„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-6930/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი (№1-5651/21; 28.04.2021), კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2021-06-10

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-6930/21 03-06-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 146-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გიგზავნით საქართველოს პარლამენტში სამსახურის გენერალური აუდიტორის მიერ სახელმწიფო აუდიტის განსახილველად წარმოდგენილ "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს“ (№1-5651/21, 28.04.2021), საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს. გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. დანართი: 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი; 2. კომიტეტის დასკვნა; 3. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge და
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-6925/21 03-06-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე წლის 2 ივნისს განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი“ (№1-5651/21, 28.04.2021). კომიტეტი ეთანხმება წარმოდგენილ საბიუჯეტო განაცხადს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 146-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი (თან ერთვის) და წარედგინოს საქართველოს მთავრობას „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში გასათვალისწინებლად. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, 2021 წლის ... ივნისი. №... კახაბერ კუჭავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი პროგრამული კოდი 05 00 05 01 დასახელება 2022 წლის გეგმა (ათასი ლარი) მ. შ., საბიუჯეტო სახსრები სახელმწიფო აუდიტის სამსახური სულ 17,589.0 17,129.0 მომუშავეთა რიცხოვნობა 351 339 ხარჯები 17,236.0 16,796.0 შრომის ანაზღაურება 13,845.0 13,623.0 არაფინანსური აქტივების ზრდა 353 333 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 16,839.0 16,839.0 მომუშავეთა რიცხოვნობა 339 339 ხარჯები 16,506.0 16,506.0 13,429.0 13,429.0 შრომის ანაზღაურება 05 02 არაფინანსური აქტივების ზრდა სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტი 333 333 750.0 290.0 მომუშავეთა რიცხოვნობა 12 - ხარჯები 730.0 290.0 შრომის ანაზღაურება 416.0 194.0 არაფინანსური აქტივების ზრდა 20.0 - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრები 2023–2025 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახური სულ 2023 წელი 17,634.0 2024 წელი 18,154.0 (ათასი ლარი) 2025 წელი 18,690.0 05 01 სახელმწიფო აუდიტის სამსახური 17,344.0 17,864.0 18,400.0 05 02 სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტი 290.0 290.0 290.0 პროგრამული კოდი 05 00 დასახელება
განაცხადი
*003097/11* № 003097/11 02/06/2021 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ კახაბერ კუჭავას ბატონო კახაბერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 146-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის კორექტირებულ საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ (თან ერთვის). დანართი: 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადი. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია - 13 ფურცელი. პატივისცემით, ერეკლე მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორი სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2022 წლისთვის }ს  აერთაშორისო სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევა (PEFA): - ბიუჯეტის დაფარვის კუთხით; - მუნიციპალიტეტების დაფარვის კუთხით. }ჰ  ორიზონტალური (სისტემური) აუდიტის მიმართულების გაძლიერება; } I T აუდიტის მიმართულების გაძლიერება; }კ  ორონა ვირუსით (COVID 19) გამოწვეული პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე აუდიტების ჩატარება; }კ  ადრების შენარჩუნება და განვითარება; }ა  უდიტის რეკომენდაციების გავლენის შეფასება; საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2022 წლისთვის }ა  უდიტის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტ რონული სისტემის (ARIS.SAO.GE) დანერგვა და რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლის ზრდა; }S  AI PMF-ის მოთხოვნებიდან გამომდინარე სამსახურის შიდა მმარ თველობის სისტემის გაძლიერება და აუდიტორული საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება სახელმძღვანელოებ ისა და შიდა პოლიტი კის დოკუმენტების შემუშავებითა და განახლებით. საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2022 წლისთვის PEFA - ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელის ზრდა ჰორიზონტალური (სისტემური) აუდიტების ზრდა IT აუდიტების ზრდა ეფექტიანობის აუდიტების წილის ზრდა აუდიტორულ საქმიანობაში 2020 89% 2021 2022 13.9 მლრდ ლარი >90% >90% 2 2 =3 აუდიტი 1 აუდიტი აუდიტი 1 2 აუდიტი აუდიტი აუდიტი 20% 30% >30% საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2021 წლისთვის 2020 2021 2022 კორონა ვირუსით (COVID 19) გამოწვეული პანდემიის მართვის საკითხებზე აუდიტების ჩატარება - 6 >6 აუდიტის რეკომენდაციების გავლენის შეფასება - ARIS-ის დანერგვა - აუდიტი აუდიტი 1 2 აუდიტი აუდიტი 2 >5 აუდიტი აუდიტი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2022 წლისთვის } სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, არსებული რესურსის ოპტიმიზაციისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების გზით ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 2017-2020 წლებში გაზარდა 81%-დან 89%-მდე. საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის საჭიროა ნაერთი ბიუჯეტის მინიმუმ 90%ის დაფარვა, რისი მიღწევა, შენარჩუნება და ზრდა დაკავშირებული იქნება მცირებიუჯეტიანი უწყებების აუდიტებთან, რაც თავის მხრივ მოითხოვს დამატებით ადამიანურ რესურსს. } PEFA შეფასების გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია ყველა მუნიციპალიტეტის აუდიტით დაფარვა სამ წელიწადში ერთხელ. აღნიშნული მაჩვენებლის მისაღწევად გარდა მუნიციპალიტეტების ინდივიდუალური აუდიტებისა, დაგეგმილია ჰორიზონტალური (სისტემური) აუდიტი, რომელიც 57 მუნიციპალიტეტში ჩატარდება. საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2022 წლისთვის SAI PMF-ის სტანდარტი უმაღლეს აუდიტორულ ორაგნიზაციებს სთხოვს სისტემატურად განახორციელონ ჰორიზონტალური (სისტემური) აუდიტები, რაც სისტემური ხარვეზების გამოვლენისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების შედეგად მათი აღმოფხვრის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან ერთდროულად მრავალ უწყებაში ტარდება და ერთი აუდიტის ფარგლებში შეისწავლის კონკრეტულ და მნიშვნელოვან თემატიკას (მაგ: სახელმწიფო შესყიდვები, ავტოპარკის მართვა, გრანტების მართვა, ქონების მართვა, ინვენტარიზაციის პროცესი და ა.შ.). ჰორიზონტალური აუდიტების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგებიდან და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებიდან გამომდინარე სამსახური გეგმავს ამ მიმართულებით განხორციელებული აუდიტების რაოდენობის ზრდას, მათ შორის მუნიციპალიტეტების დონეზე, რაც დამატებით რესურსებს მოითხოვს. საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2022 წლისთვის მიმდინარე წელს, ევროკავშირის, საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთობლივი შეთანხმების ფარგლ ებში აუდიტის სამსახური კოვიდ 19-ის ფარგლ ებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული სა კითხების აუდიტებს განახორციელებს: }ჯ  ანდაცვის სისტემაში პანდემიის საპასუხო ღონისძიებებისათვის განხორციელე ბული შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი; }ს  აკარანტინო ზონების მართვის ეფექტიანობის აუდიტი; }მ  ცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ღონისძიებების ეფექტიანობის აუდი ტი; }დ  ისტანციურ ი სწავლება საჯარო სკოლებში - ეფექტიანობის აუდიტი; }C  OVID-19 პანდემიის პირობებში სამედიცინო სერვისების უწყვეტობა - ეფექტია ნობის აუდიტი; } საჯარო სექტორში ელექტრონული სერვისების უწყვეტობა - ეფექტიანობის აუდიტი. საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2022 წლისთვის } აუდიტის ობიექტების ბიზნეს-პროცესები თანდათან სრულად ავტომატიზებული ხდება, რაც წარმოადგენს გამოწვევას. იმ პირობებში, როცა აუდიტორების (მათ შორის IT აუდიტორების) გადინების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, სამსახურის ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ რჩება კვალიფიციური კადრების მოზიდვა და შენარჩუნება. აღსანიშნავია, რომ ასეთი კადრების მიმართ მოთხოვნა შრომის ბაზარზე მზარდია, შესაბამისად მაღალკონკურენტული, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მათი ჩანაცვლების პროცესს. საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და გამოწვევები 2022 წლისთვის } 2020 წელს სამსახურმა შექმნა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა (aris.sao.ge), რომლის საბოლოო მიზანი არის რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლის ზრდა. 2021-2022 წლებში აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება იქნება აღნიშნული სისტემის დანერგვა და პრაქტიკაში ამოქმედება. სამსახურის მიზანია, შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავებითა და ტრენინგების ორგანიზებით, ხელი შეუწყოს ყველა აუდიტის ობიექტის სისტემაში ჩართვასა და შეუფერხებელ წვდომას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადის შედარება მიმდინარე წლის ბიუჯეტთან ათასი ლარი საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი 2021 წლის ბიუჯეტი 2022 წლის ზრდა/შემცირება ბიუჯეტის პროექტი ნომინალი ზრდა/შემცირება % შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება სუბსიდია (სსიპ-ისთვის) 13,429 13,429 - - 2,109 2,389 280 13% 290 290 - - გრანტები 5 6 1 20% სოც. უზრუნველყოფა 540 300 (240) (44%) სხვა ხარჯები არაფინანსური აქტივები სულ 387 382 (5) (1%) 51 333 282 553% 16,811 17,129 318 2% აღსანიშნავია, რომ 2020 წელს წარდგენილ 2021 წლის საბიუჯეტო განაცხადში, რომელიც ეხებოდა 2022-2024 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გამოსაყოფ ასიგნებებს, გათვალისიწნებული იყო ყოველწლიური 3%-იანი ზრდა. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი შესაბამისობაშია ზემოაღნიშნულ საპროგნოზო მაჩვენებელთან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადის შედარება მიმდინარე წლის ბიუჯეტთან 2022 წლის ბიუჯეტის ზრდა მიმდინარე წელთან შედარებით გამოწვეულია საქონელი და მოსახურებისა და არაფინანსური აქტივების მუხლების ზრდით. საქონელი და მომსახურების მუხლის ზრდა 280 ათასი ლარით ძირითადად განპირობებულია: } კ ომუნალური მომსახურების ტარიფების ზრდით, რაც საშუალოდ 50%-ს შეადგენს, შესაბამისად სამსახურის მიერ წინა წლებში ფაქტიურად მოხმარებული კომუნალური მომსახურებისა და გაზრდილი ტარიფების გათვალისწინებით 2022 წლის სავარაუდო ხარჯი 115 ათასი ლარით იზრდება; } ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესრულების მიზნით იგეგმება ექსპერტის მომსახურების შეძენა, ინფრასტრუქტურის უნივერსალური დიზაინის დანერგვის მიმართულებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რაც დაახლოებით 10 ათას ლარს შეადგენს; აღსანიშნავია, რომ საქონელი და მომსახურების მუხლის ზრდა თითქმის სრულად ფინანსდება სოციალური დახმარების მუხლის 240 ათასი ლარით შემცირების ხარჯზე. არაფინანსური აქტივების მუხლის ზრდა 282 ათასი ლარით, ძირითადად განპირობებულია: სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიების ქსელური მოწყობილობების ლიცენზიების სავალდებულო განახლებით, რაც ჯამში 128 ათას ლარს შეადგენს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული შენობის სახანძრო-ტექნიკური შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების თანახმად სახანძრო წყალმომარაგების სისტემის მოწყობის ხარჯით, რაც 100 ათას ლარს შეადგენს. მადლობა ყურადღებისთვის www.sao.ge