საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.04.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-4118/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-05
ბიუროს ნომერი 43

📜 ტექსტი

დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-4118/21 02-04-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის 9 თებერვალს მოისმინა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების საშუალოვადიან (20201-2021 წლების) სამოქმედო გეგმის თაობაზე ინფორმაცია. კოვიდ პანდემიამ, მსოფლიოს ქვეყნების მსგავსად, საქართველოსაც მოუტანა უამრავი სირთულე, მათ შორის ეკონომიკური რეცესია, რამაც გამოიწვია ქვეყნის სავაჭრო და მაკროეკონომიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუარესება. მიუხედავად ექსპორტის დინამიკის გაუარესებული მაჩვენებლებისა, 2020 წელს ზოგიერთ ქართულ პროდუქციაზე ევროკავშირში მოთხოვნა და შესაბამისად ექსპორტიც გაიზარდა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ DCFTA-ის ამოქმედებამდე, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციაში ქართული წარმოშობის პროდუქციას მხოლოდ 65% ეკავა, 2019 წლის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 24%-ით არის გაზრდილი და 89%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ სწორი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ევროკავშირის ბაზარი წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და ხელმისაწვდომი ხდება ქართული წარმოებისთვის, რაც თავის მხრივ სტიმულს აძლევს მწარმოებლებს გააუმჯობესონ წარმოებული პროდუქციის ხარისხი და გაზარდონ მასშტაბები. მისასალმებელია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნის მიმართულებით. ასევე აღსანიშნავია, რომ DCFTA-ისგან მეტი სარგებლის მიღების მიზნით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირს, საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, ვისთანაც ორივე მხარეს გაფორმებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები, დიაგონალური კუმულაციის მექანიზმის ამუშავებაზე, რათა შესაძლებელი გახდეს ამ ქვეყნებიდან შემოტანილი ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქცია გატანილი იქნას ევროკავშირის ბაზარზე DCFTA-ის პრეფერენციით - ნულოვანი საბაჟო ტარიფით. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობა ასევე აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს კერძო სექტორის, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ახალ მოთხოვნებთან მათი ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით. მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ზოგიერთი აქტივობის შესრულება, განსაზღვრულ ვადებში ვერ მოხერხდა. ამდენად, კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვას და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების დროულად შესრულებას:  ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2020 წელს გათვალისწინებული იყო „ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და პირადი ცხოვრების კონფიდენციალობის დაცვის შესახებ“ 2002/58/EC დირექტივასთან, „ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებსა და მასთან დაკავშირებულ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის შესახებ“ 2002/19/EC დირექტივასთან, „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და მომსახურებების ზოგადი მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ“ 2002/21/EC დირექტივასთან და „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და მომსახურებების ავტორიზაციის შესახებ“ 2002/20/EC დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება. მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი შემუშავებულია, თუმცა ასოცირების შეთანხმებით დადგენილ ვადაში კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება არ მომხდარა. საყურადღებოა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებით, ზემოთ აღნიშნულ დირექტივებთან ჰარმონიზაციის პროცესი უნდა დასრულებულიყო 2017 წელს.  ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას „უნივერსალური მომსახურებების შესახებ“ 2002/22/EC დირექტივასთან. ანგარიშიდან ირკვევა, რომ დირექტივებთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს და ასოცირების შეთანხმებით დადგენილ ვადებში არ დასრულებულა.  ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ფოსტისა და საკურიერო მომსახურების სფეროში საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას „ევროკავშირის საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის განვითარების და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საერთო წესების შესახებ“ 97/67/EC დირექტივასთან, ასევე, 2002/39/EC დირექტივასთან, რომელიც ეხება ევროკავშირის საფოსტო მომსახურების შემდგომ გახსნას და 2008/6/EC დირექტივასთან, რომელიც ეხება ევროკავშირის საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის სრულ ხელმისაწვდომობას. საკომიტეტო მოსმენაზე წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი შემუშავებულია, თუმცა მისი პარლამენტში ინიცირება არ მომხდარა. საყურადღებოა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებით, ზემოთ აღნიშნულ დირექტივებთან ჰარმონიზაციის პროცესი უნდა დასრულებულიყო 2019 წელს.  ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით უნდა მიღებულიყო “ელექტრონული კომერციის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის საქართველოს პარლამენტში ინიცირება ამ დრომდე არ მომხდარა. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მაკოორდინირებელი უწყების საქმიანობას. კომიტეტს მიაჩნია, რომ DCFTA-ის პრეფერენციას დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია საქრთველოსთვის, რაც უახლოეს წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ექსპორტის ზრდაში, ქართული წარმოების გაფართოვებასა და უმუშევრობის დონის შემცირებაში უნდა აისახოს. ამასთანავე, კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შეთანხმებით განსაზღვრული ვადის დაცვით შესრულებისათვის, აუცილებელია ჰარმონიზაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი