„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.05.2021
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი
ნომერი
#07-3/51/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (12)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (13)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-24
ბიუროს ნომერი 55

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს ცვლილება, 795 მუხლის შემდეგ დაემატოს 796 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 796. საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის 2021 წლის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციისთვის გასატარებელი ღონისძიებები 1. საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის 2021 წლის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების, სათაურით „სამომავლო გზა საქართველოსათვის“, დებულებების შესაბამისად, ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული ამბიციური სასამართლო რეფორმის განხორციელების მიზნით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების მიღებამდე შეჩერდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრთა, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ცვლილების მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრთა, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა აღნიშნული ცვლილებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად. მოხდეს 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ წევრებს გაუგრძელდეთ უფლებამოსილება ამ მუხლის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრთა არჩევამდე.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლისგადაჭრასაცმიზნადისახავსკანონპროექტი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოს პარლამენტს და უარი თქვა მოპოვებული სადეპუტატო მანდატების გამოყენებაზე. დაძაბულობის და შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შემდგომი ესკალაცია გამოიწვია საქართველოს პარლამენტის წევრისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკანორ მელიას დაკავებამ და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამ. საქართველოში ვითარების ნორმალიზების, დაძაბულობის დეესკალაციისა და პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია ითავა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ბატონმა შარლ მიშელმა, რომელიც 2021 წლის 1 მარტს თავად ჩამოვიდა საქართველოში და შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ, მედიაციის შემდგომი ეტაპების წარმართვის მიზნით, საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენელი, ბატონი კრისტიან დანიელსონი. მედიაციის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი. 2021 წლის 18 აპრილს პრეზიდენტმა მიშელმა გამოაქვეყნა შეთანხმების ტექსტი სათაურით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომელსაც 2021 წლის 19 აპრილს (ქვემოთ - „2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება“) და შემდგომ დღეებში ხელი მოაწერეს საპარლამენტო მანდატის მქონე 7 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა და სხვა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიით საქართველოს პარლამენტში გასულმა ცალკეულმა დეპუტატებმა. შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტთან და ხელმომწერ მხარეებთან ერთად, დისტანციურ რეჟიმში, ესწრებოდა პრეზიდენტი მიშელიც, რომელიც მიღწეული შეთანხმების აღსანიშნავად, 2021 წლის 20 აპრილს კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში და შეხვდა ყველა მხარეს. ზემოაღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ამბიციური სასამართლო რეფორმის განხორციელებას. ამ კანონპროექტის მიზანია, შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული 1 ისეთი მოვლენების განვითარება, რომელიც რისკებს შეუქმნის რეფორმის მიზნების მიღწევას. წინამდებარე კანონპროექტი მიზნად ისახავს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციას. შეთანხმების თანახმად, ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალეობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება. შესაბამისად, აუცილებელია, გატარდეს ისეთი საკანომდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას იმგვარი წესით და პროცედურით, რომელიც გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების მიღწევის მიზნებს მოემსახურება. ამ კუთხით, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები რა წესით და პროცედურით იქნებიან არჩეული როგორც მოსამართლეთა კონფერენციის, ასევე პარლამენტის მიერ. იგივე ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხსაც. ამ თვალსაზრისით, აუცილებელია სიღრმისეული მსჯელობა გაიმართოს რეფორმის განხორციელების ფარგლებში შეფასდეს საბჭოს წევრებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის მოქმედი სისტემა (პროცედურა), რომელთან დაკავშირებითაც არაერთი კრიტიკა გამოითქმის პროფესიულ წრეებსა და ფართო საზოგადოებაში, და არსებული გამოწვევების ანალიზზე დაყრდნობით, გაიწეროს ახალი წესი როგორც მოსამართლეთა კონფერენციის, ისე პარლამენტის მიერ საბჭოს წევრების, აგრეთვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით. თუკი მოსამართლეთა კონფერენცია ან პარლამენტი დღეს არსებული წესით და პროცედურით დააკომპლექტებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ეს საფრთხეს შეუქმნის იმ მიზნების მიღწევას, რომელიც გაწერილია შეთანხმებაში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ზემოთაღწერილი პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია წინამდებარე კანონის მიღება, რათა არ მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი წევრების არჩევა მანამ, სანამ კანონში ცვლილებების გზით არ გაიწერება საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის ახალი წესი და პროცედურა, როგორც პარლამენტის, ისე მოსამართლეთა კონფერენციისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები წინამდებარე კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პარლამენტს ექნება სრულყოფილი შესაძლებლობა, მსჯელობის და დისკუსიის ფარგლებში შეჯერდეს სასამართლო რეფორმისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის გზებზე, მათ 2 შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესსა და პროცედურაზე, რაც აუცილებელი წინაპირობაა, რათა მიღწეულ იქნეს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წინამდებარე კანონპროექტის ძირითადი არსი ის არის, რომ შესრულდეს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების მოთხოვნები და არ შეიქმნას ისეთი ვითარება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ამბიციური სასამართლო რეფორმის მიზნების მიღწევას. კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ არ მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი წევრების არჩევა მანამ, სანამ პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას და არ დაადგენს იუსტიციის უმაღესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის ახალ წესსა და პროცედურას, როგორც პარლამენტის, ისე მოსამართლეთა კონფერენციისთვის. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგნილ კანონის პროექტთან მიმართებით (კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი ძალაში უნდა შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რათა დროულად მოხდეს ზემოაღნიშნული რისკების პრევენცია; კერძოდ, არ მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრების ნაწილის არჩევა მანამ, სანამ პარლამენტს ექნება შესაძლებლობა დაიწყოს საკითხის განხილვა და საკანონმდებლო დონეზე დაადგინოს ამ ორგანოების წევრების შერჩევის ახალი წესი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი დაფინანსების წყარო აღნიშნული კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. 3 ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფის საჭიროებას, მეორეს მხრივ - შესაძლებელია დაიზოგოს გარკვეული ხარჯები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობებზე ვაკანტური ადგილების შევსების გადავადების გამო. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტი დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომლებსაც გასდით უფლებამოსილების ვადა (4 წევრი), კანონპროექტით აგრძელებენ უფლებამოსილების განხორციელებას ახალი წევრების არჩევამდე, რაც მათთვის სახელფასო შემოსავლების მიღების პირობაა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება 4 კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. კანონპროექტი მთლიანად შეესაბამება 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებას და სასამართლო სფეროში მისი დებულებების იმპლემენტაციის მიზანს ემსახურება. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთები არ არსებობენ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა 5 გამოყენებული შემთხვევაში კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები: ალექსანდრე ბარამიძე, ანა ნაცვლიშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია ანა ნაცვლიშვილი 6 მომზადების