საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-1602/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2021-03-18
შენიშვნები ცნობად იქნა მიღბული №23-IVმს,Xმპ, 18/03/2021

📜 ტექსტი

წერილი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-1602/21 09-02-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს. დანართი 28 ფ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში 2020 წელი 1 სარჩევი თავი I . . . . . . . . . . . კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები თავი II . . . . . . . . . ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის შესახებ თავი III . . . . . . . . კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა - კანონის პროექტები, რომლებზედაც კომიტეტი იყო წამყვანი საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც კომიტეტმა ცნობად მიიღო კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონის პროექტები კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებული კანონის პროექტები კანონის პროექტები, რომლებზეც კომიტეტმა მოამზადა დასკვნა თავი IV. . . . . . . კომიტეტის საზედამხედველო და საკონტროლო უფლებამოსილებათა განხორციელება თავი V . . . . . . . ნორმატიული აქტები აღსრულების კონტროლი (Pls – Post-legislative scrutiny) - ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლი; „გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლი“ თავი VI . . . . . . თემატური მოკვლევლევები - მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში თავი VII. . . . . . . „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის პროექტის გენდერული ზეგავლენის შეფასება თავი VIII . . . . . მწვანე ბიუჯეტის პროექტი თავი IX . . . . . . . თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან 2 თავი I კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ უფლებამოვალეობათა ფარგლებში. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:  საკანონმდებლო საკითხების მომზადებას;  პარლამენტის გადაწყვეტილებების შესრულების ხელშეწყობას;  პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობის კონტროლს;  საზოგადოებასთან ურთიერთობას. კომიტეტის ამოცანებია: ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, გარემოს დაცვის სფეროში კანონმდებლობის შემუშავება, სატყეო სექტორის რეორგანიზაცია-აღორძინება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვის ხელშეწყობა. თავი II ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის შესახებ კომიტეტს ჰყავდა 14 წევრი, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, პირველი მოადგილე სულხან მახათაძე და ორი მოადგილე: ენძელა მაჭავარიანი და თინათინ ბოკუჩავა. კომიტეტის 9 წევრი საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენდა, 4 საპარლამენტო უმცირესობას და 1 დამოუკიდებელ დეპუტატს. კომიტეტის აპარატში იყო 9 სპეციალისტი და ერთი შტატგარეშე მოსამსახურე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში ჩაატარა:  კომიტეტის 21 სხდომა;  კომიტეტი წამყვანი იყო 55 კანონის პროექტზე;  კომიტეტმა სავალდებულო დასკვნის მოსამზადებლად განიხილა 59 კანონის პროექტი და 6 საერთაშორისო ხელშეკრულება;  კომიტეტის მიერ ინიცირებულია 1 კანონის პროექტი; 3  კომიტეტის თავმჯდომარისა და წევრების მიერ ინიცირებულია 15 კანონის პროექტი;  კომიტეტის 3 სხდომა მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას;  ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით კომიტეტმა ევროინტეგრაციის კომიტეტთან ერთად ჩაატარა 1 სხდომა;  კომიტეტმა დაასრულა თემატური მოკვლევა მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ;  კომიტეტმა დაასრულა ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლი;  საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა: - განახორციელა „გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლი“; ‐ ჩაატარა თემატური მოკვლევა „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“; - ჩაატარა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის პროექტის გენდერული გავლენის შეფასება“; - განახორციელა „მწვანე ბიუჯეტის პროექტი“;  განხორციელებული პროექტების ფარგლებში ჩატარდა 27 სამუშაო შეხვედრა, აქედან 22 ონლაინ რეჟიმში;  2020 წელს კომიტეტთან შეიქმნა 4 სამუშაო ჯგუფი;  საანგარიშო პერიოდში კომიტეტი თამაშრომლობდა შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან: ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დიდი ბრიტანეთის UK aid, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI), ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ვესტმინსტერის დემოკრატიულ ფონდი (WFD), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ);  2020 წელს კომიტეტის სხდომებს დაესწრო საზოგადოების 34 დაინტერესებული წარმომადგენელი;   კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის მიერ გაიგზავნა 73 სადეპუტატო შეკითხვა. 22 შეკითხვას პასუხი არ გაეცა, 7 პასუხი შემოვიდა ვადის დარღვევით; კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეთა 125 წერილი. თავი III კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა კომიტეტი იყო წამყვანი შემდეგ კანონის პროექტებზე: 4 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, სულხან მახათაძის, კახაბერ კუჭავას, დავით სონღულაშვილის, რომან მუჩიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/464; 3.06.2020) ‐ მიღებულია მე-2 მოსმენით 29.09.2020 საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შეიქმნა მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები, რომლებიც მოიცავს უკვე არსებულ მარიამჯვრის სახელმწიოფ ნაკრძალს (რომლის ფართობია 1022,5 ჰა) და ასევე ახლად შექმნილ ცივ-გომბორის აღკვეთილს (ფართობით 4935,8 ჰა.). ცივ-გომბორის აღკვეთილისათვის განსაზღვრული ტერიტორია გამოირჩევა მაღალი რეკრეაციული ღირებულებებით, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ისეთი მერქნიანი სახეობები, როგორიც არის ჭალის მუხა და უთხოვარი. საქართველოს წითელი ნუსხის ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მურა დათვი და კეთილშობილი ირემი. 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/501/9; 14.07.2020) - მიღებულია მე-2 მოსმენით 29.09.2020; კანონპროექტის მიღება განაპირობებს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც დაეფუძნება „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპს და უზრუნველყოფს გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენციას, მის აღმოფხვრა/შერბილებას და დაზიანებული გარემოს აღდგენას. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ კი „ტექნიკური რეგლამენტი „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“ აგებულია გარემოსთვის მიყენებული ზიანისათვის მონეტარულ პასუხისმგებლობაზე და გარემოსთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ გადახდილი თანხა მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ამდენად, ეს თანხა არ მიიმართება ისეთი ღონისძიებების განსახორციელებლად, რომლებიც უზრუნველყოფენ დაზიანებული გარემოს აღდგენას. წარმოდგენილ კანონპროექტს შემოაქვს სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი, რომლის შესაბამისადაც, პირი, რომელიც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, ვალდებული იქნება გადაიხადოს არა თანხა, არამედ გაატაროს გარემოს 5 აღსადგენად საჭირო ღონისძიებები წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. შედეგად, ზიანის თანხა მთლიანად მოხმარდება ამ ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელებას. გარემოს აღდგენის ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება გავრცელდება გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირზე. ამავდროულად, კანონის პროექტი განსხვავებულ წესს ადგენს ფიზიკური პირის („გარდა მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინდივიდუალური მეწარმისა) მიერ განხორციელებული ქმედებით გამოწვეულ გარემოზე მიყენებული ზიანის შემთხვევაში. კანონპროექტი ასევე განსხვავებულ წესს ადგენს წიაღზე ზიანის მიყენების შემთხვევებისთვის და შავ ზღვაზე მცურავი საშუალებიდან, ან საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვისას გარემოზე მიყენებულ ზიანზე. აღნიშნულ შემთხვევაში გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა მოხდება „გარემოზე მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ნებისმიერი ერთჯერადი ქმედების შედეგად ფიზიკური პირისათვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრება და შესაბამისად, კონკრეტული გამასწორებელი ღონისძიებების დაკისრება, პრაქტიკაში არააღსრულებადი იქნება. რაც შეეხება წიაღზე მიყენებული ზიანს - მისი აღდგენა, პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა აღნიშნულ შემთხვევაში ზიანის ფულადი ანაზღაურების დატოვება. ზიანის ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიიმართება გარემოსდაცვით პროგრამაში, ხოლო პროგრამაში აკუმულირებული თანხები კი მიზნობრივად მოხმარდება გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას. საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვისას გარემოზე მიყენებული ზიანის შემთხვევაში ზიანის ფულადი ანაზღაურების ვალდებულების დატოვების მიზეზს ასევე წარმოადგენს ის გარემოება, რომ ასეთი ზიანის შემთხვევაში პრაქტიკაში ძნელად აღსრულებადი იქნება ტვირთის გადამზიდავი პირებისათვის იმ ღონისძიებების განხორციელების ვალდებულების დაკისრება რაც გათვალისწინებულია წარმოდგენილი კანონპროექტით, რადგან გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმა შესაძლებელია ითვალისწინებდეს დროში გაწერილი რიგი განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობას, რასაც შესაძლებელია დასჭირდეს არაერთი კვირა თუ თვე, შესაძლებელია წელიც. გამომდინარე აღნიშნულიდან ამ შემთხვევაშიც მიზანშეწონილად ჩაითვალა გარემოზე მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების ვალდებულების დატოვება. აღნიშნული თანხები ამ შემთხვევაშიც მიმართული იქნება გარემოსდაცვით პროგრამაში და მიზნობრივად მოხმარდება დაზიანებული გარემოს აღდგენას. კანონპროექტი, ერთმანეთისგან ანსხვავებს „გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას“ და „მკაცრ გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას“. მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, რომელიც ახორციელებს გარემოსთვის განსაკუთრებით საშიშ საქმიანობას და მისი საქმიანობიდან გამომდინარე გარემოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ასეთ დროს პირს დაეკისრება გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება მაშინაც, თუ ზიანი დადგა მისი 6 ბრალეულობის გარეშე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვეული იქნება გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში (ზიანის მიყენების წყაროა მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმო ან საქმიანობა) საქმიანობიდან გამომდინარე, ან აღნიშნული საქმიანობიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობით, ასეთ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება ასეთი მომეტებული საფრთხის შემცველი საქმიანობის განმახორციელებელს. კანონპროექტით მნიშვნელოვანი ზიანი განმარტებულია, როგორც გარემოზე, კერძოდ, ბიომრავალფეროვნებაზე ან/და მიწაზე ან/და წყლის ობიექტზე მიყენებული ისეთი ზიანი, რომელიც გამოწვეულია პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რა დროსაც აუცილებელია გარემოს დაზიანების დონე შეესაბამებოდეს კანონპროექტის დანართი 1-ით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის და სულხან მახათაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/490; 09.09.2020) ‐ მიღებულია მე-3 მოსმენით 18.09.2020; კანონით გათვალისწინებული ცვლილების მიზანია პანდემიის/ეპიდემიის პერიოდში, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საჯარო განხილვების (სკოპინგისა და გზშ-ს ანგარიშების საჯარო განხილვები) ჩატარებას ონლაინ შეხვედრის ფორმატში. საჯარო განხილვების ონლაინ შეხვედრის ფორმატში ჩატარებაზე ორჰუსის კონვენციის სამდივნოს მიერ 2020 წლის 01 ივლისს გაცემული მოსაზრების თანახმად, კონვენცია არ გამორიცხავს კოვიდ-19 ვირუსის პანდემიის პირობებში საჯარო განხილვების შესახებ გადაწვეტილების მიღების შესაძლებლობას ვიდეო კონფერენციის ან სხვა ვირტუალური საშუალებებით, იმის გათვალისწინებით, რომ დაცული იქნება კონვენციის შესაბამისი დებულებები. 4. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ფშავხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/473; 17.06.2020) - მიღებულია მე-3 მოსმენით 16.09.2020 კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ იქმნება არაგვის დაცული ლანდშაფტი, რომლის ტერიტორიაც მოიცავს ვშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ნაწილს, კერძოდ, მთელ რიგ სოფლებს. ცვლილების შედეგად აღნიშნულ სოფლებს მოეხსნებათ მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის სტატუსი და გადაყვანილი იქნებიან არაგვის დაცული ლანდშაფტის შემადგენლობაში. 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „დაცული ტერიტორიების 7 სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/290; 13.12.2018) - მიღებულია მე-3 მოსმენით 16.09.2020 "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით მკაფიოდ განისაზღვრება, რომ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს გარდა, დაცული ტერიტორიის მართვა შესაძლებელია განახორციელოს სხვა პირმაც. ასევე, დადგინდეს წესი დაცული ლანდშაფტის ტერიტორიებზე განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე, ორი კანონის პროექტით იქმნება ორი ახალი დაცული ტერიტორია, კერძოდ, არაგვის დაცული ლანდშფტი და თრუსოს დაცული ლანდშაფტი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანით "თრუსოს დაცული ლანდშაფტის" და „არაგვის დაცული ლანდშაფტის“ მართვის ორგანოებს - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, ენიჭებათ უფლება, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება (შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები) მათ მართვას დაქვემდებარებულ დაცულ ტერიტორიებზე ჩადენილ სამართალდამრღვევებზე. 6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ (07-2/451; 20.02.2020) ‐ მიღებულია მე-3 მოსმენით 17.07.2020; ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე შიქმნა ახალი დაცული ტერიტორიები - ერუშეთის ეროვნული პარკი, რომლის ფართობი შეადგენს 11 385 ჰექტარს და ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა) რომელიც მდებარეობს ახალციხის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს 9 სოფელს: აბათხევი, მინაძე, მუსხი, პატარა პამაჯი, საძელი, ურაველი, წყალთბილა, ხეოთი. ახალი დაცული ტერიტორიის დაარსებით რეგიონში დაცული და შენარჩუნებული იქნება როგორც ბიომრავალფეროვნება, ასევე ხელი შეეწყობა ტურიზმის განვითარებას და ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას თურქეთის რესპუბლიკასთან, ვინაიდან სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და თურქეთს შორის, ერუშეთის მთიანეთს დაახლოებით ორ თანაბარ ნაწილად ჰყოფს. 7. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის და სულხან მახათაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტი: „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/475; 24.01.2020) ‐ მიღებულია მე-3 მოსმენით 13.07.2020; 8 კანონში შეტანილი ცვლილებით ზუსტდება, რომ კოლხეთის დაცულ ტერიტორიებში, ავტო-მოტო ტრანსპორტით გადაადგილება დაშვებული იქნება არ მხოლოდ სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, არამედ დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უკეთ დაიცვან ტერიტორია ბრაკონიერების უკანონო ქმედებებისგან. ასევე, კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და ქობულეთის აღკვეთილის ცალკეულ უბნებში შესაძლებელი იქნება ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების სრულად დანერგვა და განვითარება. ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, 2024 წლის პირველ იანვრამდე, ვიზიტორთა მომსახურეობა დაიშვება თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვიძრავიანი ნავებით. 8. საქართველოს პარლამენტის წევრების: სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/436; 19.02.2020) - მიღებულია მე-3 მოსმენით 13.07.2020; ცვლილება შევიდა ნარჩენების მართვის კოდექსის მთელ რიგ ნორმებში და გაიზარდა კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები, კერძოდ, გაიზარდა ჯარიმები. 9. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-2/450; 20.02.2020) - მიღებულია მე-3 მოსმენით 01.07.2020; შეტანილი ცვლილებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფართობი გაიზარდა 4179,6 ჰა-ით და ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარე ტერიტორიის ნაწილს მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი. გაფართოებული ტერიტორია შევიდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შემადგელობაში და მასზე გავრცელდა ეროვნული პარკის მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც განსაზღვრულია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონით. ამასთან, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ორი სახეობისთვის კავკასიური კეთილშობილი ირმის და კავკასიური არჩვისთვის დასავლეთ მცირე კავკასიონზე შეიქმნა ეკოლოგიური დერეფანი. 10. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-2/444; 03.02.2020) - მიღებულია მე-3 მოსმენით 23.06.2020; 9 „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით აისახა პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის დემარკაციის შედეგები (ახალი ფართობი და კოორდინატები). კერძოდ, ბუნების ძეგლის საზღვრებიდან გამოტანილ იქნა დაცული ტერიტორიისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა და ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება ან არ შეესაბამებიან „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს (საკარმიდო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვა). დემარკაციამდე პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის ფართობი შეადგენდა 46,6 ჰა-ს, დემარკაციის შედეგად ბუნების ძეგლის ფართობი შემცირდა 5,6 ჰა-ით და შეადგინა 41 ჰა. 11. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/332; 10.04.2019) - მიღებულია მე-3 მოსმენით 16.04.2020; კანონპროექტით განისაზღვრა ახალი ტერმინი – ძირითადი მავნე ნივთიერებები, რომლის ჩამონათვალიც სრულად მოიცავს ევროკავშირის დირექტივებით გათვალისწინებულ დამაბინძურებელ ნივთიერებებს, ესენია: გოგირდის დიოქსიდი, აზოტის დიოქსიდი,აზოტის ოქსიდები, მყარი ნაწილაკები, ტყვია, ბენზოლი, ნახშირბადის მონოქსიდი,ოზონი, დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი, ბენზ(ა)პირენი, მანგანუმის დიოქსიდი. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვისა გაუმჯობესების მიზნით საქართველოს მთელი ტერიტორია დაიყოფა ზონებად და აგლომერაციებად. აგლომერაციები დადგინდება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ხოლო ზონები დადგინდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მიხედვით. თითოეულ ზონისა და აგლომერაციისათვის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, შემუშავდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმები და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმები. 12. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, ოთარ დანელიას, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, კობა ლურსმანაშვილის, ზაზა ხუციშვილის და პაატა გოგოხიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტები: „აკვაკულტურის შესახებ“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში 10 ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07- 3/430; 29.01.2020) - მიღებულია მე-3 მოსმენით 24.06.2020; მიღებული კანონი ფარავს აკვაკულტურის და მარიკულტურის პროდუქციის წარმოებას - ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსატევებში ხელოვნურად თევზისა და ზღვის პროდუქტების მოშენებას, წარმოებას და რეალიზაციას. ქვეყნის წყლის რესურსების პირობებში კი, სადაც 26 ათასზე მეტი მდინარეა, 860-მდე ტბა და 12 წყალსაცავი, ამის მიღმა უამრავი შესაძლებლობაა. საქართველოს გააჩნია პოტენციალი აწარმოოს 30 ათასიდან 40 ათას ტონამდე თევზპროდუქტი, რომელზეც დიდი მოთხოვნაა ევროკავშირის ქვეყნებში. კანონი არეგულირებს ურთიერთობებს აკვაკულტურის სფეროში, შემოაქვს შესაბამისი გადასახადები და ითვალისწინებს ამ სფეროში დაკავებული მეწარმეების ინტერესებს, რომლებსაც მიეცემათ ორი წლის ვადა, რომ ხელახლა დარეგისტრირდნენ და თავიანთი საქმიანობა გააგრძელონ, 2024 წლამდე კი ისინი ყველა გადასახადისაგან გათავისუფლდებიან. მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში იწარმოებს ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურეობა, რაც გულისხმობს იმას, რომ დროულად და მაქსიმალურად კოორდინირებულად დაეხმარებიან ამ სფეროთი დაინტერესებულ ყველა პირს. სამინისტროში შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელის საქმიანობაც მიმართული იქნება ასევე ბიომრავალფეროვნების და ეკოლოგიის ადგილობრივი ინტერესების დაცვაზე. კანონის მიღებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიეცა შესაძლებლობა რომ აამოქმედოს გარკვეული წამახალისებელი პროგრამები აკვაკულტურის დანერგვისა და განვითარებისათვის. აღსანიშნავია, რომ ექსტენციური აკვაკულტურის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება კოოპერატივებს, ადგილობრივ მოსახლეობას, რაც იქნება მათთვის დასაქმების და შემოსავლების ზრდის წყარო, ამასთანავე აკვაკულტურა, გარდა თავად თევზის პროდუქტების წარმოებისა, ეკოტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაც გახდება. 13. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს ტყის კოდექსი“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 11 „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანისთაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/313; 20.02.2019) ‐ მიღებულია მე-3 მოსმენით 22.05.2020; საქართველოს ტყე არის ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს მოიცავს. მას უდიდესი ეროვნული, რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობა აქვს. ტყე არა მხოლოდ უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას განაპირობებს, არამედ უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი სარგებლისა და რესურსების უწყვეტ მიწოდებას. მიღებული კოდექსი ქმნის ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივ საფუძვლებს, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნებას და გაუმჯობესებას. ტყის კოდექსში მოცემული ტყის მართვის ძირითადი პრინციპები და სამართლებრივი ინსტრუმენტები საფუძვლად დაედება ტყის მდგრად მართვას. კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს ტყის ცნებას, რომელიც მოიცავს სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებულ ტყეებს და მათი რესურსების ერთობლიობას. ტყის რესურსი კი თავის მხრივ განიმარტება, როგორც ტყის მერქნული და არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტების, ხის მეორეხარისხოვანი მასალების და ხე-ტყის ნარჩენის ერთობლიობა. კოდექსის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია ტყის რესურსებით მდგრადი სარგებლობის სამართლებრივი მოწესრიგება, კოდექსი ტყითსარგებლობას ყოფს ტყის საერთო და სპეციალურ სარგებლობად და ახდენს თითოეულის განმარტებას. ტყითსარგებლობა არის სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, 12 ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ტყის საერთო და სპეციალური სარგებლობის ფარგლებში გამოყენება და მისი ეკონომიკური და სხვა ღირებულებების მქონე რესურსების მოპოვება, ხოლო ტყით საერთო სარგებლობა მოიცავს ტყის ბუნებრივი გარემოთი უსასყიდლო სარგებლობას, რომელიც გულისხმობს პირის უფლებას, იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, პირადი მოხმარების მიზნით შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები, მერქნიანი მცენარეების პროდუქტები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები, ასევე ფიჩხი. ის, რაც არ ხორციელდება ტყით საერთო სარგებლობის უფლების ფარგლებში არის ტყით სპეციალური სარგებლობა. კოდექსის თანახმად ტყე იყოფა კატეგორიებად, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ტყის ეკოლოგიური ფუნქციების დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ტყის ეკონომიკური პოტენციალის მდგრად გამოყენებას და ტყეების სოციალური ფუნქციების განხორციელებას. ტყის თითოეულ კატეგორიას აქვს საერთო და მათი განმასხვავებელი ნიშნები. კოდექსით იცვლება ტყის მართვის ორგანოს ფუნქციები, ყალიბდება ტყის მართვის ახალი მოდელი და ტყის მართვის სისტემა არსებითად გადადის მეურნეობის წარმართვის პრინციპზე. ტყის კოდექსი ადგენს საქართველოს ტყეზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესს და აწესრიგებს ტყის აღრიცხვის და დაგეგმვის საკითხებს. ასევე, აწესრიგებს ტყით საერთო სარგებლობის და სპეციალური სარგებლობის საკითხებს, ითვალისწინებს ტყის დაცვის, აღდგენა-გაშენების და მოვლის ღონისძიებებს. აგრეთვე, ტყისა და მისი რესურსების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას და ტყის მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას. 14. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/330; 05.04.2019) ‐ მიღებულია მე-3 მოსმენით 17.03.2020; „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ უფრო მოკლე ვადაში განხორციელდება გარეული ცხოველის რაოდენობის რეგულირება, ამასთან, მუნიციპალიტეტებისთვის სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემა მოხდება ეტაპობრივად, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი რესურსების დაზუსტების შემდეგ, შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 13 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონის პროექტები: 1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ფშავხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/473; 17.06.2020). კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებული კანონის პროექტები: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, სულხან მახათაძის, კახაბერ კუჭავას, დავით სონღულაშვილის, რომან მუჩიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/464; 3.06.2020); 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის და სულხან მახათაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/490; 09.09.2020); 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის და სულხან მახათაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტი: „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/475; 24.01.2020); 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/436; 19.02.2020); 5. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, ოთარ დანელიას, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, კობა ლურსმანაშვილის, ზაზა ხუციშვილის და პაატა გოგოხიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტები: „აკვაკულტურის შესახებ“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის 14 თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07- 3/430; 29.01.2020); კომიტეტი იყო სავალდებულო დასკვნის მიმცემი შემდეგ კანონის პროექტებზე: 1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი)“ განხილვა (07-2/514; 24.08.2020); 2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P დაფინანსებული პროექტის „საქართველოში საჯარო შენობების ენეგროეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმების“ N1 ცვლილების შეთანხმების“ განხილვა (07-2/499; 14.07.20); 3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება)“ N1 ცვლილების შეთანხმების“ განხილვა (07-2/500; 14.07.20); 4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2019) შეთანხმება“ (07-2/507; 17.08.2020); 5. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმების (კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის (ტრანშები „ა“ და „ბ“))“ განხილვა (07-2/510; 14.08.20); 6. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/473; 25.05.2020) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო 15 აუდიტის სამსახურის მოხსენება „2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ (1-6651/20; 20.05.2020); 7. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/484; 09.06.2020); ‐ 8. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონის პროექტები (07-2/447; 19.02.2020); 9. ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, გიორგი კოპაძის, 176კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის, ერეკლე ტრიპოლსკის, პაატა მხეიძისა და არჩილ ხაბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონების პროექტები (07- 3/438; 26.02.2020); 10. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/434; 20.12.2019); 11. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „2018 წლის 5 იანვრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ N1 ცვლილების შეთანხმება“; თავი IV კომიტეტის საზედამხედველო და საკონტროლო უფლებამოსილებათა განხორციელება კომიტეტი საზედამხედველო და საკონტროლო უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან. სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე ანგარიშის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შემდეგი სხდომები: 16 1. 2020 წლის 1 ივლისის სხდომა, რომელზედაც მოსმენილ იქნა: - ევროკავშირის სამეზობლო რეგიონში ცენტალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკების დამკვირვებელთა ქსელის კოორდინატორის მანანა ქოჩლაძის მოხსენება „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მხარდაჭერით მომზადებული "საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანგარიში სამოქალაქო საზოგადოების შეფასება“; ‐ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის მოხსენება „გარემოს დაცვის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესასრულებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში“ მ. ქოჩლაძემ აღნიშნა ის დადებითი ტენდენციები და ძვრები, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე აღინიშნებოდა გარემოს დაცვის სფეროში, თუმცა ასევე აღნიშნა ნაკლოვანი მხარეები, კერძოდ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების უარყოფითი შედეგები და გარემოს დაცვის სფროსთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრების ნაკლებობა. აღნიშნა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მიღების მნიშვნელობა და ამავდროულად ხაზი გაუსვა მისი აღსრულების პროცესში არსებულ ხარვეზებს. ასევე, ხაზი გაუსვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების აუცილებლობას, კერძოდ პარლამენტის კომიტეტებში წინასწარი განხილვისათვის შემოსული კანონის პროექტების პარლამენტის ვებ-გვერდზე დროული გამოქვეყნების აუცილებლობას. ნ. თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ 2018 წელს დაამტკიცა გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა, რომელიც სრულად ეფუძნება ასოცირების შეთანხმებას, რაც განსაზღვრავს იმ ძირითად პრიორიტეტებს და სფეროებს, სადაც ჩვენი საქმიანობა უნდა გავაუმჯობესოთ და რა მიმართულებებითაც უნდა შემოვიღოთ ახალი რეგულაციები იმისათვის, რომ სამინისტრომ უკეთესად შეძლოს გარემოსთან და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ასევე გარემოს დაცვის სტანდარტების ამაღლება. აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი თითქმის ორჯერ გაიზარდა, ეს არ არის საკმარისი გარემოს დაცვის სფეროში არსებული ყველა პრობლემის გადასაჭრელად. გამოთქვა მზადყოფნა კონსულტაციებისთვის სამოქალაქო სექტორთან. დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმ კანონპროექტებზე, რომელიც უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს განსახილევლად და ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 2. 2020 წლის 16 ივლისის სხდომა, რომელზედაც მოსმენილ იქნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეების სოლომონ პავლიაშვილისა და 17 იური ნოზაძის ინფორმაცია მიწის დეგრადაცისა და აგრონარჩენების გადაწვის შესახებ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის არჩილ ნიკოლეიშვილისა და მისი მოადგილის ნათია იორდანიშვილის და შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თეიმურაზ მღებრიშვილის და მისი მოადგილის ლევან ღირსიაშვილის ინფორმაცია ტყის ხანძრებისა და მათი პრევენციის შესახებ. მინისტრის მოადგილეებმა ისაუბრეს ნიადაგის დეგრადაციის გამომწვევ ფაქტორებზე, იმ ზიანზე, რაც მოაქვს ნიადაგისთვის მოსავლის აღების შემდეგ აგრონარჩენების გადაწვას: ნიადაგის დაზიანებას მოჰყვება იმ ადგილებიდან ბიომრავალფეროვნების მიგრაცია, მცირდება ჰუმუსი და ა.შ. ნიადაგს ანადგურებს ასევე პესტიციდების არასწორად გამოყენება და სხვა. მან პრობლემათა შორის პირველ ადგილზე სუბიექტური მიზეზები დაასახელა. როგორც სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, აუცილებელია ამ საკითხების მოგვარებისათვის ერთობლივი ძალისხმევის გამოჩენა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე. ხანძრებთან დაკავშირებით ძირითადი აქცენტები ტყის ხანძრების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე გააკეთდა. გლობალურ ჭრილში, საქართველო, ტყის ხანძრების მხრივ, მაინც რისკის დაბალ დონეზე იმყოფა. არსებული ინფორმაციით, გაზაფხულზე ხანძრის 111 შემთხვევა მოხდა, რამაც 800 ჰექტარი მოიცვა და მათგან 90%-ზე მეტი იყო ადამიანის დაუდევრობის შედეგი. ბუნებრივად გამოწვეული ხანძრები შედარებით მცირეა. იმისათვის, რომ ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ტყის ხანძრების რისკები იყოს დაცული, აუცილებელია ცნობიერების ამაღლების კამპანიები, გამაფრთხილებელი მიმართვები, თუმცა ეს მაინც გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი და დღეს მნიშვნელოვანია, რომ იგივე სანქციები შემოვიღოთ, ან არსებული გავამკაცროთ. ასევე აღინიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელთ არსებული მწირი მატერიალურტექნიკური ბაზა. თავი V ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი (Pls – Post-legislative scrutiny) ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა (შემდგომში „გარემოს კომიტეტი“) საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველმა დაიწყო თავის საკომიტეტო საქმიანობაში ნორმატიული აქტების აღრულების კონტროლის მექანიზმის გამოყენება, რასაც საფუძვლად დაედო 2018 წლის 06 დეკემბერს 18 მიღებული პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედება, რომლის 38-ე მუხლი ადგენს ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის დებულებებს. კომიტეტმა თავისი საქმიანობის სფეროში შეარჩია 2016-2018 წლებში ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები, რათა შეისწავლოს და გააანალიზოს ამ საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების ეფექტიანობა, კერძოდ, აღნიშნული ცვლილებების შედეგად რამდენად იქნა მიღწეული შემდეგი მიზნები: ა) ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდა; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების შემცირება. საქართველოს პარლამენტის მიერ 2016-2018 წლებში ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანით დაწესდა საბაჟო და საგადასახადო შეღავათები ელექტროძრავიან და ჰიბრიდულ ავტოტრანსპორტზე. ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის პროცესის მიმდინარეობისას დაიგეგმა და ჩატარდა არაერთი ზეპირი მოსმენა 2016-2018 წლებში ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების ირგვლივ, აღნიშნულ მოსმენებში მონაწილეობა მიიღო ყველა დაინტერესებულმა პირმა, რომელთაც წარმოადგინეს თავიანთი დასაბუთებული მოსაზრებები. ასევე, ზეპირ მოსმენებზე დაბარებულ იქნენ შესაბამისი კომპეტენციის მქონე საჯარო უწყებების წარმომადგენლები, რომლებთანაც დაისვა შეკითხვები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის დასაზუსტებლად და მიღებულ იქნა საინტერესო პასუხები. მიღებული ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ: საქართველოს პარლამენტის მიერ ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებზე საგადასახადო და საბაჟო შეღავათების დაწესებამ წაახალისა და უბიძგა როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ისე ბიზნეს სექტორს, აქტიურად გადადგას ნაბიჯები ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების პოპულარიზაციის მიმართულებით. ამავდროულად, მნიშვნელოვან გამოწვევად და პრობლემად რჩება განსახილველი საკანონმდებლო ცვლილებების უშუალო ეფექტი, რადგან ჯერ კიდევ ძალზე მცირეა ელექტროძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, შიგაწვის ძრავას მქონე ავტოსატრანსპოტო საშუალებებთან შედარებით; სხვაგვარად რომ ითქვას, საქართველოში ელექტროძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა არ არის არსებითი კანონმდებლის მიერ დასახული გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური მიზნის მისაღწევად. „გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლი“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, თავმჯდომარის, ქალბატონი ნინო წილოსანის ინიციატივით 2020 წლის მარტიდან 19 ივნისის ჩათვლით გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის (შემდგომში „გზშ“) აღსრულების კონტროლი განახორციელა. პროცესში მოწვეულნი და ჩართულნი იყვნენ: შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ზოგიერთი საკონსულტაციო კომპანია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ინდივიდუალური ექსპერტები და დონორ ორგანიზაციათა სპეციალისტები გარემოს დაცვის საკითხებში. ინფორმაციის გასავრცელებლად და დაინტერესებულ მხარეთა მოწვევისთვის გამოყენებულია ელექტრონული ფოსტა და ვებგვერდზე განთავსებული განცხადებები.3 განსაზღვრულ ვადაში 12 ორგანიზაციამ და ერთმა ფიზიკურმა პირმა 13 დასაბუთებული მოსაზრება წარმოადგინეს. ონლაინ საჯარო მოსმენების შემდეგ, სამმა ორგანიზაციამ 4 დამატებითი მოსაზრება წარმოადგინა. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი მიღებულია 2017 წლის 01 ივნისს. იგი ახლებურად არეგულირებს ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტსა და საჯარო/კერძო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლესა ან/და ჯანმრთელობაზე. კოდექსი მიღებულია საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით5 ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე — თავისი კანონმდებლობა დაუახლოოს ევროკავშირის კანონმდებლობას. შესაბამისად, კოდექსით ჩამოყალიბდა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა. ამ კოდექსის რეგულირების სფეროს განეკუთვნება: − გარემოზე ზემოქმედების შეფასება; − სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება; − გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასება; − საზოგადოების მონაწილეობა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში; − ექსპერტიზის ჩატარების პროცედურები. ნააკ-ის ფარგლებში შეირჩა კოდექსით გათვალისწინებული გზშ-ის პროცედურა, რადგან იგი მოიცავს შესაბამისი კვლევების ჩატარებას, შესაძლო ზემოქმედების გამოვლენასა და შესწავლას, აგრეთვე, საზოგადოების მონაწილეობას. გარემოზე ზემოქმედების შეფასება მოითხოვს სათანადოდ შესრულებულ კვლევებსა და საზოგადოების მაღალხარისხიან მონაწილეობას, რადგან შედეგად მიიღება გადაწყვეტილება შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლებაზე. გარემოს დაცვის სფეროში სწორედ ეს საკითხებია მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანი. გარემოს კომიტეტმა გააანალიზა ნააკ-ის ფარგლებში დაინტერესებულ პირთა მიერ მოწოდებული დასაბუთებული მოსაზრებები და გამოავლინა გარკვეული ფაქტორები, რომლებიც აბრკოლებს საკანონმდებლო რეგულაციის ეფექტიან აღსრულებას. კერძოდ, 20 დადგინდა გარკვეული ხარვეზები გზშ-პროცედურის აღსრულების პროცესში: კოდექსით გათვალისწინებული სკოპინგისა და სკრინინგის პროცედურების აღსრულების, გზშპროცედურის წარმოების ვადების დაცვის, საზოგადოების მონაწილეობისა და ინფორმირების, გზშ-ანგარიშების ხარისხის და კოდექსის დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების ჩამონათვალის საკმარისობის კუთხით. ჩატარებული კვლევის შედეგად შემუშავდა 19 რეკომენდაცია, რომელთაგან 7 რეკომენდაცია წარედგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო 12 რეკომენდაცია ითვალისწინებს ცვლილებებს არსებულ კანონმდებლობაში, რაც ხელს შეუწყობს გზშ-პროცედურის ეფექტიან აღსრულებას. თავი VI საკომიტეტო მოკვლევები მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ კომიტეტთან არსებული თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფი „მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“ შეიქმნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (2018 წელს მოქმედი რედაქციის) 29-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. ნარჩენებისა და რესურსების მართვა ერთ-ერთი გლობალური გამოწვევაა. ამ პროცესის არაეფექტიანად წარმართვამ შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ქვეყნის ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე. ნარჩენების მართვის კუთხით საქართველომ არაერთი ინიციატივა განახორციელა, თუმცა მათგან უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თანმდევი ცვლილებები, რომლებიც შეეხო ნარჩენებისადმი მიდგომებსაც. ამ ცვლილებების მიხედვით, ნარჩენები აღარ აღიქმება დამაბინძურებლად და განიხილება როგორც რესურსი და ენერგიის წყარო. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც წაახალისებს ნარჩენების პრევენციას, ხელახალ გამოყენებას, გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას და მაქსიმალური სარგებლის მიღებას მათი მართვიდან. ამჟამად საქართველოში ნაგავსაყრელებზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა შეადგენს 1,013,000 ტონას, თუმცა უცნობია მათი მთლიანი წლიური რაოდენობა ქვეყანაში. ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსება რესურსების არაეფექტიანი გამოყენების მაგალითია, ვინაიდან ისინი მიიჩნევა ღირებულ რესურსად. მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის სრულყოფილად შესწავლისთვის, გარემოს კომიტეტმა მოკვლევის ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ჩართო ყველა შესაძლო დაინტერესებული მხარე. სამუშაო ჯგუფმა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნა მოკვლევის ტექნიკური პირობები და დაინტერესებული მხარეებისგან მიიღო 8 წერილობითი დასაბუთებული მოსაზრება. შემდგომ ეტაპზე კომიტეტმა 10 ზეპირი მოსმენა ჩაატარა კითხვა-პასუხის რეჟიმში, როგორც 21 დასაბუთებული მოსაზრებების წარმომდგენებთან, ისე რელევანტურ სახელმწიფო უწყებებთან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ზეპირი მოსმენები იყო საჯარო და გადაიცემოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით (მეორე არხის პირდაპირი ეთერი), ასევე, პარლამენტისა და კომიტეტის სოციალური ქსელებით. სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა მიღებული წერილობითი მოსაზრებები, კვლევები, ანგარიშები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და საკითხის საკანონმდებლო რეგულირება; ასევე, წერილობით გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან და, მათი დეტალური შესწავლის შემდეგ, მოამზადა ანგარიში, სადაც ასახულია გარემოს კომიტეტის რეკომენდაციები მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სამუშაო ჯგუფმა სულ 18 რეკომენდაცია გასცა 10 სახელმწიფო უწყებისა და მუნიციპალიტეტების მიმართ, კონკრეტული ვადების მითითებით. მუნიციპალური ნარჩენების მართვის თანამედროვე და ეფექტიანი სისტემის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია: ✓ სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება; ✓ ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმების აღსრულების გაუმჯობესება, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად; ✓ სეპარირებული ნარჩენების შეგროვების სისტემისა და მათი ტრანსპორტირების გაუმჯობესება; ✓ ნარჩენების აღრიცხვის სისტემის შექმნა; ✓ ნარჩენების წარმოქმნის პრევენციისა და გადამუშავების/რეციკლირების ხელშეწყობა; ✓ მეთოდოლოგიის შექმნა ნარჩენების მართვის ხარჯების დასათვლელად და მათი სრული, ეტაპობრივი ამოღება; ✓ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში; ✓ მუნიციპალიტეტთა შესაძლებლობების გაძლიერება და კვალიფიციური კადრების შენარჩუნება; კოორდინაციისა და კომუნიკაციის გაუმჯობესება საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებსა და მუნიციპალიტეტებს შორის. გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში ტყვიასთან დაკავშირებული თემატური მოკვლევის განხორციელება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისკომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმით იყო გათვალისწინებული და ამავე წლის 20 მაისს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი 22 რესურსების კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, ქალბატონი ნინო წილოსანის, ინიციატივით. პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის — „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ — დაწყების შესახებ. შეიქმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ილია ნაკაშიძე, ენძელა მაჭავარიანი, ზაზა ხუციშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე. საქართველოში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა მსოფლიოში გავრცელებული ვირუსის, „COVID 19“-ის, გამო, მიუხედავად საგანგებო ვითარებისა, სახელმწიფო უწყებები და საქართველოს პარლამენტი განაგრძობდნენ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში. მათ შორის აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი თემატურ მოკვლევასთან — „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ — დაკავშირებით. თემატური მოკვლევის ფარგლებში დაიგეგმა საქართველოში ადამიანის ტყვიის მიმართ ექსპოზიციის შესწავლა და კორელაციის დადგენა ინდივიდებში ტყვიის შემცველობასა და იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც უკავშირდება ტყვიით გარემოს, კერძოდ, წყლის, ნიადაგისა და ჰაერის შესაძლო დაბინძურებას. თემატური მოკვლევა განხორციელდა 2020 წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით. ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მაღალი გამჭვირვალობის სტანდარტიდან გამომდინარე, თემატური ჯგუფმა მოკვლევის ფარგლებში — „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ — გამართა დარგის ექსპერტების, დასაბუთებული პოზიციის წარმომდგენი პირებისა და სახელმწიფო უწყებების ზეპირი მოსმენები, საბოლოოდ მოკვლევის ჯგუფმა მიიღო 5 დადასტურებული პოზიცია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან, გაიმართა 6 ზეპირი მოსმენა, მათ შორის 3 მოსმენა ჩატარდა დისტანციურად, თემატური მოკვლევის ჯგუფმა მოუსმინა 45 პირს. თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზანია გამოიკვლიოს და დაადგინოს ის ეკოლოგიური და გარემო ფაქტორები, რომლებიც იწვევს საქართველოში მცხოვრები ბავშვების 40%-ში ტყვიის მაღალ ექსპოზიციას. მოკვლევის მიზანია შეისწავლოს, შეაჯამოს და დაადგინოს სავარაუდო მიზეზშედეგობრივი ასპექტები საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. თემატური მოკვლევის პროცესში დასაბუთებული პოზიციებისა და ზეპირი მოსმენების შედეგად, მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რვა უწყების მიმართ შეიმუშავა ოცი რეკომენდაცია. ცალკეული მათგანი შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა: საქართველოში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების კონტროლის სტრატეგიისა და ერთიანი მულტისექტორული ხანგრძლივვადიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცება, „სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის 23 მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მოქმედების ვადა გააგრძელებას, თანამედროვე, აპრობირებული მეთოდოლოგიის შესაბამისად საპილოტე მუნიციპალიტეტებში (აჭარასა და გურიაში) გარემოს (ნიადაგი, ჰაერი, წყალი) ტყვიით დაბინძურების მდგომარეობის შესწავლის სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ, მულტილატერული პროექტის შემუშავება თანმხლები ბიუჯეტით, გამიზნული სურსათის მოხმარების შესწავლისთვის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. თავი VII „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის პროექტის გენდერული ზეგავლენის შეფასება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონროექტის გენდერული გავლენის შეფასება ხორციელდება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 20182020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტში გენდერული ანალიზის მეთოდოლოგიის დანერგვის მიზნით, პარლამენტის თითოეულმა კომიტეტმა უნდა განახორციელოს გენდერული გავლენის ანალიზი ერთ კანონპროექტზე მაინც. გენდერული გავლენის ანალიზი (შეფასება) გენდერული მეინსტრიმინგის შემადგენელი ნაწილია, რომელიც პოლიტიკის შემუშავების ადრეულ ეტაპზე ხორციელდება მასში ცვლილებების შეტანისა და გამოვლენილ საჭიროებებზე პოლიტიკის მორგების მიზნით. გენდერული გავლენის ანალიზი გულისხმობს გენდერული კრიტერიუმების მიხედვით არსებული სიტუაციისა და ტენდენციის შეფასებასა და შედარებას რეკომენდებული პოლიტიკის დანერგვის შედეგად მიღებულ მოვლენებთან. გენდერული გავლენის ანალიზის მიზანია ქალებსა და კაცებზე, გოგონებსა და ბიჭებზე პოლიტიკის შედეგების წინასწარი პროგნოზირება და საჭიროებებზე მორგებული გენდერულად თანასწორი პოლიტიკის შემუშავება არსებითი გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით. მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევა, რომელთა შორის წყლის რესურსების მართვის საკითხი აღიარებულია ერთ-ერთ გლობალური გამოწვევად, ასევე - ეროვნულ დონეზე ერთ-ერთ პრიორიტეტად. მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030 და მასში გათვალისწინებული მიზნები ასევე მოიცავს წყლის რესურსების მდგრად მართვას. ამასთან, მდგრადი განვითარება შეუძლებელია ქალებისა და კაცების თანაბარი ჩართულობის გარეშე, ასევე ქალებმა და კაცებმა თანაბად უნდა მიიღონ სარგებელი განვითარების პროცესებიდან. შესაბამისად, რესურსებზე, მათ შორის, ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობა და ქალის ჩართულობა რესურსების მართვაში, გარანტირებული უნდა იყოს ისევე, როგორც ქალისა და მამაკაცის თანაბარი ჩართულობა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებიც გავლენას ახდენს მათ მდგომარეობაზე. 24 „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გენდერული გავლენის ანალიზი მიზნად ისახავს კანონპროექტის განსხვავებული გავლენის დადგენას ქალებსა და კაცებზე, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობაზე. „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავების ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოში არსებული წყლის რესურსების სწორი გადანაწილება და წყლის რესურსების მარეგულირებელი მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან. არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური დოკუმენტის თანახმად, ქალებს არამხოლოდ ყველაზე მწვავედ ეხებათ ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული პრობლემები, არამედ მათ, როგორც პირველადი რესუსრების გამოყენებაში ყველაზე აქტიურად ჩართულ პირებს, შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ არსებული გამოწვევების დაძლევაშიც. აღნიშნული დოკუმენტები აღიარებენ ქალის განსაკუთრებულ როლს წყლის მოპოვებაში, წყლის რესურსის მართვასა და შენარჩუნებაში; შესაბამისად, სახელმწიფოებისგან მოითხოვენ ისეთი პოლიტიკისა და მიდგომების ჩამოყალიბებას, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება ზომები ქალთა სპეციფიკურ საჭიროებებზე საპასუხოდ, ასევე აუცილებელია ქალთა გაძლიერება წყლის რესურსის მართვასა და გადაწყვეტილების მიღებისას მათი სრულფასოვანი ჩართულობის მიზნით. სამუშაო ჯგუფმა, კანონპროექტის გენდერული გავლენის შეფასების თვალსაზრისით, სამ ძირითად გამოწვევაზე გაამახვილა ყურადღება: ▪ წყლის რესურსზე ხელმისაწვდომობა და მისი გავლენა ქალთა ეკონომიკურ მდგომარეობასა და გენდერულ თანასწორობაზე. ▪ წყლის უარყოფითი ზემოქმედების განსხვავებული რისკები ქალებსა და კაცებზე. ▪ ქალთა ჩართულობა წყლის რესურსების მართვაში. წყლის რესურსის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის 3%-ს დღემდე არ აქვს სასმელი წყლის წყარო სახლთან და ბინასთან ახლოს ან უბანსა და ეზოში. ხშირად მათ უწევთ დიდი მანძილის დაფარვა, რათა მოიპოვონ წყალი და გამოიყენონ საყოფაცხოვრებო საქმიანობებში. ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში ბუნებრივი კატასტროფები ქალებსა და ბავშვებზე მეტ გავლენას ახდენს სოციოეკონომიკური მდგომარეობის გამო, ტრადიციული ღირებულებებიდან გამომდინარე. ბუნებრივი და კატასტროფები კულტურული ქალებში მეტ სიკვდილიანობას იწვევს, ასევე მეტ ეკონომიკურ ზარალს აყენებს ქალებს და ზრდის ქალთა მიმართ ძალადობას. უმთავრესად, ქალებს კატასტროფების მენეჯმენტის სხვადასხვა მექანიზმებზე, ინფორმაციაზე, პრევენციის მეთოდებზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი. ქალების ჩართულობა ბუნებრივი კატასტროფების რისკების მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძალიან დაბალია, შესაბამისად, რისკების 25 მართვის სტრატეგიებიც ნაკლებად ეფექტიანია და არ ასახავს ქალების რეალურ მდგომარეობასა და პოტენციალს1. შესაბამისად, გამოწვევად იქცა ქალთა სპეციფიკის გათვალისწინება როგორც კატასტროფისადმი მზაობის პოლიტიკის განსაზღვრისას, ასევე რისკების შემცირების, მათი თავიდან აცილების, შეფასების, მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებების გატარებისას. წყლის რესურსების მდგრადი და ეფექტიანი მართვისათვის აუცილებელია ქალებისა და კაცების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება და მართვის პროცესებში გენდერულად დაბალანსებული ჩართულობა, რაც უზრუნველყოფს წყლის რესურსის უფრო მდგრად და ეფექტიან მართვას, ზრდის წყალზე ხელმისაწვდომობას და ხელს უწყობს წყლის რესურსის უფრო სამართლიან განაწილებას.2 ჩატარებულმა გენდერულმა ანალიზმა აჩვენა, რომ მოქმედი კანონი „წყლის შესახებ“ და „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი არ ითვალისწინებენ მოცემულ სფეროში ქალთა განსაკუთრებულ საჭიროებებს, ასევე ქალთა განსაკუთრებულ როლს არსებული გამოწვევების დაძლევაში და, შესაბამისად, ამ ეტაპზე არ მოიცავენ ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის კომპონენტს. შედეგად, შემუშავებულ იქნა მთელი რიგი რეკომენდაციები, რომელთა შესრულება გავლენას იქონიებს კანონპროექტის აღსრულების პროცესში გენდერული საკითხების სათანადოდ გათვალისწინებაზე და უზრუნველყოფს წყლის რესურსების მართვის დაგეგმვისა და იმპლემენტაციის დონეზე გენდერულად კვალიფიციური მიდგომის არსებობას. შედეგად, დაგეგმილი პოლიტიკა იქნება გენდერულად მგრძნობიარე და მასში მეტად იქნება გათვალისწინებული ქალებისა და კაცების განსხვავებული საჭიროებები. თავი VIII მწვანე ბიუჯეტის პროექტი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმით გაიწერა „მწვანე ბიუჯეტის პროექტის“ განხორციელება. 2020 წლის 11 მარტის კომიტეტის სხდომაზე, თავმჯდომარის - ნინო წილოსანის ინიციატივითა და ორგანიზაცია CENN-ის მხარდაჭერით, კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა „მწვანე ბიუჯეტის პროექტის“ სამუშაო ჯგუფი1, პარლამენტის წევრების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტების შემადგენლობით. „მწვანე ბიუჯეტის პროექტის“ დოკუმენტი მომზადებულია სამუშაო ჯგუფის მიერ. დოკუმენტი ახდენს გამოწვევების იდენტიფიცირებას გარემოსდაცვითი პროგრამების Gender Equality and Disaster Risk Reduction: http://www.unesco.org/new/en/natural-sciences/priority-areas/gender-andscience/cross-cutting-issues/gender-equality-and-disaster-risk-reduction/ 2 Why Gender Matters in IWRM, Gender and Water Alliance, 2014: http://www.thewaterchannel.tv/gender/content/img/frd-fullresource-document-web-version.pdf 1 26 დაფინანსების მიმართულებით და მიზნად ისახავს ეფექტიანი საპარლამენტო საბიუჯეტო პროცესის ჩამოყალიბებას. დოკუმენტში გაანალიზებულია სახელმწიფო გარემოსდაცვითი ფუნქციების განხორციელების შედეგები, განსაზღვრულია საბიუჯეტო პრიორიტეტები და ამის საფუძველზე შემუშავებულია რეკომენდაციები 2021-2024 წლების საბიუჯეტო პროცესისთვის. „მწვანე ბიუჯეტის პროექტი“ პირველი სახელმძღვანელო დოკუმენტია საქართველოს პარლამენტისთვის, რომელიც აფასებს დარგობრივი და დარგთაშორისი გარემოსდაცვითი სისტემებისა და ახალი საკანონმდებლო ინიციატივების ფისკალურ პოლიტიკას და ადგენს დარგში განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების ბიუჯეტირების ეფექტიანობას. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, პროცესი განხორციელებულია ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით, რაც გულისხმობს დაინტერესებული მხარეებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობას პროექტის განხორციელების საწყისი ეტაპიდან. სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად, დარგში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბებულია ხედვა და რეკომენდაციები, რაც ხელს უწყობს 2021-2024 წლების ბიუჯეტის ფორმირებას გარემოსდაცვითი მიმართულებით. ამ მიზნით, დოკუმენტის მომზადების ფარგლებში გაანალიზდა ინფორმაცია 2019 წლის ბიუჯეტის გარემოსდაცვითი ასპექტების შესახებ და განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები ბიუჯეტის მოკლე და საშუალოვადიანი დაგეგმვისთვის. შეფასების ნაწილში აქცენტი გაკეთდა უფლებამოსილი უწყებების სტრუქტურული და ფინანსური მდგომარეობის შესაბამისობაზე მათზე დაკისრებულ მოვალეობებთან, როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაფინანსების კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალი საკანონმდებლო ინიციატივების ბიუჯეტირებაზე. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო „საქართველოს ტყის კოდექსით“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“, „ნარჩენების მართვის კოდექსით“ დაკისრებული ინსტიტუციური ვალდებულებების ანალიზი, სამომავლო ბიუჯეტირების მიზნით. სამუშაო ჯგუფმა ასევე მიზანშეწონილად მიიჩნია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ და „აკვაკულტურის შესახებ“ მისაღები ახალი კანონების გაანალიზება დარგობრივი უწყებების მზაობის შესაფასებლად, ახალი სახელმწიფო ვალდებულებების შესასრულებლად. თავი IX კომიტეტის ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამ მიმართულებით საანგარიშო პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობა ასეთია: 27 ➢ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის პროექტის გენდერული ზეგავლენის შეფასება; ➢ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით ჩატარად საკომიტეტო მოკვლევა მუნიციპალური ნარჩენების სფეროშო არსებული მდგომარეობის შესახებ; ➢ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა საკომიტეტო მოკვლევა გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში; ➢ აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით განხორციელდა ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლის პროცედურა; ➢ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების აღსრულების კონტროლის პროცედურა; ➢ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად, კომიტეტმა იმუშავა „საქართველოს ტყის კოდექსის“ პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზაზე, გამოავლინა სექტორული რეფორმის პრიორიტეტები და საჭიროებები. 28