„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2862, 3221, 344-ე ან 362-ე მუხლით
გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად
ყოფნის გამო.“.
2. 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი
მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის შემდეგი მუხლებითა და თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის
გამო: 134-ე მუხლი, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1433
მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი ნაწილი,
186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210ე მუხლის პირველი ნაწილი, 253-ე მუხლის პირველი ნაწილი, 254-ე მუხლის პირველი და მე2 ნაწილები, 2594 მუხლი, 284-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 285-ე მუხლის პირველი
ნაწილი, 286-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილები, 2861 მუხლის პირველი ნაწილი, 2862
მუხლის პირველი ნაწილი, 287-ე მუხლი, 288-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე,
290-ე და 292-ე−302-ე მუხლები, 303-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, 304-ე მუხლის
პირველი ნაწილი, 305-ე, 306-ე და 3061 მუხლები, 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3221
მუხლი, XXXIX თავი, 3442 მუხლის პირველი ნაწილი;“.
3. 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2862, 3221, 344-ე ან 362-ე მუხლით
გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად
ყოფნის გამო.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 1433 მუხლის
თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით. განჩინებას
პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გამოძიების ადგილის
მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, გარდა ამ მუხლის მე-17
ნაწილით
გათვალისწინებული
შემთხვევისა.
პროკურორის
შუამდგომლობაში
უნდა
მიეთითოს გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ გამოძიება დაწყებულია ან/და
სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულის ან ამავე მუხლში მითითებული რომელიმე დანაშაულის გამო. დასახელებული
მუხლის მოქმედი რედაქცია მოიცავს 284-ე მუხლს, 285-ე მუხლის პირველი ნაწილსა და 286-ე
მუხლს, თუმცა ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსს ემატება კიბერდანაშაულის ახალი
სახეები − კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური
სარგებლის მიღების მიზნით და ყალბი კომპიუტერული მონაცემის შექმნა, აუცილებელია,
რომ 1433 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისებში ასევე მიეთითოს 2861 მუხლის
პირველი ნაწილი და 2862 მუხლის პირველი ნაწილი.
ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად,
სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს,
თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალისწინებული
ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და
1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად ყოფნის გამო. ამავე
საფუძვლის
არსებობისას,
სსსკ-ის
269-ე
მუხლის
თანახმად,
სასამართლო
ადგენს
გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება კიბერდანაშაულის
ახალი სახეები − კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა
ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით და ყალბი კომპიუტერული მონაცემის შექმნა.
ვინაიდან ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნა შინაარსობრივად
წარმოადგენს
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
362-ე
მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის მსგავს ქმედებას, აუცილებელია, რომ სსსკ-ის 105-ე და
269-ე მუხლებში სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლთან ერთად გათვალისწინებულ
იქნას ამავე კოდექსის 2862 მუხლიც.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის
მიღება
აუცილებელია,
რათა
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსი
შესაბამისობაში მოვიდეს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების განხორციელების
შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის თანახმად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-2
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ ნაკლებად მძიმე დანაშაულების სიას დაემატება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2861-2862 მუხლების პირველი ნაწილებით
გათვალისწინებული დანაშაულები, რის საფუძველზეც კომპიუტერული მონაცემის ან/და
კომპიუტერული სისტემის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ხელყოფის და ყალბი
კომპიუტერული მონაცემის შექმნის დანაშაულის გამოძიებისათვის შესაძლებელი იქნება
ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. ამასთან, გამოძიების შეწყვეტის ან/და
სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების, ან შეწყვეტის, ასევე გამამტყუნებელ განაჩენს
სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლების საფუძვლებს დაემატება
შემთხვევა,
როდესაც
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
2862
მუხლით
გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად
ყოფნის გამო.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-2
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ ნაკლებად მძიმე დანაშაულების სიას დაემატება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2861-2862 მუხლებით. ცვლილების თანხმად,
პროკურორის შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს, რომ გამოძიება დაწყებულია ან/და
სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებითა და
თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო: 134-ე მუხლი, 139-ე მუხლის მე-2
ნაწილი, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1433 მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის
პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე
მუხლის მე-2 ნაწილი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 253ე მუხლის პირველი ნაწილი, 254-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 2594 და 284-ე
მუხლები, 285-ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე მუხლი, 2861 მუხლის პირველი ნაწილი, 2862
მუხლის პირველი ნაწილი და 287-ე მუხლი, 288-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე,
290-ე და 292-ე−302-ე მუხლები, 303-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, 304-ე მუხლის
პირველი ნაწილი, 305-ე, 306-ე და 3061 მუხლები, 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3221
მუხლი, XXXIX თავი, 3442 მუხლის პირველი ნაწილი. ამასთან, გამოძიების შეწყვეტის ან/და
სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების, ან შეწყვეტის, ასევე გამამტყუნებელ განაჩენს
სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლების საფუძვლებს დაემატება
შემთხვევა,
როდესაც
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
2862
მუხლით
გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად
ყოფნის გამო.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. წარმოდგენილი
გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ცვლილებით
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად, სასამართლოებს შესაძლოა
მოემატოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, განსახილველ
შუამდგომლობათა რაოდენობა, რაც დაკავშირებული იქნება გარკვეულ ადმინისტრაციულ
ხარჯებთან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის აღსრულება არ გამოიწვევს
დამატებითი
საბიუჯეტო
ხარჯებს,
რადგან
მისი
აღსრულება
მოხდება
არსებული
ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შესაბამისი უწყებებისთვის
გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად,
სასამართლოებს შესაძლოა მოემატოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების
მიზნით, განსახილველ შუამდგომლობათა რაოდენობა, რაც დაკავშირებული იქნება
გარკვეულ ადმინისტრაციულ ხარჯებთან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის
აღსრულება არ გამოიწვევს დამატებითი საბიუჯეტო ხარჯებს, რადგან მისი აღსრულება
მოხდება არსებული ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შესაბამისი
უწყებებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ვინაიდან
პროექტის
თანახმად
პირი
თავისუფლდება
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან, კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ
პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)
არსებობის
შემთხვევაში,
ევროკავშირის
ის
სამართლებრივი
აქტი,
რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.