საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-1788/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2021-04-29
შენიშვნები 29/04/2021 ცნობად იქნა მიღებული

📜 ტექსტი

წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-1788/21 11-02-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართელოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გიგზავნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2020 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიშს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია გაწეული საქმიანობის შესახებ (2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) II I. კომიტეტის საქმიანობის სტატისტიკა საანგარიშო პერიოდში:  წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილულია და შემდგომ საქართელოს პარლამენტის მიერ მიღებულია 8 საკანონმდებლო ინიციატიცა (33 კანონი)  კომიტეტის და კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებულია და შემდგომ საქართელოს პარლამენტის მიერ მიღებულია 5 საკანონმდებლო ინიციატივა (11 კანონი)  კომიტეტის მიერ განხილულია 19 საკანონმდებლო ინიციატივა (263 კანონპროექტი), 6 საერთაშორისო შეთანხმება, 8 საკანონმდებლო წინადადება  შემუშავდა 51 დასკვნა  ჩატარდა 29 კომიტეტის სხდომა (მე-9 მოწვევა) და 2 კომიტეტის სხდომა (მე-10 მოწვევა)  განხილულია 1200 -მდე განცხადება/წერილი  განცხადებების უმეტესი ნაწილი ეხებოდა:  ფულადი სოციალური დახმარების დანიშვნის,  მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და მკურნალობის დაფინანსების,  საცხოვრებელი ფართით და დასაქმების უზრუნველყოფის საკითხებს. II. კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი კანონები:  „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონი და მისგან გამომდინარე 3 კანონი აღნიშნული კანონით მოხდა ფსიქიატრიული სერვისებისა და დაწესებულებების მონიტორინგის მექანიზმის დანერგვის სრულყოფა. ეს ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. (2015 წელს დამტკიცდა ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სამოქმედო გეგმა 2015-2020. ამჟამად, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარებით მიმდინარეობს ახალ 2021-2030 წლების სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება. ქვეყანაში მოქმედებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სრულად არის დაფინანსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები. სახელმწიფომ დაიწყო არსებული ფსიქიკური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესების ხელშეწყობის პროცესი. 2021 წელს დაგეგმილია 3 ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის რეაბილიტაცია ჩინეთის მთავრობის დახმარებით, დაგეგმილია ორი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მშენებლობა).  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონი და მისგან გამომდინარე 1 კანონი კანონის მიღებით ქვეყნის შესაბამის უწყებებს შესაძლებლობა მიეცათ, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, გაეგრძელებიათ ეფექტიანი ბრძოლა კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ და გაეტარებიათ ყველა ის აუცილებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიება, რომელიც შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ იქნა მიმართული. განახლებული საკანონმდებლო ნორმები სახელმწიფოს მომავალშიც მისცემს შესაძლებლობას, რომ სხვა მსგავს სიტუაციებში შესაბამისად იმოქმედოს.  „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონი და მისგან გამომდინარე 5 კანონი კანონით განისაზღვრა დასაქმების ხელშეწყობის ერთიანი პრინციპები, როგორიცაა: დასაქმების ხელშემწყობი საქმიანობის ინდივიდულიზაცია, საქმიანობის არჩევანის თავისუფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, მიუკერძოებლობა, სამუშაოს მაძიებლის მოტივაცია, საჯარო-კერძო პარტნიორობა, დასაქმების ხელშეწყობის უფასო სახელმწიფო სერვისი, ერთი ფანჯრის პრინციპი. კანონით განისაზღვრა დასაქმების ხელშეწყობის პროცედურული ღონისძიებები: სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაცია, რეგისტრირებულ პირთა მონაცემების დამუშავება, სამუშაოს მაძიებელთა ინფორმირება და კონსულტირება, მათი დასაქმების შანსების შეფასება, სამუშაოს მაძიებელთა გადამზადება, სამუშაოს მაძიებლის დასაქმება, დამსაქმებელთა ხელშეწყობა და მათი მოტივაციის გაზრდა, დაასაქმოს მეტი მოქალაქე. კანონის მოსალოდნელი შედეგია, არა მხოლოდ დასაქმებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდის უზრუნველყოფა, არამედ, საზოგადოებაში სოციალური ფონის გაუმჯობესება და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. (2021 წლის დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამებში ასახულია ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დიდი ნაწილი. აღნიშნული კანონიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ვადა 2021 წლის 1 სექტემბერია).  „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონი და მისგან გამომდინარე 14 კანონი ამ კანონთა პაკეტით დარეგულირდა აქამდე დაურეგულირებელი ან არასრულყოფილად რეგულირებული შრომითსამართლებრივი საკითხები. ეროვნული კანონმდებლობის ევროპული კავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, კანონით მოწესრიგდა შემდეგი საკითხები: დისკრიმინაციის აკრძალვა; ზეპირი და ვადიანი შრომითი ხელშეკრულება; შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები; სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსი; არასრული სამუშაო განაკვეთი; სამუშაო დრო; დასვენების-შესვენების უფლება; ზეგანაკვეთური სამუშაო; ცვლაში მუშაობა; ღამით მუშაობა; ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება, რომელიც ასევე მოიცავს მამების ანაზრაურებად შვებულების უფლებას; შრომის ანაზღაურება და მინიმალური ხელფასი; მასობრივი დათხოვნა; საწარმოთა გადაცემა; გაფიცვის უფლება; კოლექტიური შრომითი მედიაცია; ინფორმაცია და კონსულტაცია სამუშაო ადგილზე; შრომით უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება. კანონის მიღების შემდეგ შეიქმნება საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახური. ეს კანონთა პაკეტი ხელს შეუწყობს, შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტების განვითარებას, დახვეწასა და გაუმჯობესებას. სახელმწიფო დამსაქმებელთა მიერ შრომის უფლებებისა და შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე ქმედით ზედამხედველობას განახორციელებს. კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი და პარლამენტის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი კანონები (მთავრობის ინიციატივები)  „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონი კანონით განისაზღვრა სახელმწიფო პენსიის შემდგომი ზრდის წესი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციას ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით. სქემა უზრუნველყოფს პენსიის ზრდას ყოველწლიურად. სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესის შემოღებით, უზრუნველყოფილი იქნება, როგორც ფისკალური მდგრადობა, ასევე პენსიის მიმღები მოსახლეობის დაცულობა ფასების ზრდის ნეგატიური გავლენისგან. კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული და განხილვაში მყოფი მნიშვნელოვანი კანონპროექტები:  „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება. აგრეთვე ითვალისწინებს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას ლეგალიზებული საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე. კანონის მიღების შემდეგ განხორციელდება ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის თანხების ლეგალიზაცია და შესაბამისი პირები გათავისუფლდებიან სახელმწიფოს მიმართ საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან. ეს ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება იქნება კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე.  „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე 6 კანონპროექტი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, სამედიცინო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების, სხვა პაციენტებისათვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფის, პაციენტების უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, სამედიცინო პერსონალზე აგრესიისა და ძალადობის შემთხვევების მატების ტენდენციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა სამედიცინო საქმიანობის დროს, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაცულობის ქმედითი მექანიზმების შემოღება. სამედიცინო საქმიანობის დროს, დაუშვებელია ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა. ასევე, თითოეული სოციალური მუშაკისთვის გარანტიების შექმნა, იმისათვის რომ მან პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და უზრუნველყოს თითოეული ბენეფიციარის უფლებების რეალიზება. კანონი ეხება სამედიცინო პერსონალზე ან/და სოციალურ მუშაკზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას უკანონოდ ხელის შეშლისათვის შესაბამისი პასუხიმგებლობების დაწესების საკითხს. კანონის მიღების შედეგად პაციენტი მიიღებს სრულყოფილ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას, დაცული იქნება მისი ღირსება და ინტერესი, შემცირდება სამედიცინო პერსონალზე გახშირებული ძალადობის შემთხვევების მცდელობა ან მუქარა. სამართლებრივად და უფლებრივად დაცული ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისგან მოსახლეობა მიიღებს გაუმჯობესებულ და მაღალ ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. III. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა  2020 წლის 8 ივლისს კომიტეტმა მოისმინა დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო შესრულების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაწეული ანგარიში;  კომიტეტში შეიქმნა კოვიდ-19-თან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭო. ჩატარდა საბჭოს 1 სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები წარედგინება სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს; კომიტეტი საბჭოს მუშაობის ფარგლებში ზედამხედველობას გაუწევს ვაქცინაციის პროცესს, ასევე კომიტეტს დაგეგმილი აქვს „საქართველოში კოვიდ-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის“ განხილვა.  კომიტეტში შექმნილია „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო“, რომლის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მონიტორინგი, ჩატარდა საბჭოს 2 სხდომა;  USAID/GGI-ს ხელშეწყობით, პოლიტიკის და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) ექსპერტის ჩართულობით, კომიტეტმა განახორციელა „საყოველთაო ჯანდაცვის“ და „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ ორი სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი/ფინანსური ანალიზი და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება. მიღებული კანონების შესრულებაზე ზედამხედველობა  ორ კანონზე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ მიმდინარეობდა აღსრულების კონტროლი (ნააკ). კომიტეტის მიერ ინიცირებულია დადგენილების პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე” (N07-3/440, 04.03.2020), რომლის განხილვა დაგეგმილია საგაზაფხულო სესიაზე. მეორე კანონის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ ნააკ-ის ფარგლებში შემუშავდა ანგარიშის პროექტი, შემდგომ სამუშაო ჯგუფმა დაიწყო მუშაობა წამლის ახალ კანონმდებლობაზე. ჯგუფი ინტენსიურად თანამშრომლობდა WHO ექსპერტებთან. მათ მიერ მოწოდებულ იქნა კონკრეტული, პრაქტიკული შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელთა უდიდესი ნაწილი აისახა კანონპროექტში. კანონპროექტთა პაკეტი ინიცირების პროცესშია.  საანგარიშო პერიოდში ჩატარდა 6 კანონის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების მონიტორინგი:  „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N5128-Iს, 16.10.2019);  „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N5461-Iს, 11.12.2019);  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ ( N5204-Iს, 18.10.2019);  „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N5468-Iს, 11.12.2019);  „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N5462-Iს, 11.12.2019);  „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N5467-Iს, 11.12.2019)