„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ნომერი
#07-3/27/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 313) 30-ე მუხლის: ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოუყენებლობის, გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში, ექსტრადიციის განხორციელების საჭიროებიდან გამომდინარე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსტრადიციის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) მიზნით უცხო სახელმწიფოსთან დაწყებულია შესაბამისი მოლაპარაკებები), არ გამოირიცხება საექსტრადიციო წარმოების ნებისმიერ ეტაპზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება/ხელახალი გამოყენება.“; ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111-115 პუნქტები: „111. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის სასამართლოს განჩინების გარეშე დაკავება შესაძლებელია ექსტრადიციის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) მიზნით, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ არ გამოყენებულა საექსტრადიციო პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება, ან გამოყენებული იყო საექსტრადიციო პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონიძიება, რომელიც გაუქმდა, ან შეიცვალა აღკვეთის სხვა, არასაპატიმრო ღონისძიებით და არ არის ამოწურული საექსტრადიციო პატიმრობის 9 თვიანი ვადა და უცხო სახელმწიფოსთვის პირის გადაცემის (ეტაპირების) ტექნიკური საკითხების გადაწყვეტის მიზნით ამ სახელმწიფოსთან დაწყებულია შესაბამისი მოლაპარაკებები. 112. ამ მუხლის 111 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა, დამკავებელი ორგანოს საქმიანობაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურორი შუამდგომლობით მიმართავს დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების/ხელახალი გამოყენების ან სხვა აღკვეთის ღონისძიების საექსტრადიციო პატიმრობით შეცვლის თაობაზე. სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხზე მსჯელობის გარეშე, შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესით და საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით. 113. ამ მუხლის 112 პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის გადაწყვეტისას სასამართლო აფასებს მხოლოდ იმას, არსებობს თუ არა ამ მუხლის 111 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები. 114. ამ მუხლის 111 – 113 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის გამოყენების შემთხვევაში, ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში ეტაპირება დასაშვებია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში - სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 115. აღკვეთის ღონისძიების - გირაოს საექსტრადიციო პატიმრობით შეცვლის შემთხვევაში, ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა და უძრავი ქონება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება საექსტრადიციო პატიმრობით შეიცვალა ამ მუხლის 112 და 113 პუნქტებით დადგენილი წესით.“; გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ამ მუხლის მე-11 და 112-115 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში, შესაძლებელია ექსტრადიციის განხორციელების, მათ შორის, ექსტრადიციის შესახებ ბრძანების აღსრულების (ეტაპირების), საჭიროებიდან გამომდინარე, საექსტრადიციო წარმოების ნებისმიერ შემდგომ ეტაპზე, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების ხელახალი გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი იძლევა ექსტრადიციის შესახებ ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) საჭიროებიდან გამომდინარე პირის ხელახალი დაპატიმრების შესაძლებლობას, აღნიშნული ნორმის ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენება შეზღუდულია შემდეგ გარემოებათა გამო: „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის 30ე მუხლის მე-11 პუნქტი სრულად ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომელთა მიმართაც საექსტრადიციო პროცედურების გარკვეულ ეტაპზე გამოყენებული იყო საექსტრადიციო პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება, რომელიც შემდგომში გაუქმდა და დღის წესრიგში დადგა საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების ხელახალი გამოყენება ექსტრადიციის შესახებ ბრძანების აღსრულების (ეტაპირების), საჭიროებიდან გამომდინარე. ამასთან, აღნიშნული ნორმა ვერ ვრცელდება ისეთ პირებზე, რომელთა მიმართაც საექსტრადიციო პროცედურების არცერთ ეტაპზე არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიება და ასევე პირებზე, რომელთა მიმართაც თავდაპირველად გამოყენებული იყო საექსტრადიციო პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება და იგი შემდგომში შეიცვალა, ვინაიდან კანონის არსებული ჩანაწერი ითვალისწინებს აღკვეთის ღონისძიების მხოლოდ ხელახალი