საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-1907/21
15-02-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად
გიგზავნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის
ანგარიშს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2020 წელს გაწეული
საქმიანობის ანგარიში
I. ზოგადი ინფორმაცია
2020 წელს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მის
უფლებამოსილებებში შემავალი, საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ბევრი მნიშვნელოვანი აქტივობა
განახორციელა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კომპეტენციები მოიცავს საკანონმდებლო და სხვა
საკითხების წინასწარ მომზადებას, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებათა
შესრულებისათვის ხელის შეწყობას და პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობისა
და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის
კონტროლის უზრუნველყოფას. ამ ფუნქციების შესასრულებლად კი კომიტეტმა 2020
წელს თავისი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდეგი
მიმართულებებით განახორციელა:
კანონშემოქმედებითი საქმიანობა;
საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა;
თანამდებობის პირთა განწესებასთან დაკავშირებული საქმიანობა;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის
წარმომადგენლობა;
დაინტერესებული პირების განცხადებებზე (წერილებზე) რეაგირება.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში,
გავრცელებული ახალი კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული პანდემიის
არსებობის მიუხედავად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აგრძელებდა მუშაობას
თავისი საქმიანობის ფარგლებში. ამავდროულად, აღსანიშნავია კომიტეტის როლი
COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების
შემუშავებაში.
2020 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამართა 42 სხდომა და განიხილა:
45 საკანონმდებლო ინიციატივა (335 კანონპროექტი), კერძოდ:
წამყვანი კომიტეტის სტატუსით 32 საკანონმდებლო ინიციატივა (80
კანონპროექტი) და პარლამენტის დადგენილების 1 პროექტი;
„სავალდებულო კომიტეტის“ სტატუსით 12 საკანონმდებლო ინიციატივა (255
კანონპროექტი);
15 საკანონმდებლო წინადადება;
საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული 7 საკითხი, კერძოდ, საქართველოს
მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სხვადასხვა
უწყების მიერ წარმოდგენილი 6 ანგარიში;
1
თანამდებობის პირების განწესებასთან დაკავშირებული 5 საკითხი.
2020 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრთა მონაწილეობით პარლამენტს
წარედგინა 30 საკანონმდებლო ინიციატივა (119 კანონპროექტი), პარლამენტის
დადგენილების 2 პროექტი და პარლამენტის რეზოლუციის 1 პროექტი.
2020 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატმა საქართველოს პარლამენტის
წარმომადგენლობა განახორციელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში
წარმოებულ 13 საქმეზე.
2020 წლის განმავლობაში კომიტეტს წარედგინა და საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად რეაგირება განხორციელდა დაინტერესებულ პირთა 1367 განცხადებაზე
(წერილზე).
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წელს განიხილა განსაკუთრებული
მნიშვნელობის მქონე შემდეგი საკითხები:
საარჩევნო რეფორმასა და არჩევნების მომწესრიგებელი მთელი რიგი ნორმების
გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები: საქართველოს
კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებამ უზრუნველყო საპარლამენტო არჩევნების
თითქმის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ამ ცვლილების შედეგად
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის 120 წევრი არჩეულ იქნა
პროპორციული წესით, ხოლო 30 წევრი მაჟორიტარული წესით. ამასთანავე,
ცვლილებები შევიდა საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომლებიც ძირითადად
ეფუძნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების
ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს და რომლებითაც დაიხვეწა საარჩევნო
საკითხების მომწესრიგებელი ნორმები, აგრეთვე აღმოიფხვრა კანონში არსებული
გარკვეული ხარვეზები. ეს კი ხელს უწყობს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან
და თანასწორ გარემოში ჩატარებას.
ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართული
საკანონმდებლო ცვლილებები: ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) წინააღმდეგ
საბრძოლველად საქართველოს ხელისუფლების ორგანოები და შესაბამისი დარგის
სპეციალისტები განუწყვეტლივ ახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს და
ორიენტირებული არიან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე. ამ
მხრივ კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საჭირო საკანონმდებლო ნორმების
დროულად მიღება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი
ცვლილებებით დადგინდა პასუხისმგებლობა იზოლაციის ან/და კარანტინის წესის
დარღვევისათვის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისა და
პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის. ეს საკანონმდებლო ცვლილებები
ემსახურება ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების პრევენციასა და
შემცირებას, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას და სახელმწიფოს
2
მიერ გატარებულ სხვა ღონისძიებებთან ერთად ქმნის საჭირო და ეფექტიან
მექანიზმს COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და „ადმინისტრაციული
სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გავრცელდა ამნისტია დანაშაულთა
ფართო წრეზე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან
გათავისუფლდნენ ზოგიერთი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული და
მსჯავრდებული პირები, ასევე დანიშნული სასჯელი შეუმცირდათ ან უფრო
მსუბუქი სასჯელით შეეცვალათ ცალკეული დანაშაულების ჩადენისათვის
მსჯავრდებულ პირებს. „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების
შესახებ“ საქართველოს კანონით კი ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან
ამკრძალავი ნიშნის „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისათვის,
სატრანსპორტო საშუალების დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა
მოთხოვნის დაუცველობისათვის ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების
დარღვევისათვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და
შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლდნენ ის პირები,
რომლებმაც ეს ქმედება 2018 წლის 10 აპრილამდე ჩაიდინეს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად
წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატის კომიტეტის სხდომაზე
მოსმენა: 2020 წლის 20 მარტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის
საჯარო სხდომაზე მოუსმინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს
მოსამართლედ ასარჩევად წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად
საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ
კანდიდატს, გოჩა ლორთქიფანიძეს. მანამდე კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან ერთად
აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
შესატანი იმ ცვლილების შემუშავებასა და ინიციირებაში, რომლის მიხედვითაც
წარიმართა აღნიშნული კანდიდატის კომიტეტის სხდომაზე მოსმენა და მისი
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად
წარდგენის თაობაზე პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღება. აღსანიშნავია
და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მონაწილე სახელმწიფოთა
ასამბლეაზე 2020 წლის დეკემბერში გოჩა ლორთქიფანიძე არჩეულ იქნა სისხლის
სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ეფექტიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართული
საკანონმდებლო ცვლილება: საკანონმდებლო ცვლილებით გაიზარდა ნაფიცი
მსაჯულობის კანდიდატისთვის კითხვარის, უწყების ჩაბარებისა და მასთან მეტი
კომუნიკაციის შესაძლებლობა და, შედეგად, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე
მაქსიმალური რაოდენობის კანდიდატების გამოცხადების ალბათობა, რაც, თავის
3
მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის განმხილველი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობის მცირე დროში ჩამოყალიბებასა
და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდას. ეს კი, საბოლოოდ,
ბრალდებულისთვის კანონით მინიჭებული სწრაფი მართლმსაჯულების უფლების
შეუფერხებლად განხორციელების მიზანს ემსახურება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებასა და გადაწყვეტილებაში
წარმოდგენილ მიდგომებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის
მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივები: ერთი საკანონმდებლო
ინიციატივა გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019
წლის 24 ოქტომბრის განჩინებიდან, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ
ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
ის ნორმა, რომელიც გამოძიების ეტაპზე მაგისტრატ მოსამართლესთან
გამოსაკითხი პირის დაკითხვის შესაძლებლობას აძლევდა მხოლოდ ბრალდების
მხარეს, ხოლო დაცვის მხარე ამ შესაძლებლობით ვერ სარგებლობდა. მეორე
საკანონმდებლო ინიციატივა კი გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებიდან, რომლითაც
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის ის
ნორმატიული შინაარსი, რომელიც არ იძლეოდა ცალკეულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში
გასაჩივრების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება
ადამიანის უფლების დაცვას უფრო მაღალი სტანდარტით ითვალისწინებს, ვიდრე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო
ნაწილიდან გამომდინარეობს.
ძალადობის მსხვერპლის დაცვის გაძლიერებაზე, სქესობრივი თავისუფლებისა და
ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისგან არასრულწლოვანის
დაცვის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საკანონმდებლო ცვლილებები:
საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილი ითვალისწინებს „ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა
დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
მოძალადისაგან მსხვერპლის დაცვის მიზნით, მოძალადეზე ელექტრონული
ზედამხედველობის დაწესებას, მეორე ნაწილი კი სქესობრივი თავისუფლებისა
და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული მთელი რიგი დანაშაულების
არასრულწლოვანის მიმართ ჩადენისათვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის
გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები:
საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილით დადგინდა ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის
დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის,
აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის გამოყენებისთვის,
საქართველოში
შემოტანისთვის,
გადაზიდვისთვის
ან
საქართველოდან
4
გატანისთვის. საკანონმდებლო ცვლილებების მეორე ნაწილით კი განისაზღვრა
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი
ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის
დამზადებისთვის, წარმოებისთვის, რეკლამირებისთვის, გამოყენებისთვის,
საქართველოში
შემოტანისთვის,
გადაზიდვისთვის,
საქართველოდან
გატანისთვის ან რეალიზაციისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის
შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით.
ციფრული მმართველობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროებთან
დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები: საკანონმდებლო ცვლილებების
ერთი ნაწილით შეიქმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ციფრული
მმართველობის სააგენტო და განისაზღვრა მისი უფლებამოსილებები. ციფრული
მმართველობის სააგენტომ ჩაანაცვლა მომიჯნავე ფუნქციების მქონე საჯარო
სამართლის იურიდიული პირები მონაცემთა გაცვლის სააგენტო და „სმართ
ლოჯიქი“. საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება ციფრული მმართველობისა და
კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებას და სერვისების ელექტრონულად გაცემის
სისტემის დახვეწას. საკანონმდებლო ცვლილებების მეორე ნაწილით კი დგინდება,
რომ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებში ინფორმაციული
უსაფრთხოების დაცვის გასაძლიერებლად შესაბამის უფლებამოსილებებს საჯარო
სამართლის იურიდიულ პირთან ციფრული მმართველობის სააგენტოსთან
ერთად საჯარო სამართლის იურიდიული პირი ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტოც განახორციელებს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება
კრიტიკულ ინფორმაციულ სუბიექტებში კომპიუტერული ინფრასტრუქტურის
კიბერთავდასხმებისაგან დაცვის გაძლიერებას. საკანონმდებლო ცვლილების
მიზანია კომპიუტერული ინციდენტებისგან იმ ინფორმაციული სისტემების
დაცვის გაუმჯობესება, რომელთა გამართულად ფუნქციონირებასაც კრიტიკული
მნიშვნელობა აქვს ქვეყნის თავდაცვისათვის, ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის,
სახელმწიფო ინტერესებისა და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
კანონის პროექტთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი:
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
საქართველოს კანონმა ჩაანაცვლა მანამდე მოქმედი კანონი „გადახდისუუნარობის
საქმის წარმოების შესახებ“ და საფუძველი ჩაუყარა გადახდისუუნარობის საქმის
წარმოების ახალ მიდგომებს, რომელთა თანახმადაც, გადახდისუუნარობის ყველა
ღონისძიების მთავარი ორიენტირი გახდა მოვალის საწარმოს რეაბილიტაცია და
მოვალის, როგორც ბიზნესის, გადარჩენა. თუმცა გაძლიერდა კრედიტორის როლიც
და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა უფრო სამართლიანი
პრინციპებით განისაზღვრა.
საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყნებში
უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის რისკის შემცირების მიზნით შემუშავებული
5
საკანონმდებლო ცვლილება: საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა
საქართველოს
მოქალაქისთვის
საქართველოს
სახელმწიფო
საზღვრის
გადაკვეთაზე უარის თქმის საფუძვლები, თუ იგი მიემგზავრება ევროკავშირის
წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის
რეჟიმი აქვს. საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება საქართველოს მოქალაქეების
მიერ ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის წესების
დარღვევის ალბათობის შემცირებას, რათა მომავალში საფრთხე არ შეექმნას ამ
ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ შესვლის უფლების
არსებობას (უვიზო მიმოსვლის რეჟიმს).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის
პროცედურებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება: საკანონმდებლო
ცვლილებით დაზუსტდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის
პროცედურები და შემოღებულ იქნა ამ პროცედურებში გადაწყვეტილებათა
დასაბუთებისა და გასაჩივრების მექანიზმები.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული
საკანონმდებლო ცვლილებები: საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილით
დადგინდა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული/მოწყობილი
ექსკურსიის დროს მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოების დაცვის დამატებით
მოთხოვნები. საკანონმდებლო ცვლილებების მეორე ნაწილით კი განისაზღვრა
საერთო
სარგებლობის
საავტომობილო
გზებზე
„შავი
წერტილების“
იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის მექანიზმები, რაც საგზაო სატრანსპორტო
შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და მძიმე დაზიანებების ფაქტების
შემცირებას ემსახურება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2020 წელს განხილული საკითხების შესახებ
ვრცელი ინფორმაცია მოცემულია შემდეგ თავებში.
II. კანონშემოქმედებითი საქმიანობა
კომიტეტის საქმიანობიდან, პირველ რიგში, აღსანიშნავია კანონშემოქმედებითი
საქმიანობა. ამ მხრივ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უფლებამოსილებებს
განეკუთვნება კერძო სამართლის, სისხლის სამართლისა და გარკვეული სხვა საჯარო
სამართლის სფეროებში შემავალი კანონპროექტების განხილვა და მათზე სათანადო
დასკვნების მომზადება. 2020 წელს კომიტეტმა განიხილა ამ სფეროების განვითარებასა
და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ბევრი
მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რაც საქართველოს მთავრობასთან, სხვა
უწყებებსა და დაინტერესებულ პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა.
6
2020 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით
განიხილა შემდეგი საკანონმდებლო ინიციატივები:
1. საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/443; 11.03.2020). კონსტიტუციური
კანონით შეიცვალა 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარებისა და
ამ არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი და
პირობები; კერძოდ, აღნიშნული ცვლილების შედეგად 2020 წლის საპარლამენტო
არჩევნებში პარლამენტის 120 წევრი არჩეულ იქნა პროპორციული წესით, ხოლო 30
წევრი მაჟორიტარული წესით. ამასთანავე, კონსტიტუციური კანონით განისაზღვრა
30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი და მათი გეოგრაფიული არეალი.
გარდა ამისა, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე
პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისთვის კონსტიტუციური კანონით
შეიცვალა პარლამენტის წევრის მანდატის მოსაპოვებლად საჭირო ამომრჩეველთა
ხმების მინიმალური პროცენტული რაოდენობა (საარჩევნო ბარიერი) და დადგინდა,
რომ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად საქართველოს
პარლამენტის წევრთა მანდატები ნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც
არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ,
და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული
ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში
შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.
ამავდროულად, პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკისთვის დადგინდა
შეზღუდვა პარლამენტის წევრთა მაქსიმალური რაოდენობის მანდატების მიღების
კუთხით. კონსტიტუციური კანონი შეეხო აგრეთვე 2020 წლის საპარლამენტო
არჩევნებში პოლიტიკური პარტიის მონაწილეობის პირობებს; კერძოდ, არჩევნებში
მონაწილეობის უფლება ჰქონდა კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ
პოლიტიკურ პარტიას, რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით
დასტურდებოდა არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით; თუმცა არანაკლებ 5000
ამომრჩევლის მხარდაჭერის დადასტურების ვალდებულებისაგან თავისუფლდებოდა
ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია, ყველა ის პოლიტიკური პარტია,
რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა
პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თუ მან ან
შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთ-ერთ არჩევნებში მაინც პროპორციული სისტემით
15000 ხმა მაინც მიიღო, აგრეთვე ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ
წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018
წლის არჩევნების პირველ ტურში 15000 ხმა მაინც მიიღო. კონსტიტუციური კანონით
დადგინდა, რომ 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების
ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში შესაბამისი არჩევნები ტარდება და
პარლამენტი ფორმირდება ზემოხსენებული წესებით. კონსტიტუციური კანონით
7
გათვალისწინებულმა აღნიშნულმა საარჩევნო სისტემამ ხელი შეუწყო პოლიტიკური
პარტიების მეტ წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში. ასეთმა საარჩევნო
სისტემამ საშუალება მისცა მცირე საზოგადოებრივი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურ
პარტიებსაც, წარმოდგენილ იქნენ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ეს კი
შედეგად, ხელს უწყობს პოლიტიკური პარტიებისა და დემოკრატიული პროცესების
შემდგომ განვითარებას. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის
არჩევნების ჩატარების იმ წესსა და პირობებზე, რომლებიც კონსტიტუციურმა კანონმა
დაადგინა, 2020 წლის 8 მარტს შესაბამის პოლიტიკურ პარტიებსა და პარლამენტის
წევრებს შორის სრული კონსენსუსით მიღწეულ იქნა პოლიტიკური შეთანხმება. ეს
შეთანხმება დადებითად შეაფასეს პოლიტიკური დიალოგის ხელშემწყობმა ელჩებმა
საქართველში.
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ირაკლი კობახიძის,
ანრი ოხანაშვილის და დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები:
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“,
„მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანებების
შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს
კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/476; 24.06.2020). საკანონმდებლო
ცვლილებები ახლებურად აწესრიგებს მთელ რიგ საარჩევნო საკითხებს და ეხება
შემდეგ ძირითად მიმართულებებს: საარჩევნო ადმინისტრაცია; მედია-კამპანია და
საეთერო დრო; საარჩევნო გარემო; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების
პრევენცია; საარჩევნო დავების განხილვა; არჩევნების მეორე ტური; საქართველოს
პარლამენტის
არჩევნებისა
და
მუნიციპალიტეტის
ორგანოთა
საერთო
არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენისას პარტიულ სიაში სქესთა შორის
გარკვეული ბალანსის დაცვის წესი; ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2)
გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით ზოგიერთი
საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრა; საქართველოს პარლამენტის 2020
წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი;
პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება. საკანონმდებლო ცვლილებების
ძირითადი ნაწილი ეფუძნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის
უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს. აღნიშნული ცვლილებები წინ
გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში საარჩევნო სისტემის დახვეწისა და
პოლიტიკური პარტიების განვითარების კუთხით. საკანონმდებლო ცვლილებებით
დაიხვეწა საარჩევნო საკითხების მომწესრიგებელი ნორმები და აღმოიფხვრა კანონში
არსებული გარკვეული ხარვეზები, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და
ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით,
8
რაც ხელს უწყობს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ გარემოში
ჩატარებას.
3. საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის და გურამ
მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს
კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (N07-3/483; 26.08.2020). საკანონმდებლო ცვლილებებით დაზუსტდა
საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცალკეულ ნორმათა შინაარსი და აღმოიფხვრა
საარჩევნო კოდექსში არსებული გარკვეული ტექნიკური ხარვეზები. ამასთანავე,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით დამატებით
დადგინდა დანაშაულის ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის
ფარულობის დარღვევა შემადგენლობა და შესაბამისი სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა.
4. საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის და გურამ
მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/491;
09.09.2020). საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, საქართველოს პარლამენტის 2020
წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატებად რეგისტრაციისას პირები
გათავისუფლდნენ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის
ვალდებულებისგან და ამ ცნობის წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ აღნიშნულ
არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეულ პირებს. საკანონმდებლო ცვლილება
ემსახურებოდა ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე შესაბამის
დაწესებულებებში/დაწესებულებებთან დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრის
პრევენციასა და ახალი კორონავირუსის (COVID19-ის) გავრცელების მეტად სარისკო
და საფრთხის შემცველი სხვადასხვა კერის წარმოშობის თავიდან აცილებას.
5. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, ირაკლი ქადაგიშვილის,
გურამ მაჭარაშვილის, რატი იონათამიშვილის და დავით მათიკაშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული
კანონების პროექტები: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ორგანული კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“, „საქართველოს ორგანული კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
9
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/5; 16.12.2020).
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიისთვის
საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის/შეჩერების გარკვეულ საფუძვლებს; კერძოდ,
ცვლილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს
მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის
მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ამასთანავე, პოლიტიკური პარტია შესაბამისი
მომდევნო 6 თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით
არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც საქართველოს პარლამენტის
შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება
მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. საკანონმდებლო ცვლილებების
პაკეტი ითვალისწინებს ასევე იმ პოლიტიკური პარტიისთვის უფასო საეთერო დროით
სარგებლობის შესაძლებლობის გაუქმებას/შეჩერებას, რომელიც ზემოხსენებული
საფუძვლით დაკარგავს საბიუჯეტო დაფინანსებას. საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტით კი გათვალისწინებულია პარლამენტის წევრისთვის
ხელფასის დაკავების ახალი საფუძველი; კერძოდ, პარლამენტის წევრს, რომელიც
მორიგი სესიის კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენს
ყველა პლენარულ სხდომას, ხელფასი სრულად დაუკავდება. პარლამენტის წევრს
ხელფასი სრულად დაუკავდება საპარლამენტო არდადეგების პერიოდშიც, თუ მას
არდადეგებამდე მორიგი სესიის ბოლო კალენდარულ თვეში აღნიშნული წესით
სრულად დაუკავდა ხელფასი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი დაესწრება შესაბამისი
რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომას. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი,
რომელიც მიღებულია პირველი მოსმენით, მოსაზრებისთვის წარედგინა ვენეციის
კომისიას. პარლამენტის მიერ მისი განხილვის გაგრძელება დაგეგმილია მას შემდეგ,
რაც ვენეციის კომისია მის შესახებ თავის მოსაზრებას შეიმუშავებს.
6. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის,
ანრი ოხანაშვილის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, დიმიტრი
მხეიძის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, გიორგი კახიანის, კახაბერ კუჭავას,
ნინო წილოსანის, ვლადიმერ კახაძის, კობა ლურსმანაშვილის, შალვა კიკნაველიძის,
მერაბ ქვარაიას, ირაკლი მეზურნიშვილის, ლევან მგალობლიშვილის, გიორგი
ხატიძის, ირაკლი სესიაშვილის, გელა სამხარაულის, ალექსანდრე ქანთარიას, ვიქტორ
ჯაფარიძის, ისკო დასენის, ერეკლე ტრიპოლსკის, მუხრან ვახტანგაძის, ირაკლი (დაჩი)
ბერაიას, დიმიტრი ხუნდაძის და სულხან მახათაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები:
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
(N07-3/446;
17.03.2020).
საკანონმდებლო
ცვლილებებით დადგინდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „საზოგადოებრივი
10
ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან
დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის;
კერძოდ, ამ წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით,
ხოლო იურიდიული პირისა − 10000 ლარით. ამასთანავე, დადგინდა
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის
მიერ იმავე იზოლაციის ან/და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევისათვის
(შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით
სამ წლამდე; იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმა, საქმიანობის უფლების
ჩამორთმევა ან ლიკვიდაცია და ჯარიმა). გარდა ამისა, დადგინდა ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან/და სხვა შესაბამისი
ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის
დარღვევისათვის, მათ შორის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი
იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის, თუ ეს წესი საგანგებო ან
საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია; კერძოდ, ხსენებული საგანგებო ან საომარი
მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000
ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 15000 ლარით, თუ საქართველოს პრეზიდენტის
დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთანავე, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით დადგინდა სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
აღნიშნული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე საგანგებო ან
საომარი რეჟიმის განმეორებით დარღვევისათვის (თავისუფლების აღკვეთა ვადით
ექვს წლამდე, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის
დადგენილი; იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმა, საქმიანობის უფლების
ჩამორთმევა ან ლიკვიდაცია და ჯარიმა, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით
სხვა რამ არ არის დადგენილი). საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება ახალი
კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების პრევენციას, შემცირებასა და ადამიანის
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. ეს ცვლილებები სახელმწიფოს მიერ
გატარებულ სხვა ღონისძიებებთან ერთად ქმნის საჭირო და ეფექტიან მექანიზმს
COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.
7. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების
პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/465; 03.06.2020). საკანონმდებლო ცვლილებით
დადგინდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პირბადის ტარების წესის
დარღვევისათვის; კერძოდ, შემოღებულ იქნა ჯარიმა 20 ლარის ოდენობით პანდემიის
ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის
დარღვევისათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით,
11
გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისა და ტაქსით (M1 კატეგორია)
გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის, აგრეთვე ჯარიმა 500
ლარის ოდენობით პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში
პირბადის არმქონე პირის დაშვებისათვის. ეს საკანონმდებლო ცვლილებაც,
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსსა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“
საქართველოს კანონში შეტანილი ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების
მსგავსად, ემსახურება ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების
პრევენციასა და შემცირებას, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. იგი
სახელმწიფოს მიერ გატარებულ სხვა ღონისძიებებთან ერთად ქმნის საჭირო და
ეფექტიან მექანიზმს COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.
8. საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ამნისტიის
შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (N07-3/3; 16.12.2020). „ამნისტიის შესახებ“ კანონით გავრცელდა
ამნისტია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულთა
ფართო წრეზე და, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი
და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის
გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან
გათავისუფლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული
ზოგიერთი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები,
ასევე დანიშნული სასჯელი შეუმცირდათ ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეეცვალათ
ცალკეული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს. ამასთანავე,
ცვლილებები შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში; ამ ცვლილებების თანახმად, უვადო
თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან
პირობით გათავისუფლების პირობებსა და მისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის პირობებს
დაემატა პირობა, რომ მსჯავრდებულმა წარმატებით უნდა გაიაროს საქართველოს
იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო თავისუფლების აღკვეთით
მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა.
9. საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა
გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან
გათავისუფლების შესახებ“ (N07-3/453; 20.05.2020). კანონის თანახმად, საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (ამკრძალავი ნიშნის
„გაჩერება აკრძალულია“ ან ამკრძალავი ნიშნის „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის
12
დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა
მოთხოვნის დაუცველობა) ან/და იმავე კოდექსის 1252 მუხლით განსაზღვრული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების
დარღვევა) ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან
და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლდნენ ის პირები,
რომლებმაც ეს ქმედება 2018 წლის 10 აპრილამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებები გამოსცა ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი
ორგანოს მიერ უფლებამოსილმა პირმა (თუ სამართალდამრღვევის მიმართ ამგვარი
დადგენილება „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის
ამოქმედებამდე ჯერ არ იყო აღსრულებული).
10. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის,
რატი იონათამიშვილის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, სოფიო კილაძის
და ისკო დასენის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/441; 04.03.2020). საკანონმდებლო
ცვლილების თანახმად, ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატისათვის კითხვარისა და
უწყების ჩაბარებისა და მასთან ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით შესაბამისი
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საჯარო
სამართლის იურიდიული პირისგან − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოსგან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის პირადი ნომრის
დახმარებით, ელექტრონული სერვისის მეშვეობით გამოითხოვოს სატრანსპორტო
საშუალებების
სარეგისტრაციო
მონაცემებში
აღრიცხული
სატრანსპორტო
საშუალების მფლობელ ფიზიკურ პირზე ან/და მართვის მოწმობათა გაცემის
რეესტრში აღრიცხული მართვის მოწმობის მფლობელ ფიზიკურ პირზე
დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომერი. ნაფიცი მსაჯულობის
კანდიდატისათვის კითხვარისა და უწყების ჩაბარებისა და მასთან ეფექტიანი
კომუნიკაციის მიზნით შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს
უფლებამოსილ პირს ასევე უფლება აქვს, ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის
მობილური ტელეფონის ნომერი გამოითხოვოს საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული
ბაზებიდანაც. საკანონმდებლო ცვლილება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფრო
ეფექტიანად ფუნქციონირების ხელშეწყობისა და ბრალდებულისათვის საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით მინიჭებული სწრაფი
მართლმსაჯულების უფლების შეუფერხებლად განხორციელების მიზანს ემსახურება.
საკანონმდებლო ცვლილებით გაიზარდა ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატისთვის
კითხვარისა და უწყების ჩაბარების შესაძლებლობა და, შედეგად, ნაფიც მსაჯულთა
შერჩევის სხდომაზე მაქსიმალური რაოდენობის კანდიდატების გამოცხადების
ალბათობა, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული სისხლის სამართლის
13
საქმის განმხილველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობის მცირე დროში
ჩამოყალიბებასა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდას.
11. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის,
რატი იონათამიშვილის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, სოფიო კილაძის
და ისკო დასენის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/442; 04.03.2020). საკანონმდებლო
ცვლილებები გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019
წლის 24 ოქტომბრის N2/12/1237 განჩინებიდან საქმეზე „ვასილ საგანელიძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ამ განჩინებით საკონსტიტუციო
სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც გამოძიების ეტაპზე მაგისტრატ
მოსამართლესთან გამოსაკითხი პირის დაკითხვის შესაძლებლობას აძლევდა
მხოლოდ ბრალდების მხარეს, დაცვის მხარე კი ამ შესაძლებლობით ვერ
სარგებლობდა. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, გამოძიების ეტაპზე
მაგისტრატ მოსამართლესთან გამოსაკითხი პირის დაკითხვის უფლება, ბრალდების
მხარესთან ერთად, დაცვის მხარესაც მიენიჭა.
12. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის,
თამარ ჩუგოშვილის, მამუკა მდინარაძის, სოფიო კილაძის, გურამ მაჭარაშვილის, ვანო
ზარდიაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, რატი იონათამიშვილის, დიმიტრი
მხეიძის და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/363;
05.06.2019).
საკანონმდებლო
ცვლილებები
გამომდინარეობს
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2018
წლის
19
ოქტომბრის
N2/7/779
გადაწყვეტილებიდან საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ
არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა
კოდექსის 272-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არ იძლეოდა ცალკეულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების
სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. საკანონმდებლო ცვლილების
თანახმად, დადგინდა, რომ ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ
ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), ხოლო ზემდგომი ორგანოს (ზემდგომი
თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება − სასამართლოში. ამასთანავე, განისაზღვრა
ზემდგომი ორგანოს (ზემდგომი თანამდებობის პირის) გადაწყვეტილების
სასამართლოში გასაჩივრების შედეგად გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების
სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებისა და ამ საჩივრის განხილვის წესი.
14
საკანონმდებლო ცვლილების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ადამიანის
ძირითად უფლებათა დაცვის მექანიზმები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის შეცვლილი ნორმები შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და
ამავდროულად დაცულია გონივრული ბალანსი სამართლიანი სასამართლოს
უფლებით სარგებლობასა და სასამართლოს გადატვირთულობისაგან დაცვას შორის.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილება ადამიანის უფლების
დაცვას უფრო მაღალი სტანდარტით ითვალისწინებს, ვიდრე საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო
ნაწილიდან გამომდინარეობს. საკანონმდებლო ცვლილებით დაცულია საჯარო და
კერძო ინტერესებს შორის ბალანსი, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვის
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას სრულად შეესაბამება.
13. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ქალთა მიმართ ძალადობის
ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (N07-2/402; 18.10.2019). საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული მოძალადისაგან მსხვერპლის დაცვის მიზნით, მოძალადეზე
ელექტრონული
ზედამხედველობის
დაწესებას.
ამასთანავე,
მოძალადეზე
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ არსებობს მოძალადის მიერ ძალადობის
განმეორებით ჩადენის რეალური საფრთხე. საფრთხის შეფასებისას მხედველობაში
მიიღება, სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, წარსულში მოძალადის მიერ მის მიმართ
გამოცემული შემაკავებელი ორდერის ან/და დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი და
დარღვევის ხასიათი, წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი,
მოძალადის მხრიდან მუქარა ან/და მის მიერ ფიზიკური ძალადობის
განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების/დემონსტრირების
ფაქტი და სხვა გარემოებები. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მოძალადეზე
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება სასამართლო კონტროლის გზით
ხორციელდება (მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო). ამრიგად, საკანონმდებლო ცვლილებებით
შემუშავდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის
მიმართულებით დამატებითი ქმედითი მექანიზმი, რაც ქალთა მიმართ ძალადობისა
და ოჯახში ძალადობის ჩადენის პრევენციასა და სავარაუდო მსხვერპლის უკეთ
დაცვას ემსახურება. მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება
მნიშვნელოვანი სიახლეა, რაც შემაკავებელი ორდერის მოქმედების განმავლობაში
15
ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის რისკს ამცირებს,
ამასთანავე, სამართალდამცავი ორგანოების მყისიერ ინფორმირებას უზრუნველყოფს,
რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი მძიმე შედეგები.
14. საქართველოს პარლამენტის წევრების: სოფიო კილაძის, ირაკლი კობახიძის, შალვა
კიკნაველიძის, მერაბ ქვარაიას, რატი იონათამიშვილის, ილია ნაკაშიძის, დიმიტრი
მხეიძის, დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, პაატა მხეიძის, გია ბენაშვილის,
ცოტნე ზურაბიანის, გოგი მეშველიანის, ენძელა მაჭავარიანის, სვეტლანა კუდბას და
ფატი ხალვაშის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ
დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (N07-3/468; 10.06.2020). საკანონმდებლო ცვლილებებით გამკაცრდა
პასუხისმგებლობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
მიმართული მთელი რიგი დანაშაულების არასრულწლოვანის მიმართ ჩადენისათვის.
ამასთანავე, გაუქმდა ამ დანაშაულების არასრულწლოვანის მიმართ ჩადენისათვის
დანიშნული სასჯელის სრულად პირობითად ჩათვლის, მსჯავრდებულის
სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა.
საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება სქესობრივი თავისუფლებისა და
ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისგან არასრულწლოვანთა
დაცვას და სახელმწიფოს მიერ გატარებულ სხვა ღონისძიებებთან ერთად მათი დაცვის
დამატებითი მექანიზმის შექმნას.
15. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი სესიაშვილის, ანრი ოხანაშვილის,
დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის და რატი იონათამიშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (N07-3/319; 03.04.2019). საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის
პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური
გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის გამოყენებისთვის,
საქართველოში შემოტანისთვის, გადაზიდვისთვის ან საქართველოდან გატანისთვის.
ამ ქმედების ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის
ოდენობით, იურიდიული პირისა კი − 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის
საგნის კონფისკაციით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის პირველი
მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია
განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს
16
ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა
დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია
სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
მიერ.“ საქართველოს კონსტიტუციის ამ დანაწესის სულისკვეთებიდან გამომდინარე,
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების პრევენციას.
16. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი სესიაშვილის და ოთარ ჩრდილელი
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (N07-3/235; 18.10.2018). საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი
ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის
დამზადებისთვის,
წარმოებისთვის,
რეკლამირებისთვის,
გამოყენებისთვის,
საქართველოში შემოტანისთვის, გადაზიდვისთვის, საქართველოდან გატანისთვის ან
რეალიზაციისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი
ინფორმაციის გავრცელების მიზნით. ამ ქმედების ჩამდენი ისჯება ჯარიმით ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის
სასჯელის სახით განსაზღვრულია ჯარიმა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან
ლიკვიდაცია და ჯარიმა. ეს საკანონმდებლო ცვლილება, საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ზემოხსენებული
საკანონმდებლო ცვლილების მსგავსად, ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების პრევენციას.
17. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“,
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინფორმაციული
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ელექტრონული
კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N072/445; 04.02.2020). საკანონმდებლო ცვლილებებით შეიქმნა საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირი
ციფრული
მმართველობის
სააგენტო
და
განისაზღვრა
მისი
17
უფლებამოსილებები. ციფრული მმართველობის სააგენტო შეიქმნა მომიჯნავე
ფუნქციების მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირების მონაცემთა გაცვლის
სააგენტოსა და „სმართ ლოჯიქის“ რეორგანიზაციისა და მათი უფლებამონაცვლეობის
საფუძველზე, კერძოდ, ციფრული მმართველობის სააგენტო გახდა ამ საჯარო
სამართლის იურიდიული პირების უფლებამონაცვლე და შეითავსა მათი
უფლებამოსილებები. საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება ციფრული
მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებას და სერვისების
ელექტრონულად გაცემის სისტემის დახვეწას. საქართველო მუდმივად აუმჯობესებს
მიდგომებს ციფრული მმართველობის, ღია მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების
საკითხებში. საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია ციფრული მმართველობის
უფრო მეტად განვითარებასა და შესაბამისი მომსახურების ელექტრონულად, „ერთი
ფანჯრის პრინციპით“, უფრო მარტივად და მაღალი ხარისხით მიწოდებისაკენ.
18. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (N07-3/401; 02.10.2019). კანონპროექტის თანახმად, კრიტიკული
ინფორმაციული სისტემის სუბიექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის
გასაძლიერებლად შესაბამის უფლებამოსილებებს საჯარო სამართლის იურიდიულ
პირთან ციფრული მმართველობის სააგენტოსთან ერთად საჯარო სამართლის
იურიდიული პირი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოც განახორციელებს. კანონის
პროექტის მიზანია კომპიუტერული ინციდენტებისგან იმ ინფორმაციულტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და ინფორმაციული სისტემების დაცვის
გაუმჯობესება,
რომელთა
გამართულად
ფუნქციონირებასაც
კრიტიკული
მნიშვნელობა აქვს ქვეყნის თავდაცვისათვის, ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის,
სახელმწიფო ინტერესებისა და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. კანონპროექტი
ემსახურება ისეთი სისტემის დანერგვას, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს
კრიტიკულ ინფორმაციულ სუბიექტებში კომპიუტერული ინფრასტრუქტურის
კიბერთავდასხმებისაგან დაცვას (გასათვალისწინებელია, რომ დღესდღეობით
კიბერდანაშაულები და მათგან მომდინარე საფრთხეები სახელმწიფოებისთვის დიდი
გამოწვევაა).
19. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „რეაბილიტაციისა და
კრედიტორთა
კოლექტიური
დაკმაყოფილების
შესახებ“,
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა
18
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო
ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/457; 05.03.2020).
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონმა
ჩაანაცვლა მანამდე მოქმედი კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“
და საფუძველი ჩაუყარა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ახალ მიდგომებს.
აღსანიშნავია, რომ გადახდისუუნარობის ყველა ღონისძიების მთავარი ორიენტირი
გახდა მოვალის საწარმოს რეაბილიტაცია და მოვალის, როგორც ბიზნესის, გადარჩენა.
თუმცა, ამავდროულად, გაძლიერდა კრედიტორის როლიც, ხოლო კრედიტორთა
მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა უფრო სამართლიანი პრინციპებით
განისაზღვრა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ახალი კანონი ითვალისწინებს
გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესიას, რაც სიახლეა, და ადგენს, რომ
გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მონაწილეობა გადახდისუუნარობის საქმის
წარმოებაში სავალდებულოა. კანონი ითვალისწინებს აგრეთვე ისეთ მექანიზმებს,
როგორებიც არის: გადახდისუუნარობის საქმეზე მმართველის, რეაბილიტაციის
ზედამხედველისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ავტომატურად,
ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესი და გადახდისუუნარობის საქმის
წარმოების (საწარმოს გაკოტრებისა თუ რეაბილიტაციის საქმის წარმოების) მკაცრი
სასამართლო კონტროლი.
20. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ეკა ბესელიას, მამუკა
მდინარაძის, გიორგი ხატიძის, ოთარ დანელიას, გიორგი ვოლსკის, კახაბერ კუჭავას და
ზვიად კვაჭანტირაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან
გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/156; 19.04.2018). საკანონმდებლო ცვლილებით
განისაზღვრა საქართველოს მოქალაქისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
გადაკვეთაზე უარის თქმის საფუძვლები, თუ იგი მიემგზავრება ევროკავშირის
წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის
რეჟიმი აქვს; კერძოდ, განისაზღვრა საქართველოს მოქალაქისთვის საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე აღნიშნული უარის თქმის შემდეგი საფუძვლები:
საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე
ქვეყანაში შესვლა და ეს ფაქტი ცნობილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოსათვის; ან
საქართველოს მოქალაქე არ წარადგენს: ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ
შესაბამის ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადაც საქართველოს
მოქალაქის მიერ ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დატოვების
დღისათვის არანაკლებ 3 თვეა; ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის
19
დასატოვებლად საჭირო, ვარგის სამგზავრო ბილეთს ან ასეთი სამგზავრო ბილეთის
მოქმედი
ჯავშნის
დამადასტურებელ
დოკუმენტს;
ევროკავშირის
ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მდებარე სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი
ადგილის
მოქმედი
ჯავშნის
დამადასტურებელ
დოკუმენტს,
ამ
სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა
სათანადო დოკუმენტს ან ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში კანონიერად
მცხოვრები მასპინძლის თანხმობას თავის საცხოვრებელ ადგილას საქართველოს
მოქალაქის
განთავსებაზე,
აგრეთვე
ინფორმაციას
აღნიშნული
სასტუმროს/საცხოვრებელი
ადგილის
მისამართის
შესახებ;
ევროკავშირის
ტერიტორიაზე/შენგენის
ზონაში
მოქმედი
ჯანმრთელობის
დაზღვევის
დამადასტურებელ დოკუმენტს; ან მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის
საშუალებას ან მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელ
დოკუმენტს. საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება საქართველოს მოქალაქეების
მიერ ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის წესების
დარღვევის ალბათობის შემცირებას, რათა მომავალში საფრთხე არ შეექმნას ამ
ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ შესვლის უფლების არსებობას
(უვიზო მიმოსვლის რეჟიმს).
21. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და
საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის)
მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/409; 01.11.2019).
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, დაკარგვის საფუძვლით პასპორტის შეცვლის
დროს მოთხოვნას უნდა დაერთოს სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური
ორგანოსათვის ამ გარემოების შესახებ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის
მიხედვით მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები. ამასთანავე,
პასპორტის დაკარგვის შესახებ სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური
ორგანოსათვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი პასპორტის გაცემის
უფლებამოსილების
მქონე
საქართველოს
ორგანოებმა
შეიძლება
მიიღონ
ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე. საკანონმდებლო ცვლილება
ემსახურება ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან საქართველოს
მოქალაქეებისთვის განსაზღვრული უვიზო მიმოსვლისთვის საფრთხის შექმნის
პრევენციას; კერძოდ, ვინაიდან უცხო ქვეყნების შესაბამისი ორგანოების მიერ
პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტის იდენტიფიცირება ხშირად ვერ
ხერხდება, ამით რიგ შემთხვევებში გარკვეულწილად სარგებლობენ ის პირები,
რომელთაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი რეალურად არ დაუკარგავთ, მაგრამ
მაინც მიმართავენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პასპორტის
დაკარგვის საფუძვლით მისი შეცვლის მოთხოვნით, შემდეგ კი ახალი დოკუმენტით
ცდილობენ საზღვრის გადაკვეთასა და შენგენის ზონაში გადაადგილებას.
შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილების მიღება ხელს უწყობს პირადობის
20
დამადასტურებელი დოკუმენტის − პასპორტის ბოროტად გამოყენების პრევენციასა
და ამ დოკუმენტის გაცემის პროცესის მონიტორინგის უფრო ეფექტიანი მექანიზმით
განხორციელებას.
22. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილის
და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/480;
16.07.2020). საკანონმდებლო ცვლილებით დაზუსტდა საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის
კანდიდატების შერჩევის პროცედურები და შემოღებულ იქნა ამ პროცედურებში
გადაწყვეტილებათა დასაბუთებისა და გასაჩივრების მექანიზმები. ეს საკანონმდებლო
ცვლილება დაკავშირებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში 2019 წლის 1 მაისს განხორციელებულ ცვლილებასთან, რომლითაც
შეიქმნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის, უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის უპრეცედენტოდ ღია, საჯარო, გამჭვირვალე
და მაღალი სტანდარტის პროცედურები და რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლომ 2020 წლის 30 ივლისის N3/1/1459,1491 გადაწყვეტილებით საქმეზე
„საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისად მიიჩნია (2019 წლის 12 დეკემბერს
აღნიშნული პროცედურებით არჩეულ იქნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები).
23. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით მათიკაშვილის, ვანო
ზარდიაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, ანრი
ოხანაშვილის და სოფიო კილაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(N07-3/351; 22.05.2019). საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვრა სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ ორგანიზებული/მოწყობილი ღონისძიების – ექსკურსიის დროს
მგზავრთა გადაყვანისას დამატებით მოთხოვნები და დადგინდა ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნების დარღვევისათვის. საკანონმდებლო ცვლილებები
მნიშვნელოვანია საზოგადოების, განსაკუთრებით კი ბავშვთა და სკოლის მოსწავლეთა
უსაფრთხოებისათვის, რადგან ისინი მათი უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფის
უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებასა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა
რისკის შემცირებას განაპირობებს. აღნიშნული ცვლილებები სკოლამდელი აღზრდისა
და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
მიერ ორგანიზებული/მოწყობილი ექსკურსიების დროს საგზაო სატრანსპორტო
შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და შესამცირებლად წინ გადადგმული ნაბიჯია.
21
24. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/433; 19.12.2019).
საკანონმდებლო ცვლილებით კანონს დაემატა საერთო სარგებლობის საავტომობილო
გზებზე „შავი წერტილების“ იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის მექანიზმები, რაც
საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და მძიმე
დაზიანებების ფაქტების შემცირებას ემსახურება. საკანონმდებლო ცვლილება საგზაო
სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილებისკენ მიმართული წინ გადადგმული
ნაბიჯია და ხელს უწყობს უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას.
25. საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა
გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონების
პროექტები:
„საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/454; 20.05.2020). საკანონმდებლო ცვლილებებით
შეიცვალა მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო
საშუალების დგომის, გაჩერებისა და პარკირების წესების დაცვასთან. საკანონმდებლო
ცვლილებების შედეგად უკეთ მოწესრიგდა მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტში, სატრანსპორტო საშუალების დგომასთან, გაჩერებასა
და პარკირებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც მანამდე პრაქტიკაში
გარკვეულ პრობლემათა რიცხვს განეკუთვნებოდა. მნიშვნელოვანია აგრეთვე გზაზე
მიტოვებულ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის
საკითხიც, რომელსაც ასევე ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებები.
საკანონმდებლო ცვლილებებით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ღონისძიებები
და მათი აღსრულების უფრო ეფექტიანი და მოქნილი მექანიზმები საგზაო მოძრაობის
გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული.
26. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, კახაბერ კუჭავას, სულხან
მახათაძის, გურამ მაჭარაშვილის, გოგა გულორდავას, გიორგი გაჩეჩილაძის და მამუკა
მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/477; 01.07.2020). საკანონმდებლო
ცვლილებებით გამკაცრდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საავტომობილო
ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის
22
ნორმების დარღვევისათვის და დაწესდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
აღნიშნული ნორმების განმეორებით დარღვევისათვის.
27. საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, სოფიო კილაძის,
ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას და ცოტნე
ზურაბიანის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (N07-3/425; 18.12.2019). კანონპროექტით დეტალურად წესრიგდება
უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მიერ
გარიგების დადების საკითხები.
28. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების
თაობაზე“ (N07-2/495; 06.07.2020).
29. საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, ვლადიმერ კახაძის,
ილია ნაკაშიძის და დიმიტრი მხეიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/420; 28.11.2019). საკანონმდებლო
ცვლილებით განხორციელდა ტექნიკური ხასიათის ცვლილება და ახალი რედაქციით
ჩამოყალიბდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
2020 წლის 1 სექტემბერს ასამოქმედებელი გარკვეული ნორმები; კერძოდ, კოდექსის
2020 წლის 1 სექტემბერს ასამოქმედებელ ნორმებში აისახა ის ცვლილებები, რომლებიც
კოდექსის შესაბამის მუხლებში მანამდე იქნა შეტანილი.
30. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ
გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/492; 17.06.2020).
საკანონმდებლო ცვლილებით ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის,
მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი
მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრისა და მოტოციკლის ძველი ნიმუშის
რეგისტრაციის ნომრის მოქმედების ვადა 2020 წლის 1 სექტემბრიდან გაგრძელდა 2021
წლის 31 მარტამდე.
31. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“
23
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/1; 15.12.2020).
საკანონმდებლო ცვლილებით 2020 წლის 31 დეკემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე
გაგრძელდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261 მუხლით
გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდი, რომელშიც ზოგიერთი სამართლებრივი
ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, დროებით, ძირითადისგან განსხვავებული წესები
მოქმედებს.
32. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/3; 16.12.2020).
საკანონმდებლო ცვლილებით 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე
გაგრძელდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის
გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის მიერ
მისაღები დადგენილებებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ
გამოსაცემი ნორმატიული აქტების მიღების/გამოცემის ვადა.
33. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის და დავით
მათიკაშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების
პროექტი „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს
დებულების დამტკიცების შესახებ“ (N07-3/492; 09.09.2020). საქართველოს
პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულების მოქმედ
საკანონმდებლო ნორმებთან შესაბამისობის მიზნით, პარლამენტის დადგენილებით
დამტკიცდა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ახალი დებულება.
2020 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სავალდებულო კომიტეტის“ სტატუსით
განიხილა შემდეგი საკანონმდებლო ინიციატივები:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში
შემავალი სხვა კანონპროექტები (N07-2/442; 03.02.2020). საკანონმდებლო ცვლილებები
ითვალისწინებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
კონვენციის სრულყოფილი იმპლემენტაციის მიზნით ერთიანი საკანონმდებლო
ჩარჩოს შექმნას. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება საქართველოს
საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას, რაც გულისხმობს, რომ
განათლების, კულტურის, სამოქალაქო ინტეგრაციის, სოციალურ-ეკონომიკურ და
სხვა სფეროებში ქვეყანამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების
რეალიზებისთვის აუცილებელი ღონისძიებები უნდა გაატაროს. საკანონმდებლო
ცვლილებები ორიენტირებულია საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა სრულ ინტეგრაციაზე, თანასწორობის უნივერსალური პრინციპის
დაცვით მათთვის ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობაზე.
24
საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა დამოუკიდებლი ცხოვრების უზრუნველყოფის ხელშეწყობას სხვადასხვა
სერვისის მეშვეობით, მათ შორის, დამოუკიდებელი ცხოვრების საინფორმაციოსაკონსულტაციო მხარდაჭერის სერვისების მეშვეობით, პერსონალური ასისტენტის
სერვისის მეშვეობით.
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საინვესტიციო ფონდების
შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სარეგისტრაციო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასახელმწიფო
საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული
ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(N07-2/453; 24.02.2020). საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მიღებულ იქნა
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც საინვესტიციო ფონდების
მომწესრიგებელ ახალ ნორმებს ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებები, ერთი
მხრივ, განპირობებულია აღნიშნული საკითხის მომწესრიგებლი მანამდე არსებული
საკანონმდებლო ნორმების დახვეწის აუცილებლობით, ხოლო, მეორე მხრივ,
გამომდინარეობს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/65/EC
დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების საჭიროებიდან.
საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქართველოში
ფუნქციონირებასთან დაკავშირებით „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონით
განისაზღვრა ახალი და დეტალური ნორმატიული საფუძვლები. ევროკავშირის
კანონმდებლობის პრინციპებზე დაყრდნობით ამ ახალი კანონით წესრიგდება
საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების დაფუძნებასთან,
მართვასა და მათ მიერ ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული
ურთიერთობები. აღნიშნული კანონით წესრიგდება აგრეთვე უცხოური საინვესტიციო
ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქართველოში საქმიანობის
საკითხები.
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სახელმწიფო შესყიდვების
25
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო
დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში
შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (N07-2/452; 21.02.2020). საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ
შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნის
მიღწევას. საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია ევროპარლამენტისა და საბჭოს
2014 წლის 26 თებერვლის 2014/24/EU დირექტივისა და საბჭოს 1989 წლის 21
დეკემბრის 89/665/EC დირექტივის გარკვეულ ნორმებთან საქართველოს
კანონმდებლობის დაახლოებისკენ, ასევე სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე დავების
განხილვის ორგანოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ევროკავშირის საკვანძო
მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ.
4. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, გიორგი კახიანის, მამუკა
მდინარაძის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონების
პროექტები: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (N07-3/456; 25.05.2020). საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის საქართველოს კონსტიტუციის იმ
ძირითად დებულებებთან შესაბამისობას, რომლებმაც მეათე მოწვევის პარლამენტის
მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე ჩაანაცვლა 2017 წლის 13 ოქტომბრის
საქართველოს კონსტიტუციური კანონის (N1324-რს) მე-2 მუხლით განსაზღვრული
გარდამავალი დებულებები (კონსტიტუციის გარდამავალი ნორმები). ამასთანავე,
საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის
მუშაობასთან დაკავშირებით პრაქტიკაში გამოვლენილი გარკვეული ხარვეზების
აღმოფხვრას, პარლამენტის მუშაობის, მისი სტრუქტურის დახვეწასა და
საპარლამენტო სუბიექტების უფრო მეტად გაძლიერებას.
5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „დაცული ტერიტორიების
სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არაგვის
დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „თრუსოს დაცული
26
ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/290;
13.12.2018). საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს დაცულ ტერიტორიებს
დაემატა და შეიქმნა ორი ახალი დაცული ტერიტორია: არაგვის დაცული ლანდშაფტი
და თრუსოს დაცული ლანდშაფტი. ამასთანავე, განისაზღვრა აღნიშნული დაცული
ტერიტორიების მდებარეობა და ფართობი, დაცვისა და გამოყენების რეჟიმები და
მართვის საკითხები, მათ შორის, მათი მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები.
6. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, კახაბერ კუჭავას, სულხან
მახათაძის, ოთარ დანელიას, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, კობა
ლურსმანაშვილის, ზაზა ხუციშვილის და პაატა გოგოხიას მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები:
„აკვაკულტურის
შესახებ“,
„ბუნებრივი
რესურსებით
სარგებლობისათვის
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „წყლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/430; 29.01.2020).
საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარებასა
და ამ მიზნით სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების
ეფექტიან გამოყენებას, გარემოს დაცვას. საკანონმდებლო ცვლილებებით წესრიგდება
აკვაკულტურის მართვის ძირითადი კომპონენტები, რომლებიც ქვეყანაში, როგორც
ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით აკვაკულტურის შესაძლებლობების
მაქსიმალურად გამოყენებასა და მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას განაპირობებს,
ამასთანავე, ინვესტორებისთვის ქმნის საქმიანობის მეტ გარანტიას და მათი ქონებრივი
უფლებების უკეთ დაცვას უზრუნველყოფს.
7. საქართველოს პარლამენტის წევრების: სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/436;
19.02.2020). საკანონმდებლო ცვლილებით შეიცვალა ნარჩენების მართვის კოდექსის
მთელი რიგი ნორმები და გაიზარდა კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებისთვის დადგენილი ცალკეული პასუხისმგებლობის ზომები.
საკანონმდებლო ცვლილების მიზანია აღნიშნული პასუხისმგებლობის ზომების
27
გაზრდით გარემოში ნარჩენების არასათანადო განთავსების თავიდან აცილება და
გარემოს დაბინძურების პრევენცია. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებები
მიმართულია ნარჩენების მართვის კოდექსის პრაქტიკაში გამოყენებისას გამოვლენილ
ცალკეულ ხარვეზთა აღმოფხვრასა და კოდექსის ზოგიერთი ნორმის დახვეწისკენ ამ
ნორმების სრულყოფილი და ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად.
8. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონების
პროექტები:
„გარემოსდაცვითი
პასუხისმგებლობის შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/501; 14.07.2020).
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 21 აპრილის 2004/35/EC დირექტივასთან
დაახლოება. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს ზოგად და
ძირითად დებულებებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, დებულებებს
გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციისა და დაზიანებული გარემოს აღდგენისა
და გაუმჯობესების ღონისძიებების თაობაზე, პასუხისმგებლობას გარემოსთვის
ზიანის მიყენებისა და შესაბამისი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის და
სხვა საკითხებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ.
9. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს
ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა
კანონპროექტები (N07-2/447; 19.02.2020). საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და
მუნიციპალიტეტების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკანონმდებლო აქტებში
ტერმინებთან „მუნიციპალიტეტის ორგანო“, „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი
ორგანო“ და „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო“ მიმართებით
ერთგვაროვანი ტერმინოლოგიის დამკვიდრებას, რიგი შინაარსობრივი ხარვეზების
აღმოფხვრას და სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის
უფლებამოსილებების ერთმანეთისგან გამიჯვნის დახვეწას.
10. საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, გოგა
გულორდავას, ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საავტომობილო
ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
28
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს
ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ (N07-3/461; 27.05.2020). საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის საკითხთან მიმართებით „საავტომობილო
ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ორგანულ კანონს
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შორის გარკვეული შინაარსობრივი
შეუსაბამობის აღმოფხვრას, აგრეთვე ტერმინთან „მუნიციპალიტეტი“ დაკავშირებით
ერთგვაროვანი ტერმინოლოგიის დამკვიდრებას.
11. საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის, მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ (N07-3/375; 19.06.2019). კანონპროექტი ითვალისწინებდა შრომით
ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის, კერძოდ, სამუშაო დროის
ხანგრძლივობის, დასვენებისა და შესვენების დროის, ზეგანაკვეთური სამუშაოსა და
ღამის სამუშაოს საკითხების ახლებურად მოწესრიგებას.
12. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (თანდართულ
მასალებთან ერთად), დოკუმენტი − „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და
მიმართულებები 2021-2024 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება −
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის
შესახებ“ (N07-2/525; 01.10.2020).
III. საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა
კანონშემოქმედებით საქმიანობასთან ერთად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული
საქმიანობა. საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში კომიტეტმა კანონმდებლობის
შესაბამისად განიხილა საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის
გამოცხადების საკითხი და სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები,
შეიმუშავა დასკვნები და ცალკეულ შემთხვევებში გასცა რეკომენდაციები; კერძოდ,
2020 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა:
1. საქართველოს
საქართველოს
პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ
პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის
29
2.
3.
4.
5.
6.
7.
შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამა
2021–2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (N07-2/7; 18.12.2020);
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის
2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში (N1-3742/20; 28.02.2020);
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში
(N1-5469/20; 01.04.2020);
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის
შესახებ ანგარიში (N1-5776/20, 15.04.2020);
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ
გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2019 წლის
ანგარიში (N1-5465/20; 31.03.2020);
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ
მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიში (N15466/20; 31.03.2020);
„რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო
კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს IX და X გაერთიანებული
პერიოდული ანგარიშების“ პროექტი (N07-2/468; 01.05.2020).
IV. თანამდებობის პირთა განწესებასთან დაკავშირებული საქმიანობა
2020 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ცალკეულ თანამდებობის
პირთა განწესებასთან დაკავშირებული საკითხები და კომიტეტის საჯარო სხდომებზე
მოუსმინა შესაბამის კანდიდატებს; კერძოდ, 2020 წელს კომიტეტმა განახორციელა:
1. საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნინო ქადაგიძის,
კომიტეტის სხდომაზე მოსმენა (N1-4616/20; 11.03.2020);
2. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის
კანდიდატის ასარჩევად წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატის კომიტეტის
სხდომაზე მოსმენა (N07-2/458; 11.03.2020). 2020 წლის 20 მარტს იურიდიულ
საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოუსმინა სისხლის
სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად წარდგენის
თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატს, გოჩა ლორთქიფანიძეს.
მანამდე კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი იმ ცვლილების შემუშავებასა
და ინიციირებაში, რომლის მიხედვითაც წარიმართა აღნიშნული კანდიდატის
კომიტეტის სხდომაზე მოსმენა და მისი სისხლის სამართლის საერთაშორისო
სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად წარდგენის თაობაზე პარლამენტის მიერ
30
გადაწყვეტილების მიღება. აღსანიშნავია და საქართველოსთვის ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის
წესდების მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეაზე 2020 წლის დეკემბერში გოჩა
ლორთქიფანიძე არჩეულ იქნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს
მოსამართლედ;
3. საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს
გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის, კომიტეტის
სხდომაზე მოსმენა (N1-2184/20; 10.02.2020);
4. საპროკურორო საბჭოს 1 შეუვსებელ ვაკანსიაზე საპროკურორო საბჭოს წევრის
ასარჩევად გამოცხადებული ხელახალი კონკურსის ფარგლებში საქართველოს
პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატთან, თეა ჭეიშვილთან, დაკავშირებით
წარმოდგენილი საბუთების განხილვა და კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან
მათი შესაბამისობის დადგენა;
5. საპროკურორო საბჭოს წევრად ასარჩევად საქართველოს იუსტიციის მინისტრის
მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატთან, ლილი
გელაშვილთან, დაკავშირებით წარმოდგენილი საბუთების განხილვა და კანონით
განსაზღვრულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენა.
V. კომიტეტის აპარატის საქმიანობა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი თავისი უფლებამოსილების შესაბამისად
აქტიურად მონაწილეობს კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხების დამუშავებაში.
ამასთანავე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატში შექმნილია საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობის
ჯგუფი და ანალიტიკური ჯგუფი, რომლებმაც 2020 წელს ასევე შრომატევადი და
აქტიური მუშაობა გასწიეს თავიანთი საქმიანობის ფარგლებში.
კომიტეტის აპარატის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს
პარლამენტის წარმომადგენლობის ჯგუფმა 2020 წელს საქართველოს პარლამენტის
წარმომადგენლობა განახორციელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში
წარმოებულ შემდეგ საქმეებზე:
1. „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და
საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი
N1404 საქმის არსებითი განხილვის სხდომა);
2. „შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N1437 საქმის არსებითი განხილვის
სხდომა);
3. „ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური
სარჩელი N1473 საქმის არსებითი განხილვის სხდომა);
31
4. „მირზა გიგლემიანი და ლეონიდე მიქაბერიძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები N1296 და N1396 საქმის არსებითი
განხილვის სხდომა);
5. „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
(კონსტიტუციური სარჩელები N1459 და N1491 საქმის არსებითი განხილვის
სხდომა);
6. „შპს „ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური
სარჩელი N1475 საქმის არსებითი განხილვის სხდომა);
7. „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“,
ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N1526 საქმის არსებითი განხილვის
სხდომა);
8. „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია
საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“
(კონსტიტუციური სარჩელები N1505, N1515, N1516 და N1529 საქმის არსებითი
განხილვის სხდომა);
9. „ირაკლი ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური
სარჩელი N1408 განმწესრიგებელი სხდომა);
10. „სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, ააიპ „ქართველ მუსლიმთა
კავშირი“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“,
სსიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური
უნიონი“, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია, სსიპ „საქართველოს
ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა
უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „საქართველოს ევანგელურბაპტისტური ეკლესია“ და სსიპ „სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი
წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
(კონსტიტუციური სარჩელი N1440 განმწესრიგებელი სხდომა);
11. „შოთა ქობალია და ვასილ ჟიჟიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
(კონსტიტუციური სარჩელი N1453 განმწესრიგებელი სხდომა);
12. „გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური
სარჩელი N1476 განმწესრიგებელი სხდომა);
13. „გოგი გვიდიანი, ბადრი გვიდიანი, ბიძინა გვიდიანი და ჯამლათ გვიდიანი
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N1455
განმწესრიგებელი სხდომა).
ამგვარად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წელს იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის საქმიანობა მიმართული იყო დემოკრატიული სახელმწიფოს
შემდგომი გაძლიერების ხელშეწყობისკენ. ამასთანავე, კომიტეტი თავისი საქმიანობის
ფარგლებში მონაწილეობდა ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების
წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ღონისძიებების გატარებაში.
32