საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ (ალექსანდრე კობაიძე) მიერ წარმოდგენილ „ამნისტიის შესახებ“ (№1-12278/20; 01.09.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-15
ბიუროს ნომერი 34
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3210/21
15-03-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ალექსანდრე კობაიძეს
მისამართი: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის N16
ტელეფონი: 598549484
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
მოძრაობის „შემახე ამნისტია“ (ალექსანდრე კობაიძე) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N112278/20; 01.09.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 1 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოძრაობის „შემახე ამნისტია“ (ალექსანდრე კობაიძე) მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-12278/20; 01.09.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ კანონის მიღებას და
სხვადასხვა დანაშაულის ჩამდენ პირთა სასჯელისაგან გათავისუფლებას.
II. კომიტეტის შეფასება
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულების
ჩამდენ
პირთა
სასჯელისაგან
გათავისუფლებას,
როგორებიც
არის:
სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანება, ძალადობა, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი
ქმედება, სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში,
გარყვნილი ქმედება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი),
არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), მძევლად ხელში ჩაგდება და სხვა.
2021 წლის 11 იანვარს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ამნისტიის შესახებ“,
რომელიც შეეხო დანაშაულების ფართო ჩამონათვალს. თუმცა აღნიშნული კანონი ეფუძნება
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ერთ-ერთ შემდეგ პრინციპს: ამნისტია არ გავრცელდა მთელი რიგი ძალადობრივი
ქმედებებისა და ისეთი დანაშაულების მიმართ, რომელთა ჩადენამაც ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა გამოიწვია. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული მიდგომა კი აშკარად
ეწინააღმდეგება ამ პრინციპს. ამგვარად, კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად
ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოძრაობის „შემახე ამნისტია“ (ალექსანდრე კობაიძე) მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-12278/20; 01.09.2020) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო
უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი