„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, ლევან იოსელიანი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, ლევან იოსელიანი, ალექსანდრე ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, კახაბერ კუჭავა, ნიკოლოზ სამხარაძე, ავთანდილ ენუქიძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირაკლი ჩიქოვანი
ნომერი
#07-3/39/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 89 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-09
ბიუროს ნომერი 33

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.დ) ცესკოს 8 წევრის – ისე, რომ 1 ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატურა იქნეს წარდგენილი;“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი ირჩევს ცესკოს 5 წევრს. წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით კი გათვალისწინებულია ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთა რაოდენობა 5-დან იზრდება 8-მდე. ამგვარად, პარლამენტის რეგლამენტის წარმოდგენილი პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანხვედრაში მოყვანა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის თანახმად, ცესკოს 8 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი ნორმების მიხედვით კი, საქართველოს პარლამენტი ირჩევს ცესკოს 5 წევრს. ამგვარად, პარლამენტის რეგლამენტის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან თანხვედრაში მოსაყვანად აუცილებელია შესაბამისი ცვლილების განხორციელება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: რეგლამენტის პროექტის მიღებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი შესაბამისობაში მოვა იმ ცვლილებასთან, რომელიც შედის საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: პარლამენტის რეგლამენტის წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტში; კერძოდ, ცვლილების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ცესკოს 8 წევრის კანდიდატურებს ისე, რომ 1 ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატურა იქნეს წარდგენილი. ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): რეგლამენტის პროექტის ინიციატორი არ არის საქართველოს მთავრობა. ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რეგლამენტის პროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): რეგლამენტის პროექტის ინიციატორები არ ითხოვენ რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): პერიოდში ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი; კერძოდ, ცესკოს წევრების გაზრდილი რაოდენობიდან გამომდინარე ხარჯები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტში; კერძოდ, ცესკოს წევრთა რაოდენობის გაზრდა გამოიწვევს მათი შრომის ანაზღაურებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო შესაბამის ფინანსურ უზრუნველყოფას. ერთი საარჩევნო წლის ფარგლებში ცესკოს წევრების შრომის ანაზღაურებისათვის დამატებით გამოსაყოფი თანხის ოდენობა ჯამში შეადგენს 181267 ლარს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეგლამენტის პროექტის მიღება გამოიწვევს შემოსავლების გაზრდას იმ პირებისთვის, რომლებსაც აირჩევენ ცესკოს წევრებად. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: პარლამენტის რეგლამენტის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება: რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება,- მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეგლამენტის პროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება იმპლემენტაციის სფეროში, იმ რეგლამენტის პროექტის მსგავსი რეგლამენტების გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის შემთხვევაში: მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების ასეთი არ არსებობს. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, ლევან იოსელიანი. ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, ლევან იოსელიანი, ალექსანდრე ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, კახაბერ კუჭავა, ნიკოლოზ სამხარაძე, ავთანდილ ენუქიძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირაკლი ჩიქოვანი.