საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა №12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-91/20; 11.12.2020) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-19
ბიუროს ნომერი 48
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4814/21
19-04-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ასლი: N12 პენიტენციურ დაწესებულებას
პაატა ჭელიძესთვის გადასაცემად
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქე პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ამნისტიის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის თაობაზე (N1-91/20; 11.12.2020)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 29 მარტის
კომიტეტის
სხდომაზე
განიხილა
მოქალაქე
პაატა
ჭელიძის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე (N1-91/20; 11.12.2020).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო
წინადადება
„ამნისტიის
ითვალისწინებს,
რომლითაც
ამნისტია
შესახებ“
შეეხება
საქართველოს
მძიმე
და
კანონის
განსაკუთრებით
მიღებას
მძიმე
დანაშაულების ჩამდენ პირებს.
II. კომიტეტის შეფასება
2012 წლიდან 2021 წლის ჩათვლით საქართველოს პარლამენტმა ექვსი „ამნისტიის შესახებ“
საქართველოს კანონი მიიღო, მათ შორის, ბოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი
მიღებული იქნა 2021 წლის 11 იანვარს. აღნიშნული კანონებით საქართველოს პარლამენტმა
დაბალანსებულად უზრუნველყო, ერთი მხრივ, ჰუმანიზმის პრინციპის გათვალისწინებით
შესაბამის პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან
გათავისუფლება, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და
დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დაცვა.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ინიციატივა, რომელიც ყველა მძიმე და
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის სასჯელის შემცირებას ითვალისწინებს,
არღვევს ზემოაღნიშნულ ბალანსს ჰუმანიზმის პრინციპსა და საზოგადოებრივი
უსაფრთხოებისა და დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დაცვას შორის. შესაბამისად,
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ
მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქე პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე (N1-91/20; 11.12.2020)
საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი