„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
მუხლი
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 1052 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1052. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან
დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა
1. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან
დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი
ქმედებისთვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, - გამოიწვევს დაჯარიმებას
2000 ლარის ოდენობით.“.
2. 1795 - 1799 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1795. სერტიფიცირების მიზნით ლოტთან შეუსაბამო ყურძნისეული წარმოშობის
ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის წარდგენა
1. სერტიფიცირების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის - ღვინის
ეროვნული სააგენტოსთვის ლოტთან შეუსაბამო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი
სასმელის ნიმუშის წარდგენა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი
ქმედებისთვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი - გამოიწვევს დაჯარიმებას
2000 ლარის ოდენობით.
მუხლი 1796. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის სამომხმარებლო ტარაში
დაფასოების ან/და შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია სამომხმარებლო ბაზარზე
1.
დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის სამომხმარებლო ტარაში
დაფასოების ან/და შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიაზცია სამომხმარებლო ბაზარზე გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა - გამოიწვევს
ოდენობით.
დაჯარიმებას 2000 ლარის
მუხლი 1797. ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის სამომხმარებლო ტარაში
დაფასოების გარეშე რეალიზაცია სამომხმარებლო ბაზარზე
1. ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის სამომხმარებლო ტარაში დაფასოების
გარეშე რეალიზაცია სამომხმარებლო ბაზარზე - გამოიწვევს
დაჯარიმებას 1000 ლარის
ოდენობით.
2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა - გამოიწვევს
ოდენობით.
დაჯარიმებას 2000 ლარის
მუხლი 1798. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით ღვინის
რეალიზაცია შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე
1. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით ღვინის რეალიზაცია
შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა
ოდენობით.
-
მუხლი 1799. საქართველოში წარმოებული და
გამოიწვევს
დაჯარიმებას 2000 ლარის
სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული
ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე
რეალიზაცია ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე
1. საქართველოში წარმოებული და სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ყურძნისეული
წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია
ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა
ოდენობით.“.
-
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
კოდექსის 1798 და 1799 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კოდექსის 1798 და 1799
მუხლები ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა.) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
ის
გარემოება,
რომ,
ქვეყნის
ეკონომიკის
პრიორიტეტულ დარგებს შორის მევენახეობა-მეღვინეობა, დღეს უკვე, სახელმწიფოს მიერ
ერთმნიშვნელოვნადაა გამოკვეთილი. კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის
ალკოჰოლიანი სასმლის წარმოებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელია ადგილობრივი და
საერთაშორისო
ბაზრების
მოთხოვნათა
გათვალისწინება
და
მოქმედ
საკანონმდებლო
რეგულაციებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, შესაბამისად, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა.
კანონპროექტის მიზანია, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“
ცვლილებების ინიცირება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი
ცვლილებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტებში
განხორციელებული ცვლილება ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი ყურძნისეული წარმოშობის
ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებასა და რეალიზაციას, ღვინის კომპანიების საქმიანობის
სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ქვეყნის ეკონომიკისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საქართველოში მევენახეობამეღვინეობის დარგის განვითარება, ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზრის მაღალი ხარისხის
ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლით უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია
ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციასთან
დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება და სწორედ ამ მიზნის განხორციელებასა და არსებული
გამოწვევების
დაძლევას
ემსახურება
საქართველოს
კანონში
„ადმინისტრაციულ
სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილების განხორციელება და არსებული ნორმების იმგვარი
ცვლილება, რომ არ ხდებოდეს მუხლების შინაარსის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირება და
მაკონტროლებელ ორგანოს ჰქონდეს შესაძლებლობა გააკონტროლოს სამომხმარებლო ბაზარზე
განსათავსებელი პროდუქციის ხარისხი, ამასთან ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის
ჩამდენისათვის განისაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროპორციული
საჯარიმო თანხა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული დარგის
განვითარების ხელშეწყობა. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის მწარმოებელ
კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ აწარმოონ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი
სასმელი რომელიც ექსპორტის მსგავსად, მხოლოდ იმ შემთხვევაში განთავსდება სამომხმარებლო
ბაზარზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის მიმართ განსაზღვრულ
მოთხოვნებთან შესაბამისობას დაადასტურებს მაკონტროლებელი ორგანო, რაც უზრუნველყოფს
მხოლოდ მაღალხარისხიანი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე.
აგრეთვე გასწორდება ხარვეზი ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული
ჯარიმის დადგენის შემთხვევაში რომლისთვისაც ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას (ზოგადი
საზღვრების ფარგლებში) და ყოველი კონკრეტული შემთხვევის ერთობლიობის შეფასებისას,
შეუძლებელია ქმედების დამამძიმებელი ან/და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინება
ან/და ქმედების სირთულის მიხედვით დაყოფა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
უზრუნველყოფილი იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული
სახდელის პროპორციული ოდენობის განსაზღვრა. წარმოდგენილ მუხლებში გასწორდება
ხარვეზები, რომელიც ამჟამად იძლევა მუხლების შინაარსის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის
საშუალებას კერძოდ, დაწესდება ჯარიმის ერთი ოდენობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით იცვლება 1052, 1795 -1799 მუხლები, კერძოდ,
აღნიშნული მუხლებით
გათვალისწინებული საჯარიმო თანხები გახდა კონკრეტული, რითაც უზრუნველყოფილი იქნება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის პროპორციული
ოდენობის განსაზღვრა.
რომ
ასევე, პროექტით შეიცვალა 1796 მუხლის როგორც სათაური, ისე დისპოზიცია იმგვარად,
შეუძლებელი გახდეს ნორმის ინტერპრეტაციისას აპელირება იმ ფაქტზე, რომ
ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ჩამდენის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე
სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადგება პასუხისმგებლობა, ხოლო 1798 და 1799 მუხლების
სათაურიდან და პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნა სიტყვები „შესაბამისობის დეკლარაცია“,
რაც გამომდინარეობს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
წარმოდგენილი პროექტით.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პროდუქტის მიმართ განსაზღვრულ
მოთხოვნებთან
შესაბამისობას
კი
დაადასტურებს
მაკონტროლებელი
ორგანო,
რაც
უზრუნველყოფს მხოლოდ მაღალხარისხიანი პროდუქციის რეალიზაციას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
გამომდინარე იქედან, რომ კანონის ამოქმედების თარიღი უკავშირდება, როგორც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებებს კანონით განსაზღვრული დებულებების
შესასრულებლად, მიზანშეწონილია კანონპროექტი, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული კოდექსის 1798 და 1799 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოვეყნებისთანავე, ხოლო
პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კოდექსის 1798 და 1799 მუხლები 2023 წლის
1 იანვრიდან, ვინაიდან, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
ითვალისწინებს ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სავალდებულო სერტიფიცირებას 2023
წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული კი უზრუნველყოფს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე ღვინის კომპანიებს მიეცემემათ ახალ რეგულაციებზე
მორგების საშუალება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტი არ მოითხოვს დამატებითი ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის
საშემოსავლო ნაწილზე:
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან იქნება ფიქსირებული ჯარიმები, რომლის ოდენობაც
განისაზღვრა დღეს არსებული ჯარიმების მაქსიმალური ოდენობით. ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე გავლენა დამოკიდებული იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის
ადმინისტრაციული
სახდელიდან
(დაკისრების
შემთხვევაში) აკუმულირებული
თანხების
ოდენობაზე, თუმცა
აღნიშნულთან დაკავშირებით წინა წლების სტატისტიკა არ არსებობს,
ვინაიდან ადგილი არ ქონია ადმინისტრაციული სახდელის დადებას. ჯარიმის ოდენობას
განსაზღვრავს სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი (სააგენტო), რომელიც შედგენის მომენტიდან
არის ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას (სასამართშოში დასამტკიცებლად არ იგზავნება).
1798 და 1799 მუხლების სათაურიდან და პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნა სიტყვები
„შესაბამისობის დეკლარაცია“, რაც გამომდინარეობს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარმოდგენილი პროექტით. შესაბამისობის დეკლარაციის
წარდგენა აღარ იქნება საჭირო, რომლის წარუდგენლობაც იწვევდა დაჯარიმებას მოქმედი
რედაქციით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების
დამატებით გამოყოფასთან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონის მოქმედება, ვინაიდან აღნიშნული მუხლებით დაჯარიმებულ პირს მოუწევს
ჯარიმის გაზრდილი ოდენობის გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციით
ამავე კოდექსის 1052,1795,1797,1798,1799 მუხლების პირველი ნაწილი სამართალდარღვევისთვის
ითვალისწინებს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე, ამავე მუხლების მეორე ნაწილი კი
ითვალისწინებს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე. ცვლილებით ამავე
კოდექსის 1052,1795,1797,1798,1799 მუხლების პირველი ნაწილი სამართალდარღვევისთვის
ითვალისწინებს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლების მეორე ნაწილი კი
ითვალისწინებს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციით ამავე კოდექსის 1796 მუხლის პირველი
ნაწილი სამართალდარღვევისთვის ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ამავე
მუხლის მეორე ნაწილი კი ითვალისწინებს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარის
ოდენობით. ცვლილებით კოდექსის 1796 მუხლის პირველი ნაწილი სამართალდარღვევისთვის
ითვალისწინებს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილი კი
ითვალისწინებს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
და
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
აგრეთვე
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლეაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.