საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ა(ა)იპ პროფესორთა ასოციაციის (ნონა ჟველია) მიერ წარმოდგენილ „ამნისტიის შესახებ“ (№1-3333/21; 18.03.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-04-19
ბიუროს ნომერი 48
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4816/21
19-04-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ასლი: ქალბატონ ნონა ჟველიას
მის: თბილისი, ბაქრაძის 6ა, ბ. 195
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ა(ა)იპ პროფესორთა ასოციაციის (ნონა ჟველია) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადებაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N13333; 18.03.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 12 აპრილის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა ა(ა)იპ პროფესორთა ასოციაციის (ნონა ჟველია) მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-3333; 18.03.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება შევიდეს 2012 წლის 28
დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში და საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით (თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულის
ჩამდენი
პირი
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა
და
სასჯელისგან
დაზრალებულის თანხმობის გარეშე გათავისუფლდეს.
II. კომიტეტის შეფასება
2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად,
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
180-ე
მუხლით
(თაღლითობა)
გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლოსა
და სასჯელისგან თავისუფლდება, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე
გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს
ამნისტია.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დაბალანსებულად არის
უზრუნველყოფილი, ერთი მხრივ, ჰუმანიზმის პრინციპის გათვალისწინებით შესაბამის
პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება,
ხოლო, მეორე მხრივ, დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დაცვა. შესაბამისად,
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ
მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ა(ა)იპ პროფესორთა ასოციაციის (ნონა ჟველია) მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-3333; 18.03.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად, ცნო
უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი