„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი,
№23-24, 30.06.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კანონი ვრცელდება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა სამეწარმეო
საქმიანობა მოიცავს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის, მათ შორის, ვაზის სამყნობი
მასალის, ვაზის სარგავი მასალის, ყურძნის, ყურძნის ტკბილის, დურდოს, მადუღარი ტკბილის,
მაჭრის,
კონცენტრირებული
ყურძნის
ტკბილის,
რექტიფიცირებული
კონცენტრირებული
ყურძნის ტკბილის, ღვინის, ღვინისეული სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ან/და
სპირტიანი სასმელის, წარმოებას, შენახვას, რეალიზაციას, ექსპორტსა და იმპორტს.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ და „მ2“ ქვეპუნქტები:
„მ1) დეალკოჰოლიზაცია - ღვინიდან ალკოჰოლის ნაწილობრივი მოცილება ვაკუუმის ქვეშ
აორთქლების, დისტილაციის ან/და მემბრანული ტექნიკის გამოყენების გზით;
მ2) დეალკოჰოლიზებული ღვინო - ღვინო, რომელიც მიიღება დეალკოჰოლიზაციის გზით
და რომლის სპირტშემცველობა 0,5 % დან 15 % მდეა;“;
ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ეტიკეტი – ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, დასახელება, სასაქონლო (სავაჭრო)
ნიშანი, ილუსტრაცია, გრაფიკული გამოსახულება, სიმბოლო, რომელიც დაბეჭდილია,
ამოტვიფრულია ან სხვაგვარადაა გამოსახული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი
სასმელის ჭურჭელზე ან/და შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტზე;“;
გ) „ჰ31“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ31) ღვინის კომპანია – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და იმპორტიორი
ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი),
რომლის სამეწარმეო საქმიანობა უკავშირდება ღვინის, ღვინისეული სასმელის, ყურძნისეული
წარმოშობის სპირტიანი სასმელის, სპირტის ან/და ვაზის სამყნობი მასალის/ვაზის სარგავი
მასალის წარმოებას ან/და რეალიზაციას;“;
დ) „ჰ36 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ36) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელი (ალკოჰოლიანი სასმელი) - ღვინო,
სპირტიანი სასმელი და ღვინისეული სასმელი;“;
ე) ,,ჰ42“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) ჰ50 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ51 ქვეპუნქტი:
„ჰ51) ღვინისეული სასმელი - ღვინის ბაზაზე დამზადებული ალკოჰოლიანი
სასმელი,
რომლის მოცულების არანაკლებ 50%-სა შედგება ღვინისაგან და რომლის სპირტშემცველობა 3,5%
დან -14,5% -მდეა.“.
3. 32 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და
„კ“ ქვეპუნქტი:
„ი)
„სააღსრულებო
წარმოებათა
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისად,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის იძულებით აღსრულების თაობაზე
სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
კ) ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვის საფუძველზე ალკოჰოლიან სასმელსა და
სპირტზე ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება.“.
4. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) დეალკოჰოლიზებული ღვინო.“.
5. მე-15 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ღვინისეული სასმელის წარმოებისას ნებადართულია წყლის, საქაროზას, ბუნებრივი
არომატის და ბუნებრივი საღებავი ნივთიერების დამატება.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის დარღვევა იწვევს ღვინისა და სპირტიანი
სასმელის თვისებრიობის შეცვლას.“.
6. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბრენდის სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 36%-ზე ნაკლები.“
7. 31-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 31. ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტირების წესი“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
სარეალიზაციოდ
განკუთვნილი,
სამომხმარებლო
ტარაში
დაფასოებული
ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტირება სავალდებულოა.“.
8. 32-ე და 33-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 32. ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე ნებადართული ინფორმაცია
1. ნებადართულია ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სასაქონლო (სავაჭრო) ნიშანი − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ვაზის ჯიშის/ჯიშების დასახელება, თუ პროდუქტი წარმოებულია ვაზის აღნიშნული
ჯიშის/ჯიშების ყურძნის არანაკლებ 85%-ის გამოყენებით;
გ) ღვინის შემთხვევაში – მოსავლის წელი, თუ ღვინის არანაკლებ 85% წარმოებულია
აღნიშნულ წელს მოყვანილი ყურძნისგან;
დ) ამ კანონით გათვალისწინებული ღვინის/სპირტიანი სასმელის ფერის, შაქრიანობის,
დამზადების მეთოდის მიხედვით განსაზღვრული კატეგორიის დასახელებები;
ე) ქართული ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნა „ქართული ღვინო“;
ვ) ცქრიალა ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნა „ტრადიციული მეთოდი“, თუ ცქრიალა
ღვინო ბოთლური მეთოდითაა წარმოებული;
ზ) ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნა ხის კასრში დადუღების ან/და დავარგების თაობაზე,
თუ ღვინო ხის კასრში დადუღდა ან/და დავარგდა;
თ) ბრენდის შემთხვევაში – აღნიშვნა „ქართული ბრენდი“, თუ ბრენდის
საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს შეადგენს საქართველოში მოყვანილი
ყურძნისგან დამზადებული სპირტი;
ი) ბრენდის შემთხვევაში – ბრენდის ასაკი ან დავარგების მიხედვით დადგენილი
კატეგორიის დასახელება ან შესაბამისი კატეგორიისთვის დადგენილი აღნიშვნები;
კ) სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს პროდუქტის
თვისებრიობასთან, წარმოშობის ადგილთან, მოსავლის წელთან, მწარმოებელთან, ტიპთან,
სტილთან ან/და სხვა მახასიათებელთან დაკავშირებით შეცდომაში არ შეიყვანს.
2. დასაშვებია, ექსპორტისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტებზე
მიეთითოს დამატებითი ინფორმაცია იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობის ან იმპორტიორის
მოთხოვნის შესაბამისად.
მუხლი 33. ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე სავალდებულო ინფორმაციის მითითების წესი
1. საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი
ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტებზე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „დ“–„ზ“ და „ი“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია მითითებული უნდა იქნეს ქართულ ენაზე ან
ქართულ და უცხოურ ენებზე.
2. ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტებზე პროდუქტის დასახელება, ნომინალური
მოცულობა, ფაქტობრივი სპირტშემცველობა და მწარმოებელი ქვეყნის დასახელება
მითითებული უნდა იქნეს მხედველობის ერთ არეში.“.
9. 332 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირება არის სავალდებულო.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოში წარმოებული და საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე
სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელი, დაცული ადგილწარმოშობის
დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი;“;
გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“.
10. 333 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ღვინისეული სასმელის ადგილობრივ სამომხმარებლო
ბაზარზე
განთავსება
დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით.’’;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით ღვინის რეალიზაციის
განმახორციელებელი პირი ვალდებულია იქონიოს ამ ღვინის შესაბამისობის სერტიფიკატი.“;
გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ღვინისეული სასმელის ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციის
განმახორციელებელი პირი ვალდებულია იქონიოს ამ ალკოჰოლიანი სასმელის შესაბამისობის
სერტიფიკატი.“;
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის პირველი – 31 პუნქტებით დადგენილი წესების დარღვევა იწვევს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“.
11. 334 მუხლს პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ღვინის და ღვინისეული სასმელის ექსპორტი დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო
ტარაში დაფასოებული სახით.“.
12. 336 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) 12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 და 14 პუნქტები:
„13. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის პირველ ოტომბრამდე
უზრუნველყოს
„ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და
ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის
შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება.
14.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის
პირველ ოქტომბრამდე უზრუნველყოს ღვინისეული სასმელის წარმოების ზოგადი წესისა და
ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის
შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების
მიღება.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-8
პუნქტით გათვალისწინებული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-9
პუნქტის, მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, მე-9 პუნქტი და მე-10 პუნქტის
„ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 32-ე მუხლის
პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 2 იანვრიდან.
4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1
ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულ
დარგებს შორის მეღვინეობა, დღეს უკვე სახელმწიფოს მიერ ერთმნიშვნელოვნადაა
გამოკვეთილი, შესაბამისად, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი
სასმლის წარმოებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელია ადგილობრივი და საერთაშორისო
ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინება, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების შემუშავება და
მოქმედის ცვლილება.
კანონპროექტი მიზნად ისახავს, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების ინიცირებას, ინიციატივა გამომდინარეობს ღვინის მწარმოებელი კომპანიებისა
და როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნიდან, რომ არსებული
პროდუქტი, რომლის დამზადებისათვის ბაზად გამოყენებულია ღვინო და დეალკოჰოლიზაციის
გზით მიღებული ღვინო დაექვემდებაროს სამართლებრივ რეგულირებას. ზემოაღნიშნული
ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოში ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის
ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი ბაზრის გაფართოებასა და განვითარებას,
მაღალხარისხიანი ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების
წარმოებასა და რეალიზაციას ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე, ქართული მევენახეობამეღვინეობის საერთაშორისო ავტორიტეტის
შენარჩუნებასა და ზრდას, საქართველოში
მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ისტორიულად, კულტურულად და ეკონომიკურად
პრიორიტეტული დარგის განვითარებას.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ღვინისეული სასმელი და ამავე
კანონში არსებული ღვინის კატეგორიებისათვის, ახალი კატეგორიის დამატება - როგორიცაა
„დეალკოჰოლიზებული
განსაზღვრული
ღვინო“
თავისი
მახასიათებლებით
განსხვავდება
კანონით
კატეგორიებისაგან და ბაზარზე, მათი არსებობა საჭიროს ხდის მათი
წარმოებისა და რეალიზაციის წესების საკანონმდებლო რეგულირებას, ასევე, საქართველოში
წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის
სავალდებულო სერტიფიცირება,
ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელთან ერთად
ყურძნისეული წარმოშობის სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების,
მასალებისა და ნივთიერებების წარმოების სამართლებრივად დარეგულირება საჭიროებს რიგ
საკანონმდებლო ცვლილებებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ქვეყნის
ეკონომიკისათვის
ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი
საკითხია
საქართველოში
მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება, ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზრის მაღალი
ხარისხის ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლით უზრუნველყოფა. ყურძნისეული
წარმოშობის
ალკოჰოლიანი
სასმლის
ადგილობრივ
ბაზარზე
რეალიზაციასთან
ერთად
მნიშვნელოვანია მათი ექსპორტი და იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ასევე
მნიშვნელოვანია,
კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და ღვინის მწარმოებელი
კომპანიებისათვის ქართული ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი
სასმელების
ექსპორტისათვის
ხელსაყრელი
პირობების
არსებობა,
ქართული
ღვინის
ცნობადობისა და მისი ექსპორტის მაჩვენებელის ზრდა. სწორედ, ზემოაღნიშნული მიზნების
განხორციელებასა და არსებული ახალი გამოწვევების დაძლევას ემსახურება „ვაზისა და ღვინის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
განხორციელება
და
დღეისათვის
დაურეგულირებელი პროდუქტისათვის შესაბამისი სამართლებრივი ნორმების დაწესება და
არსებულის ცვლილება. ამასთან, ევროკავშირის „სპირტიანი სასმელის გეოგრაფიული აღნიშვნის
დასახელების განმარტების, აღწერილობის, წარდგენისა და ეტიკეტირების შესახებ” 2008 წლის
N110 რეგლამენტის შესაბამისად ბრენდისათვის მინიმალური სპირტშემცველობა 36%-ია,
რომელიც მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს ,,ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს
კანონში, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სპირტიანი სასმელის ექსპორტის
ზრდას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული დარგის
განვითარების ხელშეწყობა. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის მწარმოებელ
კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ აწარმოონ დარგისათვის ახალი ღვინისეული სასმელი
(ღვინის ბაზაზე დამზადებული ალკოჰოლიანი სასმელი), რაც თავის მხრივ დადებითად აისახება
მეღვინეობის განვითარებასა და ექსპორტის მაჩვენებელზე, ვინაიდან აღნიშნულ პროდუქტზე
მაღალი მოთხოვნაა რიგ იმპორტიორ ქვეყნებში. ზემოაღნიშნული კი ხელს შეუწყობს წარმოების
პროდუქტიულობის გაზრდას, კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებას და გაზრდის
ალკოჰოლიანი სასმელის ექსპორტის მაჩვენებელს. სავალდებულო გახდება და დარეგულირდება
საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი
სასმელის სერტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს ალკოჰოლიანი სასმელის მაქსიმალურ
კონტროლსა და სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებისგან დაცვას. ასევე ყურძნისეული
წარმოშობის სპირტიან სასმელთან ერთად სამართლებრივად დარეგულირდება ყურძნისეული
წარმოშობის სპირტის წარმოების ზოგადი წესი და ნებადართული პროცესები, მასალებისა და
ნივთიერებების წარმოება, რაც წინაპირობაა იმისა, რომ მთავრობის დადგენილებით
დარეგულირდეს „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის, ასევე, სპირტის წარმოების
ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალი,
ყურძნისეული წარმოშობის სპირტის კატეგორიები და
წარმოშობის სპირტის კატეგორიების მიმართ.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ზოგადი მოთხოვნები ყურძნისეული
უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის
რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს ღვინისეული სასმელი-ღვინის ბაზაზე დამზადებული
ალკოჰოლიანი სასმელი და დეალკოჰოლიზებული ღვინო, მაშინ როცა ადგილობრივ ბაზარზე
არსებობს მოთხოვნა ზემოაღნიშნულ სასლმელებზე, შესაბამისად, პროექტით ცვლილება შევიდა
მე-2 მუხლის პირველ პუნქტში და კანონის მე-3 მუხლში - ტერმინთა განმარტებაში, სადაც
დამატებულ იქნება შემდეგი ტერმინები: „დეალკოჰოლიზაცია“, „დეალკოჰოლიზებული ღვინო“,
„ღვინისეული
სასმელი“, ასევე ამავე მუხლის „ნ“, „ჰ31“ და „ჰ36“ პუნქტებში განხორციელდა
ზემოთ ჩამოთვლილ ტერმინებთან შესაბამისობისათვის ცვლილება. მე-3 მუხლს დაემატა „ჰ51“
პუნქტი რომლითაც არა მხოლოდ განმარტებულია ღვინისეული სასმელი, არამედ დადგენილია
სპირტშემცველობა და დამზადებისათვის საჭირო ღვინის მოცულობა, ამ მაჩვენებლების
განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV)
„ენოლოგიური პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსი“.
წარმოდგენილი პროექტით, ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით
ღვინის, ასევე, ღვინისეული სასმელის ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციის
განმახორციელებელი პირი ვალდებულია იქონიოს ალკოჰოლიანი, ასევე ღვინისეული სასმელის
შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტო, რაც იქნება
პროდუქტის მაღალი ხარისხის კონტროლის გარანტი და რითაც დადასტურდება, რომ
იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით
მის
მიმართ
განსაზღვრულ
მოთხოვნებს.
აღნიშნული
საკითხის
დარეგულირებით,
ტერმინთა განმარტებიდან ამოღებულ იქნა ჰ
„შესაბამისობის დეკლარაცია“).
იმის
გათვალისწინებით,
რომ
საჯარო
უფლებამოსილი
სამართლის
პირები
ამგვარი
პუნქტი (ტერმინი -
42
იურიდიული
განიხილავენ
პირის
− ღვინის ეროვნული
სააგენტოს
საქართველოს
ადმინისტრაციულ
გათვალისწინებულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
105 და
1795 მუხლებით
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეებს
და
აქვთ
2
ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება, 32 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „ი“
ქვეპუნქტი და სააგენტოს უფლებამოსილებად
განისაზღვრა, „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
ოქმის იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა. სააღსრულებო
ფურცლის ფორმას კი ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 32 მუხლის მე-2 პუნქტს
დაემატა „კ“ ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს, კომპეტენციის
ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურისა და
საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომართვის საფუძველზე
საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებულ ალკოჰოლიან სასმელსა და
სპირტზე ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის ჩატარებაში. აღნიშნული
უფლებამოსილების განსაზღვრით უზრუნველყოფილი იქნება დარგის სპეციალისტების ჩართვა,
რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა ლაბორატორიული კვლევისათვის
საჭირო ფიზიკო-ქიმიური მაჩვნებლების განსაზღვრის კონკრეტულ პროდუქტთან მიმართებით
და ასევე ნიმუშის აღების.
პროექტით მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს - დაემატა „მ“ ქვეპუნქტი, რითიც განისაზღვრა
დამზადების მეთოდის მიხედვით კიდევ ერთი სპეციალური ღვინის კატეგორია „დეალკოჰოლიზებული ღვინო, რომელიც მიიღება ხდება
რომლის სპირტშემცველობა
დეალკოჰოლიზაციის გზით და
0,5% დან 15% მდეა, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი
სპირტშემცველობის მინიმალური მაჩვენებელი - 0,5%, განისაზღვრა
ვაზისა და ღვინის
საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) „ენოლოგიური პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსის“
შესაბამისად, ხოლო მაქსიმალური მაჩვენებლის დასადგენად გათვალისწინებული იქნა ღვინის
მწარმოებელთა მიერ ამ პროდუქტის დამზადების პრაქტიკა, რომელთა მაღალმა ინტერესმა
განაპირობა აღნიშნული ცვლილება.
პროექტით,
პროდუქტის
დამზადების
სპეციფიკის
გათვალისწინებით
და
ზემოხსენებული საერთაშორისო კოდექსის შესაბამისად, მე-15 მუხლს დაემატა 1 პუნქტი და
მეღვინეობის დარგში ნებადართულად განისაზღვრა ღვინისეული სასმელის წარმოებისას წყლის,
1
საქაროზას, ბუნებრივი არომატის და ბუნებრივი საღებავი ნივთიერების დამატება. 27 -ე მუხლის
მე-2 პუნქტში განხორციელდა ცვლილება და „სპირტიანი სასმელის გეოგრაფიული აღნიშვნის
დასახელების განმარტების, აღწერილობის, წარდგენისა და ეტიკეტირების შესახებ” 2008 წლის
N110 რეგლამენტის შესაბამისად ბრენდის მინიმალურ სპირტშემცველობად განისაზღვრა 36%.
ასევე ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელს დაემატა ღვინისეული სასმელი, კანონის
31-ე მუხლის სათაურში და პირველ პუნქტში, ასევე 32-ე მუხლის სათაურსა და პირველ მე-2
პუნქტებში და 33-ე მუხლში განხორციელდა ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ტერმინებთან
შესაბამისობისათვის.
პროექტით საქართველოში წარმოებული და საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე
სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელი დაექვემდებარება რა მხოლოდ
სავალდებულო სერტიფიცირებას და არა შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენას, შესაბამისად,
აღნიშნული კანონის 332 მუხლის პირველი პუნქტსა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, 332
მუხლის მე-3 პუნქტსა და მე-10 პუნქტებში, ასევე 333 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებში
განხორციელდა ცვლილებები. ტერმინთა განმარტებიდან ამოღებულ იქნა ტერმინი „შესაბამისობის დეკლარაცია“, ყოველივე
უზრუნველყოფს ადგილობრივ სამომხმარებლო
ბაზარზე ხარისხიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაციას და
ამასთან, სავალდებულო სერტიფიცირებით მაქსიმალურად შემცირდება ფალსიფიცირებული
პროდუქტის რეალიზაციის რისკი, ვინაიდან სსიპ - ღვინის ეროვნულ სააგენტოს ექნება
შესაძლებლობა
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
უფლებამოსილების - ინსპექტირებისა და ზედამხედველობის ფარგლებში განახორციელოს
სახელმწიფო კონტროლი.
პროექტით, კანონის 333 მუხლს დაემატა 21 და 31 პუნქტები, რითიც დადგინდა, რომ
ღვინისეული სასმელის ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ
სამომხმარებლო
ტარაში
დაფასოებული
სახით,
მსგავსად
დაცული
ადგილწარმოშობის
დასახელების ღვინისა და ნებისმიერი კატეგორიის სპირტიანი სასმელისა. ასევე მსგავსად სხვა
ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელებისა, ღვინისეული სასმელის ადგილობრივ
სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციის განმახორციელებელი პირმა ვალდებულია იქონიოს ამ
ალკოჰოლიანი
სასმელის
შესაბამისობის
სერტიფიკატი,
რომლითაც
დადასტურდება
პროდუქციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, ხოლო
აღნიშნულის გათვალისწინებით ამავე მუხლის მე-5 პუნქტში განხორციელდა ტექნიკური
ხასიათის ცვლილება, 334 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ ყურძნისეული
წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელებისათვის არსებული სტანდარტის შესაბამისად ღვინისეული
სასმელის ექსპორტიც დასაშვებია სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით.
პროექტით ცვლილება შევიდა კანონის 336 მუხლში, რომელიც ეხება კანონის
ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებს ვინაიდან, არსებობს
საჭიროება ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელთან ერთად ყურძნისეული წარმოშობის
სპირტის
წარმოების
ზოგადი
წესისა
და
ნებადართული
პროცესების,
მასალებისა
და
ნივთიერებების წარმოების სამართლებრივად დარეგულირებისა და ვინაიდან, ყურძნისეული
წარმოშობის სპირტიანი სასმელი იწარმოება ყურძნისეული წარმოშობის სპირტისაგან (ღვინის,
ლექის, გამოწნეხილი ან გამოუწნეხავი დურდოს გამოხდით მიღებული ყურძნისეული
წარმოშობის
სპირტი). მიზანშეწონილია შემუშავებულ იქნას „ყურძნისეული წარმოშობის
სპირტიანი სასმელის და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების,
მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის
დადგენილება და შესაბამისად კანონიდან ამოღებული იქნება კანონის 336 მუხლის პირველი
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
კანონის რეგულირების სფეროს ემატება ახალი პროდუქტი და მიზანშეწონილია
შემუშავდეს ღვინისეული სასმელის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების,
მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
გამომდინარე იქედან, რომ კანონის ამოქმედების თარიღი უკავშირდება, როგორც სსიპღვინის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებებს კანონით განსაზღვრული დებულებების
შესასრულებლად,
უზრუნველყოს ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზარი მაღალი ხარისხის
ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლით და განახორციელოს მაქსიმალური დაცვა
დარგის
მარეგულირებელ
კანონმდებლობასთან
შეუსაბამო
პროდუქტის
წარმოებისაგან,
მიზანშეწონილია ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის,
მე-8 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე9 პუნქტის, მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, მე-9 პუნქტი და
მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი
ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. ამ კანონის
პირველი
მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“
ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 2 იანვრიდან. ამ კანონის პირველი მუხლის მე-12 პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტი
ამოქმედდეს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტი არ მოითხოვს დამატებითი ხარჯების გამოყოფას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონპროექტით გათვალისწინებულ ყურძნისეული წარმოშობის
ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირებას, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემას
და ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში ალკოჰოლიან სასმელსა და სპირტზე
ექპერტიზის
ჩატარებაში
მონაწილეობის
მიღებას
და
კანონპროექტით
განსაზღვრული
ნორმატიული აქტის მომზადებას სააგენტო უზრუნველყოფს არსებული ადამიანური და
ფინანსური რესურსისა და სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, რადგან:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წელს
გაიცა 3 356 (სამი ათას სამას ორმოცდათექვსმეტი) ფასიანი სერტიფიკატი, რომლის მომსახურების
საფასურმა შეადგინა 795 100 (შვიდას ოთხმოცდათხუთმეტი ათას ასი) ლარი, 2019 წლის 11
(თერთმეტი) თვის მონაცემებით გაცემულ იქნა 4 436 (ოთხი ათას ოთხას ოცდათექვსმეტი)
სერტიფიკატი, რომლის მომსახურების საფასურმა შეადგინა 978 500 (ცხრაას სამოცდათვრამეტი
ათას ხუთასი) ლარი, ხოლო 2020 წელს გაიცა 4655 ფასიანი სერტიფიკატი, რომლის მომსახურების
საფასურმა შეადგინა 1 107 650 (ერთი მილიონ ას შვიდი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარი.
სააგენტოს საკუთარი წლიური შემოსავალი, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გარდა, 2018
წლიდან აღემატება ერთ მილიონ ლარს, კანონპროექტით გათვალისწინებული სავალდებულო
სერტიფიცირებით კი გაიზრდება სააგენტოს საკუთარი შემოსავლები, რის პროპორციულადაც
გაიზრდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადები. კონკრეტულად
თუ რა გავლენას მოახდენს პროექტის მიღება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა რაოდენობის სერტიფიკატის გაცემა მოხდება მომავალში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების
დამატებით გამოყოფასთან.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სავალდებულო იქნება როგორც ექსპორტისათვის,
ასევე, საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ყურძნისეული
წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირება, რაც მნიშვნელოვნად
ზრდის
შესასრულებელ
სამუშაოს,
რომლის
განხორციელებასაც
საჯარო
სამართლის
იურიდიული პირი ღვინის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს ამ ეტაპზე არსებული
ფინანსური
და
ადამიანური
რესურსით.
ვინაიდან
სავალდებულო
სერტიფიცირებას
ექვემდებარება ყველა ალკოჰოლიანი სასმელი (ეს ძალაში შედის 2023 წლიდან), აღნიშნული
უმნიშვნელო გავლენას მოახდენს სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ
ასიგნებათა ფარგლებში ფინანასურ ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ გაიზრდება სერტიფიცირებასთან
(სერტიფიკატს ბეჭდავს/ამზადებს სააგენტო) დაკავშირებული ხარჯები.
პროექტის შესაბამისად სააგენტოს უფლებამოსილებას ემატება სააღსრულებო ფურცლის
გაცემა და ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში ალკოჰოლიან სასმელსა და
სპირტზე ექპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება. აღნიშნული არ წარმოშობს დამატებით
ხარჯებს
სააგენტოსთვის
და
სააგენტო
უფლებამოსილებას
განახორციელებს
არსებული
ადამიანური რესურსებითა და სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა
ფარგლებში (მევენახეობა - მეღვინეობის განვითარება პროგრამული კოდი 31 03).
პროექტით ცვლილება შევიდა კანონის 336 მუხლში, რომელიც ეხება კანონის
ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებს. ვინაიდან,
არსებობს
საჭიროება ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელთან ერთად ყურძნისეული წარმოშობის
სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და
ნივთიერებების წარმოების სამართლებრივად დარეგულირებისა და ვინაიდან, ყურძნისეული
წარმოშობის სპირტიანი სასმელი იწარმოება ყურძნისეული წარმოშობის სპირტისაგან (ღვინის,
ლექის, გამოწნეხილი ან გამოუწნეხავი დურდოს გამოხდით მიღებული ყურძნისეული
წარმოშობის
სპირტი). მიზანშეწონილია შემუშავებულ იქნას „ყურძნისეული წარმოშობის
სპირტიანი სასმელის და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების,
მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის
დადგენილება. ვინაიდან, კანონის რეგულირების სფეროს
ემატება ახალი პროდუქტი,
მიზანშეწონილია
შემუშავდეს
ღვინისეული
სასმელის
წარმოების
ზოგადი
წესისა
და
ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის
შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება.
აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მომზადებას უზრუნველყოფილი იქნება
სააგენტოს ადამიანური და საჭიროების შემთხვევაში ფინანასური რესურსით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონის მოქმედება. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ”
საქართველოს მთავრობის 2011 წლის
26 იანვრის N45 დადგენილების პირველი მუხლით
დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ
გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის“ მე-2 მუხლის შესაბამისად სერტიფიკატის გაცემა
უფასოა თუ მომსახურების გაწევის ვადა 4 (ოთხი) და მეტი სამუშაო დღეა, მომსახურების გაწევის
ღირებულება 3 სამუშაო დღეში შეადგენს 100 ლარს, 2 სამუშაო დღეში 200 ლარს, ხოლო 1 სამუშაო
დღეში 250 ლარს.
პროექტის შესაბამისად ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაციისათვის აუცილებელია
შესაბამისობის სერტიფიკატის აღება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის 2018 წლის 19 თებერვლის N2-82 ბრძანების N7 დანართით დამტკიცებულია
შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა, რომელსაც ავსებს თავად ღვინის კომპანია, რომლისთვის
გასაწევი ხარჯი მხოლოდ პროდუქტის ლაბორატორიული კვლევაა. შესაბამისობის დეკლარაციის
შესაბამისობის სერტიფიკატის ჩანაცვლებით ღვინის კომპანიას
გაეზრდება.
ფინანასური ხარჯი არ
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან,
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
აგრეთვე,
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
საქართველოს
კანონპროექტის
მიღება
ორმხრივ
არ
და
მრავალმხრივ
უკავშირდება
რომელიმე
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში,
იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
იქნა
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
გამოყენებული