საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის მოხსენებაზე - ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ და „ტრანსპორტის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ“ ინფორმაციასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-24
ბიუროს ნომერი 55
📜 ტექსტი
დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-5926/21
18-05-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის
გურამ გურამიშვილის მოხსენებაზე
ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ და
„ტრანსპორტის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით ასოცირების
შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის
განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია“
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2021 წლის 26 აპრილის სხდომაზე მოისმინა საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის მოხსენება ქვეყნის
სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ და „ტრანსპორტის დარგში
განხორციელებულ
საქმიანობასთან
დაკავშირებით
ასოცირების
შეთანხმებისა
და
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების
ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია“.
ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტს გააჩნია შემდეგი რეკომენდაციები:
1.
„ერთიანი
საჰაერო
სივრცის
შესახებ“
შეთანხმებიდან
გამომდინარე
გათვალისწინებულია თანამეგობრობის აეროპორტებში ხმელეთზე მომსახურების
(გრაუნდჰენდლინგი) ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებით (ევროპის საბჭოს 1996
წლის 15 ოქტომბრის N96/67 დირექტივა) ნორმატიული აქტის შემუშავება და
დამტკიცება. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კომიტეტი მიზანშეწონილად
მიიჩნევს ნორმატიული აქტის მიღების დაჩქარებას.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
2. 2020 წელს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
ფარგლებში ჩატარდა თემატური მოკვლევა მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევების
შესახებ ევროკავშირის ბაზარზე. მოკვლევის ფარგლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან
გამოწვევად დასახელდა პირდაპირი სატრანსპორტო კავშირის აუცილებლობა
ევროპასთან, კერძოდ, ფოთი-კონსტანცას საბორნე კავშირი. პროექტის წარმატებით
განხორციელებისათვის
კომიტეტს
მიზანშეწონილად
მიაჩნია
საქართველოს
მთავრობის აქტიური ჩართულობით გადადგმულ იქნეს ქმედითი ნაბიჯები.
3. მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს სატრანსპორტო გადაზიდვების ისეთ
სახეობაზე,
როგორიც
რკინიგზაა.
სარკინიგზო
გადაზიდვები
გამოირჩევა
უსაფრთხოებითა და შედარებით დაბალი ღირებულებით, თუმცა 2020 წლის
განმავლობაში საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვები შემცირდა, სახმელეთო
გადაზიდვები კი გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტს მნიშვნელოვნად
მიაჩნია
გადაიდგას
ქმედითი
ნაბიჯები
რკინიგზის
კონკურენტუნარიანობის
გასაზრდელად.
4. პანდემიის მიუხედავად, საქართველოში 2020 წელს საერთაშორისო სატრანზიტო
ტვირთების მაჩვენებლებში დადებითი ტენდენციები დაფიქსირდა. ნათელია, რომ ეს
არის აღმასრულებელის სწორი სტრატეგიის შედეგი, რომელიც პანდემიის დროს
შემუშავდა. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტი
მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს პანდემიის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების
დაძლევას. შესაბამისად, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს ტრანსპორტის დარგში
პოლიტიკის დოკუმენტის მიღების დაჩქარებას.
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი