„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-31
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი
1.
„საავტორო და მომიჯნავე
უფლებების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 28(35) 1999 წელი, მუხ. 147) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1.
21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებას ახორციელებს იმ ორგანიზაციათაგან ერთერთი,
რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ავტორთა, შემსრულებელთა და
ფონოგრამების დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს, ამ ორგანიზაციათა შორის
შეთანხმების შესაბამისად. თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ჰონორარი
ნაწილდება შემდეგნაირად: 40 პროცენტი – ავტორებს, 30 პროცენტი – შემსრულებლებს, 30
პროცენტი – ფონოგრამების დამამზადებლებს.“.
2.
21-ე მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს
ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, მათ შორის, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და
დაწესებულებებისაგან მოითხოვოს ინფორმაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ
მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ.
ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ პირადი
სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ
მატარებელთა
წარმოებისა
და
იმპორტის
შესახებ
მიღებული
ინფორმაცია
კონფიდენციალურია. ასეთი ინფორმაციის მიღებისას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ
საფუძველზე
მმართველი
კონფიდეციალურობა
ორგანიზაცია
„საქპატენტი“-ის
ვალდებულია:
უზრუნველყოს
ინფორმაციის
თავმჯდომარის
ბრძანებით
განსაზღვრული
ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღების გზით; გამოყოს ინფორმაციის მიღებასა და
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/პირები; ინფორმაციის მიღებიდან სამი წლის
გასვლის შემდეგ გაანადგუროს აღნიშნული ინფორმაცია და ამის შესახებ აცნობოს
ინფორმაციის მიმწოდებელს. მიღებული ინფორმაციის დამუშავების წესი „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით განისაზღვრება
„საქპატენტი“-ის
საფუძველზე
თავმჯდომარის
მმართველი
ბრძანებით.
ორგანიზაციის
ქონებრივი
მიერ
უფლებების
პირადი
კოლექტიურ
სარგებლობისათვის
რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა
წარმოებისა და იმპორტის შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავების წესის დარღვევა
იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.“.
3.
64-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტით მოსარგებლე ვალდებულია ქონებრივი
უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას მოთხოვნისთანავე
წარუდგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საავტორო ან მომიჯნავე უფლების
ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა
და განაწილებისათვის. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი
ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება ხდება ამ კანონის 21-ე მუხლის
მე-51 პუნქტით განსაზღვრული წესით.“.
მუხლი 2.
1.
2021 წლის 1 სექტემბრამდე ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის
თავმჯდომარემ უზრუნველყოს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე
მმართველი ორგანიზაციის მიერ პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას
გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის
შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავების წესის დამტკიცება.
მუხლი 3.
1.
2.
ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2020 წლის 25 დეკემბერს
ნაწილობრივ დააკმაყოფილა №2/1/877კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე „შპს ალტა“, „შპს
ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“
საქართველოს
პარლამენტის
არაკონსტიტუციურად ცნო:
წინააღმდეგ.“
საკონსტიტუციო
სასამართლომ
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე
მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის მე-15
მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე
მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იმპორტიორს
ავალდებულებს, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ
ორგანიზაციებს
გადასცეს
პირადი
სარგებლობისათვის
რეპროდუცირებისას
გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და
იმპორტის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2
პუნქტთან მიმართებით.
სადავო
ნორმები
ქონებრივი
უფლებების
კოლექტიურ
საფუძველზე
მმართველი
ორგანიზაციებს უფლებას ანიჭებდა ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, მათ შორის,
სახელმწიფო
ორგანიზაციებისა
და
დაწესებულებებისაგან
მოეთხოვათ
ინფორმაცია
მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ.
კანონპროექტის მიზანია
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს
კანონში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების
ზემოაღნიშნული უფლება ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ ის შეესაბამებოდეს საქართველოს
კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტსა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/1/877 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის
შესაბამისად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის
საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებიდან. „საავტორო და
მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის გარდა, სხვა
საშუალებით შეუძლებელია ძირითადი უფლებების დაცვის საკონსტიტუციო სასამართლოს
მიერ დადგენილი სტანდარტის რეალიზება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით უზრუნველყოფილ იქნება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი
ორგანიზაციების უფლება ცალკეულ ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით
ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ ის შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-18
მუხლის მე-3 პუნქტსა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
შემოთავაზებული კანონპროექტით ცვლილება შედის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების
შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და 64-ე მუხლებში. ცვლილების შედეგად განისაზღვრება,
რომ:
ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება
ექნება ფიზიკური
ორგანიზაციებისა
და იურიდიული პირებისაგან, მათ შორის,
და
დაწესებულებებისაგან
მოითხოვოს
სახელმწიფო
ინფორმაცია
მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ.
ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ
პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და
მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა
ინფორმაცია იქნება კონფიდენციალური.
და
იმპორტის
შესახებ
მიღებული
კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად, ინფორმაციის მიღებისას ქონებრივი
უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება:
უზრუნველყოს ინფორმაციის კონფიდეციალურობა „საქპატენტი“-ის თავმჯდომარის
ბრძანებით განსაზღვრული ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღების გზით;
გამოყოს ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი/პირები;
ინფორმაციის მიღებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ გაანადგუროს აღნიშნული
ინფორმაცია და ამის შესახებ აცნობოს ინფორმაციის მიმწოდებელს.
მიღებული ინფორმაციის დამუშავების წესს განსაზღვრავს
„საქპატენტი“-ის
თავმჯდომარე, თავისი ბრძანებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით.
ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ
პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და
მატერიალურ
მატარებელთა
წარმოებისა
ინფორმაციის
დამუშავების
წესის
და
დარღვევა
იმპორტის
გამოიწვევს
შესახებ
მიღებული
ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
რადგან საკანონმდებლო ცვლილება ხელს უწყობს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და
თავისუფლებების
რეალიზებას,
მიზანშეწონილია
კანონპროექტი
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე. ამასთანავე, მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლი
ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან, რათა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული
ცენტრის თავმჯდომარეს მიეცეს სათანადო ვადა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ
საფუძველზე
მმართველი
ორგანიზაციის
მიერ
პირადი
სარგებლობისათვის
რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა
წარმოებისა და იმპორტის
დამტკიცებისათვის.
შესახებ
მიღებული
ინფორმაციის
დამუშავების
წესის
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით
მასზე
დაკისრებული
ვალდებულებების
შესრულებისას
ხარჯების
წარმოშობის შემთხვევაში ეს ხარჯები დაფინანსება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ
საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ საკუთარი ხარჯებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ პირადი
სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ
მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავების წესის
დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, აღნიშნულმა შესაძლოა
გავლენა იქონიოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით. გავლენის
ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი
ორგანიზაციებისათვის შეიძლება წარმოიშვას დამატებითი ხარჯები, რაც დაკავშირებული
იქნება მათ მიერ ინფორმაციის დამუშავების წესის დანერგვასთან. ასევე, დამატებითი
ხარჯები შეიძლება წარმოიშვას ამ პირების მიერ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული
ცენტრის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული წესის დარღვევის შემთხვევში, რაც
გამოიწვევს მათთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის გავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი, რატი
იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი, ალუდა
ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი.