„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/65/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-31
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 39 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ – „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარს; ე1) საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – 50 ლარს, თუკი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ვ) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე – 100 ლარს;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2016 წლის 29 დეკემბერს დააკმაყოფილა №623 კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო:  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“;  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“;  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 300 ლარს“ კანონის წინაშე თანასწორობის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით, რომლის თანახმად: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა და პირიქით. სადავო ნორმები არეგულირებდა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრის საკითხს. აღნიშნული ნორმების მიხედვით, სასარჩელო მოთხოვნისა და ინსტანციების მიხედვით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის იყო განსხვავებული. კერძოდ, კანონმდებელი იურიდიული პირებისთვის აწესებდა უფრო მაღალ სახელმწიფო ბაჟს. თავის გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადად, სადავო ნორმით გათვალისწინებულ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის დაწესება, ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, არ არსებობდა ლოგიკური, რაციონალური ახსნა სადავო ნორმებით დადგენილ სახელმწიფო სერვისებზე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის განსხვავებული სახელმწიფო ბაჟის დაწესების საჭიროებასთან დაკავშირებით.1 შედეგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე 1 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბერის N2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II-19. მუხლის „ე“ – „ვ“ ქვეპუნქტებში სახელმწიფო ბაჟი პირდაპირ განსაზღვრულია მხოლოდ ფიზიკური პირებისათვის, ხოლო იურიდიული პირების მიერ ამავე მოქმედებებისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობასთან დაკავშირებული პირდაპირი რეგულაცია სამოქალაქო საპროცესო კოდექსში აღარ გვხვდება. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახლებურად, იმგვარი რედაქციით, რომ გამოირიცხოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N2/6/623 გადაწყვეტილებით ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობილი შინაარსი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბერის N2/6/623 გადაწყვეტილების „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ სამოტივაციო ნაწილის შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ბაჟის ოდენობასთან დაკავშირებული ნორმების საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ჩამოყალიბების საჭიროებიდან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის შესაბამისად ჩამოყალიბება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: შემოთავაზებული კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ – „ვ“ ქვეპუნქტებში. ცვლილების შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ბაჟის თანაბარი ოდენობა დგინდება:  სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე;  საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე;  ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რადგან საკანონმდებლო ცვლილება ხელს უწყობს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას, მიზანშეწონილია კანონპროექტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის N2/15/1214 განჩინების საფუძველზე ფიზიკური და იურიდიული პირები უკვე იხდიან თანაბარი ბაჟის ოდენობებს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საჭიროების შემთხვევაში ხარჯები დაფინანსდება სასამართლოში არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს. ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის N2/15/1214 განჩინების საფუძველზე ფიზიკური და იურიდიული პირები უკვე იხდიან თანაბარი ბაჟის ოდენობებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის გავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი.