„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროს ნომერი 55
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილი იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 17312 მუხლი ამოღებული იქნეს.
2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლო
განიხილავს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე
მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−554, 56-ე, 57-ე−59ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721−78-ე, 791−81-ე, 821, 822, 825, 84-ე−86-ე,
871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5
ნაწილით, 1281−1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153ე, 1531 და 1533−1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და
1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით,
1557−15511, 156-ე, 1571−1581, 159-ე, 1591, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე−167-ე
და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის
პირველი, მე-2, მე-4−მე-6 და მე-8−მე-16 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739,
17314, 17315 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე
მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 177
13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ
შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793, 180-ე და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 182ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2
ნაწილითა და 1991 მუხლით.
3. 239-ე მუხლის 63-ე ნაწილი ამოღებული იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ნაფიც მსაჯულთა მიერ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის წესი საქართველოში 2009
წლის 9 ოქტომბერს მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
ამოქმედდა. 2012 წლიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით რამდენიმე
საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების
მიზანი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდა იყო.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით არსებული სასამართლო პრაქტიკიდან
გამომდინარე, გამოწვევად რჩება სისხლის სამართლის საქმის განმხილველი ნაფიც
მსაჯულთა კორპუსის დროულად ფორმირება, რაც ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების
შერჩევის სხდომაზე გამოუცხადებლობით არის გამოწვეული. გამოწვევად რჩება ასევე
ნაფიც მსაჯულთა მიერ შესაბამისი მოვალეობების შეუსრულებლობაზე ან არაჯეროვნად
შესრულებაზე ეფექტიანი და დროული რეაგირების საკითხი.
კანონპროექტი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფრო ეფექტიანად ფუნქციონირების
ხელშეწყობას, აგრეთვე ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატების და ნაფიცი მსაჯულების მიერ
შესაბამისი მოვალეობების შეუსრულებლობაზე ან არაჯეროვნად შესრულებაზე ეფექტიანი
და დროული რეაგირების მექანიზმის შექმნას ისახავს მიზნად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის შერჩევის სხდომაზე გამოუცხადებლობის,
ასევე ნაფიცი მსაჯულის მიერ შესაბამისი მოვალეობების შეუსრულებლობის ან
არაჯეროვნად
შესრულების
საკითხი
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით
წესრიგდება,
აუცილებელია
შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილების საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღების შეთხვევაში შეიქმნება ნაფიცი
მსაჯულობის კანდიდატის შერჩევის სხდომაზე გამოუცხადებლობის, ასევე ნაფიცი
მსაჯულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან
არაჯეროვნად შესრულების ფაქტებზე ეფექტიანი და დროული რეაგირების მექანიზმი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ამჟამად მოქმედი საკანონმდებლო ნორმების თანახმად, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის
სხდომის თავმჯდომარეს არ აქვს უფლებამოსილება განიხილოს იმ ნაფიცი მსაჯულობის
1
კანდიდატის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც საპატიო მიზეზის გარეშე არ
გამოცხადდა კანდიდატთა შერჩევის სხდომაზე; სისხლის სამართლის საქმის არსებითად
განმხილველ მოსამართლეს კი არ აქვს უფლებამოსილება იმ ნაფიცი მსაჯულის
პასუხისმგებლობის საკითხი განიხილოს, რომელიც არ ასრულებს ან არაჯეროვნად
ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. სისხლის სამართლის პროცესის
მოსამართლის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების არქონა განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ნაფიცი მსაჯულობის
კანდიდატის საპატიო მიზეზის გარეშე კანდიდატთა შერჩევის სხდომაზე არგამოცხადება
და ნაფიცი მსაჯულის მიერ შესაბამისი მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად
შესრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. შესაბამისად, მოქმედი ნორმების
თანახმად,
მათთვის
პასუხისმგებლობის
დასაკისრებლად
საჭიროა
ცალკე
სამართალწარმოების ჩატარება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის შესაბამისად.
საკითხის ამგვარი მოწესრიგება არაეფექტიანია, რადგან მოცემულ პირობებში
შეუძლებელია ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის ან ნაფიცი მსაჯულის მიერ
განხორციელებულ ზემოაღნიშნულ ქმედებებზე მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება.
შესაბამისად, მიზანშეწონილია, ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის ან ნაფიცი მსაჯულის
მიერ განხორციელებულ აღნიშნულ ქმედებებზე რეაგირების უფლებამოსილება ჰქონდეს
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარეს და სისხლის სამართლის საქმის
არსებითად განმხილველ მოსამართლეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის შერჩევის სხდომაზე
არგამოცხადება და ნაფიცი მსაჯულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების
შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება არსობრივად სისხლის სამართლის
საპროცესო
მოვალეობათა
შეუსრულებლობაა
და
არა
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევა.
ამრიგად,
საჭიროა
საქართველოს
ადმინისტრაციულ
12
სამართალდარღვევათა კოდექსიდან 173
მუხლის (ნაფიცი მსაჯულის (ნაფიცი
მსაჯულობის კანდიდატის) მიერ მოვალეობათა შეუსრულებლობა) ამოღება და ამ მუხლით
გათვალისწინებული საკითხის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
მოწესრიგება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ნაფიც
მსაჯულთა
სასამართლოსთან
დაკავშირებული
კანონპროექტით
გათვალისწინებული საკითხების დროულად მოწესრიგების აუცილებლობიდან
გამომდინარე, კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
2
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ხარჯების გაღებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
საშემოსავლო ნაწილზე:
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე ზრდის მიმართულებით, რადგან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატისთვის
დასაკისრებელი ჯარიმის მინიმალური ოდენება, შერჩევის სხდომაზე გამოუცხადებლობის
შემთხვევაში, 500-დან 1000 ლარამდე იზრდება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს გავლენა ექნება იმ ფიზიკურ პირებზე, რომელთაც ნაფიც მსაჯულთა
შერჩევის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში გაზრდილი ოდენობის ჯარიმის
გადახდა მოუწევთ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ინაცვლებს პასუხისმგებლობის
დაკისრების საკითხი ნაფიცი მსაჯულის (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის) მიერ
მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატისათვის
3
დასაკისრებელი
ჯარიმის
მინიმალური
ოდენობა,
გამოუცხადებლობისათვის, 500-დან 1000 ლარამდე იზრდება.
შერჩევის
სხდომაზე
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის გავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
4
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი
იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, ნინო
იობაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
5