„ამნისტიის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ამნისტიის შესახებ“
- „ამნისტიის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 87 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 23
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 15
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-13
ბიუროს ნომერი 53
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ამნისტიის შესახებ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების
მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების
შესასრულებლად, რომლის მიზანია შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში და
თავიდან იქნეს არიდებული 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში
შეჭრის
მცდელობისა
და
პოლიციელებზე
ძალადობის,
აგრეთვე
აღნიშნულ
დანაშაულებრივ ქმედებებზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ
უფლებამოსილების გადამეტებით რეაგირების საკითხის გადაჭარბებული პოლიტიზება,
საქართველოს პარლამენტი ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების
სახით, ამ კანონის შესაბამისად აცხადებს ამნისტიას.
მუხლი 1.
1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს
ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა
დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის
გავრცელებაზე.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც
ჩაიდინა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და
სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება პირობით მსჯავრზეც.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით
შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის
აღსრულებულია, მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება.
მუხლი 2.
ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება
საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის
117-ე,
1441-1443 მუხლებით
გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
მუხლი 3.
1. გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის, მათ შორის ძებნილი ბრალდებულის მიმართ ამ
კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ
კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის
შემდეგ, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში იღებს შესაბამისი პროკურორი. პირის
მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში,
გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება.
2. სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე ბრალდებულის, მათ
შორის ძებნილი ბრალდებულის, ასევე მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით
1
გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, უახლოეს
სასამართლო სხდომაზე ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული
გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, იღებს შესაბამისი სასამართლო. პირის მიმართ
ამნისტიის
გავრცელების
თაობაზე
გადაწყვეტილების
მიღების
შემთხვევაში,
გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება.
3. თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია,
მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების
თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული
გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი
რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ კანონის
ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით
გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, თავდაპირველი განაჩენის
გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის:
ა) პენიტენციურ დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს იხდის პენიტენციურ
დაწესებულებაში;
ბ) დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან პრობაციის
რეჟიმში იმყოფება.
5. ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის
გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, უახლოეს სასამართლო სხდომაზე ამ კანონით
გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს:
ა) სააპელაციო სასამართლო, თუ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით
დადგენილი წესით;
ბ) უზენაესი სასამართლო, თუ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით
დადგენილი წესით.
6. თუ ძებნილ მსჯავრდებულს განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი
წესით არ გაუსაჩივრებია, მის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე
გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული
გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი
რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ კანონის
ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით
გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, თავდაპირველი განაჩენის
გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის
საქართველოს გენერალური პროკურატურა.
მუხლი 4.
1. პირის მიმართ, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია,
სამართალწარმოება გრძელდება. ეს პირი სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს
უფლებით. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენი
2
გამოაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის დაუცველად, სასჯელის დანიშვნით.
აღნიშნული განაჩენი საჩივრდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის შესაბამისად.
2. პირს, რომლის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა
გამამტყუნებელი განაჩენი, უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიხმოს თავისი უარი ამ
კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე. თუ აღნიშნული
უარი გამოხმობილი იქნა:
ა) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, სასჯელისაგან
და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას, უახლოეს
სხდომაზე იღებს შესაბამისი სასამართლო;
ბ) სამართალწარმოების დასრულების შემდეგ, სასჯელისაგან და პირობითი
მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი
განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის
პირად საქმეს უგზავნის:
ა) პენიტენციურ დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს იხდის პენიტენციურ
დაწესებულებაში;
ბ) დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან პრობაციის
რეჟიმში იმყოფება.
მუხლი 5.
ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიისადმი დაქვემდებარებული დანაშაულის
ჩადენისათვის პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ამ კანონის ამოქმედების
შემდეგ დაწყების შემთხვევაში, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ვადის ათვლა იწყება ბრალის წაყენების მომენტიდან.
მუხლი 6.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ამნისტიის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების
მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების
შესასრულებლად, რომლის მიზანია შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში და
თავიდან იქნეს არიდებული 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში
შეჭრის მცდელობისა და პოლიციელებზე ძალადობის, აგრეთვე აღნიშნულ
დანაშაულებრივ ქმედებებზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ
უფლებამოსილების გადამეტებით რეაგირების საკითხის გადაჭარბებული პოლიტიზება,
კანონპროექტით ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით
ცხადდება ამნისტია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების აუცილებლობა პოლიტიკური პარტიების მიერ
2021 წლის 19 აპრილს „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ ხელმოწერილი
შეთანხმებიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად: „ამ შეთანხმების ხელმოწერიდან
ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს
ინიციირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის
პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.“.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად შესრულდება 2021 წლის 19 აპრილს „სამომავლო გზა
საქართველოსთვის“ ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება
„ამნისტიის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
თანახმად,
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა
და
სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის
მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ
ამნისტიის გავრცელებაზე. ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 2019 წლის 1921 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა
ჩაიდინა.
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა
და
სასჯელისაგან
გათავისუფლება ვრცელდება პირობით მსჯავრზეც. 2019 წლის 19-21 ივნისის
მოვლენებთან
დაკავშირებული
დანაშაულის
ჩადენისთვის სასჯელის
სახით
შეფარდებული ჯარიმა, რომელიც აღსრულებულია, მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება.
ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 1441-1443
მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
1
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
2021 წლის 19 აპრილს „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ ხელმოწერილი შეთანხმებით
გათვალისწინებული
ვალდებულების
დროულად
შესრულების
საჭიროებიდან
გამომდინარე, კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ხარჯების გაღებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
საშემოსავლო ნაწილზე:
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე იმ თვალსაზრისით,
რომ შესაბამისი პირი გათავისუფლდება იმ ჯარიმის გადახდისაგან, რომელიც ამ კანონის
ამოქმედების მომენტისთვის არ არის აღსრულებული.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
2
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის თანახმად, შესაბამისი პირი გათავისუფლდება იმ ჯარიმის გადახდისაგან,
რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ არის აღსრულებული.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა სახის
გადასახდელები.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის გავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
3
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“.
4