„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-22
ბიუროს ნომერი 29
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.05.2014, სარეგისტრაციო კოდი:
010110000.04.001.016108) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 30 - ე მუხლი ამოღებულ იქნეს;
2. კანონს დაემატოს 302 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 302. საქართველოს მოქალაქეობის დადგენა
1. საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა
ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან:
ა) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ
ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს
ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
ბ) 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის
ცხოვრობდნენ საქართველოში და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის
შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და, ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ა“ და
„ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
2. პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის
ფაქტის დამადასტურებელ ცნობას, რომელიც შესაძლებელია იყოს საქართველოს მოქალაქეობის
ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი
გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გასცემს შესაბამისი მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მერთან)
არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი
კომისია მისთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
აღნიშნული კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ტიპური დებულებით,
რომელიც მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის
მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის
განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს
იუსტიციის სამინისტრო.
4. პირის ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის მუნიციპალიტეტების
ტერიტორიებზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დადგენის უფლებამოსილება აქვთ, შესაბამისად,
ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან არსებულ
პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენ კომისიებს.
5. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ
ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის
დადგენის წესი განისაზღვრება ამ კანონის 301 მუხლით.“;
3. 31 - ე მუხლი ამოღებულ იქნეს;
4. კანონს დაემატოს 311 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 311. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირისთვის საქართველოს
მოქალაქეობის მინიჭების სპეციალური წესი
საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს
მოქალაქეობა, ამ კანონის 302-ე მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს, მიიღოს საქართველოს
მოქალაქეობა, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“
ქვეპუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული
საფუძვლები.“;
5. 322 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 322. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება
1. საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის
მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს
სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით, ამ მუხლით
განსაზღვრული პირობებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს მოქალაქეობა აღდგენის წესით
მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;
ბ) არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირისათვის
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი ფიზიკური
ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული
ქვეპუნქტის მოთხოვნას.
4. საქართველოს ყოფილ მოქალაქეზე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის
მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის
აღდგენის წესით მინიჭებისას არ გავრცელდება ამ კანონის მე-15 მუხლი.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირისათვის საქართველოს
მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება
მის არასრულწლოვან შვილსაც. 14 წლის ასაკს მიღწეულ პირს ამ მუხლის საფუძველზე
საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მისი თანხმობით.
6. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო
მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების
გამო დაკარგვის თაობაზე, უფლება აქვთ, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართონ სააგენტოს
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.“;
6. 34 - ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
7. 34 - ე მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ 3. ამ კანონის 302 და 311 მუხლები მოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 322 მუხლის
რედაქცია 2018 წლის 21 ივლისიდან ითვალისწინებდა საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის
მოქალაქეობის აღდგენის, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა მიმართაც 2018
წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა
ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, - საქართველოს მოქალაქეობის
შენარჩუნების მოთხოვნის დროებით უფლებას. აღნიშნული უფლებებით სარგებლობის
შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებსა და ყოფილ მოქალაქეებს კანონით განსაზღვრული
ჰქონდათ 2020 წლის 31 დეკემბრამდე.
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის დროებითი უფლება მაღალი
მოთხოვნით სარგებლობდა საქართველოს მოქალაქეებსა და ყოფილ მოქალაქეებში, რასაც
ცხადყოფს 2018-2019 წლების სტატისტიკა. 2018 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის
მოთხოვნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) მიმართა 1935-მა, ხოლო
2019 წელს - 2044-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ. საქართველოს მოქალაქეობის
შენარჩუნების დროებითი უფლებით კი 2018 წელს ისარგებლა 3120-მა, ხოლო 2019 წელს 7234-მა
მოქალაქემ.
ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ 2020 წელს ახალი კორონავირუსის COVID-19-ის
გავრცელების გამო მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ საქართველოს ფარგლებს გარეთ
მცხოვრები პირები შეაფერხა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების
დროებითი უფლების რეალიზაციაში, ვინაიდან ამ უფლებებით სარგებლობით დაინტერესებულ
პირთა ნაწილს არ ჰქონდა არც საქართველოს საკონსულოსთვის მიმართვის და არც სააგენტოსთან
ელექტრონული კომუნიკაციის განხორციელების შესაძლებობა, რადგან ეს უკანასკნელი
სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობის ფლობას საჭიროებს. შესაბამისად, 2020 წელს
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 1217-მა საქართველოს
ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 3186-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს
მოქალაქეობის შენარჩუნება.
2. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლი
ადგენდა 1993 წლამდე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის
პირობებს. აღნიშნული პირობების საფუძველზე მოქალაქეობის დასადგენად საჭიროა კანონით
განსაზღვრულ პერიოდში საქართველოში პირის ცხოვრების ფაქტის დადასტურება. საამისოდ,
2016 წლის ივნისიდან საქართველოს მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებს პირის შესაბამისი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიები. უმრავლეს
შემთხვევაში, პირებს უჭირთ საქართველოში კანონით განსაზღვრულ პერიოდში პირის
ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა და ასეთ დროს აღნიშნული კომისიების
საქმიანობა ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი უფლებამოსილი არიან, მოწმეთა ჩვენებების,
სხვადასხვა მტკიცებულებებისა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში
მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების საფუძველზე გასცენ
პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის
დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ცნობის საფუძველზე პირებს შეუძლიათ პირდაპირ
მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასაღებად.
საქართველოს მოქალაქეობის დადგენის მექანიზმი საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, რის
საფუძველზეც, 2014 წლიდან დღემდე, 8603-მა პირმა დაიდგინა საქართველოს მოქალაქეობა. იმ
პირებისთვის კი, რომლებმაც ვერ დაიდგინეს საქართველოს მოქალაქეობა ამავე კანონის 30-ე
მუხლის საფუძველზე, კანონის 31-ე მუხლი ადგენდა მოქალაქეობის მოპოვების ხელსაყრელ,
გამარტივებულ პირობებს. კერძოდ, ამ პირებს უფლება ჰქონდათ, მოეპოვებინათ საქართველოს
მოქალაქეობა სპეციალური წესით, თუ ისინი დადგენილ ფარგლებში ფლობენ სახელმწიფო ენას,
საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებს და მათ მიმართ არ არსებობს
საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები.
როგორც საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, ასევე საქართველოს მოქალაქეობის
სპეციალური წესით მინიჭების შესაძლებლობა კანონის მოქმედი რედაქციით განსაზღვრული იყო
ასევე 2020 წლის 31 დეკემბრამდე. 1993 წლამდე დაბადებული პირებისთვის საქართველოს
მოქალაქეობის დადგენის აღნიშნულმა რეგულაციამ ასევე დადებითი ზეგავლენა მოახდინა
მოქალაქეობის არმქონეობის მდგომარეობაზე, უზრუნველყო რა მოქალაქეობის არმქონე პირების
რაოდენობის შემცირება საქართველოში, ვინაიდან კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრული
რეგულაციის არარსებობის პირობებში პირთა დოკუმენტირების ერთადერთი გზა მათთვის
საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა იყო. უნდა აღინიშნოს, რომ
1993 წლამდე დაბადებული პირებისთვის მოქალაქეობის დადგენისა და მოქალაქეობის
სპეციალური წესით მინიჭების რეგულაციის ეფექტურობის გამო იგი მოქალაქეობის არმქონეობის
პრევენციისა და შემცირების კარგ პრაქტიკად იქნა შეფასებული გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი
კომისარიატის (UNHCR) მიერ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
ცვლილებების განუხორციელებლობის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა
მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს
მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე ან რომელთაც
დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო, უფლება აღარ
ექნებათ, მოითხოვონ, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება ან აღდგენა; ასევე,
1993 წლამდე დაბადებულ
პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა, მიმართონ სააგენტოს
საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად და სპეციალური წესით საქართველოს მოქალაქეობის
მისანიჭებლად, რაც გაზრდის საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, ასევე მოქალაქეებს,
რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება
საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე,
მიეცემათ დამატებითი ვადა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით
სარგებლობისთვის. ასევე, 1993 წლამდე დაბადებულ პირებს, რომელთაც არ აქვთ მიღებული სხვა
ქვეყნის მოქალაქეობა, შესაძლებლობა ექნებათ, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მოიწესრიგონ
მოქალაქეობისა და დოკუმენტირების საკითხი და მიმართონ სააგენტოს საქართველოს
მოქალაქეობის დასადგენად ან საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მისანიჭებლად,
რაც გააგრძელებს საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შემცირების
ტენდენციას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით, მოქმედების ვადის გასვლის გამო, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონიდან ხდება 30-ე (საქართველოს მოქალაქეობის დადგენა) და 31-ე
(საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების
სპეციალური წესი) მუხლების ამოღება. კანონს ემატება ახალი - 302 და 311 მუხლები შემდეგი
რედაქციით:
„მუხლი 302. საქართველოს მოქალაქეობის დადგენა
1. საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა
ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან:
ა) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ
ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს
ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
ბ) 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის
ცხოვრობდნენ საქართველოში და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის
შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და, ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ა“ და
„ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
2. პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის
ფაქტის დამადასტურებელ ცნობას, რომელიც შესაძლებელია იყოს საქართველოს მოქალაქეობის
ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი
გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გასცემს შესაბამისი მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მერთან)
არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი
კომისია მისთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
აღნიშნული კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ტიპური დებულებით,
რომელიც მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის
მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის
განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს
იუსტიციის სამინისტრო.
4. პირის ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის მუნიციპალიტეტების
ტერიტორიებზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დადგენის უფლებამოსილება აქვთ, შესაბამისად,
ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან არსებულ
პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენ კომისიებს.
5. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ
ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის
დადგენის წესი განისაზღვრება ამ კანონის 301 მუხლით.“;
„მუხლი 311. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირისთვის საქართველოს
მოქალაქეობის მინიჭების სპეციალური წესი
საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს
მოქალაქეობა, ამ კანონის 302-ე მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს, მიიღოს საქართველოს
მოქალაქეობა, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“
ქვეპუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული
საფუძვლები.“;
ცვლილების თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება „საქართველოს მოქალაქეობის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 322 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტები, რომლის
შესაბამისადაც, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს უფლება მიეცემათ, 2022 წლის 31
დეკემბრამდე (ნაცვლად 2020 წლის 31 დეკემბრისა) მიმართონ სააგენტოს და მოითხოვონ
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018
წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა
ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, უფლება მიეცემათ, 2022 წლის 31
დეკემბრამდე (ნაცვლად 2020 წლის 31 დეკემბრისა) მიმართონ სააგენტოს და მოითხოვონ
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.
მოქმედების ვადის გასვლის გამო, ასევე ხდება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის ამოღება.
ამასთან, კანონპროექტით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 34-ე მუხლს ემატება მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ცვლილებით
გათვალისწინებული 302 (საქართველოს მოქალაქეობის დადგენა) და 311 (საქართველოს
ტერიტორიაზე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალური
წესი) მუხლების მოქმედების ვადა განისაზღვრება 2022 წლის 31 დეკემბრამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
მიმართ
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, რათა კანონპროექტით
გათვალისწინებულმა პირებმა დროულად შეძლონ მათთვის მინიჭებული უფლებების
განხორციელება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
მიზანშეწონილია, რომ კანონპროექტის განხილვა მოხდეს დაჩქარებული წესით, რათა
პროექტით გათვალისწინებულ პირებს, რაც შეიძლება მეტი დრო მიეცეთ საქართველოს
მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენისთვის, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის
შესაძლებლობისთვის და მოქალაქეობის მინიჭების სპეციალური წესით სარგებლობისთვის.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცვლილების დროულად განხორციელება ხელს შეუწყობს
საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შემცირებასა და პროექტით
გათვალისწინებული
პირების სამართლებრივი
კავშირის
შენარჩუნებას
ისტორიულ
სამშობლოსთან - საქართველოსთან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღების შედეგად საჭირო ხარჯების დაფინანსების წყაროა სსიპსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ასიგნებები საკუთარი შემოსულობების სახით
და მუნიციპალიტეტების ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე
კანონპროექტის მიღება იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის და ასევე სსიპ - სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, განცხადებების
საფასურის კუთხით, ვინაიდან შესაბამის პირებს, რომლებიც მიმართავენ სააგენტოს
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის ან სპეციალური წესით მინიჭების
მოთხოვნით, მოუწევთ შესაბამისი მომსახურების საფასურის (250 ლარი, ხოლო სპეციალური
წესით მინიჭების შემთხვევაში - 50 ლარი) გადახდა; ხოლო ცვლილება სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე აისახება სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევიდან მიღებული
შემოსავლებიდან გადასახდელი დღგ-ს სახით. სახელმწიფო ბიუჯეტისა და სააგენტოს ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება
მიმართვიანობის რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე
ხარჯები დაფინანსდება შესაბამისი მუნიციპალიტეტების ასიგნებების ფარგლებში.
ხარჯების გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება შესაბამისი მიმართვიანობის
რაოდენობაზე. ასევე, ხარჯები დაფინანსდება სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია, კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება კანონპროექტით განსაზღვრულ პირებზე,
რომლებიც მიმართავენ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს
მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის ან სპეციალური წესით მინიჭების მოთხოვნით, ვინაიდან
მათ მოუწევთ მომსახურების შესაბამისი საფასურის (250 ლარი; 50 ლარი) გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
საქართველო 2014 წლიდან წარმოადგენს „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების
შესახებ“ გაეროს 1961 წლის კონვენციის ხელშემკვრელ მხარეს და, შესაბამისად, აღებული აქვს
ქვეყანაში მოქალაქეობის არმქონეობის შემცირების მექანიზმების შემუშავებისა და
განხორციელების ვალდებულება. წინამდებარე კანონპროექტი, „საქართველოს მოქალაქეობის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე და 31-ე მუხლების მოქმედების გაგრძელების
ნაწილში, წარმოადგენს მოქალაქეობის არმქონეობის შემცირებისა და პრევენციის ერთ-ერთ
მექანიზმს და შეესაბამება აღნიშნული კონვენციის პირველი მუხლის დანაწესს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი.