„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1.
დაემატოს შემდეგი შინაარსის 1575 მუხლი:
„მუხლი 1575. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის
მიერ პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და
მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ მიღებული ინფორმაციის
დამუშავების წესის დარღვევა
1.
ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ
პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და
მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ მიღებული ინფორმაციის
დამუშავების წესის დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე.
2.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან
ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე.“.
2. 239-ე მუხლის 33-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„33.
ამ
კოდექსის
1571
–
1575
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ორგანოები ან ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი
თანამდებობის პირები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2020 წლის 25 დეკემბერს
ნაწილობრივ დააკმაყოფილა №2/1/877კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე „შპს ალტა“, „შპს
ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“
საქართველოს
პარლამენტის
არაკონსტიტუციურად ცნო:
წინააღმდეგ.“
საკონსტიტუციო
სასამართლომ
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე
მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის
მე-2 პუნქტთან და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე
მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იმპორტიორს
ავალდებულებს, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ
ორგანიზაციებს
გადასცეს
პირადი
სარგებლობისათვის
რეპროდუცირებისას
გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და
იმპორტის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2
პუნქტთან მიმართებით.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „საავტორო და
მომიჯნავე
უფლებების
შესახებ“
საქართველოს
კანონში,
საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის
რითაც
საქართველოს
№2/1/877 გადაწყვეტილების
სამოტივაციო ნაწილის შესაბამისად განისაზღვრება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ
საფუძველზე მმართველ ორგანიზაციების ვალდებულებები მოპოვებული ინფორმაციის
დამუშავებასთან
დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული
გადაწყვეტილების
მათ
შორის,
შესაბამისად
საკონსტიტუციო
დგინდება
სასამართლოს
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა ამ ვალდებულების დარღვევისათვის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/1/877 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის
შესაბამისად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა
საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებიდან. თავის მხრივ,
ამისათვის აუცილებელი ხდება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს
კანონში
ადმინისტრაციული
გამომდინარე
ცვლილების
პასუხისმგებლობის თაობაზე მითითების
განხორციელება
ადმინისტრაციულ
გაკეთება და
სამართალდარღვევათა
კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით
დადგინდება
შესაბამისი
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა
და
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ქონებრივი უფლებების
კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების უფლება ცალკეულ ინფორმაციაზე
წვდომასთან
დაკავშირებით
ჩამოყალიბდება
იმგვარად,
რომ
ის
შესაბამისი
იქნება
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტსა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
შემოთავაზებული
კანონპროექტით
ცვლილება
შედის
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილების შედეგად განისაზღვრება, რომ:
ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის
მიერ
პირადი
სარგებლობისათვის
რეპროდუცირებისას
გამოსაყენებელ
მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ
მიღებული
ინფორმაციის
დამუშავების
წესის
დარღვევა
გამოიწვევს
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;
აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას
ათასიდან სამი ათას ლარამდე, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით,
ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს
დაჯარიმებას სამი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე.
აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს შეადგენენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ან ფინანსთა სამინისტროს
შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ 2021 წლის 1
სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე
მმართველი
ორგანიზაციის
მიერ
პირადი
სარგებლობისათვის
რეპროდუცირებისას
გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის
შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავების წესის დამტკიცება. წინამდებარე
კანონპროექტი ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ამ წესის დარღვევისათვის.
შესაბამისად, მიზანშეწონილია კანონპროექტი ამოქმედება დაუკავშირდეს აღნიშნულ
თარიღს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სამართალდარღვევის ოქმების შედგენას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა
სამინისტროს შესაბამისი სამსახურების უზრუნველყოფენ არსებული ადამიანური და
ფინანსური რესურსის ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ პირადი
სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ
მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავების წესის
დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კერძოდ პირის დაჯარიმებას
ათასიდან სამი ათას ლარამდე, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით,
ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს
დაჯარიმებას სამი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე. შესაბამისად, აღნიშნულმა შესაძლოა
გავლენა იქონიოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით. გავლენის
ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
ვალდებულებების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღევის ახალი სახე, რისთვისაც
სანქციის სახედ განისაზღვრება პირის დაჯარიმებას. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება
ათასიდან სამი ლარამდე, ხოლო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის
განმავლობაში იგივე ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან ხუთი ათას
ლარამდე. სანქციის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა დარღევის ხასიათიდან და სიმძიმიდან
გამომდინარე მოხდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ახალი სახე: ქონებრივი
უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ პირადი
სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ
მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავების წესის
დარღვევა. აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას
ათასიდან სამი ლარამდე, ხოლო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის
განმავლობაში იგივე ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან ხუთი ათას
ლარამდე.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის გავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი, რატი
იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი, ალუდა
ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი.