„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-31
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1920, 30.05.1998, გვ.37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1)
მე-4 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს: „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე –50 ლარი;“.
ბ) პირველ პუნქტს: „თ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ1) საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი,
თუკი
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებით
სხვა
რამ
არ
არის
გათვალისწინებული;“.
გ) პირველ პუნქტს: „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ
განცხადებაზე –100 ლარი;“.
დ) მე-3 პუნქტის „1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კონსტიტუციურ სარჩელზე - 10 ლარი;“.
ე) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2017 წლის 16 ნოემბერს
დააკმაყოფილა №1214 კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე „ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის
„თ“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150
ლარი;“
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის
„თ1“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150
ლარი’“
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის
„ი“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 300
ლარი;“
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტი.
სადავო ნორმები არეგულირებდა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრის საკითხს.
აღნიშნული ნორმების მიხედვით, სასარჩელო მოთხოვნისა და ინსტანციების მიხედვით
სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის იყო განსხვავებული.
კერძოდ, კანონმდებელი იურიდიული პირებისთვის აწესებდა უფრო მაღალ სახელმწიფო
ბაჟს.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად: „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ
სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის
ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ... მას
გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან
მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“. საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლომ 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილებით დისკრიმინაციულად
მიიჩნია და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო ბაჟის დიფერენცირებული
ოდენობის განსაზღვრა იმავე სამოქალაქო საპროცესო ქმედებებისთვის, რაც №1214
კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში გასაჩივრებული ნორმებით იყო დადგენილი.1
განსხვავება იყო მხოლოდ ის გარემოება, რომ ძალადაკარგული ნორმები წარმოადგენდა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებს, ხოლო განსახილველ საქმეზე
სადავოდ გამხდარი ნორმები წარმოადგენენ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს
კანონის
დებულებებს.2
ამდენად,
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით,
დასახელებულ სადავო ნორმებს ჰქონდათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016
წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების
იდენტური შინაარსი.3 აქედან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის არსებითი
განხილვის გარეშე ძალადაკარგულად გამოაცხადა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ
განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარი“, „თ1“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ
განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარი“, „ი“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ
განმცხადებელი იურიდიული პირია - 300 ლარი“, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის
ცალკეული პუნქტები ჩამოყალიბდეს იმგვარი რედაქციით, რომ გამოირიცხოს საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს №1214 გადაწყვეტილებით ნორმის არაკონსტიტუციურად
ცნობილი შინაარსი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის N2/15/1214 განჩინების „ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
სამოტივაციო ნაწილის შესაბამისად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის
ცალკეული ნორმების ჩამოყალიბების აუცილებლობიდან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით უზრუნველყოფილი იქნება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს
კანონის ცალკეული ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის შესაბამისად
ჩამოყალიბება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
შემოთავაზებული
კანონპროექტით
ცვლილება
შედის
„სახელმწიფო
ბაჟის
შესახებ“
საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ,“ „თ ,“ „ი“ ქვეპუნქტებში და ამავე
მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში. ცვლილების შედეგად ფიზიკური და
1
იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ბაჟის თანაბარი ოდენობა დგინდება:
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე;
1
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინება N2/15/1214
საქმეზე „ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II – 7.
2
იხ. იქვე - II – 11.
3
იხ. იქვე - II – 8.
საარბიტრაჟო
წარმოებასთან
დაკავშირებული
სარჩელის
უზრუნველყოფის
ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე;
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ
განცხადებაზე.
კონსტიტუციურ სარჩელებზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
რადგან საკანონმდებლო ცვლილება ხელს უწყობს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და
თავისუფლებების
რეალიზებას,
მიზანშეწონილია
კანონპროექტი
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის N2/15/1214 განჩინების
საფუძველზე ფიზიკური და იურიდიული პირები უკვე იხდიან თანაბარი ბაჟის ოდენობებს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან. საჭიროების შემთხვევაში ხარჯები დაფინანსდება სასამართლოში არსებული
ადამიანური და ფინანსური რესურსით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს. ვინაიდან, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის N2/15/1214 განჩინების საფუძველზე
ფიზიკური და იურიდიული პირები უკვე იხდიან თანაბარი ბაჟის ოდენობებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის გავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი, რატი
იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი, ალუდა
ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი.