„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ნომერი
#07-3/27/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 198-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობა აგრეთვე გამოიყენება ექსტრადიციის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) მიზნით, რა დროსაც სასამართლოს მიერ მხედველობაში მიიღება მხოლოდ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 111 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ხელახალი გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-12 ნაწილის ზოგად დათქმასა და 198-ე მუხლის დებულებებს იმის შესახებ, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა შეეფარდოს პატიმრობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მისი მიმალვის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების, მტკიცებულების განადგურების ან განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხე. ამასთან, ყურადღების მიღმა რჩება საკუთრივ ექსტრადიციის შესახებ ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) საჭიროებასთან დაკავშირებული გარემოებები. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პირი არ არღვევს გირაოს ან სხვა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების პირობებს, სასამართლო მას ხელახლა არ უფარდებს საექსტრადიციო პატიმრობას, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის თაობაზე და პირი ექვემდებარება ეტაპირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელი ხდება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება - პირის ძებნის ინიციატორი უცხო სახელმწიფოსათვის ტექნიკური გადაცემა. ამასთან, მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელია ფინანსური ზარალის მომთხოვნი საფრთხეც იმ სახელმწიფოსთვის შემთხვევაში, მოსალოდნელი როდესაც მომთხოვნი სახელმწიფოს უფლებამოსილი წარმომადგენლები ჩამოდიან საქართველოში ძებნილი პირის ეტაპირების მიზნით და ვერ ხერხდება თავისუფლებაში მყოფი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ეტაპირების ადგილას გამოცხადების უზრუნველყოფა და მომთხოვნი სახელმწიფოს უფლებამოსილ წარმომადგენელთათვის მისი ტექნიკური გადაცემა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზემოთ მითითებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და ექსტრადიციის სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, მომზადდა ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის შემუშავების პროცესშიც მხედველობაში იქნა მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით დადგენილი ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის გამოყენების განსხვავებული საპროცესო სტანდარტი, რომლის თანახმადაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) პირველი პუნქტის ,,f“ ქვეპუნქტი ჩვეულებრივ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოსაყენებელი აღკვეთის ღონისძიებებისგან განსხვავებულად არეგულირებს ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის გამოყენების საფუძვლებს. კერძოდ, ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის ,,f“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა კონვენციით გათვალისწინებული პირის თავისუფლების შეზღუდვის სხა კანონიერი საფუძვლებისა (მაგ.: პირის მიმალვის ან დანაშაულის ჩადენის საფრთხე), პირის დაკავება ან დაპატიმრება დასაშვებია აგრეთვე თუ მის მიმართ მიმდინარეობს ექსტრადიციის ან გაძევების პროცედურა. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ექსტრადიციის მიზნით დაპატიმრებისას სახელმწიფოს არ მოეთხოვება დაასაბუთოს ბრალდებულის მიმალვის ან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი (იხ. Al Husin V. Bosnia and Herzegovina, No. 3727/08, §61, ECHR 2012) . ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი დებულებების შემუშავებიდან გამომდინარე, კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ერთიანობის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება ექსტრადიციის თაობაზე იუსტიციის მინისტრის საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების (ეტაპირების) უზრუნველსაყოფად პირის დაკავება და მის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება ან უკვე გამოყენებული სხვა აღკვეთის ღონისძიების საექსტრადიციო პატიმრობით შეცვლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მე-3 ნაწილის დებულებების, 38-ე მუხლის მე-12 ნაწილისა და 198-ე მუხლით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნებისა და საფუძველების მხედველობაში მიღების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის გარემოება, რომ პირის მიმართ არ არის ამოწურული 9 თვიანი საექსტრადიციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა და შესაბამის უცხო სახელმწიფოსთან დაწყებულია მოლაპარაკებები პირის გადაცემის (ეტაპირების) ტექნიკური საკითხების გადაწყვეტის მიზნით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლს ემატება მე-6 ნაწილი, რომლის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო გამოიყენება ექსტრადიციის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პატიმრობა ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) მიზნით, რა დროსაც სასამართლოს მიერ მხედველობაში მიიღება მხოლოდ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 111 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. სტანდარტებთან: გ.ა) გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი მრავალმხრივ არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს და საქართველოს შეთანხმებებს. მიერ აგრეთვე, დადებულ ორმხრივ კანონპროექტის მიღება და არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე