საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი (№1-5651/21; 28.04.2021), კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-6930/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი (№1-5651/21; 28.04.2021), კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-06-02
კომიტეტის სხდომის ნომერი 15

📜 ტექსტი

ოქმი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის ოქმი ¹ 15 ქ. თბილისი. 2 ივნისი, 2021 წელი. სხდომას თავმჯდომარეობდა: ირაკლი კოვზანაძე (კომიტეტის თავმჯდომარე). სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ბეჟან წაქაძე, გიორგი ვაშაძე, ბადრი ჯაფარიძე, ალექსანდრე რაქვიაშვილი. მოწვეული სტუმრები: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ვიცე-პრეზიდენტები - არჩილ მესტვირიშვილი და პაპუნა ლეჟავა, ეროვნული ბანკის წარმომადგენელი კონსტანტინე ბარაბაძე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, სამინისტროს წარმომადგენელი ანდრო ლოლაძე; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სამინისტროს წარმომადგენელი ბათუ გურჯიძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამინისტროს წარმომადგენელი თამარ ზედგენიძე; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი; საქართველოს გენერალური აუდიტორი ერეკლე მექვაბიშვილი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი ცოტნე ქარქაშაძე; საქართველოს ცენტრლური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს წარმომადგენელი ოთარ ბუსკივაძე; საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის მ.შ. გიორგი ანთაძე; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე; ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძე; საქართველოს პარლამენტის წევრები ხატია წილოსანი და ბექა დავითულიანი; საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე შოთა გოშაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საქართველოს პარლამენტის წევრები იაგო ხვჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი; არჩილ კაიკაციშვილი და კობა ბურკაძე - ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“; „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი სერგო ჩიხლაძე; ქეთი კოჩალიძე და დავით ბერიშვილი - „სტრატეგია აღმაშენებელის“ პროექტი „საპარლამენტო საქმიანობის 1 მონიტორინგი“; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის და საქართველოს პარლამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები. სხდომის უფლებამოსილება დასწრებით (კვორუმი - 5). განისაზღვრა სიითი შემადგენლობის 6 წევრის დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი ს პ რ ო ე ქ ტ ი: განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიში“ (№1-5699/21; 29.04.2021). /მომხსენებელი: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე/ 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“ (№1-5729/21; 29.04.2021). /მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე/ 3. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადი (№1-5653/21; 28.04.2021). /მომხსენებელი: ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძე/ 4. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი (№1-5738/21; 29.04.2021). /მომხსენებელი: კეკელიძე/ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი 5. სსიპ - საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო განაცხადი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გამოსაყოფ ასიგნებებზე (№1-5606/21; 28.04.2021). /მომხსენებელი: კვლევითი ცენტრის დირექტორის მ.შ. გიორგი ანთაძე/ 6. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 29 აპრილის №55/2021 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადი (№1- 5750/21; 29.04.2021). /მომხსენებელი: ცენტრლური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე/ 7. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადი ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ. /მომხსენებელი: გენერალური აუდიტორი ერეკლე მექვაბიშვილი/ 8. საქართველოს პარლამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი. 2 /მომხსენებელი: პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე შოთა გოშაძე/ 9. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№ 07-3/40; 17.03.2021). (სავალდებულო). /მომხსენებელი: პარლამენტის წევრი ხატია წილოსანი/ 10. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, ალექსანდრე მოწერელიას, ხატია წილოსანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, შალვა კერესელიძის, ზაალ დუგლაძის, სამველ მანუკიანისა და გოდერძი ჩანქსელიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07- 3/43; 07.04.2021) (სავალდებულო). /მომხსენებელი: პარლამენტის წევრი ხატია წილოსანი/ 11. საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას, ეკა სეფაშვილის, ნოდარ ტურძელაძის, სოზარ სუბარის, მაია ბითაძისა და დიმიტრი სამხარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/47; 28.04.2021). (სავალდებულო). /მომხსენებელი: პარლამენტის წევრი ბექა დავითულიანი/ კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. დღის წესრიგით გათვალისწინებულ I საკითხთან დაკავშირებით: შალვა პაპუაშვილმა კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს 3 პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: ირაკლი კოვზანაძემ. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დენის დავითაშვილმა. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტებს (დასკვნის ასლი თან ერთვის). დღის წესრიგით გათვალისწინებულ II საკითხთან დაკავშირებით: საკითხის განხილვა გადაიდო (მომხსენებელმა ვერ შეძლო მოსვლა). დღის წესრიგით გათვალისწინებულ III საკითხთან დაკავშირებით: გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა „2013 წლის 20 აგვისტოს „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II)“ №3 ცვლილების წერილ-შეთანხმება“. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: ირაკლი კოვზანაძემ. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ წერილ-შეთანხმებას (დასკვნის ასლი თან ერთვის). დღის წესრიგით გათვალისწინებულ IV საკითხთან დაკავშირებით: გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა „2015 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ქუთაისის წყალარინება) №1 ცვლილებისა და უარის თქმის წერილი“. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: ირაკლი კოვზანაძემ. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ დოკუმენტს (დასკვნის ასლი თან ერთვის). დღის წესრიგით გათვალისწინებულ V საკითხთან დაკავშირებით: გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილების შეთანხმება“. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: ირაკლი კოვზანაძემ. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ შეთანხმებას (დასკვნის ასლი თან ერთვის). დღის წესრიგით გათვალისწინებულ VI საკითხთან დაკავშირებით: ზურაბ ძნელაშვილმა კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა შეთანხმება „საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: ირაკლი კოვზანაძემ. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ შეთანხმებას (დასკვნის ასლი თან ერთვის). დღის წესრიგით გათვალისწინებულ VII საკითხთან დაკავშირებით: ზურაბ ძნელაშვილმა კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა შეთანხმება „საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების 4 გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: პაატა კვიჟინაძემ, ირაკლი კოვზანაძემ. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ შეთანხმებას (დასკვნის ასლი თან ერთვის). დღის წესრიგით გათვალისწინებულ VIII საკითხთან დაკავშირებით: დავით ასათიანმა კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: ბეჟან წაქაძემ, პაატა კვიჟინაძემ, ირაკლი კოვზანაძემ. გამოითქვა შენიშვნები განსახილველი საკითხის მიმართ. აღნიშნულ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა ზურაბ ძნელაშვილმა. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად მიაჩნია საკანონმდებლო ინიცირებისთვის (დასკვნის ასლი თან ერთვის). დღის წესრიგით გათვალისწინებულ IX საკითხთან დაკავშირებით: ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტის წევრებმა გოგი მეშველიანმა და ბექა ლილუაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ მუდმივმოქმედ აუდიტის ჯგუფში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხარს უჭერს კომიტეტის წევრების - გოგი მეშველიანის და ბექა ლილუაშვილის აუდიტის ჯგუფში გაწევრიანებას. დღის წესრიგით გათვალისწინებულ X საკითხთან დაკავშირებით: პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: ბეჟან წაქაძემ, ირაკლი კოვზანაძემ. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამტკიცებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს (დასკვნის ასლი თან ერთვის). საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2.06.2021წ. სხდომის აუდიო ჩანაწერი ოქმს თან ერთვის. სხდომის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე 5 სხდომის მდივანი ირინა ლომია 6