„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პირველი მუხლის 30-ე და 43-ე პუნქტები საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
10.01.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის:
ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საარჩევნო კომისიის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობა.
4. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას
მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (თუ ამ კანონით უფრო მაღალი
კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სიითი
შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს,
რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული
გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას,
საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო
ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედი.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება საარჩევნო კომისიის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით.“.
2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ცესკოს შემადგენლობა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი
1. ცესკო შედგება 17 წევრისგან, რომელთა შორის არის ცესკოს თავმჯდომარე.
ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი
წევრობის შეწყვეტას. ცესკოს 8 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით
ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით
დადგენილი წესით.
2. ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთაგან
საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს ცესკო სიითი შემადგენლობის
ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით, ან საქართველოს პარლამენტი, ამ მუხლით
დადგენილი წესის გათვალისწინებით. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების
ვადა განისაზღვრება ცესკოში მისი წევრობის ვადით.
1
3. ცესკოს თავმჯდომარის ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, საქართველოს
პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტის მიერ არჩეულ
წევრთაგან ცესკოს წარუდგენს 1 კანდიდატურას.
4. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას კანდიდატურის
წარდგენიდან 5 დღის ვადაში იღებს ცესკო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.
ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა ფარულია. კენჭისყრაში
მონაწილე ყოველ წევრს 1 ხმა აქვს. სხდომის ოქმსა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის
შესახებ ცესკოს განკარგულებას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.
5. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ცესკოს თავმჯდომარე
ვერ აირჩა, საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის იმავე კანდიდატურას
წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი 7 დღის ვადაში
ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს.
6. ცესკოს მიერ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ განკარგულება 7 დღის
ვადაში ეგზავნება საქართველოს პარლამენტს, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტით
განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება 7 დღის
ვადაში წარედგინება ცესკოს.”.
3. მე-12 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და
საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს 8 წევრის კანდიდატურებს.
საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრების უფლებამოსილების
ვადაა 5 წელი.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30
დღისა, ხოლო ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში
მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 დღისა საქართველოს
პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო
კომისიის შექმნის შესახებ. საკონკურსო კომისია უნდა შედეგებოდეს საქართველოში
დარეგისტრირებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირების
წარმომადგენლებისგან, რომლებსაც აქვთ არჩევნებზე დაკვირვების არანაკლებ 3წლიანი გამოცდილება. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის
გამოცხადებიდან არაუგვიანეს 14 დღისა. თუ აღნიშნული ვადები ემთხვევა არჩევნების
ჩატარების პერიოდს, საქართველოს პრეზიდენტი კონკურსს აცხადებს არჩევნების
საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა, ხოლო ცესკოს წევრს
უფლებამოსილება უწყდება ახალი წევრის არჩევისთანავე.“.
4. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2
„მუხლი 13. პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის
უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
1. პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი
წესით დანიშნოს ერთი წევრი ცესკოში, თუ არსებობს ყველა შემდეგი პირობა:
ა) პარტია ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყო საპარლამენტო
არჩევნებში მონაწილეობის მიზნით და ამ კანონის 125-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-9
პუნქტების შესაბამისად მიეკუთვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პარტიას ეკუთვნის
საბიუჯეტო დაფინანსება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად;
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პარტიას ჰყავს
პარლამენტის სულ მცირე ერთი წევრი, რომელიც ახორციელებს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-10
პუნქტის მნიშვნელობით.
დ) პარტია ცესკოს წევრს ნიშნავს ამ უფლების წარმოშობიდან 7 დღის ვადაში.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარტიების რაოდენობა
9-ზე მეტია, ცესკოს წევრის დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელსაც
უფრო მეტი საბიუჯეტო დაფინანსება ეკუთვნის.
3. ცესკოს წევრის დანიშვნისას თანაბარი დაფინანსების ოდენობის შემთხვევაში
უპირატესობა ენიჭება პარტიას, რომელმაც უფრო ადრე გაიარა საარჩევნო
რეგისტრაცია.
4. პარტიას უფლება აქვს, გამოიწვიოს თავის მიერ დანიშნული ცესკოს წევრი.
გამოწვევა დაუშვებელია არჩევნების დანიშვნის დღიდან მისი საბოლოო შედეგების
შეჯამებამდე. პარტიას უფლება აქვს, აღნიშნული ვადის განმავლობაში ცესკოს ახალი
წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის ან გარდაცვალების
შემთხვევაში.
5. ამ მუხლის მიზნებისთვის ბლოკში შემავალი პარტიების საბიუჯეტო
დაფინანსების ოდენობა
უნდა განისაზღვროს 2021 წლის პირველი იანვრის
მდგომარეობით.“.
5. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„ვ) აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხთა
გადასაწყვეტად, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სიითი
შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი,
განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა;
ზ) თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს
კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია განკარგულებით,
რომელიც მიიღება სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით,
3
უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამ კომისიას და შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც
კომისიის
ხელახლა
შექმნამდე
დაეკისრება
მისი
უფლებამოსილების
განხორციელება;“.
6. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. მუნიციპალიტეტების საკრებულოების მაჟორიტარული და პროპორციული
საარჩევნო სისტემის არჩეული წევრების რაოდენობები განისაზღვრება ამ კანონით.“.
7. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნა
1. საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის
მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიას ქმნის ცესკო
სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი
თავისი სახელწოდებით, შტამპი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო
ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული
ფინანსების ხარჯვისათვის პასუხისმგებელი არიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს
არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის
ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან ხარჯვის უფლება.
2. ცესკო უფლებამოსილია განკარგულებით შექმნას თითო საოლქო საარჩევნო
კომისია ერთი მუნიციპალიტეტის საზღვრებში, ხოლო ათი საოლქო საარჩევნო
კომისია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში. შესაბამისი მუნიციპალიტეტის
საზღვრები არის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორია.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი,
ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის იმ წევრის უფლებამოსილების ვადა, რომელიც
ცესკომ აირჩია ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე არჩევნების დანიშვნის შემდეგ,
განისაზღვრება მათი დანიშვნიდან შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების
გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.
4. საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით ირჩევს ცესკო.
5. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის 9 წევრს ამ
კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პოლიტიკური
გაერთიანებები, ხოლო 3 წევრს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო,
შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.
6. პარტიის გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის
თაობაზე უნდა წარედგინოს ცესკოს არჩევნების დანიშვნიდან 7 კალენდარული დღის
ვადაში.
7. პარტიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა,
გამოიწვიოს თავის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. ამის
თაობაზე პარტიამ უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
8. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი პირი საოლქო საარჩევნო
4
კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ კანონის მე-20 მუხლის მე-13
პუნქტით განსაზღვრული საბუთების წარდგენის ვადა ან/და წარდგენილი საბუთები
არასრულია ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი
ამ საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამავე
კანონის მე-20 მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე
2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც დანიშნა
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები ცესკოს 3 დღეში უნდა
დაუბრუნდეს.
9. უფლებამოსილი პარტიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად
დანიშნული პირი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება იმ
შემთხვევაშიც, თუ აღმოჩნდება, რომ ეს პირი ცესკოსთვის მისი წარდგენის
მომენტისათვის არის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრი ან/და წარდგენილი
პირი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის მოთხოვნებს. ასეთ
შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს
ამის შესახებ და აძლევს დამატებით, 1-დღიან ვადას საოლქო საარჩევნო კომისიის
ახალი წევრის წარსადგენად.
10. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს საოლქო საარჩევნო
კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
11 აკრძალულია საოლქო საარჩევნო კომისიის იმავე შენობაში განთავსება,
რომელშიც
მდებარეობს
სახელმწიფო
რწმუნებულის
ადმინისტრაცია,
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო ან მერია, პარტია,
სასამართლო, პოლიციის დანაყოფი ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის დანაყოფი.
12. აკრძალულია პარტიის, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსება, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიაა
განთავსებული.
13. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საარჩევნო პერიოდში უფლება
აქვს, შრომითი ხელშეკრულებებით დაიქირაოს საოლქო საარჩევნო კომისიის
დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა) ცესკოს განკარგულებით
დადგენილი რაოდენობის ფარგლებში. საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და
ტექნიკური პერსონალის წევრები არ არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები და მათზე არ
ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამსახურებრივი
შეუთავსებლობის მოთხოვნები.
14. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია ამ მუხლის
მე-13 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით
დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული
პროცედურების დასრულებამდე.“.
8. მე-20 მუხლის
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5
„1. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 17 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით
დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით
განსაზღვრული სუბიექტები.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს შესაბამისი ვაკანსიის
წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს საოლქო
საარჩევნო კომისია. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების
ვადა განისაზღვრება საოლქო საარჩევნო კომისიაში მისი წევრობის ვადით.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის
შესაბამისად ცესკოს მიერ არჩეულ 3 წევრს და ამ კანონის მე-13 მუხლით
გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს უფლებამოსილება
უწყდებათ შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე.“;
გ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკო ირჩევს სახელობითი
კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება
პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. თუ
ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან
მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ რომელიმე კანდიდატის მიერ
მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს
დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ
გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ
კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს კენჭი
ხელახლა ეყრებათ. თუ ყველა ვაკანსია კვლავ არ შეივსო, დარჩენილ ვაკანსიაზე
კონკურსი თავიდან ცხადდება.“.
9. 21-ე მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თუ ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს
საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია სიითი
შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ცესკოს წინაშე დასვას ამ
კომისიისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“
ქვეპუნქტები::
„დ1) ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა
დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როცა საუბნო საარჩევნო კომისიის
მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს
შესწორების ოქმი, გადასწორებულია სუბიექტების მიერ მიღებული ხმები,
ამომრჩეველთა რაოდენობა ან/და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა; დ2)
6
კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საოლქო საარჩევნო კომისია
ვალდებულია საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან
შემთხვევითი შერჩევის წესით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი,
გახსნას ამ საარჩევნო უბნების კომისიებიდან მიღებული პაკეტები და ხელახლა
დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები. შემთხვევით შერჩევისას მხედველობაში არ
მიიღება ის უბნები, სადაც განთავსებულია საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული
მთვლელი.“.
10. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა
1. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 7 წევრისგან, ხოლო თუ შესაბამისი
საარჩევნო უბნის საზღვრებში რეგისტრირებულია 300 ამომრჩეველზე მეტი, საუბნო
საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შედის დამატებით თითო წევრი აღნიშნული
საარჩევნო უბნის საზღვრებში რეგისტრირებულ ყოველ 300 ამომრჩეველზე.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო
კომისია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, იმ პირობით, რომ მას მხარს
დაუჭერს, მათ შორის, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ 5 წლის
ვადით არჩეული 3 წევრი მაინც. ამ პუნქტით განსაზღვრულ არჩევის პროცედურაში არ
მონაწილეობს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, თუ ის არის შესაბამისი საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრი (მეუღლე, პირდაპირი
აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი,
მეუღლის და, ძმა, მშობელი). დაუშვებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ
პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში რომელიმე დონის საარჩევნო
კომისიის წევრად პოლიტიკური პარტიის მიერ იყო დანიშნული.
3. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს
ცესკო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს
ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით
დადგენილ მოთხოვნებს.
5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს:
ა)
პირი,
რომელიც
საქართველოს
საარჩევნო
კანონმდებლობის
დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს
საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან
გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;
ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო
სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, –
სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;
გ) ნასამართლევი პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით
შეფარდებული აქვს ჯარიმა);
დ) საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის აპარატის
უფროსი;
7
ე) საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები და მათი
მოადგილეები;
ვ) სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელები;
ზ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
თავმჯდომარე, მერი და მათი მოადგილეები;
თ) სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების −
სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
მოსამსახურეები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომელი;
ი) მოსამართლეები და მათი თანაშემწეები;
კ) პროკურატურის თანამშრომლები;
ლ) საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი;
მ) დამკვირვებელი.
6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს საჯარო მოსამსახურე
(გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
პირებისა). მასზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონით თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ დადგენილი მოთხოვნები.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად საჯარო მოსამსახურის არჩევის შემთხვევაში
საჯარო მოსამსახურეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების
განხორციელების პერიოდში დროებით შეიძლება შეუჩერდეს უფლებამოსილება
მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით ეძლევა
ანაზღაურებისგარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება
საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად.“.
11. 25-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, საუბნო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის მოადგილეს და საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს შესაბამისი
ვაკანტური თანამდებობის წარმოშობის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ
სხდომაზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადით, სრული
შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისია. საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის
არანაკლებ 2 წევრს.“;
ბ) მე-3მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
8
„3. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის ერთსა და იმავე
ვაკანტურ თანამდებობაზე ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება
მხოლოდ ორჯერ.
4. მორიგი არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრებს ირჩევს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 46-ე დღისა, ხოლო
რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში არაუადრეს 50-ე დღისა და არაუგვიანეს 46-ე
დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევამდე შესაბამის კანდიდატთა სია
ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არაუადრეს მე-10
დღისა და არაუგვიანეს მე-9 დღისა.
5. ცესკო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს
ირჩევს არჩევნების დღემდე არაუადრეს 24-ე დღისა და არაუგვიანეს მე-20 დღისა.“;
გ) მე-6 და 61 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
დ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. თუ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საოლქო საარჩევნო კომისიის ან
ცესკოს მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს და ამის გამო საუბნო
საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი
აღმოჩნდა, მისი შემადგენლობის შესავსებად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის
არჩევის უფლება ახალი კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 დღეში აქვს,
შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს.“;
ვ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს საოლქო საარჩევნო კომისია და ცესკო
ირჩევენ სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.
არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი
აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე
კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო
გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ
შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა,
იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია,
გადაწყვეტილებას იღებს ცესკო.“;
ზ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებაში
მიეთითება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩეული პირის სახელი და გვარი,
აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი, რომლის წევრადაც აირჩა იგი.“;
9
თ) მე-13 და 131 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
12. 26-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის
დროებითი ტერიტორიული ორგანო.“;
ბ) მე-2 პუნქტის „დ1” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
13. 30-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცესკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს
არანაკლებ ცესკოს სიითი შემადგენლობის ორი მესამედი. ცესკოს დადგენილებას
ხელს აწერენ ცესკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და ცესკოს მდივანი. ცესკოს
დადგენილება
ძალაში
შედის
„საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნეში“
გამოქვეყნებისთანავე, თუ ამავე დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ იქნა
განსაზღვრული. აკრძალულია ცესკოს დადგენილების მიღება კენჭისყრამდე ბოლო 4
დღის განმავლობაში. ცესკოს დადგენილების გასაჩივრება დასაშვებია მისი მიღების
მომენტიდან. ცესკოს დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა
განთავსდეს ცესკოს ვებგვერდზე.
4. საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის
განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტები,
რომლებიც
მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ
შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის
შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას
ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით
განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის
დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს
დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სიითი
შემადგენლობის ერთი მესამედისა.“.
14. 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52
პუნქტები:
„51. პოლიტიკური პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნულ
წარმომადგენელს ეძლევა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის განსაზღვრული
შრომის ანაზღაურება არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი
სახსრებიდან, თუ არსებობს ერთერთი პირობა:
ა) პარტია ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყო საპარლამენტო
არჩევნებში მონაწილეობის მიზნით და ამ კანონის 125-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-9
პუნქტების შესაბამისად მიეკუთვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი;
10
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პარტიას ეკუთვნის
საბიუჯეტო დაფინანსება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად“.
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პარტიას ჰყავს
პარლამენტის სულ მცირე ერთი წევრი, რომელიც ახორციელებს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-10
პუნქტის მნიშვნელობით.
52. ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების მიღების
უფლება აქვს პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნულ მხოლოდ ერთ
წარმომადგენელს. აღნიშნული თანხა ცესკოს მიერ ჩაერიცხება წარმომადგენლის
დამნიშნავ პარტიას.”.
15. 45-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის:
ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საჯარო მოსამსახურეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და
როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ უფლებამოსილებებს;“;
ა.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისა (გარდა
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელოვნებო
დაწესებულებების, რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა
ასოციაციის თანამშრომლებისა), სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებული
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირების
თანამშრომლებისა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული
სკოლამდელი
აღზრდისა
და
განათლების
დაწესებულებების
და
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების
დირექტორებისა,
აღმზრდელპედაგოგებისა, აღმზრდელებისა, მასწავლებლებისა, იქ დასაქმებული სხვა პირებისა, −
სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ
სამსახურებრივ უფლებამოსილებებს.“;
ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე
სააგიტაციო
მასალის
განთავსება,
რომელიც
ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას
ექვემდებარება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან
კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების
ფიზიკურად შეფერხება. დაუშვებელია ასევე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან
100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.“.
16. 48-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
11
„დ) საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების
თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების,
სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა
და განათლების დაწესებულებების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლების, იქ
დასაქმებული სხვა პირების შეკრება სამსახურებრივი ნიშნით.“.
17. 71-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს კენჭისყრის
შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის.
საუბნო საარჩევნო კომისია ოქმის ფოტოასლს (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა
თანდართული განსხვავებული აზრებით), მისი მოთხოვნის შემთხვევაში,
დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის
ფოტოასლი უნდა დამოწმდეს საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საუბნო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების
იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის
შედეგების შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის ფოტოასლის მიღებას ზემოაღნიშნული
პირები ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერებით ადასტურებენ.“.
18. 70-ე მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-41
პუნქტი:
„41. 71-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო
კომისიის ბეჭდის დალუქვის და მასზე ყველა კომისიის წევრის ხელმოწერის შემდეგ
აკრძალულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის
შედგენა.”.
19. 75-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი
ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის
განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-14
დღისა აჯამებს რეფერენდუმის, საქართველოს პარლამენტის არჩევნების,
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მერის
არჩევნების
შედეგებს,
ადგენს
საქართველოს
პარლამენტის
არჩევნების,
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და მერის
არჩევნების შედეგებს და საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების
შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმებს, რომლებსაც არაუგვიანეს
მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს.“;
12
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების
შემაჯამებელ ოქმში მონაცემების შესწორება დაიშვება მხოლოდ საოლქო საარჩევნო
კომისიის განკარგულებით, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ოლქის მიერ საუბნო
საარჩევნო კომისიიდან მიღებული დალუქული პაკეტების გახსნის, კენჭისყრაში
მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობის და საარჩევნო ბიულეტენების
ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილებას.”.
20. 76-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების
საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა თავის სხდომებზე
აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის მერისა და ქალაქ
თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგებს, რის თაობაზედაც ადგენს არჩევნების
შედეგების შემაჯამებელ ოქმს.“.
21. 761 მუხლის მე-7, მე-8 და მე-18 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
22. 77-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი
პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება
გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 4
კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2
კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო
სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში.
რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1
კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში,
რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების
გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება
გასაჩივრდეს ცესკოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული
დღის ვადაში. ცესკოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის
ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის
საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების
გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2
13
კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა
და არ გასაჩივრდება.“;
გ) მე-52 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „53“ პუნქტი:
„53. საოლქო საარჩევნო კომისიაში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში
საჩივრის წარდგენა დასაშვებია როგორც მატერიალური, ისე - ელექტრონული
ფორმით. საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესს განკარგულებით
განსაზღვრავს ცენტრალური საარჩევნო კომისია.“.
23. 78-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე ამავე
მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო
კომისიაში/სასამართლოში შეტანილი განცხადება//საჩივარი განუხილველი რჩება.
საარჩევნო კომისიაში შეტანილი განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება იმ
შემთხვევაშიც, თუ განცხადება/საჩივარს თან არ ახლავს პირის წარმომადგენლობის
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.“.
24. 93-ე მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. ცესკოს თავმჯდომარის, აგრეთვე ცესკოსგან უფლებამოსილი პირების
(თანამდებობის პირების) მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის
დარღვევასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის
შესახებ მიღებული გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება
გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 10 კალენდარული დღის
ვადაში. სასამართლო საქმის განხილვის შედეგად იღებს დადგენილებას
ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე ან უარს ამბობს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე.“.
25. 125-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა
და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან
არაუგვიანეს 25-ე დღისა თავის სხდომაზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის
არჩევნების შედეგებს და ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების
საბოლოო შემაჯამებელ ოქმს.“.
26. 140-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 140. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
შემადგენლობა
თვითმმართველი თემის და თვითმმართველი ქალაქების (გარდა ქალაქ
თბილისისა) საკრებულოების მაჟორიტარული და პროპორციული შემადგენლობა
განისაზღვრო შემდეგი სახით:
14
1.
ბათუმის საარჩევნო ოლქი
მაჟორიტარული
7
პროპორციული
28
სულ
35
2.
ქუთაისის საარჩევნო ოლქი
7
28
35
3.
რუსთავის საარჩევნო ოლქი
7
28
35
4.
ფოთის საარჩევნო ოლქი
7
28
35
5.
6.
საგარეჯოს საარჩევნო ოლქი
გურჯაანის საარჩევნო ოლქი
13
13
26
26
39
39
7.
სიღნაღის საარჩევნო ოლქი
12
24
36
8.
დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი
10
20
30
9.
ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი
10
20
30
10. ყვარლის საარჩევნო ოლქი
9
18
27
11. თელავის საარჩევნო ოლქი
12. ახმეტის საარჩევნო ოლქი
13
10
26
20
39
30
13. თიანეთის საარჩევნო ოლქი
9
18
27
14. გარდაბნის საარჩევნო ოლქი
15. მარნეულის საარჩევნო ოლქი
10
10
20
20
30
30
16. ბოლნისის საარჩევნო ოლქი
17. დმანისის საარჩევნო ოლქი
11
10
22
20
33
30
18. წალკის საარჩევნო ოლქი
10
20
30
19. თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქი
20. მცხეთის საარჩევნო ოლქი
12
9
24
18
36
27
21. დუშეთის საარჩევნო ოლქი
22. ყაზბეგის საარჩევნო ოლქი
11
6
22
12
33
18
23. კასპის საარჩევნო ოლქი
10
20
30
24. გორის საარჩევნო ოლქი
25. ქარელის საარჩევნო ოლქი
13
10
26
20
39
30
26. ხაშურის საარჩევნო ოლქი
10
20
30
27. ბორჯომის საარჩევნო ოლქი
11
22
33
28. ახალციხის საარჩევნო ოლქი
11
22
33
29. ადიგენის საარჩევნო ოლქი
30. ასპინძის საარჩევნო ოლქი
11
10
22
20
33
30
31. ახალქალაქის საარჩევნო ოლქი
32. ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი
13
9
26
18
39
27
33. ონის საარჩევნო ოლქი
11
22
33
34. ამბროლაურის საარჩევნო ოლქი
10
20
30
35. ცაგერის საარჩევნო ოლქი
10
20
30
36. ლენტეხის საარჩევნო ოლქი
7
14
21
37. მესტიის საარჩევნო ოლქი
11
22
33
15
38. ხარაგაულის საარჩევნო ოლქი
39. თერჯოლის საარჩევნო ოლქი
11
10
22
20
33
30
40. საჩხერის საარჩევნო ოლქი
11
22
33
41. ზესტაფონის საარჩევნო ოლქი
12
24
36
42. ბაღდათის საარჩევნო ოლქი
9
18
27
43. ვანის საარჩევნო ოლქი
44. სამტრედიის საარჩევნო ოლქი
10
12
20
24
30
36
45. ხონის საარჩევნო ოლქი
10
20
30
46. ჭიათურის საარჩევნო ოლქი
11
22
33
47. ტყიბულის საარჩევნო ოლქი
9
18
27
48. წყალტუბოს საარჩევნო ოლქი
13
26
39
49. ოზურგეთის საარჩევნო ოლქი
50. ლანჩხუთის საარჩევნო ოლქი
15
10
30
20
45
30
51. ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი
12
24
36
52. აბაშის საარჩევნო ოლქი
53. სენაკის საარჩევნო ოლქი
11
12
22
24
33
36
54. მარტვილის საარჩევნო ოლქი
55. ხობის საარჩევნო ოლქი
12
12
24
24
36
36
56. ზუგდიდის საარჩევნო ოლქი
14
28
42
57. წალენჯიხის საარჩევნო ოლქი
58. ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი
9
9
18
18
27
27
59. ქედის საარჩევნო ოლქი
60. ქობულეთის საარჩევნო ოლქი
7
12
14
24
21
36
61. შუახევის საარჩევნო ოლქი
7
14
21
62. ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი
63. ხულოს საარჩევნო ოლქი
8
8
16
16
24
24
27. 148-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად
პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება საარჩევნო ოლქში
პროპორციული წესით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობაზე და იყოფა იმ
პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს
არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 3 პროცენტისა. მიღებული რიცხვის
მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.
არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი
საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
16
2. თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების
რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება,
გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით
მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის
პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მიიღეს
არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 3 პროცენტისა. თუ ამის შემდეგ კიდევ
დარჩება გაუნაწილებელი მანდატი (მანდატები), თითო მანდატი თანამიმდევრობით
მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებსაც ერთი მანდატი მაინც ჰქონდათ
მოპოვებული და სხვებზე დიდი ნაშთი აქვთ. არჩევნებში მონაწილეთა ხმების
რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით
გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.“.
28. 155-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 10 წევრი
აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების
ტერიტორიაზე, ხოლო 40 წევრი – პროპორციული წესით ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.“.
29. 162-ე მუხლის პირველიმე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები ნაწილდება
მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა
ხმების არანაკლებ 2.5 პროცენტისა. მანდატები ნაწილდება ამ მუხლით დადგენილი
წესით.
2. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად
პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 40-ზე და იყოფა იმ
პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს
არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 2.5 პროცენტისა. მიღებული
რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების
რაოდენობა. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ
ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული
ხმების რაოდენობა.
3. თუ პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 40ზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ
რიგში, თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს,
რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს
მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 2.5 პროცენტისა.
თუ ამის შემდეგ კიდევ დარჩება გაუნაწილებელი მანდატი (მანდატები), თითო
მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებსაც ერთი
მანდატი მაინც ჰქონდათ მოპოვებული და სხვებზე დიდი ნაშთი აქვთ. არჩევნებში
მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო
ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
17
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ვერცერთმა პარტიულმა
სიამ ვერ მოიპოვა მანდატი, თითო მანდატი მიეკუთვნება იმ 40 სუბიექტს, რომლებმაც
სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ
ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული
ხმების რაოდენობა.“.
30. 196-ემუხლის:
ა) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს დანიშნოს ერთი წევრი ცესკოში, თუ
არსებობს ყველა შემდეგი პირობა:
ა) პარტია ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყო
დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის მეშვეობით საპარლამენტო არჩევნებში
მონაწილეობის მიზნით და ამ მუხლის მე-3−მე-6 პუნქტების შესაბამისად მიეკუთვნა
საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პარტიას ეკუთვნის
საბიუჯეტო დაფინანსება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად;
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პარტიას ჰყავს
პარლამენტის სულ მცირე ერთი წევრი, რომელიც ახორციელებს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-10
პუნქტის მნიშვნელობით.“;
ბ) მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 და 21-ე პუნქტები:
„20. ამ მუხლის მე-19 პუნქტის მიზნებისთვის ბლოკში შემავალი პარტიების
საბიუჯეტო დაფინანსების ოდენობა უნდა განისაზღვროს 2021 წლის პირველი
იანვრის მდგომარეობით.
21. ცესკოს წევრის დანიშვნისას თანაბარი დაფინანსების ოდენობის
შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება პარტიას, რომელმაც უფრო ადრე გაიარა საარჩევნო
რეგისტრაცია. ხოლო საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში საარჩევნო ბლოკის წევრთა
ჩამონათვალში სხვა პარტიებზე წინ მყოფ პარტიას.“.
31. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2032 და 2033 მუხლები:
„მუხლი 2032. გარდამავალ პერიოდში ცესკოს მიერ გარკვეულ მოქმედებათა
ელექტრონული საშუალებებით განხორციელება
1. ცესკო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ორგანოთა მომდევნო
არჩევნებში საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველთა რეგისტრაცია, ხმის მიცემა, ხმის
დათვლისა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები
ელექტრონული საშუალებებით განახორციელოს.
2. ცესკო უზრუნველყოფს ყველა უბანზე მოსულ ამომრჩეველთა რეგისტრაციას
ელექტორნული რეგისტრატორით.
18
3. ცესკო უზრუნველყოფს საარჩევნო ოლქების სულ მცირე იმდენ უბანში
ელექტორნული მთვლელით ბიულეტენების დათვლას, რამდენიც საჭიროა ამ ოლქის
სოციოლოგიურად ვალიდური შედეგების გამოსავლენად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული
საშუალებების გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება ცესკოს
დადგენილებით.
მუხლი 2033. პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული
წარმომადგენლების მიერ შრომის ანაზღაურების მიღების დროებითი წესი
1. პოლიტიკური პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნულ
წარმომადგენელს ეძლევა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის განსაზღვრული
შრომის ანაზღაურება არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი
სახსრებიდან, თუ არსებობს ერთერთი პირობა:
ა) პარტია ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყო
დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის მეშვეობით საპარლამენტო არჩევნებში
მონაწილეობის მიზნით და ამ კანონის 196-ე მუხლის მე-3-6 პუნქტების შესაბამისად
მიეკუთვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პარტიას ეკუთვნის
საბიუჯეტო დაფინანსება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად“.
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პარტიას ჰყავს
პარლამენტის სულ მცირე ერთი წევრი, რომელიც ახორციელებს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-10
პუნქტის მნიშვნელობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების
მიღების უფლება აქვს პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნულ
მხოლოდ ერთ წარმომადგენელს. აღნიშნული თანხა ცესკოს მიერ ჩაერიცხება
წარმომადგენლის დამნიშნავ პარტიას.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური
პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს შეუწყდეთ უფლებამოსილება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
19
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა გამოავლინა
რიგი ხარვეზებისა, რომელთა გამოსწორებაც საკანონმდებლო რეგულაციების გადახედვას
მოითხოვს. სამომავლოდ საარჩევნო სისტემისა და პროცედურების გასაუმჯობესებლად
პოლიტიკურ პარტიებს შორის გაიმართა მრავალრაუნდიანი დიალოგი, რომლის შედეგადაც
შემუშავდა საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე, არჩევნების სანდოობის გაზრდასა და
დემოკრატიული პროცესების ჯეროვან და სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული
რეკომენდაციები, რომლებმაც მემორანდუმის სახე მიიღო.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა: „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“, „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ და „ევროპელი
სოციალისტები“. შეთანხმება გულისხმობდა მემორანდუმით განსაზღვრული საკითხების
გადაჭრისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებას და საქართველოს
პარლამენტისთვის განსახილველად წარდგენას.
ხელმომწერმა პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აქტიურ მონაწილეობას
მიიღებენ საპარლამენტო მუშაობაში, უზრუნველყოფენ და ხელს შეუწყობენ პარლამენტის მიერ
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემუშავებასა
და მიღებას.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს საარჩევნო კოდექსში აისახოს ნორმები,
რომლებითაც აღმოიფხვრება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამოვლენილი
ცალკეული ხარვეზები, ასახავს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემის
გაუმჯობესების საკითხებზე და უპასუხებს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული
ზემოხსენებული მემორანდუმის სულისკვეთებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს ორგანული კანონის პროექტის მიღების საჭიროება გამომდინარეობს საქართველოს
პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებებს: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, „ალეკო ელისაშვილი მოქალაქეებს“
და
„ევროპელი
მოთხოვნების შესრულებიდან.
სოციალისტებს“
შორის
გაფორმებული
მემორანდუმის
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით აღმოიფხვრება საქართველოს
პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად გამოვლენილი ცალკეული
ხარვეზები, დაიხვეწება საარჩევნო კანონმდებლობა, უზრუნველყოფილ იქნება დემოკრატიული
პროცესების ჯეროვანი და სტაბილური განვითარება. შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება
არჩევნების მიმართ სანდოობა და შესრულდება პარტიებს შორის მემორანდუმით განსაზღვრული
ვალდებულებები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს:
-
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების წესის
-
ცვლილებას;
ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და მათი არჩევის წესის ცვლილებას;
-
პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის
წესის ცვლილებას;
-
ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალ წესს;
-
საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნის, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა
დანიშვნის/არჩევის წესის ცვლილებას;
-
საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებათა დაზუსტებას;
საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის წესში, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა
არჩევისა/დანიშვნისა და უფლებამოსილებების ცვლილებებს;
-
წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას,
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს და კენჭისყრის
შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად
შეფერხების აკრძალვას;
-
კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამების წესების და ვადების ცვლილებებს;
-
კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ვადებისა და წესის ცვლილებას;
-
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შემადგენლობის
განსაზღვრის ახალ წესს.
-
პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების
გამოთვლის წესების ცვლილებას;
-
არჩევნებში გარკვეულ მოქმედებათა ელექტრონული საშუალებებით განხორციელების
შესაძლებლობებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტის ინიციატორი არ არის საქართველოს მთავრობა.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი
ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის ინიციატორები არ ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტი. დაგეგმილია ასევე ხარჯების ნაწილის დაფინანსების თანხის გარკვეული
დონორი ორგანიზაციებისგან მოძიება.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღების შედეგად შესაძლოა გაიზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილი,
რადგან
კანონპროექტით
ახლებურად
წესრიგდება
გარკვეული
სამართალდარღვევების ჩადენისთვის პასუხისმგებლობის (ჯარიმების) დაკისრების საკითხები.
შესაბამისად, ამ სამართალდარღვევების ჩადენა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას
ჯარიმის სახით, ხოლო გადახდილი თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ამ კუთხით
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ოდენობა დამოკიდებულია, თუ
რამდენი პირი დაჯარიმდება აღნიშნულ სამართალდარღვევათა ჩადენის გამო. აღნიშნული
სამართალდარღვევების ჩადენისთვის განსაზღვრული ჯარიმების ოდენობაა 2000 ლარი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტში იმ ოდენობით, რაც საჭიროა
სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (მათ შორის, ცესკოს მიერ გარკვეულ მოქმედებათა
ელექტრონული საშუალებებით განხორციელების) უზრუნველსაყოფად, შრომის ანაზღაურებისა
და სხვა ხარჯების დასაფარავად. ამ ხარჯების ოდენობა დამოკიდებულია იმ გარემოებებზე, თუ
რა რაოდენობის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენა და რა რაოდენობის ადამიანური
რესურსი იქნება საჭირო კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების უზრუნველსაყოფად.
მაგალითად, საარჩევნო ბიულეტენების ერთი ერთეული ელექტრონული მთვლელის საბაზრო
ღირებულებაა დაახლოებით 1500-დან 2500 აშშ დოლარამდე ექვივალენტი ქართულ ლარში (ამ
ეტაპზე დაგეგმილია საარჩევნო ბიულეტენების დაახლოებით 400 ერთეული ელექტრონული
მთვლელის ერთეჯერადად შესყიდვა), ხოლო ამომრჩევლის ერთი ერთეული ელექტრონული
რეგისტრატორის საბაზრო ღირებულებაა დაახლოებით 300-დან 600 აშშ დოლარამდე
ექვივალენტი ქართულ ლარში (ამ ეტაპზე დაგეგმილია ამომრჩევლის დაახლოებით 6000
ერთეული ელექტრონული რეგისტრატორის ერთჯერადად შესყიდვა). ამასთანავე, საარჩევნო
კომისიების წევრების რაოდენობის გაზრდის გამო, კანონპროექტის მიღების შედეგად
მოსალოდნელია დამატებითი ხარჯების გამოყოფა მათი შრომის ანაზღაურების კუთხით,
კერძოდ, ერთი საარჩევნო წლის ფარგლებში: ცესკოს წევრების შრომის ანაზღაურებისათვის
ჯამში 181267 ლარი, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების შრომის ანაზღაურებისათვის
ჯამში 1872000 ლარი, სარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსებისათვის ჯამში
396875 ლარი; ამავდროულად, მოსალოდნელია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შრომის
ანაზღაურების ოდენობის შემცირება ჯამში 2282560 ლარით (ერთი საარჩევნო წლის ფარგლებში).
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი
ფინანსურ
გავლენას
მოახდენს
იმ
პირებზე,
რომლებიც
ჩაიდენენ
კანონპროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს. შესაბამისად,
მათ მოუწევთ აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის დადგენილი ჯარიმების გადახდა.
აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენისთვის განსაზღვრული ჯარიმების ოდენობაა 2000
ლარი. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღების შედეგად შესაძლოა გაიზარდოს იმ პირების
შემოსავლები, რომლებისგანაც განხორციელდება კანონპროექტით განსაზღვრული საკითხების
შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით ახლებურად წესრიგდება გარკვეული სამართალდარღვევების ჩადენისთვის
პასუხისმგებლობის (ჯარიმების) საკითხები. აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენისთვის
განსაზღვრული ჯარიმების ოდენობაა 2000 ლარი. ამ ჯარიმების ოდენობა განისაზღვრება მათი
პრევენციული ეფექტის მიხედვით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან,
აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება,- მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა
და
შეთანხმებებს.
კანონპროექტის
ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
მომზადება
არ
არის
დაკავშირებული
ასეთ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, ლევან იოსელიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, ლევან იოსელიანი, ალექსანდრე
ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, კახაბერ კუჭავა, ნიკოლოზ სამხარაძე, ავთანდილ ენუქიძე, ანრი
ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირაკლი ჩიქოვანი.