საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-1875/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2021-07-26
შენიშვნები ცნობად იქნა მიღებული

📜 ტექსტი

წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-1875/21 12-02-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გიგზავნით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 18 (თვრამეტ) ფურცლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
1 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2020 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში. 1. წინასიტყვაობა საანგარიშო პერიოდში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უმნიშვნელოვანეს საქმიანობად მიჩნეული იყო უსაფრთხოების სექტორში საკანონმდებლო ბაზის მიმართულებით მიღებულ დახვეწა და ამ გადაწყვეტილებებზე და საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება. 2. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ 2.1. კომიტეტის მიზანი: საანგარიშო პერიოდში კომიტეტის ძირითად მიზნებს, კანონშემოქმედებითი ფუნქციის და საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერება წარმოადგენდა, რაც, კანონშემოქმედებით და საზედამხედველო პროცესში შიდასაპარლამენტო და უწყებათაშორისი საქმიანობის გაუმჯობესებას საჭიროებდა. ამასთანავე, კომიტეტის ერთ-ერთი მიმართულება, კომპეტენციის სფეროში შემავალ ნორმატიულ ბაზაზე და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში მიმდინარე რეფორმებსა და მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება წარმოადგენდა. გარდა ზემოაღნიშნულისა, კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებას: საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პრიორიტეტების წარმოჩენის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან სხვადასხვა საქართველოში ფორმატების აკრედიტირებულ ორგანიზაციებთან და წარმომადგენლებთან ეფექტურად დიპლომატიურ პარტნიორი ქვეყნების მისიებთან, საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერება წარმოადგენდა. 1. ირაკლი ბერაია; მიზნით, საერთაშორისო საკანონმდებლო ურთიერთთანამშრომლობის 2.1.1 კომიტეტის წევრები: გამოყენების ორგანოების გაღრმავების გზით, 2 2. ალექსანდრე ტაბატაძე; 3. ვლადიმერ ჩაჩიბაია; 4. გია ბენაშვილი; 5. რატი იონათამიშვილი; 6. კახა კახიშვილი; 7. რესან კონცელიძე; 8. ეკა სეფაშვილი; 9. ირაკლი ჩიქოვანი; 10. გიორგი ხელაშვილი; 11. ალექსანდრე ელისაშვილი. 3. კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა 3.1. საკანონმდებლო საქმიანობა საანგარიშო პერიოდში კომიტეტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით წამყვან კომიტეტად განისაზღვრა 5 კანონპროექტთან მიმართებაში, რომელთაგან 3 კანონპროექტი წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის წევრის ინიციატივას, ხოლო, 2 კანონპროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივას. საქართველოს პარლამენტის მიერ ხუთივე კანონპროექტი მიღებულია. კანონპროექტების ნაწილის ინიცირების მიზანს წარმოადგენდა უსაფრთხოების სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების აღსრულებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. ამ მიმართებით კომიტეტის მიერ გაანალიზდა სამხედრო პროდუქციაზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები და მომზადდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები „იარაღის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონებში. (07-3/356;29.05.2019)  „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების მიხედვით დარეგულირდა სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის წესი. კერძოდ, კანონს დაემატა ნორმა, რომლის მიხედვითაც სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, აგრეთვე, გადაწყვეტილების მიღებისას 3 გასათვალისწინებელი კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ლიცენზიის ერთ-ერთ სახეს-სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიას. მაგრამ, კანონით განსაზღვრული არ იყო სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გამცემი ორგანო, მისი გაცემის საფუძველი და რეკომენდაციის გაცემის წესი. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით განისაზღვრა, რომ სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გამცემ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ლიცენზიის გაცემისას ლიცენზიის მაძიებელმა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარადგინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია. ამასთანავე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით;  „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით დადგინდა მოსაკრებელი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გაცემისათვის და “სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საბროკერო მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების ნებართვის გაცემისათვის.)  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.“ (07-2/487/9; 11.06.2010) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ფუნქცია გააჩნდა მხოლოდ სამხედრო პოლიციას, რომელიც წარმოადგენს თავდაცვის ძალებში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს. 4 ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ გენერალური ინსპექცია, დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე სამინისტროს სისტემაში ახორციელებს ინსპექტირებასა და სამსახურებრივ შემოწმებას, მათ შორის, ფინანსურს, ასევე მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას, აღკვეთასა და შესაბამის რეაგირებას. გენერალური ინსპექცია, ასევე ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, თუმცა მას არ გააჩნდა გამოძიების უფლებამოსილება. გენერალური ინსპექციის მიერ საქმიანობის განხორციელებისას შესაძლოა გამოიკვეთოს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ვინაიდან, ასეთ შემთხვევებში საქმის მასალები გენერალური ინსპექციის მიერ უკვე სრულადაა შესწავლილი, უმჯობესია მანვე წარმართოს გამოძიების პროცესი, რაც უფრო მეტად ეფექტიანს გახდის საგამოძიებო ფუნქციის განხორციელებას თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, კანონის მე-7 მუხლის მე-14 პუნქტს (სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების ერთობლივი ფუნქციები) დაემატა ნორმა, რომლის მიხედვითაც საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება გახდა თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო ოფისის საერთო ფუნქცია.)  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-2/496;05.07.2020) (წარმოდგენილი ცვლილების მიზანს წარმოადგენდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისთვის და ამ დაწესებულებაში ჩარიცხვამდე აპლიკანტის სტატუსის მქონე პირისთვის, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება. სახელმწიფოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ამასთანავე, პროფესიული განათლება სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. იმისათვის, რომ დაცული იქნას ბალანსი და ხელი არ შეეშალოს ორივე მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, გაიზარდოს მოტივაცია პროფესიული განათლების მისაღებად, კანონპროექტი გადამუშავდა კომიტეტის მიერ გამოთქმული შენიშვნებისა და პრინციპების გათვალისწინებით. კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სამხედრო სავალდებულო სამსახური გადაუვადდებათ: 5 პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულ პროფესიულ სტუდენტს−შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ, იმ შემთხვევაში, თუ მას არ უსარგებლია სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით და პირს, რომელიც არის აპლიკანტი− ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს, საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე.“) საქართველოს პარლამენტის ბიუროს დავალებით კომიტეტის მიერ სავალდებულო დასკვნა შემუშავებული იყო 190 კანონპროექტთან მიმართებაში. რომელთაგან, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენდა 182 კანონპროექტი, ხოლო საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივა 8 კანონპროექტი (საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია 188 კანონპროექტი). ზემოაღნიშნული კანონპროექტებიდან უნდა გამოიყოს:  საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება განპირობებული იყო ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში გამოვლენილი ნაკლოვანებებისა და ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობით, კერძოდ: o ქსელების და აპარატული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ორგანიზება ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს. ინფორმაციული სისტემაში მომხდარი ინციდენტების ყოველდღიური მონიტორინგი და მითუმეტეს მათი გამოვლენა არ ხდება. მსგავსი ინციდენტების დაფიქსირების შესახებ ინფორმაციას ხშირ შემთხვევაში გვაწვდიან უცხოელი პარტნიორები. ქსელის დაუცველობის პირობებში კრიტიკული ინფორმაციული უსაფრთხოების სუბიექტების ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად ღიაა გარე წვდომისთვის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კიბერ-შეტევის რისკებს; o კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტები არ ან არასწორად იყენებენ ქსელის მონიტორინგისა და ინფორმაციული ინციდენტების გამოვლენისთვის საჭირო აპარატურას; o არ არსებობს ერთიანი, ცენტრალიზებული მონიტორინგის ცენტრი, რომელსაც ექნება პირდაპირი წვდომა კრიტიკული სახელმწიფო უწყებების ქსელზე და შესაბამისად შესაძლებლობა მიმდინარე რეჟიმში დააკვირდეს და გამოავლინოს 6 აღნიშნული სუბიექტების ქსელში მიმდინარე ინციდენტები; ინციდენტების გამოვლენა შეუძლებელია ქსელზე წვდომის გარეშე; o გარე კონტროლი სუსტია და ვერ უზრუნველყოფს კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლს; o ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გაცემული რეკომენდაციები არ ატარებს სავალდებულო ხასიათს; o არ არსებობს სანქციათა სისტემა, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს ინფორმაციული უსაფრთხოების ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება მიზნად ისახავს ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროს გაძლიერებასა და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას. კანონპროექტი ითვალისწინებს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილებას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით. კერძოდ: 1. განხორციელდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კატეგორიზაცია. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები დაიყოფიან 3 კატეგორიად. 2. კანონპროექტის მეორე ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ოპერატიულტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრა ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ქვეყნის კიბერუსაფრთხოების დაცვის გაძლიერების მიზნით ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში შეიქმნება კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი - CERT.OTA.GOV.GE. 3. ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების დანერგვის ერთერთ მთავარ დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის მექანიზმების არარსებობა მოქმედ კანონმდებლობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“, 7 „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/445; 04.02.2020) კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და „სმართ ლოჯიქის“ გაერთიანების შედეგად შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ციფრული მმართველობის სააგენტო, რაც, ელექტრონული სერვისების მომხმარებელთა სწრაფი ზრდისა და ელექტრონული მმართველობის მნიშვნელოვანი პროგრესის ფონზე, ხელს შეუწყობს საქართველოში ციფრული მმართველობის განვითარებას. სააგენტოს საქმიანობის მთავარი მიმართულებებია: ციფრული მმართველობის განვითარება, სერვისების გაციფროვნება, ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა, მონაცემთა გაცვლის სისტემის მართვა და მათი ხელშემწყობი საკანონმდებლო, სტრატეგიული, პროცედურული ჩარჩოებისა და სტანდარტების შემუშავება. უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტო უზრუნველყოფს ელექტრონული მმართველობის განხორციელებისას მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის (ინფრასტრუქტურის) გამართულ ფუნქციონირებას, ელექტრონული მონაცემებისა და ელექტრონული სერვისების ურთიერთთავსებადობას, ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებას, საჯარო სექტორში არსებულ ღია მონაცემებზე ხელმისაწვდომობასა და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების პროცესის ზედამხედველობას. ციფრული მმართველობის განვითარების პარალელურად, სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოებას.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი პროექტები (07-2/447; 19.02.2020; ) 8 საქართველოს ორგანული კანონის პროექტით ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი’’ ცვლილების შეტანის შესახებ’’ განხორციელდა შინაარსობრივი და ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებები. ცვლილების განხორციელების შემდგომ თვითმმართველი ერთეულის ორგანოს აღსანიშნავად, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს“ და „თვითმმართველი ერთეულის“ ნაცვლად, გამოყენებულია ერთი ტერმინი „მუნიციპალიტეტის ორგანო“. მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებად განისაზღვრება მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და სხვა უფლებამოსილებები. თანმდევ კანონპროექტებში განხორცილებული ცვლილებებით ძირითადად განხორციელდა ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებები და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ და „თვითმმართველი ერთეული“ შეიცვალა ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანო“. საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ კომიტეტი წამყვან კომიტეტად განსაზღვრული იყო 4 საერთაშორისო ხელშეკრულებასთან მიმართებაში. ოთხივე ხელშეკრულება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია.  საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სპეციალური ძალების სწავლება „კავკასიის არწივის“ შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი (07-2/440; 31.01.2020) (მემორანდუმის მიზანია საქართველოსა და მის პარტნიორ ქვეყნებსაზერბაიჯანსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და რეგიონში სპეციალური ძალების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის ხელშეწყობა. მემორანდუმი განსაზღვრავს მრავალეროვნული სწავლება „კავკასიის არწივის“ ჩატარებასთან დაკავშირებით მასპინძელი ქვეყნის მიერ წარმგზავნი ქვეყნის ძალებისათვის დახმარების გაწევის პირობებს, სწავლებაში მონაწილე პერსონალის სამართლებრივ სტატუსს, მხარეთა იურისდიქციასა და გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებს, მხარეთა ქვეყნებში შესვლისა და გასვლის პროცედურებს, მასპინძელი ქვეყნის მიერ მის ტერიტორიაზე განლაგებულ სხვა მხარეთა ძალების პერსონალისათვის გასაწევ ლოგისტიკური მხარდაჭერის საკითხებს, საიდუმლო ინფორმაციის გაცვლასა და დაცვასთან დაკავშირებულ რეჟიმს და ამ მიმართებით მხარეთა ვალდებულებებს.) 9  საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება“ (07-2/439, 23.01.2020) (შეთანხმება განსაზღვრავს საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის საფუძველზე 100. 000.000. თურქული ლირის (ასი მილიონი თურქული ლირა) ეკვივალენტის აშშ დოლარებში (დაახლოებით 17.500 000) მიწოდების პრინციპებს. შეთანხმების თანახმად გამოყოფილი სახსრებით შეძენილი უნდა იქნეს სამხედრო მიზნებისათვის საქონელი და მომსახურება სასურველია თურქეთში მოქმედი ადგილობრივი ფირმებისა და კომპანიებისაგან და უნდა განხორციელდეს მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაცია, ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის შესაბამისად. ქართულმა მხარემ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას წერილობით უნდა აცნობოს პრიორიტეტული პროექტის შესახებ, რაც უნდა მოიცავდეს საქონლის სპეციფიკაციებს, ტიპს და ოდენობას. პასუხად თურქულმა მხარემ უნდა აცნობოს თუ რა თანხა იქნება ხელმისაწვდომი 100 000 000 თურქული ლირიდან. თანხების ათვისება უნდა განხორციელდეს კონკრეტული პროექტებისათვის მისი გამოყოფიდან 5 წლის განმავლობაში.)  საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი“ (2016) (07-2/505; 24.07.2020) და საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი“ (2017) (07-2/506; 24.07.2020). (აღნიშნული ოქმები ხელს უწყობს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის არსებულ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდასა და განვითარებას.  „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი“ (2016) მიზანს წარმოადგენს 2016 წლის უცხოური სამხედრო ლოგისტიკური დახმარების პროექტის განსაზღვრა. შეთანხმების შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს გაუწევს 500 000.00 (ხუთასი ათასი) თურქული ლირის ექვივალენტი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობით დახმარებას. აღნიშნული თანხა 10 გამოყენებული იქნება მარნეულის პროექტების განსახორციელებლად.  აეროპორტის მოდერნიზაციის „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის“ (2017) „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი“ მიზანს წარმოადგენს 2017 წლის უცხოური სამხედრო ლოგისტიკური დახმარების პროექტის განსაზღვრა. შეთანხმების შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს გაუწევს 1000. 000.00 (ერთი მილიონი) თურქული ლირის ექვივალენტი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობით დახმარებას. აღნიშნული თანხა გამოყენებული იქნება მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციის პროექტების განსახორციელებლად.) 3.2 საზედამხედველო საქმიანობა  2020 წლის 10 ივლისს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში. კომიტეტის სხდომაზე ანგარიში წარმოადგინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა. კომიტეტისა და პარლამენტის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია უწყების დემოკრატიული კონტროლისათვის, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს. ანგარიში მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა: ოკუპირებული ტერიტორიები, იქ არსებული მდგომარეობა და შესაბამისის უწყებების მიერ გაწეული საქმიანობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კონტრდაზვერვითი საქმიანობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინაღმდეგ ბრძოლა, ანალიტიკური საქმიანობა და უწყებათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობა.  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია, კომიტეტიდან 11 შუამდგომლობის სახით თავდაცვის სამინისტროში გადაგზავნილ მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირების შედეგების თაობაზე.  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 41-ე მუხლის საფუძველზე, 2020 წლის 14 თებერვალს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია, 2016 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 14 თებერვლამდე მდგომარეობით, თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული ქონების უსაფრთხოების მდგომარეობის თაობაზე (გამაფრთხილებელი ნიშნები, განაღმვითი სამუშაოები, ღობის აღმართვა და ა.შ.), ასევე, იმავე პერიოდში გასხვისებული/გაცემული უძრავი ქონების მდგომარეობის და გატარებული უსაფრთხოების ზომების შესახებ.  კომიტეტის წევრებმა, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სადაც, განხილვის მთავარი თემა, ტოტალური თავდაცვის სისტემის განვითარების კუთხით უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობა იყო. განხილულ იქნა სამობილიზაციო და სამხედრო სარეზერვო სისტემის რეფორმირების საკითხები. ასევე, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, კომიტეტის წევრები მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი სწავლებების მონიტორინგის პროცესში.  2020 წლის 26 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით სხვდასხვა უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა, აღნიშნული კანონის პროექტის ცალკეულ ნორმებთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და წინადადებები.  2020 წლის 28 ივლისს, 4 აგვისტოს და 8 სექტემბერს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით, სხვადასხვა რელევანტური უწყების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრები გაიმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, სადაც განხილულ იქნა სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ მიერ მომზადებული წინადადებები. მათ შორის: საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებსა და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილე სამხედრო 12 მოსამსახურეებისათვის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესახებ პროექტი, საქართველოს ერთიან სამობილიზაციო სისტემაში და რეზერვისტთა მომზადების პროცესში სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ ჩართულობის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის გაღრმავება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე რეზერვისტებისათვის ვეტერანის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების განხილვა. ასევე, მოსმენილ იქნა თავდაცვის ძალების პოზიცია რეგიონალური პრინციპით სარეზერვო სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილე მხარეთა გადაწყვეტილებით, შესაბამის უწყებებს დაევალათ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მომზადებული წინადადებების გაცნობა/ანალიზი, და პოზიციების შეჯერება.  2020 წლის 22 დეკემბერს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე (იურდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტები) პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ მინისტრების თანამდებობებზე წარმოდგენილ კანდიდატებს მოუსმინა. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, გოჩა ლორთქიფანიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა, და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა კომიტეტის წევრებს შესაბამის უწყებებში განხორციელებულ რეფორმებზე, სამომავლო გეგმებსა და დაგეგმილ რეფორმებზე წარუდგინეს დეტალური ინფორმაცია.  საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის შესაბამისმა უწყებებმა, მათ მიერ განხორციელებული არასაიდუმლო შესყიდვების შესახებ 5 (ხუთი) ანგარიში წარმოუდგინეს კომიტეტს.  2020 წელს ნდობის ჯგუფმა ჩაატარა ერთი სხდომა, სადაც განიხილა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ, სპეციალურ პროგრამებსა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელ თანხებს შეეხება, რის საფუძველზეც შეიმუშავა დასკვნა, რომელიც გადაუგზავნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. 13  2020 წელს საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს პარლამენტის 159-ე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან შემოსულია ჩვიდმეტი დოკუმენტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159-ე მუხლის მეშვიდე პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან შემოვიდა ერთი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან ერთი. ასევე, საქართველოს პარლამენტის 159-ე მუხლის მეცხრე პუნქტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროდან შემოვიდა ერთი დოკუმენტი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ - ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოდან ანგარიში, რომელიც გარკვეულ პერიოდში სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს შეეხება.  სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის და 6 თვის მიმოხილვები, აგრეთვე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. აღნიშნულ საკითხებზე კომიტეტის 3 სხდომა ჩატარდა. „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით კომიტეტში ერთი სხდომა გაიმართა. მომდევნო სხდომაზე კომიტეტმა განიხილა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალები და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი “. თავდაცვისა და უშიშროების რეგლამენტის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის კომიტეტი საქართველოს პარლამენტის აქტიურად იყო ჩართული საქართველოს 2021 წლის პროექტის განხილვის და დამტკიცების პროცესში. სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვისას კომიტეტის მხრიდან გამოითქვა რეკომენდაციები, საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული უწყებებისათვის საბიუჯეტო ასიგნებების გაზრდის კუთხით, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით და სხვადასხვა პროგრამების, თუ ქვეპროგრამების მაღალ დონეზე განხორციელების მიზნებისათვის. კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“, ასევე სახელმწიფო 14 ბიუჯეტის მთავრობის შესრულების მიერ ყოველკვარტალური წარმოდგენილი ანგარიშები ინფორმაციები და „ქვეყნის საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების“ შესახებ. საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით, კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, ასევე საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისთან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან. კომიტეტი აქტიურად ახორციელებდა ანგარიშვალდებულ სახელმწიფო ორგანოების საბიუჯეტო ასიგნებების ხარჯვასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ოპერაციების წინასწარ გაცნობას და საპარლამენტო კონტროლს, აგრეთვე მათ მიერ განხორციელებულ ან/და დაგეგმილ სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს.  კომიტეტის მიერ მიღებული კანონის პროექტების შესრულებაზე ზედამხედველობა კომიტეტმა პარლამენტის მიერ მიღებულ ქვემოთ ჩამოთვლილ საქართველოს კანონების შესრულებაზე განახორციელა ზედამხედველობა: 1. „იარაღის შესახებ“; 2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“; 3. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“. 3.3 საზოგადოებასთან ურთიერთობა  2020 წლის 13 იანვარს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები საქართველოს პარლამენტის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობას გაეცნენ, მათ შორის, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლისა და ფუნქციების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარე რეგიონალური უსაფრთხოების თემებსაც შეეხო და ქვეყნის გეოპოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები მიმოიხილა. შეხვედრის ბოლოს ირაკლი სესიაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომიტეტი 15 მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს, სამხედრო განათლების განვითარების კუთხით თავდაცვის სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას, რადგანაც, პროფესიული სამხედრო განათლების განვითარება საქართველოს თავდაცვის პრიორიტეტული მიმართულებაა.  2020 წლის 22 სექტემბერს, კომიტეტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო ვებინარში თემაზე - „კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები და საქართველო“. კონფერენციას ადგილობრივი და უცხოელი ექპერტები, საჯარო დაწესებულებების, მედიის, კერძო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების, აგრეთვე, საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის მიზანი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და საჭირო რეფორმების განხილვა წარმოადგენდა. დისკუსია გაიმართა საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში შესაბამისი ნორმატიული ბაზის შემდგომი დახვეწის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რათა, სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებისგან მომდინარე მზარდი კიბერსაფრთხეების პირობებში, შესაბამისი ინსტიტუტების (მათ შორის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების) უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირება იქნას უზრუნველყოფილი.  2020 წლის 25 სექტემბერს, „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2020“ გაიმართა, სადაც კომიტეტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიების ძირითადი მიზანი ეროვნული კიბერსივრცის წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზების შემუშავება გახლდათ. საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობა მიიღეს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა. სიტყვით გამოსვლაში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, შესაბამისი ნორმატიული ბაზა, კერძოდ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი მიმოიხილა. ხაზი გაუსვა კანონში ასახულ სხვადასხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ ასპექტებს, რითაც დადგენილია ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების სახელმწიფო კონტროლის ინსტიტუციური მექანიზმები, ასევე, განსაზღვრულია იმ ნორმების, პრინციპებისა და პრაქტიკის ერთობლიობა, რომლებიც ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება და აღნიშნულ სფეროში დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. 16 4. მოქალაქეთა წერილები, მიმართვები, პეტიციები საანგარიშო წერილი/განცხადება, პერიოდში აქედან კომიტეტში რეაგირება შემოვიდა განხორციელდა 172 135 მოქალაქეთა განცხადებასთან დაკავშირებით. წერილობითი რეაგირების გარეშე დატოვებულია იმ მოქალაქეთა განცხადებები, რომლებთანაც განხორციელდა ზეპირი გასაუბრება/კონსულტაცია, ასევე, ის განცხადებები, რომლებიც ერთი და იგივე მოქალაქის მიერ, იდენტური შინაარსით არაერთხელ იქნა შემოტანილი და რომლებზეც კომიტეტმა რეაგირება რამდენჯერმე მოახდინა. 5. საერთაშორისო თანამშრომლობა  2020 წლის 12 თებერვალს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის და საქართველოში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელს ვიცე-პოლკოვნიკ, ჯოზეფ ბილბოს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებზე. შეხვედრაზე სტუმრებმა კომიტეტის თავმჯდომარეს აშშ-ის მიერ საქართველოში თავდაცვის სფეროში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გააცნეს, ამასთანავე, მხარეებმა ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობაც მიმოიხილეს და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს.  2020 წლის 10 მარტს, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტთან დაკავშირებით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან როზარია პუგლისისთან გამართა სამუშაო შეხვედრა. ირაკლი სესიაშვილმა სტუმარს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის ძირითადი მიმართულებები გააცნო და პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო ნატოსაქართველოს ურთიერთობებს და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისსა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებს. შეხვედრის 17 ერთ-ერთ თემას, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე და საქართველონატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოზე (GNIC) განსახილველი საკითხები წარმოადგენდა.  2020 წლის 11 მარტს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა კობალაძე პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რეზერვის ოფიცერთა დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე და ამ მიმართულებით პოლონურ გამოცდილებაზე ისაუბრეს. საუბარი, ასევე შეეხო, სამობილიზაციო რესურსის უზრუნველყოფის რეგიონალურ პრინციპებს და საგანგებო სიტუაციების დროს მართვის ორგანიზების შესაძლებლობებს. შეხვედრის ბოლოს მხარეები შეიარაღებული ძალების რეზერვის მართვის კუთხით პოლონური გამოცდილების გაზიარებაზე და შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.  2020 წლის 9 ივლისს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ უვე უკერვიცს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული ვითარება და რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო კოვიდ - 19-ის პანდემიით შექმნილ ვითარებას. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეხვედრის ერთერთი თემა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის კუთხით, ბუნდესტაგისა და საქართველოს პარლამენტის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა, და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.  2020 წლის 15 ივლისს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩთან რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. სტუმარი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკას გაეცნო, ამასთანავე, მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებების შესახებ გაცვალეს ინფორმაციები. შეხვედრაზე, საუბარი ასევე შეეხო, უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ მდგომარეობას და მშვიდობისა და უსაფრთხოების ამაღლებისათვის ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. შეხვედრის დასასრულს მხარეები, საკანონმდებლო 18 ორგანოებს შორის უკვე ჩამოყალიბებულ მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელებაზე და კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.  2020 წლის 31 აგვისტოს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩთან რან გიდორთან განმეორებითი შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოისრაელის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული რამდენიმე საკითხი განიხილეს.  2020 წლის 16-23 ნოემბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 66-ე ონლაინ სესიაში. ამასთან, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ირაკლი სესიაშვილმა, ასამბლეის კომიტეტების მიერ მომზადებულ ანგარიშებში შესატანად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ შემუშავებული ცვილებების პროექტი წარადგინა.