„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 284-ე-286-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 284. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა
1. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით იმავე ვადით.
2. იგივე ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი
კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
შენიშვნა:
1. კომპიუტერული სისტემა არის ნებისმიერი მოწყობილობა/მექანიზმი ან ერთმანეთთან
დაკავშირებულ მოწყობილობათა/მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით,
ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი
მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი).
2.
კომპიუტერული
მონაცემი
არის
კომპიუტერულ
სისტემაში
დამუშავებისათვის
ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა,
რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.
3. უნებართვო გულისხმობს უკანონოს, აგრეთვე იმ შემთხვევას, როდესაც უფლების
მფლობელს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუცია უფლება ქმედების ჩამდენი
პირისათვის.
4. გარდა ამ კოდექსის 2861 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ამ თავში
მნიშვნელოვნად ითვლება 2000 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი.
5. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას
წინ უსწრებდა ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
6. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი - „ინფორმაციული უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტი.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით,
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
მუხლი 285. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ
გამოყენება
1. კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ
სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის
უნებართვო დამზადება, შეძენა, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის
სხვაგვარი უზრუნველყოფა ამ თავით ან ამ კოდექსის 158-ე
გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით, –
ან
159-ე
მუხლით
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან/და მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება
კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ჩადენილი
შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით,
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
მუხლი 286. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა
1. კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების
აღკვეთით იმავე ვადით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, აგრეთვე კომპიუტერული
მონაცემის უნებართვო ჩასმა ან გადაცემა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების
განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული
სისტემის სუბიექტის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით,
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2861 და 2862 მუხლები:
„მუხლი 2861. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა
ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით
1. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ან/და კომპიუტერული მონაცემის
უნებართვო ჩასმა, შეცვლა, წაშლა, დაფარვა ან/და კომპიუტერული სისტემის
ფუნქციონირებაში ნებისმიერი სახის უნებართვო ჩარევა თავისთვის ან სხვისთვის
ქონებრივი უფლების მოპოვების ან ნებისმიერი სახის ფინანსური სარგებლის მიღების
მიზნით, რამაც გამოიწვია სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას
საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით
ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
დ) არაერთგზის,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება
ა) ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ, –
ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის/ქონებრივი
უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მიზნებისთვის მნიშვნელოვან ზიანად ითვლება 150 ლარის ზევით მიყენებული
ზიანი.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის დიდ ოდენობად ითვლება 10 000 ლარის ზევით მიყენებული
ზიანი.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას
წინ
უსწრებდა
ამ
თავით,
177-ე–186-ე,
224-ე,
231-ე,
237-ე
და
264-ე
მუხლებით
გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
მუხლი 2862. ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნა
1. კომპიუტერული მონაცემების უნებართვო ჩასმით, შეცვლით, წაშლით, ან დაფარვით
ყალბი
ოფიციალური
კომპიუტერული
მონაცემების
მიღება,
მის
ნამდვილ/უტყუარ
მონაცემად გასაღების ან/და გამოყენების მიზნით, გასაღება ან/და გამოყენება –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი არაერთგზის;
ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მიზნებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, არსებობს თუ არა ყალბი ოფიციალური
კომპიუტერული მონაცემის პირდაპირ წაკითხვის ან/და აღქმის შესაძლებლობა.
2. ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, თუ აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით,
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (გარდა გასაღებასთან დაკავშირებული
ქმედებისა)
ჩადენისათვის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან
თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც
საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან შემოვიდა, სადაც მის სიცოცხლეს ან
თავისუფლებას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი
მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც იმავე კონვენციისა და
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს საქართველოს
ხელისუფლებას, იმ პირობით, რომ ის დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით გამოცხადდება
ხელისუფლების ორგანოში და წარადგენს სათანადო განმარტებას ამ მუხლით
გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მიზეზთან დაკავშირებით, და თუ მის ქმედებაში არ
არის სხვა დანაშაულის ნიშნები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
თანამედროვე მსოფლიოსათვის გამოწვევას წარმოადგენს კიბერუსაფრთხოება და
კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ
ბევრი დადებითი შედეგი მოიტანა. თუმცა, მეორე მხრივ, აღნიშნულმა შესაძლებლობა მისცა
კიბერდამნაშავეებს ტექნოლოგიური განვითარება გამოიყენონ სხვებისთვის ზიანის
მისაყენებლად. ახალმა ტექნოლოგიებმა არამხოლოდ შექმნა ახალი დანაშაულები, არამედ
უკვე არსებული დანაშაულის კიბერსივრცეში ტრანსფორმირებაც მოახდინა.
კიბერდანაშაულის წესების, მეთოდებისა და შესაძლებლობების მუდმივი „დახვეწისა“ და
„განვითარების“ პირობებში, აუცილებელია იმგვარი სისხლის სამართლის ნორმების
არსებობა, რომელიც კიბერდანაშაულთან დაკავშირებული ქმედებების, რაც შეიძლება,
ფართო სპექტრის დაფარვის
შესაძლებლობას იძლევა. უნდა აღინიშნოს, რომ
კიბერდანაშაული არ არის მხოლოდ ეროვნული მოვლენა, არამედ საერთაშორისო ფენომენია,
რომელიც მოითხოვს საერთაშორისო დონეზე კოორდინირებულ მოქმედებებს. შესაბამისად,
აუცილებელი საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებული საკანონმდებლო ბაზის
არსებობა.
აღსანიშნავია, რომ კიბერდანაშაული წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობისათვის
სიახლეს. კიბერდანაშაულის მარეგულირებელი XXXV თავი საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსს (შემდგომ - სსკ) დაემატა 2010 წლის 24 სექტემბერს. თუმცა,
აღსანიშნავია, რომ 2010 წლამდე საქართველოს კანონმდებლობა იცნობდა კომპიუტერული
დანაშაულის ცნებას, რაც მოიცავდა მობილური მოწყობილობის საერთაშორისო
იდენტიფიკატორის შეცვლას, ასევე კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციასთან, ესე
იგი მანქანამატარებელზე, ელექტროგამომთვლელ მანქანაზე (შემდგომ - ეგმ), ეგმ-ის
სისტემაში ან მათ ქსელში ასახულ ინფორმაციასთან არამართლზომიერ შეღწევას, რამაც
ინფორმაციის განადგურება, ბლოკირება, მოდიფიცირება ან მოპოვება ან/და ეგმ-ის, ეგმ-ის
სისტემის ან მათი ქსელის მოშლა გამოიწვია.
2010 წელს განხორციელებული ცვლილებები, თავის დროზე, პოზიტიურ ნაბიჯს
წარმოადგენდა კიბერდანაშაულთან ბრძოლის კუთხით, თუმცა, მოცემულ ეტაპზე
სამართალდამცავი სისტემა კვლავ დადგა ახალი გამოწვევების წინაშე, რასაც ადასტურებს
კიბერდანაშაულის მზარდი სტატისტიკა. დასახელებული განსაკუთრებით თვალშისაცემია
სსკ-ის 284-ე მუხლთან მიმართებით. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მონაცემთა თანახმად, გამოძიების დაწყების მაჩვენებელი დასახელებულ მუხლთან
მიმართებით 2010-2020 წლების შუალედში არის შემდეგი:
2010
წელი
2011
წელი
2012
წელი
2013
წელი
2014
წელი
2015
წელი
2016
წელი
2017
წელი
2018
წელი
2019
წელი
2020
წელი
284-ე 8
მუხლი
36
141
118
120
217
389
409
1222
1808
2047
აღნიშნულის დასაძლევად აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური სისხლის
სამართლის პოლიტიკის წარმართვა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
ნორმების მოქმედი რედაქცია ვერ ფარავს ყველა იმ საფრთხესა და ქმედებების მთელ
სპექტრს, რაც დღეს არსებობს. შესაბამისად, გამოიკვეთა იმგვარი ნორმების ჩამოყალიბების
აუცილებლობა, რომელიც უპასუხებს კიბერდანაშაულის თანამედროვე ტენდენციებსა და
გამოწვევებს.
2010 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად შეიცვალა, როგორც დანაშაულის
დეფინიცია და ტერმინოლოგია, ისე დანაშაულთა შემადგენლობა. მიუხედავად შეტანილი
ცვლილებებისა, სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს „კიბერდანაშაულის
შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციაში ასახული ყველა ქმედების კრიმინალიზაციას.
შესაბამისად, როგორც კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულების, ისე 2010 წელს
განხორციელებული ცვლილებების პრაქტიკაში სრულყოფილად დამკვიდრების მიზნით,
აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდეს კომპიუტერული
მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის შედეგად ფინანსური სარგებლის
მიღებისა და კომპიუტერული სიყალბის ამკრძალავი სპეციალური მუხლები.
აღსანიშნავია, რომ „კიბერდანაშაულის შესახებ“ კონვენცია (შემდგომ - კონვენცია) მიღებულ
იქნა ევროპის საბჭოს მიერ 2001 წელს, ქალაქ ბუდაპეშტში, მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების
დაცვის მიზნით. იგი გახდა პირველი, მრავალმხრივი საერთაშორისო სამართლებრივი
ინსტრუმენტი, რომელიც არეგულირებდა კიბერდანაშაულს. კონვენციით სახელმწიფოებმა
აიღეს ვალდებულება მოახდინონ ცალკეული ქმედებების კრიმინალიზაცია. გარდა ამისა,
ბუდაპეშტის კონვენციის ხელმოწერის შემდეგ ქვეყნებისთვის სავალდებულო გახდა
ეროვნული კანონმდებლობის კონვენციასთან ჰარმონიზაცია. 2012 წლის 1 ივნისს
საქართველოს პრეზიდენტის №450 ბრძანებულებით დამტკიცდა „კიბერდანაშაულის
შესახებ“ 2001 წლის კონვენცია, რითაც საქართველომ აიღო კანონმდებლობის კონვენციასთან
შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება.
კიბერუსაფრთხოების დაცვის მიზნით აღნიშნულმა კონვენციამ, მონაწილე სახელმწიფოებს
დააკისრა სამი ტიპის ვალდებულება, რომელთაგან ერთ-ერთია იმგვარი კანონმდებლობის
შემუშავება, რომელიც მოახდენს კომპიუტერულ სისტემასთან დაკავშირებული ქმედებების
კრიმინალიზაციას. ამასთანავე, სისხლის სამართლის მატერიალურ კანონმდებლობასთან
დაკავშირებული კონვენციის მუხლები მოიცავს ისეთ დანაშაულებს, როგორებიცაა:
უნებართვო დაშვება (წვდომა), მონაცემთა ხელში ჩაგდება უკანონოდ, მონაცემთა ხელყოფა,
სისტემის ხელყოფა, მოწყობილობათა არამიზნობრივი გამოყენება, კომპიუტერთან
დაკავშირებული გაყალბება, კომპიუტერთან დაკავშირებული თაღლითობა, ბავშვთა
პორნოგრაფია, საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული დანაშაულები,
კიბერდანაშაულის მცდელობა, ხელშეწყობა, წაქეზება.
აღსანიშნავია,
რომ
საქართველოს
კანონმდებლობის
ანალიზისას
გამოკვეთილ
პრობლემათაგან ნაწილი არის ტექნიკური და ტერმინოლოგიური ხასიათის, ხოლო ზოგიერთ
შემთხვევაში აუცილებელია ცვლილების განხორციელება მუხლის შემადგენლობაში, ან
ახალი მუხლის დამატება. დასახელებული ცვლილებების განხორციელება წარმოადგენს
კონვენციისეულ ვალდებულებას.
კიბერდანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვისას უნდა
აღინიშნოს, რომ კიბერდანაშაულთან დაკავშირებული ქმედებები არ არის სრულად
კრიმინალიზებული, რის გამოც ხდება დანაშაულთა ერთობლიობით ქმედებების
კვალიფიკაცია. მაგალითად, თუ პირი სხვისი ანგარიშიდან თანხას უკანონოდ დაეუფლება,
ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 284-ე (კომპიუტერულ
სისტემაში უნებართვო შეღწევა) და 177-ე (ქურდობა) მუხლების ერთობლიობით
კვალიფიცირდება. სამართლებრივად მიზანშეწონილია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ფული,
როგორც სამართლებრივი სიკეთე და ფული, როგორც მოძრავი ნივთი. მსგავს მიდგომას
ვხვდებით გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსში, სადაც სისხლისსამართლებრივი
ნორმებით დაცვის სიკეთეს წარმოადგენს, როგორც ფული მატერიალური გაგებით, ასევე
საბანკო ანგარიშზე არსებული (უნაღდო) თანხა. სისხლის სამართლის ნორმები იცავს ფულს,
როგორც მოძრავ ნივთს/ქონებას ისეთ მუხლებში, როგორიცაა გერმანიის სისხლის
სამართლის
კოდექსის–ის
(შემდგომ
- „გსსკ“) ქურდობა
(242–ე
პარაგრაფი),
მითვისება/გაფლანგვა (246–ე პარაგრაფი). რაც შეეხება, „უნაღდო ფულს“, მისი დამცავი ერთერთი ასეთი ნორმაა გსსკ-ის 263ა პარაგრაფი, რომელიც ეხება კომპიუტერულ მოტყუებას.
სამართლებრივად სწორ მიდგომად უნდა მივიჩნიოთ იმგვარი საკანონმდებლო ბაზის
ჩამოყალიბება, რომლის თანახმადაც კლასიკური გაგებით ქურდობად მხოლოდ ფულის
(მონეტა, ბანკნოტი), როგორც მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება ჩაითვლება, ხოლო
კომპიუტერული პროგრამით სხვის ანგარიშზე არასანქცირებული წვდომით სხვისი ქონების
დაზიანება დაკვალიფიცირდება კიბერ-დანაშაულის ერთ-ერთ სახედ.
კვალიფიკაციის კუთხით, კოდექსის ხარვეზს წარმოადგენს ასევე სსკ-ის 285-ე მუხლის
მოქმედი რედაქცია. სსკ-ის 285-ე მუხლის დეფინიციის მიხედვით დასჯადია
„კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში
შეღწევისათვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო
დამზადება,
შენახვა,
გაყიდვა,
გავრცელება
ან
ხელმისაწვდომობის
სხვაგვარი
უზრუნველყოფა. აღნიშნულ მუხლის ქმედებების ჩამონათვალში მითითებული არ არის
შეძენა, რომელიც ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დანაშაულია პრაქტიკაში.
მაგალითად თუ პირმა ერთ-ერთ დაფარულ ვებ გვერდზე შეიძინა მოპარული პლასტიკური
ბარათის მონაცემები, დღეს არსებული სსკ-ის რედაქციით ზემოაღნიშნული ქმედება არაა
დასჯადი.
არსებული
ჩანაწერი
წინააღმდეგობაშია
კიბერდანაშაულის
შესახებ
კონვენციასთან, კერძოდ კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში
მითითებულია, რომ დასჯადი უნდა იყოს „procurement for use”1, რაც ნიშნავს შეძენას
გამოყენების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სსკ-ის 285-ე მუხლის
პირველი ნაწილის ჩანაწერს, ქმედებების ჩამონათვალში დაემატოს „შეძენა“. ამავე მუხლთან
დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ სსკ-ის 285-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია
1
Council of Europe, Convention on Cybercrime, 2001, Article 6, http://www.coe.int/en/web/conventions/fulllist/-/conventions/rms/0900001680081561 ბოლოს ნანახია - 09.10.20
„კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში
შეღწევისათვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო
დამზადება,
შენახვა,
გაყიდვა,
გავრცელება
ან
ხელმისაწვდომობის
სხვაგვარი
უზრუნველყოფა“. თუმცა, აღნიშნული ქმედებები ჩადენილი უნდა იყოს სსკ-ის 284-286
მუხლებითა „და“ სსკ-ის 158-ე „ან“ 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენის მიზნით. აღნიშნული ჩანაწერიდან ირკვევა, რომ 284-286-ე მუხლებსა და 158-159-ე
მუხლებს შორის არის კავშირი „და“, რაც სამართლებრივად ნიშნავს იმას, რომ ორივე პირობა
უნდა არსებობდეს ერთდროულად, ანუ სახეზე უნდა იყოს 284-ე - 286-ე მუხლებით
გათვალისწინებული ყველა დანაშაულისა და დამატებით, 158-ე ან 159-ე მუხლებით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზანი. კონვენციის მეექვსე მუხლის თანახმად,
საკმარისია პირს ჰქონდეს ერთ-ერთი (“any of the offences”) დანაშაულის ჩადენის მიზანი.2
დასახელებული ხარვეზები ნაწილობრივ განაპირობებს სსკ-ის 285-286-ე მუხლებით
ქმედების კვალიფიცირების სიმცირეს, რაც ნათლად ჩანს აღნიშნული მუხლებისა და სსკ-ის
284-ე მუხლის გამოძიების მაჩვენებლის შედარებისას:
სსკ
მუხლი
2010
წელი
284 8
285 3
286 1
2011
წელი
2012
წელი
2013
წელი
2014
წელი
2015
წელი
2016
წელი
2017
წელი
2018
წელი
2019
წელი
2020
წელი
36
4
7
141
0
5
118
0
2
120
10
7
217
7
17
389
6
29
409
21
45
1222
13
44
1808
8
32
2047
3
32
სსკ-ის ტერმინოლოგიურ ხარვეზებთან დაკავშირებით ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სსკ-ის
284-ე მუხლის მიხედვით კომპიუტერული სისტემა განმარტებულია, როგორც „ნებისმიერი
მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი“. ტერმინი „მექანიზმი“ ამ
შემთხვევაში ასახავს კონვენციაში მითითებულ ტერმინ „Device“-ს. თუმცა, სსკ-ის 285-ე
მუხლის პირველ ნაწილში „Device“ განმარტებულია, როგორც „მოწყობილობა“. შესაბამისად,
ერთი და იგივე ტერმინი „Device“ სისხლის სამართლის კოდექსში განმარტებულია, როგორც
მექანიზმი და როგორც მოწყობილობა. საინფორმაციო ტექნოლოგიების თვალსაზრისით,
“Device”-ის მნიშვნელობით მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას ორივე ტერმინი, როგორც
მოწყობილობა, ასევე, მექანიზმი.
კიბერდანაშაულთან დაკავშირებული ქართული კანონმდებლობის ხარვეზად უნდა
მივიჩნიოთ ასევე ის ფაქტი, რომ კანონმდებლობა ერთმანეთისაგან არ განასხვავებს, იმ
კომპიუტერულ სისტემებს, რომელთა ხელყოფაც მოხდა. სსკ-ის 284-286 მუხლები
დამამძიმებელი გარემოების სახით იცნობს იმ შემთხვევებს, როდესაც პირის ქმედებამ
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, თუმცა დასახელებული ზიანის განსაზღვრისას კოდექსის
თანახმად მხედველობაში მიიღება ზიანის ფულადი გამოსახულება და არა იმ
კომპიუტერული სისტემის მნიშვნელობა, რომლის ხელყოფაც განხორციელდა. შესაბამისად,
მნიშვნელოვანია, ცალკე დამამძიმებელ ქმედებად იქნას გათვალისწინებული, პირის მიერ
კიბერდანაშაულის ჩადენა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ.
2
Council of Europe, Convention on Cybercrime, 2001, Article 6, http://www.coe.int/en/web/conventions/fulllist/-/conventions/rms/0900001680081561 ბოლოს ნანახია - 09.10.20
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
განხილული პრობლემები გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით
დადგენილი ნორმების ფორმულირებიდან. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პრობლემების
აღმოფხვრის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მატერიალური
კანონმდებლობის „კიბერდანაშაულის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2001 წლის 23 ნოემბრის
კონვენციასთან დაახლოება. დასახელებული, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს
მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულყოფილ განხორციელებას, ხოლო,
მეორე მხრივ, აღმოფხვრის ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ
პრობლემებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ცვლილება ხორციელდება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 284-ე, 285-ე და 286-ე მუხლებში. ამასთან, კონვენციასთან სრული
შესაბამისობისა და პრაქტიკული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, კოდექსს ემატება ორი
ახალი დანაშაული.
სსკ-ის 284-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად დასახელებულ მუხლს
ემატება ახალი დამამძიმებელი გარემოება, რომლის თანახმადაც დაისჯება კომპიუტერულ
სისტემაში უნებართვო შეღწევა, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის
სუბიექტის მიმართ. ამავე მუხლში ხორციელდება ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება
და მიეთითება, რომ კომპიუტერული სისტემა არის, როგორც ნებისმიერი მექანიზმი, ისე
მოწყობილობა ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მოწყობილობათა/მექანიზმთა ჯგუფი,
რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის,
პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე
მობილური ტელეფონი).
სსკ-ის 284-ე მუხლის შენიშვნაში ახლებურად ყალიბდება და ფართოვდება არაერთგზისობა.
კერძოდ,
კიბერდანაშაულის
თავით
გათვალისწინებული
დანაშაული
არაერთგზის
ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე
დანაშაულის ჩადენა. ამასთან, აღნიშნული არ ვრცელდება 2861 მუხლით გათვალისწინებულ
დანაშაულზე, რადგან მას არაერთგზისობის ავტონომიური განმარტება აქვს.
პროექტის თანახმად, სსკ-ის 285-ე მუხლის ქმედების შემადგენლობას ემატება „შეძენა“.
ამასთანავე სწორდება ტერმინოლოგიური ხარვეზი, რომელიც ართულებდა ქმედების
დასახელებული მუხლით კვალიფიკაციას. ცვლილებების შემდეგ სსკ-ის 285-ე მუხლის
პირველი ნაწილით დაისჯება ქმედება, რომელიც გულისხმობს კომპიუტერული პროგრამის
ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე, კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო
პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადებას, შეძენას,
შენახვას, გაყიდვას, გავრცელებას ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას ამ
თავით ან ამ კოდექსის 158-ე ან 159-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის
ჩადენის მიზნით. ასევე, მსგავსად სსკ-ის 284-ე მუხლის წარმოდგენილი პროექტისა, 285-ე
მუხლს
დამამძიმებელ
ინფორმაციული
გარემოებად
სისტემის
ემატება
სუბიექტის
ქმედების
მიმართ.
განხორციელება
ანალოგიური
ხასიათის
კრიტიკული
ცვლილება
ხორციელდება სსკ-ის 286-ე მუხლშიც.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსის XXXV
თავს ემატება ორი ახალი მუხლი: კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული
სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით და ყალბი ოფიციალური
კომპიუტერული მონაცემის შექმნა. დასახელებული მუხლები უზრუნველყოფენ შიდა
კანონმდებლობაში კონვენციით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულების სრულყოფილად
ასახვას, როგორიცაა, კომპიუტერთან დაკავშირებული თაღლითობა და კომპიუტერთან
დაკავშირებული გაყალბება.
კომპიუტერული
მონაცემის
ან/და
კომპიუტერული
სისტემის
ხელყოფა
ფინანსური
სარგებლის მიღების მიზნით წარმოადგენს სსკ-ის 2861 მუხლს და იგი დასჯად ქმედებად
აცხადებს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, ან/და კომპიუტერული მონაცემის
უნებართვო ჩასმას, შეცვლას, წაშლას, დაფარვას ან/და კომპიუტერული სისტემის
ფუნქციონირებაში ნებისმიერი სახის უკანონო ჩარევას თავისთვის ან სხვისთვის ქონებრივი
უფლების მოპოვების ან ნებისმიერი სახის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, რამაც
გამოიწვია სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მიყენებას. მუხლის შენიშვნა აკონკრეტებს
მნიშვნელოვანი ზიანის ცნებას, და განსხვავებით სსკ-ის XXXV თავით გათვალისწინებული
სხვა დანაშაულებისაგან, დასახელებული მუხლის მიზნებისათვის მნიშვნელოვან ზიანად
ითვლება 150 ლარის ზევით მიყენებული ზიანი, ხოლო დიდ ოდენობად - 10 000 ლარის
ზევით მიყენებული ზიანი. დასახელებული დათქმა იმეორებს საკუთრების წინააღმდეგ
მიმართულ დანაშაულებთან გათვალისწინებულ წესს და უზრუნველყოფს, რომ კანონმა
მატერიალურ და არამატერიალურ ფულთან მიმართებით არ დაადგინოს განსხვავებული
მიდგომა, რადგან პირისათვის ქმედებით მიყენებული ზიანი თავისი არსით თანაბარია. 2861
მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის
ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ თავით და 177-ე–186-ე, 224-ე, 231-ე, 237-ე და
264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნა წარმოადგენს სსკ-ის 2862 მუხლს და
გულისხმობს კომპიუტერული მონაცემების უნებართვო ჩასმით, შეცვლით, წაშლით, ან
დაფარვით
ყალბი
ოფიციალური
კომპიუტერული
მონაცემების
მიღებას,
მის
ნამდვილ/უტყუარ მონაცემად გასაღების ან/და გამოყენების მიზნით, ან/და მის გასაღებას ან
გამოყენებას. მუხლი ითვალისწინებს შენიშვნას, რომლის თანახმადაც, ამ მუხლის
მიზნებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, არსებობს თუ არა ყალბი კომპიუტერული მონაცემის
პირდაპირ წაკითხვის ან/და აღქმის შესაძლებლობა. ამასთან, ეს მუხლი არ ვრცელდება
პირზე, თუ აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის
მოპოვებამდე.
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
დანაშაულის
ჩადენისათვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქე
ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან
შემოვიდა, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“
გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე
ემუქრებოდა და რომელიც იმავე კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, იმ პირობით, რომ ის
დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში და წარადგენს
სათანადო განმარტებას ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მიზეზთან
დაკავშირებით, და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. დასახელებული
შენიშვნა იმეორებს სსკ-ის 362-ე ყალბი (დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის
დამზადება, გასაღება ან გამოყენება) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, ყალბი
დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, გასაღების ან გამოყენებისათვის
გათვალისწინებულ შენიშვნას და უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი
აღნიშნული გამონაკლისები ერთნაირად გავრცელდეს პირის მიერ, როგორც მატერიალურად,
ისე კომპიუტერის დახმარებით ჩადენილი სიყალბისათვის. აღსანიშნავია, რომ 2862 მუხლით
გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის
უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. წარმოდგენილი ცვლილებით
გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
დაფინანსების
წყაროა
სახელმწიფო
ბიუჯეტი.
ამ
კანონით
გათვალისწინებული დანაშაულის გამოვლენა და მათზე რეაგირება შესაბამისი
კომპეტენტური ორგანოების მიერ განხორციელდება, არსებული ადამიანური და
ადმინისტრაციული
რესურსის
ასიგნებების ფარგლებში.
გამოყენებით,
მათთვის
გამოყოფილი
საბიუჯეტო
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კერძოდ, ცვლილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ორი
ახალი
მუხლი
სსკ-ის
2861
და
2862
მუხლების
სახით.
სსკ-ის
285-ე
მუხლში
განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ერთი მხრივ, აღმოიფხვრება დასახელებული
მუხლის კვალიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც გაზრდის მუხლის
გამოყენების სიხშირეს, ხოლო მეორე მხრივ ემატება ქმედების ახალი შემადგენლობა „შეძენა“.
ამასთან, სსკ-ის 284-286 მუხლებს დაემატათ ახალი დამამძიმებელი გარემოება, ქმედების
ჩადენა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ. დასახელებული
მუხლები სასჯელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს ჯარიმას. ამასთან, ჯარიმის ოდენობას
სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური
მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და
სხვა გარემოებით. შესაბამისად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა დამოკიდებული
იქნება დანაშაულის რაოდენობასა და თითოეულ შემთხვევაში მსჯავრდებულისთვის
სასამართლოს მიერ დადგენილი ჯარიმის ოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
ცვლილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ორი ახალი
მუხლი სსკ-ის 2861 და 2862 მუხლების სახით. სსკ-ის 285-ე მუხლში განხორციელებული
ცვლილებების თანახმად, ერთი მხრივ, აღმოიფხვრება დასახელებული მუხლის
კვალიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც გაზრდის მუხლის გამოყენების
სიხშირეს, ხოლო, მეორე მხრივ, ემატება ქმედების ახალი შემადგენლობა „შეძენა“. ამასთან,
სსკ-ის 284-ე-286-ე მუხლებს დაემატათ ახალი დამამძიმებელი გარემოება, ქმედების ჩადენა
კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ. დასახელებული მუხლები
სასჯელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გავლენას მოახდენს
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც ერთ თავისუფლებააღკვეთილ
პირზე საშუალოდ წელიწადში იხარჯება 12045 ლარი. სასჯელის ერთ-ერთი სახე ასევე არის
შინაპატიმრობა, აღსანიშნავია, რომ ერთი ერთეული შინაპატიმრობის მოწყობილობის
ღირებულებაა 1750 აშშ დოლარი. აღნიშნულ ხარჯებს იუსტიციის სამინისტრო გაიღებს
მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ასევე, აღნიშნული დანაშაულის გამოვლენა
და საქმის განხილვა განხორციელდება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ
(საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს
საერთო სასამართლოები) არსებული ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსის
გამოყენებით მათთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ითვალისწინებს სასჯელის სახედ ჯარიმის დაწესებას. ამასთან, ჯარიმის
ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის
მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით,
შემოსავლით და სხვა გარემოებით. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსს ემატება
2861 მუხლი, რომლის პირველი ნაწილიც სასჯელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს
შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე. აღსანიშნავია, რომ შინაპატიმრობის
ელექტრონული
ზედამხედველობის
საშუალებით
აღსრულების
შემთხვევაში,
დასახელებულისათვის დაწესებულია საფასური, რომელიც წარმოადგენს შინაპატიმრობის
ვადის განმავლობაში, ყოველთვიურ, სავალდებულო გადასახდელს. აღნიშნული საფასურის
ოდენობა შეადგენს თვეში 100 ლარს, რომელსაც მსჯავრდებული იხდის საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ანგარიშზე შეტანით. ამასთან, მსჯავრდებული
უზრუნველყოფს აპარატურის სრული ღირებულების ოდენობით ფულადი თანხის - 5000
ლარის განთავსება სააგენტოს სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე აპარატურის
დამაგრებიდან 7 დღის განმავლობაში. შესაბამისად დასახელებული ფინანსური შედეგი
დამოკიდებულია იმაზე, გამოყენებულ იქნება თუ არა პირის მიმართ შინაპატიმრობა
ელექტრონული ზედამხედველობის გზით და რა ვადით. ამასთან, 2862 მუხლი
ითვალისწინებს პასუხისმგებლობას იურიდული პირებისათვის და განსაზღვრავს, რომ ამ
მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით,
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. შესაბამისად,
დასახელებულმა
შესაძლოა
ზეგავლენა
მოახდინოს
იურიდიული
პირის
ფინანსურ
მდგომარეობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს სასჯელის სახედ ჯარიმის დაწესებას სისხლის სამართლის
კოდექსის 2862 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის. ამასთან,
სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის შემადგენლობას ემატება კომპიუტერული
პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის
საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო შეძენა, რის
შედეგადაც დასახელებული ქმედებისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ ასევე განისაზღვრება
ჯარიმა. ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და
მსჯავრდებულის
მატერიალური
მდგომარეობის
გათვალისწინებით,
რომელიც
განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიზანია „კიბერდანაშაულის შესახებ“
ევროპის საბჭოს 2001 წლის 23 ნოემბრის კონვენციასთან დაახლოება.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.