საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-1603/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2021-03-30
შენიშვნები ცნობად იქნა მიღებული 30/03/2021

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-1603/21 09-02-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 19 გვერდი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაწეული საქმიანობის 2020 წლის ანგარიში შესავალი საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარება, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაძლიერება, საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში საქართველოს აქტიური ჩართულობა, ქმედითი და დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკის განხორციელება, ტრანსნაციონალურ პროექტებში ქვეყნის ჩართულობა, ეკონომიკური დიპლომატია, დიასპორებთან ურთიერთობა და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა, - ჩვენი სახელმწიფოს ძირითად საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრა პარლამენტს ეკისრება. შესაბამისად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი თავისი პროფილიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 25 დეკემბერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინიცირებით, მიღებულ იქნა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია, რომელშიც ახალი მოწვევის პარლამენტმა განახორციელა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრა მომდევნო 4 წლისთვის. 2016 წელს მიღებული რეზოლუციისგან განსხვავებით, მასში აისახა ახალი მიმართულებები და დეტალურად გაიწერა თითოეული პრიორიტეტი. ამის გარდა, რეზოლუციაში საუბარია საქართველოს ხელისუფლების მისწრაფებაზე, რომ 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე და ნატოს წევრობისთვის სტრატეგიულ მზაობაზე. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების მიმართულებით და საპარლამენტო კავშირების გაძლიერებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების მიღწევის მიზნით აქტიურად იყენებდა საპარლამენტო დიპლომატიას. საკანონმდებლო საქმიანობის გარდა, კომიტეტის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა შეხვედრებში, თუმცა პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეს შეხვედრები ძირითადად ონლაინ პლატფორმებით ტარდებოდა. კანონშემოქმედებითი საქმიანობა კანონპროექტები 1. საქართველოს კანონების პროექტებზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/376; 25.07.2019). ზემოხსენებული საკანონმდებლო პაკეტით მოხდა საქართველოს კანონმდებლიბის ჰარმონიზაცია ჰააგის ბავშვთა უფლებების კონვენციასთან. შედეგად, დაიხვეწა ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავებისა და ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად და მოხდა საქართველოს კანონმდებლობაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და ჰააგის კონვენციის მიზნებისა და პრინციპების, მათ შორის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინების პრინციპის სრული იმპლემენტაცია. კანონპროექტი ეხმიანებოდა ასოცირების დღის წესრიგის 2.4 პუნქტს (მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება), რომლის „სამართლებრივი თანამშრომლობის“ ნაწილიც ითვალისწინებს სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში სამართლებრივი თანამშრომლობის გაძლიერებას სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის მრავალმხრივ კონვენციებთან მიერთებისა და მათი განხორციელების გზით. თანმდევი კანონპროექტების მიღება 2. კანონპროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/432; 11.12.2019) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შედეგად კანონიდან ამოღებული იქნა „კომერციული ატაშეს“ თანამდებობა და ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება დაეკისრა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დიპლომატიურ თანამდებობის პირს - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს. 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტის (07-2/484; 09.06.2020) განხილვა; 4. „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის” (07-2/525; 01.10.2020) განხილვა; დადგენილებები, რეზოლუციები 1. „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20 დეკემბრის №5697-რს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/429/9 08.01.2020). აღნიშნული ცვლილებებით, საქართველოს პარლამენტში არსებული ირლანდიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელად განისაზღვრა დავით სონღულაშვილი 2. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის №236-რს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/481/9 21.02.2020). აღნიშნული დადგენილებით, ცვლილებები შევიდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის და დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობებში. 3. „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ“ დადგენილების პროექტი (07-3/6/10 16.12.2020). დადგენილების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტში შეიქმნა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები 12 ასამბლეებში. 4. საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი - „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ (07-3/1; 16.12.2020) - აღნიშნული რეზოლუციით ახალი მოწვევის პარლამენტმა განახორციელა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრა მომდევნო 4 წლისთვის. 2016 წლის რეზოლუციისგან განსხვავებით, მასში აისახა ახალი მიმართულებები და დეტალურად გაიწერა თითოეული პრიორიტეტი. 5. „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების პროექტი (07-3/8/10 23.12.2020). დადგენილების საფუძველზე, განისაზვღა 12 საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობები. საერთაშორისო ხელშეკრულებები 1. სასესხო შეთანხმება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა)“ (07-2/437; 14.01.2020) წარმოდგენილი სასესხო შეთანხმება ითვალისწინებს ბანკის მიერ საქართველოსთვის 13,6 მლნ. ევროს გამოყოფას, რომელიც მოხმარდება პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელებას. 2. შეთანხმება „2018 წლის 5 იანვრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ N1 ცვლილების“ (07-2/438; 23.01.2020). შეთანხმება ითვალისწინებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოსადმი 28 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას. აღნიშნული ფინანსური რესურსი მოხმარდება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტს. 3. შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის“ (07-2/439; 23.01.2020). შეთანხმების მიხედვით თურქეთის მთავრობა საქართველოს სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში გამოუყოფს 100 მლნ. თურქული ლირის ექვივალენტს აშშ. დოლარებში. აღნიშნული თანხით მოხდება თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისგან საქონლისა და მომსახურების შესყიდვა სამხედრო მიზნებისთვის და ასევე, განხორციელდება მარნეულის აეროპორტის პროექტის მოდერნიზაცია. 4. შეთანხმება „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ №2 ცვლილების წერილზე (07-2/446; 14.02.2020). შეთანხმების მიხედვით ბანკი საქართველოს გამოუყოფს დაახლოებით 108,2 მლნ. ევროს სესხის სახით „ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის“ დასაფინანსებლად, რომელიც მოიცავს 14,3 კმ-იანი ახალი ორზოლიანი შემოვლითი გზის მშენებლობას. 5. შეთანხმება „2011 წლის 1 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)“ N6 ცვლილების წერილზე; (07-2/454; 27.02.2020). წარმოდგენილი ცვლილება №6 ითვალისწინებს პროექტის ფარგლებში წარმოშობილი დანაზოგით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გამართული ფუნქციონირებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შეძენას და სისტემაზე პასუხისმგებელი ინდივიდუალური კონსულტანტის დაქირავებას. 6. ხელშეკრულება „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „იაპონიის საზღვარგარეთთან თანამშრომლობის მოხალისეთა პროგრამის“ ფარგლებში საქართველოში მოხალისეების გაგზავნის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე (07-2/435; 13.01.2020); წარმოდგენილი შეთანხმების მიზანია საქართველოს ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების ხელშეწყობა, რომელიც განხორციელდება იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის (JICA) - ს მიერ. იაპონური მხარე თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში მივლინებით გამოაგზავნის JICA-ს მოხალისეებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. 7. ხელშეკრულება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (COVID -19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი)“ (07-2/471; 07.05.2020); შეთანხმების მიხედვით ბანკი საქართველოს გამოუყოფს 73,1 მლნ. ევროს ოდენობის სესხს „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ განხორციელების მიზნით. 8. საკრედიტო შეთანხმება „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა)“ (07-2/477 28.05.20). წარმოდგენილ საკრედიტო შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსთვის 120 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას. აღნიშნული სესხი წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს. 9. საკრედიტო შეთანხმება „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის (სოციალური კეთილდღეობის პროგრამა)“ (07-2/476 28.05.20). შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსადმი 70 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 20 წლის ვადით. აღნიშნული სესხი წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს. 10. სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის (COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი საქართველო)“ (07-2/475/9 28/05/20) შეთანხმების მიხედვით ბანკი საქართველოს გამოუყოფს 91,3 მლნ. ევროს ოდენობის სესხს „COVID-19ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ განხორციელების მიზნით. 11. სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (თბილისის მეტროს პროექტი)“ (07-2/478/9 29/05/20) შეთანხმება ითვალისწინებს ბანკის მიერ საქართველოსთვის 75 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 15 წლის ვადით. აღნიშნული თანხა მოხმარდება თბილისის მეტროსთვის ახალი თანამედროვე ტიპის ვაგონების შეძენას და ამ ვაგონების მომსახურებისთვის საჭირო დეპოს მშენებლობას. 12. სასესხო შეთანხმება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამა)“;(07-2/483 05.06.20) შეთანხმების მიხედვით ბანკი საქართველოს გამოუყოფს 92,3 მლნ. ევროს ოდენობის სესხს. პროგრამის მიზანია COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პოლიტიკის საშუალებით მოხდეს ეკონომიკური ხარჯების შემსუბუქება და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება. 13. სასესხო შეთანხმება „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი (PBL) III)“; (07-2/482 03.06.20). ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოსთვის სესხის სახით გამოყოფს 90 მლნ. ევროს 15 წლის ვადით. აღნიშნული თანხა წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს, რომელიც პირდაპირ მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. 14. შეთანხმება „საქართველოს (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმების“ №1 ცვლილების (07-2/499 14.07.20). 2020 წლის 7 ივლისს ხელი მოეწერა წარმოდგენილი საგრანტო შეთანხმების ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს გრანტის დახურვის არსებული ვადის 2022 წლის 31 აგვისტომდე გადაწევას. პროექტის ღირებულებაა დაახლოებით 4,7 მლნ. ევრო. 15. სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (განვითრების პოლიტიკის ღონისძიება ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობისთვის: დამატებითი სესხი COVID-19-ზე რეაგირებისთვის)“ (07-2/498 13.07.20) შეთანხმების მიხედვით მსოფლიო ბანკი საქართველოს დამატებით გამოუყოფს 45 მლნ. ევროს ოდენობის სესხს. იგი განკუთვნილია იმ გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად, რომელიც გამოწვეულია არსებული პანდემიით. 16. შეთანხმება „საქართველოს და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება)“ №1 ცვლილების (07-2/500 14.07.20) 2020 წლის 7 ივლისს ხელი მოეწერა წარმოდგენილი სასესხო შეთანხმების ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს სესხის ვადის 2022 წლის 31 აგვისტომდე გადაწევას. პროექტის ღირებულებაა დაახლოებით 4,7 მლნ. ევრო. 17. სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“(07-2/503 16.07.20). წარმოდგენილი შეთანხმება ითვალისწინებს ბანკის მიერ საქართველოსთვის 5 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 10 წლის ვადით. პროექტის მიზანია ბაკურიანისთვის საჭირო სპეცტექნიკისა და თანამედროვე დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსების შესყიდვა. 18. ოქმი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი“ (2016) (07-2/505; 24.07.2020); შეთანხმების თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან ხდება საქართველოსთვის 500 000 თურქული ლირის ექვივალენტი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობით დახმარების გაწევა. აღნიშნული თანხით სამხედრო აღჭურვილობით დახმარება მიემართება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის პროექტების განსახორციელებლად. 19. ოქმი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი“ (2017) (07-2/506; 24.07.2020); შეთანხმების თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან ხდება საქართველოსთვის 1მლნ. თურქული ლირის ექვივალენტი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობით დახმარების გაწევა. აღნიშნული თანხით სამხედრო აღჭურვილობით დახმარება მიემართება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის პროექტების განსახორციელებლად. შეთანხმებით გათვალისწინებულია დახმარების გაწევის კონკრეტული პირობები და მექანიზმი, შეთანხმების შესრულებაზე უფლებამისლი ორგანოები საქართველოსა და თურქეთის მხრიდან, აგრეთე შეთანხმების ძალაში შესვლისა და მოქმედების შეწყვეტის პირობები. 20. შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2019)“ (07-2/507; 07.08.2020); შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის 30 ივლისს. იგი ითვალისწინებს გერმანიის მიერ სქართველოსთვის 170 მლნ. ევროს ოდენობის სესხის და 28,5 მლნ. ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფას სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად, რომლებისთვისაც ცალკე გაფორმდება სასესხო ხელშეკრულებები. 21. წერილი-შეთანხმება „2014 წლის 13 მაისის „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური პროტოკოლის“ ცვლილების“ (07-2/508; 14.08.2020); წარმოდგენილი ცვლილების წერილი-შეთანხმება ითვალისწინებს ფრანგ მომწოდებლებსა და ქართველ მყიდველს შორის ხელმოწერილი კონტრაქტების რეგისტრაციის ვადის და საფრანგეთის ხაზინის მიერ გამოყოფილი სესხის ფარგლებში თანხების გამოთხოვის ვადის 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევას. 22. წერილ-შეთანხმება „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი (PBL) „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გასაძლიერებლად“)“ (07-2/509; 17.08.2020); რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა საქართველოსთვის ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად მოამზადა ახალი პროგრამა „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება“, რომლის ფარგლებშიც მოხდება 180 მლნ. ევროს გამოყოფა. 23. სასესხო შეთანხმება „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის (კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის (ტრანშები „ა“ და „ბ“)“ (07-2/510; 17.08.2020); შეთანხმება ითვალისწინებს 130 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 15 წლის ვადით. პროექტი ითვალისწინებს ბაღდადში, ვანში, სამტრედიასა და ყაზბეგში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობას და რეაბილიტაციას. 24. სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის (ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის პროგრამა: COVID-19-ის კრიზისის შემსუბუქება)“ (07-2/511; 17.08.2020); შეთანხმების მიხედვით ბანკი საქართველოს გამოუყოფს 45 მლნ. ევროს ოდენობის სესხს. აღნიშნული დაფინანსება პირდაპირ მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. 25. სასესხო შეთანხმება „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის (ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა) შეწყვეტის შესახებ წერილ-შეთანხმება“ (072/512; 17.08.2020); აღნიშნული შეთანხმებით მოხდება თანხების გამოთავისუფლება KFW-სთან გაფორმებული ორი ხელშეკრულების გაუქმებით და თანხა მოხმარდება ახალ პროგრამას „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება“. გამოყოფილი თანხა კი პირდაპირ მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. 26. საკრედიტო შეთანხმება „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის (ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მომსახურების გაუმჯობესება)“ (07-2/513; 19.08.2020); წარმოდგენილი შეთანხმება ითვალისწინებს 58 მლნ. ევროს გამოყოფას ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციისთვის. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება 8,6 მლნ. ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფა. 27. სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი)“ (07-2/514; 24.08.2020); წარმოდგენილ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის 28 ივლისს. იგი ითვალისწინებს ბანკის მიერ საქართველოსთვის 90 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას. 29. სასესხო შეთანხმება საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (პროექტი Log-In Georgia)“; (07-2/518;08.09.2020) პროექტის ფარგლებში ბანკი საქართველოს გამოუყოფს 35,7 მლნ. ევროს სესხის სახით. აღნიშნული სესხი მოხმარდება ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების განვითარების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად ციფრული ინფრასტრუქტურის გარემოს განვითარებას. 30. სასესხო შეთანხმება „2019 წლის 18 ივნისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი - საქართველო 12Q)“ პირველი ცვლილება“; (07-2/523; 25.09.2020) სასესხო შეთანხმებაში შესატანი ცვლილებები განაპირობა სამინისტროს ბიუჯეტის შემცირებამ. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მოხდა სხვადასხვა სამინისტროების ასიგნებების შემცირება პანდემიით გამოწვეული ხარჯების დასაფარად. იმისათვის რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებას ხელი არ შეშლოდა მსოფლიო ბანკი თანახმაა პროექტის სრულად დაფინანსებაზე. 31. სასესხო შეთანხმება „საქართველოს (როგორც სესხის მიმღებს) და ევროკავშირს (როგორც სესხის გამცემს) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი (მაკროფინანსური დახმარება საქართველოსათვის 150 მილიონ ევრომდე)“ და „საქართველოს (როგორც სესხის მიმღებს) და საქართველოს ეროვნულ ბანკს (როგორც სესხის მიმღების ფინანსურ აგენტს) და ევროკავშირს (როგორც სესხის გამცემს) შორის (მაკროფინანსური დახმარება საქართველოსათვის)“; (07-2/524; 25.09.2020) მემორანდუმის მიხედვით ევროკავშირი საქართველოს გამოუყოფს 150 მლნ. ევროს ოდენობის სესხს, რომელიც ჩაირიცხება ორ ტრანშად. აღნიშნული სესხი წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს და პირდაპირ მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. 32. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამა)“; (07-2/538 09.11.20). ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში მოხდება აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოსადმი 170,8 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა. სესხი წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს და პირდაპირ მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. 33. 2013 წლის 20 აგვისტოს „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II)“ N2 ცვლილების წერილშეთანხმება“; (07-2/539 09.11.20). წარმოდგენილი ფინანსური ხელშეკრულების ცვლილება ითვალისწინებს სესხის ჩამორიცხვის ბილო ვადის 2018 წლის 20 აგვისტოდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევას. 34. სასესხო შეთანხმება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის (COVID-19 პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოება)“; (07-2/537 04.11.20) შეთანხმება ითვალისწინებს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ საქართველოსთვის 15 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას. პროექტის ფარგლებში მოხდება სოციალური დახმარებების ანაზღაურება გარკვეული პირებისთვის. პროექტისთვის ასევე გათვალისწინებულია 5,8 მლნ. ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფაც. 35. სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ჩვეულებრივი ოპერაციები) (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროექტი)“; (07-2/535 30.10.20). შეთანხმება ითვალისწინებს 17, 7 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 23 წლით. პროექტის მიზანია ქ. თელავში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საქმიანობის გაძლიერების ხელშეწყობა. 37. წერილ-შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - A)“ და „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - B)“ ფინანსურ ხელშეკრულებებში N3 ცვლილების შეტანის შესახებ“ ; (07-2/526 02.10.2020). ცვლილება #3 ითვალისწინებს სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის 2023 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადის 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევას. ცვლილებების შეტანა განპირობებულია პროექტის განხორციელების პროცესში ერთ-ერთ მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებით და ახალი საკვალიფიკაციო შერჩევის დაწყებით. 38. შეთანხმება „2019 წლის 29 ნოემბრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა)“ №1 ცვლილება“;(07-2/528 08.10.20) შეთანხმების მიხედვით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს სესხის სახით გამოუყოფს 17 მლნ. ევროს, რომელიც მოხმარდება საქართველოს ექვსი დიდი ქალაქისთვის დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსების შეძენას. 39. საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის დაფინანსების შეთანხმება (მერძევეობის დარგის მოდერნიზაცია და ბაზარზე წვდომა: ადაპტაციის კომპონენტი (DiMMAdapt)“; (07-2/541 13.11.20) სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდმა (IFAD) „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის“ პროექტისთვის მოიზიდა ადაპტაციის ფონდის გრანტი 4,3 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული გრანტი გადაეცემა ფერმერებს. 40. სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ (07-2/479 29.05.20). შეთანხმება ითვალისწინებს ბანკის მიერ საქართველოსთვის 37,1 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას. პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესება და, ასევე, ინსტიტუციონალური განვითარება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. 41. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სპეციალური ძალების სწავლება „კავკასიის არწივის“ შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი (07-2/440/9 31.01.20). მემორანდუმის მიზანია რეგიონში სპეციალური ძალების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის ხელშეწყობა, ყოველწლიურად გასამართი ქართული, აზერბაიჯანული და თურქული სპეციალური ძალების მრავალეროვნული სწავლების „კავაკასიის არწივის“ ჩატარება და მასპინძელი ქვეყნის მიერ წარმგზავნი ქვეყნის ძალებისთვის დახმარების გაწევის პრინციპებისა და პირობების განსაზღვრა. საერთაშორისო ვიზიტები და ღონისძიებები 1. 2020 წლის 19-25 იანვარი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას და ვიცე სპიკერის, კახაბერ კუჭავას ვიზიტი გაიმართა ბელგიის სამეფოში, ქალაქ ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობისა და ევროპარლამენტარებთან, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და კვლევით ორგანიზაციებთან შეხვედრების გამართვის მიზნით.ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, ჰაიდი ჰაუტალასთან ასევე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მწვანეთა ფრაქციის საგარეო პოლიტიკურ საკითხთა კოორდინატორთან, რაინჰარდ ბიუტიკოფერთან და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჟან კრისტოფ ბელიარდთან; ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეებთან, მარკეტა გრეგორევასთან და კრისტიან ტერეშთან, აგრეთვე, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან: ანდრეა ბოცსკორთან, ურმას პაეტთან, პეტრას აუსტრევიჩიუსთან და მიხაილ გალერთან. შეხვედრების ძირითადი თემები იყო ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმები; ევროინტეგრაციის მიმართულებით, ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი; საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარება, ჰუმანიტარული კრიზისი და უკანონო ბორდერიზაცია. 2. 2020 წლის 26-31 იანვარი. ირაკლი ბერაია ვიზიტით იმყოფებოდა ქ. სტრასბურგში, საფრანგეთში, სადაც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, სადაც რუსეთის ფედერაციის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენის საკითხი განიხილებოდა, ირაკლი ბერაია სიტყვით გამოვიდა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და მის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებებზე ისაუბრა. 3. 2020 წლის 11-14 თებერვალი. ირაკლი ბერაია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქ. სტრასბურგში, საფრანგეთში. საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომაში. კომიტეტმა განიხილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პროგრესი და გამოწვევები, ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელება და მისი ზეგავლენა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე; ოკუპირებული რეგიონების და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევა. პარალელურად, სხდომის გახსნამდე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა, სადაც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. 4. 2020 წლის 19-22 თებერვალი. ირაკლი ბერაია ვიზიტით იმყოფებოდა ქ. ვენაში, ავსტრიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის მეცხრამეტე შეხვედრაში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მიმდინარეობდა განხილვა პოლიტიკურ და უსაფრთხოების თემებზე. საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, ორი დღის განმავლობაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი და გენერალური კომიტეტის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა. ასამბლეის ფარგლებში ქართველმა პარლამენტარებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს და მადლობა გადაუხადეს უცხოელ კოლეგებს მხარდაჭერისათვის. დელეგაცია ეუთო/ოდირის დირექტორს, ინგებორგ გისლედოტირს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ამ კუთხით საკანონმდებლო ორგანოს როლსა და ჩართულობაზე ისაუბრეს. 5. 2020 წლის 9-12 მარტი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ვიზიტი ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართა კონგრესის წარმომადგენლებთან: კონგრესმენებთან ტედ იოჰოსთან, ენდი ჰერისთან და მარიო დიაზ-ბალარტსთან. შეხვედრების მთავარი თემები იყო საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ასპექტები და თანამშრომლობის გაღრმავება; საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები, ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ საქართველოზე განხორციელებული კიბერთავდასხმა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ამბიციურ დემოკრატიულ დღის წესრიგს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები პარტიორი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 1. 2020 წლის 4 მაისი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ თავის კოლეგასთან, თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ვოლქან ბოზქირთან, ვიდეოკონფერენცია გამართა. მხარეებმა, დაგეგმილი საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოთა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების სამმხრივი შეხვედრის შესახებ ისაუბრეს. 2. 2020 წლის 12 მაისი. გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების მორიგი სამმხრივი შეხვედრა ონლაინ ფორმატში. 2020 წელს მისი ჩატარება თბილისში იყო დაგეგმილი, რაც კოვიდ 19-ით გამოწვეული ვითარების გამო ვერ მოხერხდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ვოლქან ბოზქირი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საგარეო და საპარლამენტთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე სამად სეიდოვი. კომიტეტის თავმჯდომარეებმა რეგიონში არსებული ვითარება, სამმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. ასევე, განიხილეს სამ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის განსაკუთრებული როლი პოსტკრიზისულ პერიოდში. 3. 2020 წლის 13 მაისი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ონლაინ შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრთან, საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯონათან ჯანოგლისთან. მხარეებმა, საქართველოსა და ბრიტანეთში კოვიდ-19-ით შექმნილი ვითარება, საპასუხოდ გატარებული ზომები და შეზღუდვების მოხსნის ნაბიჯები მიმოიხილეს. ისაუბრეს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, საოკუპაციო ძალის უკანონო ქმედებებზე, უკანონო ჰიბრიდულ კამპანიაზე, რომელსაც რუსეთი ეწევა სახელმწიფოების წინააღმდეგ მათ შორის, დეზინფორმაციისა და კიბერშეტევების თვალსაზრისით. 4. 2020 წლის 21 მაისი. გაიმართა ირაკლი ბერაიას, საქართველოს პარლამენტის წევრების, კახაბერ კუჭავას, გიორგი კახიანის, გურამ მაჭარაშვილის, პარლამენტის აპარატის უფროსის გივი მიქანაძის და აშშ-ს კონგრესის და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ხელმძღვანელობას შორის ონლაინ დისკუსია თემაზე „პარლამენტის როლი კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირებაში“. აშშ-ს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ HDP-ს თავმჯდომარე დევიდ პრაისი, კონგრესმენები: ბარბარა ლი, ტომ რაისი, ჯეფ ფორტენბერი, ადრიან სმიტი, მარკვეინ მალინი და HDP-ს აღმასრულებელი დირექტორი დერეკ ლიუტეი. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის საკითხებზე მსჯელობას. მხარეებმა საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ონლაინ შეხვედრისას, კოვიდ-19-ით შექმნილი ვითარების საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. 5. 2020 წლის 21 მაისი. ირაკლი ბერაიას სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ის კონგრესმენთან, ბრაიან მასტთან. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებზე და ამ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის უკანონო ქმედებებზე. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და საქართველოს საკითხის აშშ-ის დღის წესრიგში უმაღლეს დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობა. 6. 2020 წლის 2 ივნისი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ამერიკელ კონგრესმენთან, მარიო დიაზ-ბალარტთან. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამერიკელ კოლეგას ესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის უკანონო ქმედებებზე, მათ შორის, უკანონო „ბორდერიზაციის" პროცესზე, უკანონო სამხედრო წვრთნებზე, მკურნალობის მიზნით გადაადგილების შეუძლებლობით ჩვენი მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტებზე, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე. 7. 2020 წლის 8 ივნისი. ირაკლი ბერაიას სატელეფონო საუბარი ჰქონდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ტომ ტუგენდჰატთან. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, მათი გაღრმავების პერსპექტივებზე და მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით პოსტკრიზისულ პერიოდში. საუბრისას, მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე. ასევე, ისაუბრეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. 8. 2020 წლის 10 ივნისი. ირაკლი ბერაიას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან პია დიაქსტრასთან. ირაკლი ბერაიამ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების, საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევების, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული კამპანიისა და რუსეთის სხვა უკანონო ქმედებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. მხარეებმა საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე, საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. 9. 2020 წლის 4 ივლისი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გამართა შეხვედრა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარესთან ტოივო კლაართან; ირაკლი ბერაია ევროკავშირის წარმომადგენელს ესაუბრა რუსეთის უკანონო ქმედებებზე, მათ შორის, პანდემიის პერიოდში განხორციელებულ პროვოკაციებზე, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ შეტევებზე, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის ევროკავშირის ძალისხმევის გაძლიერებაზე. 10. 2020 წლის 5 აგვისტო. ირაკლი ბერაია და ანრი ოხანაშვილი ეუთო/ოდირის საჭიროებების შეფასების მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ქართველმა პარლამენტარებმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და მისიის წარმომადგენლებისთვის საინტერესო სხვა საკითხზე. ანრი ოხანაშვილმა და ირაკლი ბერაიამ შეხვედრაზე 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელის საქართველოში ყოფნის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. 11. 2020 წლის 7 აგვისტო. ირაკლი ბერაიამ მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი“. კონფერენციაში მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი მანუელ სარაცინი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მათავარი მომლაპარაკებელი ლაშა დარსალია და საერთაშორისო ანალიტიკური და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები; განსახილველ საკითხს წარმოადგენდა რუსეთ-საქართველოს ომი და მისი ნეგატიური გავლენა ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის უზრუნველყოფისათვის ევროპის აღმოსავლეთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა და სხვა საკითხები. 12. 2020 წლის 21 სექტემბერი. ირაკლი ბერაიამ მონაწილეობა მიიღო უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მიღებულ იქნა ერთობლივი კომუნიკე. შეხვედრის განმავლობაში, მხარეებმა მიმოიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი, მიმდინარე პროცესებში ბრიტანეთის პარლამენტის როლის ჩათვლით. საუბარი შეეხო გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს, ბრიტანეთის როლს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ და ევროპულ უსაფრთხოებაში ქვეყნის ჩართულობას. ურთიერთობა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან 1. 2020 წლის 14 იანვარი. ირაკლი ბერაია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ქართულთურქული ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას; საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის მნიშვნელობას და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობას. ირაკლი ბერაია სტუმარს საქართველოს ევროპული და ევროანლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ნატოს მოკავშირეებთან მრავალმხრივ და ორმხრივ თანამშრომლობაზე ესაუბრა. 2. 2020 წლის 14 იანვარი. ირაკლი ბერაია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ მიკისკას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ჩეხეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები; ევროპული და ევროანლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებას. 3. 2020 წლის 17 იანვარი. ირაკლი ბერაია საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი განიხილეს მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებები. ირაკლი ბერაიამ ელჩს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ბოლო პერიოდში იქ მიმდინარე მოვლენები გააცნო. 4. 2020 წლის 17 იანვარი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა გაიმართა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჯასტინ მაკკენზი სმიტთან. ჯასტინ მაკკენზი სმიტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა პარლამენტის მხრიდან საქართველოს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების, მოკლე ვადაში რატიფიცირებისთვის. ირაკლი ბერაიამ ელჩს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება გააცნო. 5. 2020 წლის 3 თებერვალი. ირაკლი ბერაიამ შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან. განსახილველ საკითხებს განეკუთვნებოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რუსეთის აგრესიული და უკანონო ქმედებები. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღინიშნა რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, სხვადასხვა ინიციატივის გერმანელი დონორი ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობა. 6. 2020 წლის 7 თებერვალი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ისრაელის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ძირითადი მიმართულებები განიხილეს და მაღალი შეფასება მისცეს მათ. საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და ამ კუთხით დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებს. 7. 2020 წლის 7 თებერვალი. ირაკლი ბერაია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი საპარლამენტო კავშირები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე და მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. 8. 2020 წლის 7 თებერვალი. შეხვედრა გაიმართა საქართველოში ესპანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ხორხე ლუსინი სერანო დე აროსთან. განსახილველ საკითხებს განეკუთვნებოდა საქართველო-ესპანეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები; საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. 9. 2020 წლის 18 თებერვალი. ირაკლი ბერაია საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ასევე, ევროპული ინტეგრაციის სფეროში მიღწეული პროგრესი განიხილეს. ირაკლი ბერაიამ შვედ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 10. 2020 წლის 27 თებერვალი. ირაკლი ბერაიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დესისლავა ივანოვასთან. ირაკლი ბერაიამ ბულგარელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზე; განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთის უკანონო მოქმედებებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე. 11. 2020 წლის 28 აპრილი. ირაკლი ბერაიამ ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან - ჰუბერტ ქნირშთან და დიეგო კოლასთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებში პანდემიის შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე და მის საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოსთვის მილიარდობით ფინანსური დახმარების მობილიზებას, რაც შესაძლებელი გახდა საქართველოს ხელისუფლების აქტიური ძალისხმევის და ქვეყნის მეგობრების მხარდაჭერის შედეგად. ისაუბრეს რუსეთის უკანონო ქმედებებზე, მათ შორის, უკანონო შეზღუდვების გამკაცრებაზე, წვრთნებზე, ბორდერიზაციაზე, დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე. ელჩებთან საუბრისას, განიხილეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მასშტაბის მოვლენები, მათ შორის, ნატოს 2 აპრილის მინისტერიალი. 12. 2020 წლის 29 აპრილი. ირაკლი ბერაიამ ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ფატმა ჯერენ იაზგანთან. კომიტეტის თავმჯდომარე თურქ დიპლომატს საქართველოს ანტიკრიზისულ გეგმასა და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ნაბიჯებზე ესაუბრა. ელჩის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ კოვიდ-19-ის საპასუხოდ გატარებულ ზომებს. განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა, როგორც კრიზისულ ასევე პოსტ-კრიზისულ პერიოდში. 13. 2020 წლის 29 აპრილი. ირაკლი ბერაიამ ონლაინ შეხვედრა გამართა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან როსარია პუგლისთან. მხარეებმა განიხილეს პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარება, საქართველოს ხელისუფლების მიერ მის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები, ანტიკრიზისული გეგმა და დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის ნაბიჯები. როსარია პუგლისის თქმით, საქართველოს მიერ კოვიდ-19-ის საპასუხო ნაბიჯები შთამბეჭდავია და მაღალ შეფასებას იმსახურებს. საუბრისას ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთის უკანონო ქმედებებზე. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო NATO-საქართველოს შორის არსებული პარტნიორობა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. 14. 2020 წლის 30 აპრილი. ირაკლი ბერაიამ ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საბინე მახლთან. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და გაერო-ს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ასევე პანდემიით გამოწვეული ვითარება, საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ნაბიჯები. 15. 2020 წლის 30 აპრილი. ირაკლი ბერაიას ონლაინ შეხვედრა გაიმართა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ენრიკო ვალვოსთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იტალიაში არსებული ეპიდემიოლიგური ვითარება, საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები და სამომავლო ნაბიჯები; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების განხილვას. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარს, ნატოს 2020 წლის 2 აპრილის მინისტერიალზე მიღებულ გადაწყვეტილებას შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს მხარდაჭერის ახალი ზომების შესახებ. ყურადღება გავამახვილეთ საქართველოში ალიანსის სამხედრო ხომალდების ვიზიტზე, რომელთაგან ერთ-ერთი, საფლაგმანო ხომალდი იტალიის ფლოტს ეკუთვნის. 16. 2020 წლის 1 მაისი. ირაკლი ბერაიას ონლაინ შეხვედრა გაიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან. შეხვედრაზე ევროკავშირის ელჩმა მაღალი შეფასება მისცა კოვიდ 19 -ს საწინააღმდეგოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და რუსეთის უკანონო ქმედებებზე. 17. 2020 წლის 5 მაისი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დურსუნ ჰასანოვთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება; ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და ტურიზმის სფეროებში. განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების საკითხები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. 18. 2020 წლის 7 მაისი. ონლაინ შეხვედრა გაიმართა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჯასტინ მაკკენზი სმიტთან. მხარეებმა განიხილეს საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ურთიერთობები, მათ შორის, საპარლამენტო კავშირები და აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. საუბარი აგრეთვე შეეხო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. 19. 2020 წლის 7 მაისი. ირაკლი ბერაია საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსესს შეხვდა ონლაინ ფორმატში. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოევროსაბჭოს თანამშრომლობის მიმართულებებზე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშზე „კონფლიქტები საქართველოში“. ირაკლი ბერაიამ ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, რუსეთის უკანონო მოქმედებებს და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას. 20. 2020 წლის 8 მაისი. ირაკლი ბერაიამ ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დესისლავა ივანოვასთან. განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა საქართველოში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არსებული ვითარება, ხელისუფლების მიერ საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები და ანტიკრიზისული გეგმა, მათ შორის ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა; ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. 21. 2020 წლის 8 მაისი. ირაკლი ბერაია ვიდეოზარის ფორმაში საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰელენ სანდ ანდრესენს ესაუბრა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებული ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. განიხილეს საქართველოსა და ნორვეგიაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არსებული ვითარება და მის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები. 22. 2020 წლის 8 მაისი. ირაკლი ბერაიამ ონლაინ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კელი დეგნანთან. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე და მნიშვნელობაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის უკანონო ქმედებებზე და ჰიბრიდულ კამპანიაზე, მათ შორის დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე; აგრეთვე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე. 23. 2020 წლის 3 ივლისი. ირაკლი ბერაიამ საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ირაკლი ბერაიამ ევროპელ დიპლომატს საქართველოს მხარდაჭერისთვის და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 24. 2020 წლის 23 ივლისი. ირაკლი ბერაია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კოვიდ-19-ის კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ირაკლი ბერაიამ ელჩს გააცნო ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარების და რუსეთის მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯების შესახებ. კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში. საზედამხედველო საქმიანობა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ჩატარდა საკომიტეტო მოსმენები მთავრობის წარმომადგენლებისა და სამინისტრების სხვადასხვა დეპარტამენტებისა და კურატორი მოადგილეების მონაწილეობით. 1. „ბოლო პერიოდის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული პროცესები“. 2.საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის „დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის“ ანგარიშის მოსმენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2019 წლის ანგარიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ (1-5466/20/9); 4. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს IX და X გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების“ პროექტის განხილვა (07-2/468; 01.05.2020); 5. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ (07-2/473; 25.05.2020) განხილვა; 6. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ (07-2/480; 29.05.2020) განხილვა; 7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა; 8. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიში 2020-ის“ პროექტი (07-2/504; 17.08.2020); 9. საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და 2021-2024 წლების სამთავრებო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მოქალაქეთა წერილები, მიმართვები და მასზე გაცემული პასუხები საანგარიშო პერიოდში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან გავიდა 87 წერილი. მოქალაქეებს და უწყებებს გაეცათ პასუხი ან/და აღნიშნული წერილები რეაგირებისთვის გადაეცათ შესაბამის უწყებებს და კომიტეტებს.