გამოყენების და არა შეცვლის შესაძლებლობას. შესაბამისად, თუ პირს საექსტრადიციო წარმოების გარკვეულ ეტაპზე შეფარდებული ჰქონდა საექსტრადიციო პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება, რომელიც შემდგომში შეიცვალა სხვა აღკვეთის ღონისძიებით, კანონის არსებული რედაქციით, შეუძლებელია მისი დაპატიმრება ექსტრადიციის შესახებ ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) საჭიროებიდან გამომდინარე. მსგავსი პრობლემა დგას აგრეთვე იმ პირებთან მიმართებაში, რომელთაც საწყის ეტაპზევე შეეფარდათ არასაპატირმო სახის აღკვეთის ღონისძიება და დღის წესრიგში დადგა მათი ხელახალი დაპატიმრება ეტაპირების საჭიროებიდან გამომდინარე. გარდა აღნიშნულისა, კანონის მოქმედი რედაქციით, პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების/ხელახალი გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-12 ნაწილის ზოგად დათქმასა და 198-ე მუხლის არსებულ დებულებებს იმის შესახებ, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა შეეფარდოს პატიმრობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მისი მიმალვის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, ზემოქმედების, მოწმეზე მტკიცებულების განადგურების ან განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხე. ამასთან, ყურადღების მიღმა რჩება საკუთრივ ექსტრადიციის განხორციელების საჭიროებასთან დაკავშირებული გარემოებები. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პირი არ არღვევს გირაოს ან სხა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების პირობებს, სასამართლო მის მიმართ არ იყენებს საექსტრადიციო პატიმრობას, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის თაობაზე და პირი ექვემდებარება ეტაპირებას. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება - პირის ძებნის ინიციატორი უცხო სახელმწიფოსათვის ტექნიკური გადაცემა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მომთხოვნი სახელმწიფოსთვის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი მომთხოვნი ფინანსური ზარალის სახელმწიფოს მიყენების საფრთხეც უფლებამოსილი იმ შემთხვევაში, როდესაც წარმომადგენლები ჩამოდიან საქართველოში ძებნილი პირის ეტაპირების მიზნით და ვერ ხერხდება თავისუფლებაში მყოფი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ეტაპირების ადგილას გამოცხადების უზრუნველყოფა და მომთხოვნი სახელმწიფოს უფლებამოსილ წარმომადგენელთათვის მისი ტექნიკური გადაცემა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზემოთ მითითებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და ექსტრადიციის სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. კანონპროექტის შემუშავების პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით დადგენილი ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის გამოყენების განსხვავებული საპროცესო სტანდარტი, რომლის თანახმადაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) პირველი პუნქტის ,,f“ ქვეპუნქტი სამართლის საქმეებზე არეგულირებს ევროპული გამოსაყენებელი ექსტრადიციის კონვენციის მე-5 აღკვეთის მიზნით პატიმრობის მუხლის ,,f“ ჩვეულებრივ ღონისძიებებისგან გამოყენების ქვეპუნქტის სისხლის განსხვავებულად საფუძვლებს. თანახმად, გარდა კერძოდ, კონვენციით გათვალისწინებული პირის თავისუფლების შეზღუდვის სხვა კანონიერი საფუძვლებისა (მაგ.: პირის მიმალვის ან დანაშაულის ჩადენის საფრთხე), პირის დაკავება ან დაპატიმრება დასაშვებია აგრეთვე თუ მის მიმართ მიმდინარეობს ექსტრადიციის ან გაძევების პროცედურა. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ექსტრადიციის მიზნით დაპატიმრებისას სახელმწიფოს არ მოეთხოვება დაასაბუთოს ბრალდებულის მიმალვის ან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი (იხ. Al Husin V. Bosnia and Herzegovina, No. 3727/08, §61, ECHR 2012). ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების (ეტაპირების) უზრუნველსაყოფად პირის დაკავება და მის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება ან უკვე გამოყენებული სხვა აღკვეთის ღონისძიების საექსტრადიციო პატიმრობით შეცვლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მე-3 ნაწილის დებულებების, 38-ე მუხლის მე-12 ნაწილისა და 198-ე მუხლით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნებისა და საფუძველების მხედველობაში მიღების გარეშე. ამასთან, მოცემული ნორმა გავრცელდება ყველა კატეგორიის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირზე, მიუხედავად მათ მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძების სახისა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: კანონის არსებული 30-ე მუხლის მე-11 პუნქტი ახლებურად ყალიბდება და იგი გაითვალისწინებს საექსტრადიციო გამოყენების/ხელახალი გამოყენების პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების შესაძლებლობას იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეფარდებული არ ჰქონიათ საექსტრადიციო პატიმრობა ან სხვა სახის აღკვეთის ღონიძიება ანდა მანამდე შეფარდებული ჰქონდათ საექსტრადიციო პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება და შემდგომში გაუქმდა. ამასთან, საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების/ხელახალი გამოყენების საფუძველი შესაძლებელია იყო ექსტრადიციის განხორციელების საჭიროება, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, არ იგულისხმება იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) საჭიროება. მაგალითისათვის, საქართველოსათვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე საერაშორისო ხელშეკრულებები (მაგ.: ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია; სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენცია) ითვალისწინებენ პირის პატიმრობიდან გათავისუფლების ვალდებულებას, იმ შემთხვევაში, თუ ამ პირის დაკავებიდან ხელშერულებით დადგენილ ვადაში არ არის წარმოდგენილი საექსტრადიციო დოკუმენტაცია დამკავებელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისათვის. ამასთან, ხსენებული ხელშეკრულებები დამატებით უშვებენ მსგავს შემთხვევებში ძებნილი პირების ხელახალი დაპატიმრების შესაძლებლობას, თუკი ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მიერ მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი საექსტრადიციო დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის 30-ე მუხლის მე-11 პუნქტის ახლებური ვერსია, მათ შორის,სწორედ ამგვარ და მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებს დაარეგულირებს, კერძოდ, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს მისცემს შესაძლებლობას უზრუნველყონ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთა მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების ხელახალი გამოყენება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში. რაც შეეხება ექსტრადიციის თაობაზე იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) საჭიროებას, კანონის 30-ე მუხლს ემატება ახალი - 111-115 პუნქტები. გარდა ამისა, ახალი რედაქციით ყალიბდება ამავე მუხლის მე-12 პუნქტი. კანონპროექტის თანახმად, შესაძლებელი ხდება ექსტრადიციის შესახებ ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) საჭიროებიდან გამომდინარე, ნებისმიერი კატეგორიის ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის სასამართლო განჩინების გარეშე დაკავება, რა დროსაც მხედველობაში მიიღება, დაწყებულია თუ არა შესაბამის უცხო სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები ძებნილი პირის გადაცემის (ეტაპირების) ტექნიკური საკითხების გადაწყვეტის მიზნით. გარდა აღნიშნულისა, ექსტრადიციის შესახებ ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) საჭიროებიდან გამომდინარე, აგრეთვე დასაშვები ხდება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება/ხელახალი გამოყენება ან აღკვეთის სხვა ღონისძიების საექსტრადიციო პატიმრობით შეცვლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-12 ნაწილითა 198-ე მუხლით გათვალისწინებული პატიმრობისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნებისა და საფუძველების მხედველობაში მიღების გარეშე. ამ შემთხვევაში პირის საექსტრადიციო პატიმრობის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, კანონპროექტის 114 პუნქტის თანახმად, აღნიშნული პროცედურის გამოყენების შემთხვევაში, ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში ეტაპირება დასაშვებია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. კანონპროექტი ადგენს, რომ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს საექსტრადიციო პატიმრობით შეცვლის შემთხვევაში, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული შესაბამისი ვალუტის კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას. ამგვარი მიდგომის მიზანი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანი პირის უფლებების დაცვაა, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში, გირაოს აღკვეთის უფრო მკაცრი ღონისძიებით პატიმრობით შეცვლა ხორციელდება არა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ გირაოს პირობების დარღვევის გამო, არამედ პროკურორის ინიციატივით, ექსტრადიციის განხორციელების საჭიროებიდან გამომდინარე და უზრუნველყოფის მიზნით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი კანონის პროექტის 115 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა ან უძრავი ქონება უბრუნდება გირაოს შემტან პირს, რაც გავლენას მოახდენს მის ფინანსურ მდგომარეობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან და მიმართება საქართველოს შეთანხმებებთან, აგრეთვე, ორმხრივ ისეთი და მრავალმხრივ ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე გამოყენებული