„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ნომერი
#07-3/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-08
ბიუროს ნომერი 22

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 16.05.2006, მუხ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხს წყვეტს საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფი პირის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებისათვის (თავშესაფრისათვის) ან შესაბამისი დაწესებულებისათვის მიმართვის შემდეგ, სავარაუდო მსხვერპლის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 48 საათისა.“. 2. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის, დაზარალებულის უფლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე 1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების მიუხედავად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს უფლება აქვს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანისთვის მოითხოვოს ერთჯერადი კომპენსაცია, რომელსაც გასცემს სააგენტო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი ტრეფიკინგთან მიმართებით ორი სახის სტატუსის არსებობას ითვალისწინებს: ტრეფიკინგის შედეგად დაზარალებულსა და ტრეფიკინგის მსხვერპლს. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შედეგად დაზარალებული არის პირი, რომელსაც ტრეფიკინგის დანაშაულის ჩადენით მიადგა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი და რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ცნობილია დაზარალებულად; ხოლო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი არის პირი, რომელსაც ტრეფიკინგის დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის გადაწყვეტილებით მიჩნეულია ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლად. ზემოაღნიშნული ორი სახის სტატუსის არსებობა განპირობებულია იმით, რომ შესაძლოა, მსხვერპლს არ სურდეს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა. იმისათვის, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი არ დარჩეს სათანადო სერვისების მიღმა, სახელმწიფო ალტერნატივად ტრეფიკინგის მსხვერპლს სთავაზობს, მიმართოს საკოორდინაციო საბჭოში მოქმედ მუდმივმოქმედ ჯგუფს, რათა ამ უკანასკნელმა მიმართვიდან 48 საათში გადაწყვიტოს, მიანიჭოს თუ არა პირს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხს წყვეტს საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფი პირის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებისათვის (თავშესაფრისათვის) ან შესაბამისი დაწესებულებისათვის მიმართვიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის N284 დადგენილების მე- 3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სპეციალური მობილური ჯგუფის მიერ სავარაუდო მსხვერპლის საიდენტიფიკაციო კითხვარის მიწოდებიდან 48 საათის განმავლობაში მუდმივმოქმედი ჯგუფი შეისწავლის კითხვარში მოცემულ ინფორმაციას, განიხილავს სავარაუდო მსხვერპლისათვის სტატუსის მინიჭების საკითხს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. სავარაუდო მსხვერპლის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრების მასთან გასაუბრება. იმისათვის, რათა ზემოთ მითითებული ორი დებულება ერთმანეთს შეესაბამებოდეს და ნათელი იყოს, თუ როდიდან აითვლება 48 საათი პირისათვის სტატუსის მისანიჭებლად, საჭიროა, რომ კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილება, ხოლო მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურები დარჩეს ძალაში, მიუხედავად იმისა, რომ კანონის დებულება უფრო შემჭიდროებულ ვადებს ადგენს სტატუსის მისაღებად. აღნიშნული მიდგომა სავარაუდო მსხვერპლისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას დროში არ გააჭიანურებს, ვინაიდან მსხვერპლის სტატუსი საჭიროა თავშესაფრის სერვისით სარგებლობისთვის, თუმცა, იმ პერიოდში, სანამ პირი მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ მსხვერპლის ოფიციალურ სტატუსს მიიღებს, მას ანალოგიური სერვისებით (ფსიქოლოგიური, სამედიცინო და იურიდიული დახმარება) შეუძლია ისარგებლოს კრიზისული ცენტრების ბაზაზე. გარდა ამისა, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, თუ ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო საპროცესო და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შეუძლებელია, მსხვერპლზე/დაზარალებულზე სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან (შემდგომ - სააგენტო) გაიცემა კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ 2014 წლის 14 ნოემბერს დამტკიცებული „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემის წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუძლებლად ჩაითვლება თუ: ა) საქმეზე გამოძიების დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის იდენტიფიცირება და მისი დაკავება; ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის ჩამდენი პირისათვის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანიდან 6 თვის განმავლობაში შეუძლებელია დამნაშავის მიმართ იძულებითი გადახდევინების ღონისძიების განხორციელება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად (მუხლი 30917)), ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. აქედან გამომდინარე, ტრეფიკინგის მსხვერპლი/დაზარალებული ვერ მოითხოვს სამოქალაქო საპროცესო ანაზღაურებას, თუ მის საქმეზე არ არის დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი. წესით ზიანის როგორც ზემოთ აღინიშნა, რიგ შემთხვევაში პირები საერთოდ არ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო ტრეფიკინგის ფაქტის შესახებ და მათ, ამ ორგანოების გვერდის ავლით, საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ ენიჭებათ ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი. ამდენად, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვერ მოითხოვს სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურებას და მისი შეუძლებლობის შემთხვევაში ერთჯერად კომპენსაციას, თუ მან არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და სისხლის სამართლის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. გარდა ამისა, ვინაიდან მსხვერპლს ცალკეულ შემთხვევებში არ სურთ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, საქმეზე გამოძიება ვერ იწყება, რაც პრაქტიკაში ტრეფიკინგის მსხვერპლს არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს დაზარალებულთან მიმართებით, ვინაიდან მსხვერპლს არ ეძლევა შესაძლებლობა, ისარგებლოს ერთჯერადი სახელმწიფო კომპენსაციით. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება ტრეფიკინგის მსხვერპლის უფლების ძირითად არსს - არ ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან და საკუთარი სურვილისამებრ მიიღოს სააგენტოს მიერ შეთავაზებული მომსახურებები. ამასთან, ევროპის საბჭოს ტრეფიკინგთან ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს მოუწოდებს, რომ მსხვერპლებსა და დაზარალებულებს ჰქონდეთ კომპენსაციაზე ეფექტიანი ხელმისაწვდომობა [GRETA Second Evaluation Report conecering the impelemtation of Council of Europe Convention on Combatting Trafficking in Human Beings, published on 3 June, 2016]. გარდა ზემოაღნიშნულისა, დაზარალებულის შემთხვევაშიც ეს უკანასკნელი ვერ მოითხოვს სამოქალაქო საპროცესო წესით ზიანის ანაზღაურებას, თუ მის საქმეზე არ არის დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი, რაც, როგორც წესი, საკმაოდ ხანგრძლივ დროს მოითხოვს და შეიძლება განაჩენისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას რამდენიმე წელიც დასჭირდეს. აღნიშნული გარემოება განსაკუთრებით შეუშლის ხელს ტრეფიკინგის შედეგად დაზარალებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემას, ვინაიდან ამ დროში შესაძლებელია მათ დატოვონ საქართველო და მათთან კონტაქტი შეიზღუდოს. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის პროცესის არცერთ მხარეს არ აქვს უფლება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ფარგლებში მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება; ზიანის ანაზღაურება ხორციელდება მხოლოდ სამოქალაქო წესით. შესაბამისად, კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ უნდა იქნეს ჩანაწერი ზიანის „სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით” ანაზღაურების თაობაზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ დამაბრკოლებელი საქართველოს კანონის გარემოებების დებულებათა აღმოფხვრის ეფექტიანი აუცილებლობით. იმპლემენტაციის ამ მიზნით, უმნიშვნელოვანესია, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლმა და დაზარალებულმა თანაბრად ისარგებლონ სააგენტოს მიერ შეთავაზებული სერვისებით და კანონმდებლობა არ აყენებდეს დაზარალებულს უპირატეს მდგომარეობაში, ხოლო ტრეფიკინგის მსხვერპლი, რომლის უფლებაც არის, არ ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის მნიშვნელოვანია, რომ გამო დარჩეს მსხვერპლისა კომპენსაციის თუ გარეშე. გარდა დაზარალებულისათვის ამისა, არანაკლებ კომპენსაციის გაცემა დროულად იქნეს უზრუნველყოფილი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით გაჩნდება საფუძველი იმისათვის, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლმა და დაზარალებულმა თანაბრად ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციით. გარდა ამისა, გაუქმდება სასამართლოს გზით დამნაშავისაგან ზიანის ანაზღაურების შეუძლებლობა, როგორც სააგენტოს მიერ ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის სავალდებულო წინაპირობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ხელახლა ყალიბდება „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი. ცვლილების თანახმად, სააგენტო ტრეფიკინგის მსხვერპლებსა და დაზარალებულებზე გასცემს ერთჯერად კომპენსაციას, მიუხედავად იმისა, მსხვერპლი და დაზარალებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად იდავებენ თუ არა ზიანის ანაზღაურებაზე. ერთჯერადი სახელმწიფო კომპენსაციის გაცემისთვის საკმარისი წინაპირობა იქნება პირისათვის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. ამასთან, მსხვერპლს/დაზარალებულს სახელმწიფო უფლებას, მიმართოს კომპენსაციის მიღება არ ართმევს სასამართლოს დამნაშავისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამასთან, კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში შესატანი ცვლილებით ზუსტდება მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ პირისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების პროცედურა და მითითება კეთდება იმის შესახებ, რომ მუდმივმოქმედი ჯგუფი შესაბამის საკითხს წყვეტს თავშესაფრისათვის ან სხვა შესაბამისი დაწესებულებისათვის მიმართვის შემდეგ, სავარაუდო მსხვერპლის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 48 საათისა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბიუჯეტი, რომლიდან ყოველწლიურად გასაცემი თანხის მოცულობაც დამოკიდებული იქნება ტრეფიკინგის მსხვერპლთა/ტრეფიკინგის შედეგად დაზარალებულთა რაოდენობაზე. სააგენტოს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტი საკმარისია მსხვერპლებისა და დაზარალებულებისთვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემისთვის, რომლის ოდენობაც თითოეული მსხვერპლის/დაზარალებულის მიმართ, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაზღვრულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ 2014 წლის 14 ნოემბერს დამტკიცებული „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემის წესით“ და იგი შეადგენს 1000 ლარს. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა და დაზარალებულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური მონაცემები ასეთია: 2014 წელი: მსხვერპლი - 5, დაზარალებული - 7 (სულ - 12); 2015 წელი: მსხვერპლი - 8, დაზარალებული - 8 (სულ - 16); 2016 წელი: მსხვერპლი - 1, დაზარალებული - 2 (სულ - 3); 2017 წელი: მსხვერპლი - 4, დაზარალებული - 8 (სულ 11, ვინაიდან 1 ადამიანს მინიჭებული აქვს როგორც მსხვერპლის, ისე დაზარალებულის სტატუსი); 2018 წელი: მსხვერპლი - 2, დაზარალებული - 7 (სულ - 7, ვინაიდან 2 ადამიანს მინიჭებული აქვს როგორც მსხვერპლის, ისე დაზარალებული სტატუსი); 2019 წელი: დაზარალებული - 29. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის თანახმად, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ტრეფიკინგის მსხვერპლებსა და დაზარალებულებზე გასცემს ერთჯერად კომპენსაციას, მიუხედავად იმისა, მსხვერპლი და დაზარალებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად იდავებენ თუ არა ზიანის ანაზღაურებაზე. ამ მიზნით, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გასაცემი თანხების მოცულობა დამოკიდებული იქნება ტრეფიკინგის მსხვერპლთა/ტრეფიკინგის შედეგად დაზარალებულთა რაოდენობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს სიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ტრეფიკინგის მსხვერპლებსა და დაზარალებულებზე ერთჯერადი კომპენსაციის გაცემას, მიუხედავად იმისა, მოითხოვს თუ არა მსხვერპლი/დაზარალებული ტრეფიკინგის შედეგად მიყენებული მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთჯერადი კომპენსაციის ოდენობა, „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემის წესის“ თანახმად, 1000 ლარით განისაზღვრება. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი უშუალო გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ტრეფიკინგის მსხვერპლ/ტრეფიკინგის შედეგად დაზარალებულ ბავშვზე კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები ზოგადი წესის შესაბამისად გავრცელდება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმღვანელობით მოქმედი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრ უწყებებთან, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე.