მოსმენის ჩატარება;
•
ოჯახში
ძალადობის
წინააღმდეგ
ბრძოლის
მიზნით,
რელევანტური
სახელმწიფო უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე
საკომიტეტო მოსმენის ჩატარება;
•
პატიმართა (მათ შორის შშმ პირი მსჯავრდებულების) სასჯელის მოხდის
პირობებისა და სირთულეების, ასევე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის
კუთხით არსებული გამოწვევების თაობაზე საკომიტეტო მოსმენის ჩატარება;
•
ხანდაზმულთა უფლებრივ მდგომარეობასა და ამ სფეროში არსებულ
გამოწვევებზე საკომიტეტო მოსმენის ჩატარება;
•
შრომის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ საკომიტეტო მოსმენის
ჩატარება;
•
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების
ინსპექტირების დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა;
•
აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების
პროექტის მომზადების მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში | 2020 წელი