საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-15109/20; 06.11.2020); ბ) №12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-91/20; 11.12.2020); გ) საქართველოს მოქალაქე კახა ყურაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-1048/20; 15.12.2020); დ) საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი პროცედურის შეცვლის საკითხი) (№1-1217/20; 17.12.2020); ე) საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების პროცედურის შეცვლის საკითხი) (№1-1218/20; 17.12.2020); ვ) საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პოლიციის დეტექტივებისათვის შემაკავებელი ორდერის შედგენის უფლებამოსილების გაუქმების შესახებ მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით (№1-1761/20; 30.12.2020).

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.03.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3188/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-15
ბიუროს ნომერი 34

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3188/21 15-03-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია შემდეგი საკანონმდებლო წინადადებები:  „სამართლიანობის აღდგენის კავშირის  ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-15109/20; 06.11.2020) (განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 მარტი);  N12 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, პაატა ჭელიძის, მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-91/20; 11.12.2020) (განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 მარტი);  კახა ყურაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N11048/20; 15.12.2020) (განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 მარტი);  ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1217/20; 17.12.2020) (განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 17 მარტი);  ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (N1-1218/20; 17.12.2020) (განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 17 მარტი);  ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პოლიციის დეტექტივებისთვის შემაკავებელი ორდერის შედგენის უფლებამოსილების გაუქმების შესახებ მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით (N1-1761/20; 30.12.2020) (განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 17 მარტი). აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. მათი სრულყოფილად მომზადებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ვადების დაცვის მიზნით, გთხოვთ, ამ საკანონმდებლო წინადადებების საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი