„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი
ნომერი
#07-3/75/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-14
ბიუროს ნომერი 66

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 961-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 961. საზიარო უფლების გაუქმება 1. თითოეულ მოწილეს შეუძლია მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. 2. თუ შეთანხმებით გაუქმების მოთხოვნის უფლება გამორიცხულია სამუდამოდ ან განსაზღვრული ვადით, მაშინ პატივსადები მიზეზის არსებობისას გაუქმება მაინც შეიძლება იქნეს მოთხოვილი, როდესაც კონკრეტული ვითარების, მათ შორის, თანამესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით, ასეთი შეთანხმების დაცვა თანამესაკუთრეთათვის გონივრული არ არის. 3. ბათილია შეთანხმება, რომლითაც გაუქმების მოთხოვნის უფლება გამოირიცხება ან იზღუდება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საწინააღმდეგოდ. 4. თუ მოწილეებს 10 წელზე მეტი ვადით გამორიცხული აქვთ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება, მაშინ შეთანხმება ძალას კარგავს მოწილის გარდაცვალებით. 5. სასამართლო უფლებამოსილია გადადოს საზიარო უფლების გაუქმება არაუმეტეს 3 წლისა, თუ ამგვარი გადადება გამართლებულია მოწილეთა საერთო ინტერესებით ან თუ არსებობს ამისთვის ერთ-ერთი მოწილის პატივსადები ინტერესი და ეს გაუმართლებლად არ ხელყოფს სხვა მოწილეთა ინტერესებს.“. 2. 962-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. 963-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 963. საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას 1. საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად თითოეული მოწილის კუთვნილი ქონების ღირებულების შემცირების გარეშე. 2. იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანს წარმოადგენს ერთმანეთთან სამეურნეო ან სხვა ნიშნით დაკავშირებული ნივთების ერთობლიობა, საგნის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფის შეუძლებლობის დროს სასამართლო უფლებამოსილია მაინც გააუქმოს საზიარო უფლება ნატურით გაყოფის გზით, თუკი დაყოფით წილთა ღირებულება არ მცირდება. 3. უძრავი ნივთის ნატურით გაყოფისას სასამართლო მხედველობაში იღებს წილების საბაზრო ღირებულებას. დაუშვებელია გაყოფილი საგნის ღირებულება იყოს ნაკლები, ვიდრე მთლიანი ნივთის საბაზრო ფასად გაყიდვიდან ამონაგები თანხის შესაბამისი წილი იქნებოდა. 4. ნატურით გაყოფისას სასამართლომ, ერთ-ერთი მოწილის მოთხოვნით, შესაძლოა დაადგინოს საზიარო უფლების გაუქმება მისი კუთვნილი წილის გამოყოფის ნაწილში. ასეთ შემთხვევაში, საზიარო საგნიდან გამოიყოფა შესაბამისი წილი, ხოლო დანარჩენ მოწილეებს შორის შენარჩუნდება საზიარო უფლების არსებობა ნივთის დარჩენილ ნაწილზე. იმ შემთხვევაში, თუ სხვა მოწილე დაასაბუთებს, რომ წილის გამოყოფის შედეგად სხვა მოწილეებისთვის ტექნიკურად შეუძლებელი გახდება საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გზით გაუქმება, ასეთ შემთხვევაში მოწილე უფლებამოსილია მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება მხოლოდ ყველა სხვა მოწილესთან მიმართებით. 5. უძრავი ნივთის ნატურით გაყოფისას სასამართლომ ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით შესაძლოა დაადგინოს ნივთის გარკვეულ ნაწილზე ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე საერთო საკუთრება, თუ ეს არ ეწინააღმდეგება რომელიმე მხარის კანონიერ ინტერესს. 6. ნატურით გაყოფის შედეგად წარმოშობილი ხარჯები მოწილეებს შორის ნაწილდება თავიანთი წილების პროპორციულად, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 7. თუკი საზიარო საგანი ორ თანაბარ ნაწილად უნდა გაიყოს, ნატურით გაყოფის ინიციატორი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი გაყოფის გეგმა, რა შემთხვევაშიც გასაყოფი ნაწილებიდან არჩევის უფლება ენიჭება მეორე მხარეს. იგივე წესი მოქმედებს, თუ მოთხოვნილია თანაბარი წილის გამოყოფა სხვა მესაკუთრეების წილებისგან. გაყოფის გეგმის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ან თუ მეორე მხარე არ ისარგებლებს მინიჭებული უფლებით, ნაწილების მიკუთვნების საკითხს წყვეტს სასამართლო. 8. საზიარო უფლების საგანზე ორზე მეტი თანაბარი წილის მესაკუთრის არსებობისას, წილთა განაწილება მოწილეთა შორის ხდება სასამართლოს მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეები სხვაგვარად არ არიან შეთანხმებული. 9. კანონით შესაძლებელია შესაძლებლობა.”. შეიზღუდოს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის 4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 9631 და 9632 მუხლები: „9631. საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას წილების დაუცველად 1. თუ მოწილეთა წილების შესაბამისად ნატურით გაყოფა შეუძლებელია, მაგრამ ნატურით გაყოფა შესაძლებელია წილების დაუცველად და გაყოფის შედეგად წილთა პროპორცია ირღვევა მთლიანი საგნის არაუმეტეს 20 პროცენტისა, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია საზიარო უფლება მაინც გააუქმოს ნატურით გაყოფის გზით, თუკი მოწილე, წილის გაზრდის შემთხვევაში, თანახმაა სრულად აუნაზღაუროს სხვა მოწილეებს მათი წილის დანაკლისი. 2. საზიარო საგანზე წილთა უთანაბრობისას დიდი წილის მესაკუთრე სარგებლობს უპირატესი უფლებით, გაზარდოს თავისი წილი. თუ დიდი წილის მესაკუთრე ამ უფლებაზე უარს განაცხადებს ან ანაზღაურების ოდენობაზე შეთანხმებიდან 1 თვის ვადაში აღნიშნული უფლებით არ ისარგებლებს, ამ უფლებით სარგებლობს მომდევნო დიდი წილის მესაკუთრე. 3. საზიარო საგანზე წილთა თანაბრობისას უპირატესი უფლება ენიჭება მოპასუხეს, ხოლო თუ მოპასუხე რამდენიმეა, მათ შორის რიგითობას წყვეტს სასამართლო. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული მოწილე ამ უფლებაზე უარს განაცხადებს ან ანაზღაურების ოდენობაზე შეთანხმებიდან 1 თვის ვადაში აღნიშნული უფლებით არ ისარგებლებს, აღნიშნული უფლებით სარგებლობს სასამართლოს მიერ განსაზღვრული სხვა მოწილე. თითოეულ შემდგომ მოწილეზე ანაზღაურების გადახდის ვადა შეადგენს 1 თვეს. 9632. საზიარო უფლების გაუქმება მოწილის მიერ საგნის შესყიდვით 1. საზიარო უფლების გაუქმების ამ კანონის 963-ე და 9631 მუხლებით გათვალისწინებული საშუალებების გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში, ასევე როდესაც მხარეები შეთანხმდნენ საზიარო უფლების გაუქმების იმავე ფორმების გამოუყენებლობაზე, საზიარო უფლების გაუქმებისას უპირატესობა ენიჭება მოწილის მიერ საზიარო საგნის შესყიდვას. 2. სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე, ხოლო შესაგებლის წარდგენისას - მოპასუხე ვალდებულია დაასახელოს საზიარო საგნის საბაზრო ფასი და ამის დასადასტურებლად წარადგინოს შესაბამისი სპეციალისტის მიერ შედგენილი შეფასება. მოპასუხის მხრიდან შეფასების წარუდგენლობა ითვლება მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფასთან დათანხმებად. მხარეთა მიერ დასახელებული ფასების შეუსაბამობის შემთხვევაში, საზიარო საგნის ფასს განსაზღვრავს სასამართლო მოწილეების მიერ დასახელებული ფასების ჯამის გაყოფით ყველა მოწილის რაოდენობაზე. სასამართლოს მიერ განსაზღვრული საზიარო საგნის ფასი ჩაითვლება მოწილეების მიერ შეთანხმებულ ფასად. 3. საზიარო უფლების საგანზე ორი თანამესაკუთრის არსებობისას, მოპასუხეს ენიჭება მოსარჩელისგან წილის შესყიდვის უფლება. თუ მოპასუხე უპირატესი შესყიდვის უფლებაზე უარს განაცხადებს ან წილის ფასზე შეთანხმებიდან 1 თვის ვადაში აღნიშნული უფლებით არ ისარგებლებს, უპირატესი შესყიდვის უფლება გადადის მოსარჩელეზე. 4. საზიარო უფლების საგანზე ორზე მეტი თანამესაკუთრის არსებობისას, თანამესაკუთრეები, რომლებიც საზიარო საგნის შესყიდვაზე თანხმობას განაცხადებენ, ისარგებლებენ ამ უფლებით თავიანთი წილების პროპორციულად როგორც სოლიდარული კრედიტორები და სოლიდარული მოვალეები. სასამართლო მოწილეებს საზიარო საგნის შესასყიდად მოლაპარაკებისთვის განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ 7 დღისა. საზიარო საგნის შესყიდვის ვადა შეადგენს 1 თვეს მოწილეებს შორის შეთანხმებიდან. 5. სასამართლო მოწილის მოთხოვნით საზიარო საგნის შესყიდვის ვადას აგრძელებს ერთჯერადად დამატებით 1 თვის ვადით.“. 5. 964-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „964. საზიარო უფლების გაუქმება საგნის გაყიდვით 1. საზიარო უფლების გაუქმების ამ კანონის 963-ე, 9631 და 9632 მუხლებით გათვალისწინებული საშუალებების გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში, ასევე როდესაც მხარეები შეთანხმდნენ საზიარო უფლების გაუქმების იმავე ფორმების გამოუყენებლობაზე, საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგების მოწილეებს შორის განაწილებით. 2. საზიარო უფლების გაუქმებისას უძრავი ნივთის რეალიზაციის დროს აგრეთვე გამოიყენება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები.“. 6. 966-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „966. თანამოწილეთა მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება 1. თუ მოწილეს სხვა მოწილის მიმართ აქვს მოთხოვნა, რომელიც ემყარება საზიარო უფლებას, მაშინ ამ უფლების გაუქმებისას მას შეუძლია მოითხოვოს თავისი მოთხოვნის დაფარვა საზიარო ქონების იმ ნაწილიდან, რომელიც მოვალეს ერგება. 2. თუკი თანამესაკუთრის მიერ საზიარო საგანზე ბოლო 3 წლის განმავლობაში (რაშიც არ ჩაითვლება ამ კანონის 961-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა) გაწეული დანახარჯის შედეგად საზიარო საგნის ღირებულება არსებითად გაიზარდა, მაშინ საზიარო უფლების გაუქმების დროს თანამესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს სხვა თანამესაკუთრეებისგან კომპენსაცია კუთვნილი წილის პროპორციულად შემდეგი პირობებით: ა) საზიარო უფლების გაუქმებიდან არაუმეტეს 2 წლისა მოხდეს კომპენსაციის სრული დაფარვა. ბ) კომპენსაციის თანხით შესაძლებელია მოხდეს ამ კანონის 9631 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების გაქვითვა, ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში. გ) ნატურის გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებიდან 2 წლის განმავლობაში კომპენსაციის მიღების უფლების მქონე მოწილეს უფლება აქვს მოითხოვოს მის წინაშე ვალდებული მოწილის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, გაყოფილი საგნიდან წარმოშობილი, ნივთის დატვირთვა იპოთეკით ან გირავნობით.“. 7. 967-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. 1. ამ კანონის ამოქმედებამდე წარდგენილი სარჩელების საფუძველზე დაწყებული სამართალწარმოება დასრულდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ნორმების მიხედვით. 2. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებულ სააღსრულებო წარმოებაზე გავრცელდება ამ კანონით დადგენილი პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაწყებულია იძულებითი აუქციონის ჩატარება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: აღსანიშნავია, რომ საზიარო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები მისი მიღების, 1997 წლის, შემდგომ არასდროს შესულა. უნდა შეინიშნოს, რომ პრაქტიკაში ვლინდება გარკვეული პრობლემები, რომლებიც მოითხოვს საკითხის ახლებურ რეგულირებას. არსებული რედაქციით, სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია. აღსრულების ეროვნული ბიუროსგან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში 49 საქმე ფიქსირდება. აქედან 18 საქმეზე დაინიშნა აუქციონი, რომელთაგანაც 1 აუქციონი დასრულდა უშედეგოდ, 1 აუქციონი შეწყდა, ხოლო 16 შემთხვევაში მოხდა ნივთის რეალიზაცია: 7 შემთხვევაში - პირველ აუქციონზე, 6 შემთხვევაში - პირველ განმეორებით აუქციონზე, 3 საქმეზე - მეორე განმეორებით აუქციონზე. 9 შემთხვევაში შემძენს სააღსრულებო წარმოების მხარე წარმოადგენდა, 7 საქმეზე კი შემძენი მესამე პირი იყო. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ რეალიზებული ქონების შეფასების ჯამური ოდენობა 1 840 200 ლარს შეადგენდა, ხოლო ქონების რეალიზაციის ჯამური ღირებულება - 1 050 032 ლარს, რაც ქონების შეფასების ჯამური ოდენობის მხოლოდ 57 პროცენტს შეადგენს და მასზე თითქმის 800 000 ლარით ნაკლებია. აქედან რეალიზებული ქონების შეფასების ჯამური ოდენობა (რომლის შემძენიც მხარე გახდა) შეადგენდა 1 405 200 ლარს, ხოლო ქონების რეალიზაციის ჯამური ღირებულება (რომლის შემძენიც მხარე გახდა) - 831 952 ლარს, რაც ქონების შეფასების ჯამური ოდენობის მხოლოდ 59 პროცენტს შეადგენს და მასზე თითქმის 600 000 ლარით ნაკლებია. ხოლო როდესაც შემძენი გახდა მესამე პირი, რეალიზებული ქონების შეფასების ჯამური ოდენობა იყო 435 000 ლარი, ქონების რეალიზაციის ჯამური ღირებულება (როდესაც შემძენი მესამე პირი გახდა) კი - თითქმის 50 პროცენტით ნაკლები - 218 080 ლარი. აღსანიშნავია, რომ ნატურით გაყოფა, როგორც წესი, თანამესაკუთრეთათვის წარმოადგენს გაყოფის სასურველ და უფრო სამართლიან საშუალებას, რადგან ამ გზით, ერთი მხრივ, ნივთი საკუთრებაში ნარჩუნდება, ხოლო მეორე მხრივ, ღირებულებრივი დანაკლისი თანამესაკუთრისთვის არ წარმოიშობა. თუმცა, უნდა შეინიშნოს, რომ ნატურით გაყოფა პრაქტიკაში არც თუ ხშირი შემთხვევაა, რაც ავტომატურად იწვევს საზიარო უფლების გაუქმებას ნივთის იძულებითი რეალიზაციით, რა დროსაც არსებობს მნიშვნელოვანი რისკი ნივთის საბაზრო ფასზე გაცილებით დაბალ ფასად გაყიდვის, რასაც ადასტურებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწოდებული მონაცემებიც. მიუხედავად ამ რისკისა, ისიც უნდა შეინიშნოს, რომ, მნიშვნელოვანია, საზიარო უფლების ამ გზით გაუქმების არსებობაც, რათა გაუქმების სხვა საშუალების გამოყენების ობიექტურად შეუძლებლობებისას, არსებობდეს საზიარო უფლების გაუქმების ასეთი საშუალებაც და ერთგვარი ჩიხი - იძულებითი თანასაკუთრება - თავიდან იქნეს აცილებული. თუმცა რაკი ნივთის იძულებითი რეალიზაცია და ამონაგების განაწილება, ხშირ შემთხვევაში, თანამესაკუთრეების ინტერესების დაცვის საუკეთესო საშუალებიდან შორსაა, უმჯობესია, სასურველ გზას - ნატურით გაყოფასა და ყველაზე მკაცრ გადაწყვეტას - ნივთის იძულებით რეალიზაციას შორის, კანონმდებლობა ითვალისწინებდეს საზიარო უფლების გაუქმების სხვა საშუალებებსაც. სასურველია, ცვლილებებით მოხდეს საზიარო უფლების გაუქმების ისეთი ალტერნატივების დამატება, რომლებსაც იცნობს არაერთი დასავლური ქვეყნის კანონმდებლობა. შედეგად ამისა, საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის გაყიდვით განხილულ იქნება, მხოლოდ, როგორც უკიდურესი საშუალება (ultima ratio). ვფიქრობთ, სამართლიანია ანგლოსაქსური ნორმის შემფარდებლის მიდგომა: ერთ-ერთ ადრეულ გადაწყვეტილებაში აშშ-ს სასამართლომ შენიშნა, რომ სახლის სათავსოები სჯობს ნატურით გაიყოს, ვიდრე კრიზისში მყოფ უძრავი ქონების ბაზარზე გასხვისდეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ნივთი შეიძლება ნატურით გაიყოს იმ შემთხვევაშიც, თუკი გაყოფის ხაზი შუა ოთახში გაივლის, რადგან კანონი უშვებს წილთა უთანაბრობის თანხით კომპენსაციის შესაძლებლობას1. ხშირ შემთხვევაში, საზიარო საგნის იძულებითი რეალიზაცია წინააღმდეგობაში მოდის სულ მცირე ერთი თანამესაკუთრის ინტერესთან, შეინარჩუნოს საგანზე თანასაკუთრება. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების შინაარსისა და ფარგლების სწორი რეგულირება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მესაკუთრის ნების თავისუფლების პატივისცემას2. ცხადია, საზიარო საკუთრების ბუნებიდან გამომდინარე, ნივთის განკარგვის თავისუფლება იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული, თუმცა, უმნიშვნელოვანესია შეპირისპირებულ ინტერესთა გონივრული და სამართლიანი დაბალანსება იმგვარად, რომ დაცულ იქნეს თითოეული თანამესაკუთრის ინტერესი. ამ მიზნით, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საზიარო უფლების გაუქმების 2 საშუალების დამატებას: საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას წილების დაუცველად და საზიარო უფლების გაუქმება მოწილის მიერ საგნის შესყიდვით. არსებული რედაქციით, სსკ-ის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, სსკ-ის 963-ე მუხლი მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი Thompson Estate Co. v. Kamm, 107 Or. 61, 213 P. 417 (1923) (ნაციტირებია: Schnell v. Schnell, 346 NW 2d 713, 721 (N.D. 1984)). 2 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბერის №2/3/1337 გადაწყვეტილება საქმეზე „ხათუნა წოწორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31. 1 (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე, მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს კუმულატიურად იმისათვის, რათა დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი. მნიშვნელოვანია ნატურით გაყოფის წინაპირობები გახდეს უფრო მოქნილი: პირველ ელემენტთან - დაყოფილი ნაწილების ერთგვაროვნებასთან - დაკავშირებით, შეთავაზებული ცვლილებების თანახმად, თუკი საზიარო საგანს წარმოადგენს ერთმანეთთან სამეურნეო ან სხვა ნიშნით დაკავშირებული ნივთების ერთობლიობა, საგნის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფის შეუძლებლობის დროს, სასამართლო უფლებამოსილი იქნება მაინც გააუქმოს საზიარო უფლება ნატურით გაყოფის გზით, თუკი დაყოფით წილთა ღირებულება არ შემცირდება. რაც შეეხება მე-2 ელემენტს: უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა3. საფიქრებელია, რომ სასამართლოს მიერ გაყოფილი ნივთის საბაზრო ღირებულების უგულებელყოფა უსამართლო მდგომარეობაში ჩააყენებს სულ მცირე ერთ თანამესაკუთრეს. შეთავაზებული ცვლილებებით, ღირებულების შემცირების დაუშვებლობასთან მიმართებით, მკაფიოდ ჩაიწერება - თითოეული მოწილის კუთვნილი ქონების ღირებულების შემცირების დაუშვებლობა. ამდენად, უპირატესობა მიენიჭება გაყოფიდან წარმოშობილი ნივთის ფასს და მხოლოდ ამის შემდეგ მის ფუნქციას. ასევე, უძრავი ნივთის ნატურით გაყოფისას, დაუშვებელი იქნება გაყოფილი საგნის ღირებულება იყოს ნაკლები, ვიდრე მთლიანი ნივთის საბაზრო ფასად გაყიდვიდან ამონაგები თანხის შესაბამისი წილი იქნებოდა. სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების, როდესაც ეს ნატურით გაყოფის გზით ხდება, აბსოლუტურ ხასიათს, რაც გულისხმობს საზიარო უფლების გაუქმებას აუცილებლად მთლიან ნივთზე და აუცილებლად ყველა მოწილისათვის. ჩვენი შეფასებით, ასეთი ხისტი მიდგომა არ არის მიზანშეწონილი და სასურველია, საკითხი გადაწყდეს საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასების საფუძველზე, ამიტომ წარმოდგენილი ცვლილებები უშვებს საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობას მხოლოდ ერთი მოწილისათვის, ასევე, მოწილეთა შორის საზიარო უფლების გაუქმებას ნივთის გარკვეულ ნაწილზე, ხოლო ნივთის სხვა ნაწილზე საერთო საკუთრების გაგრძელების შესაძლებლობას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოინახოს სამართლიანი ბალანსი თანამესაკუთრეების სუსგ ას-67-65-2014, 31 ივლისი, 2014; სუსგ ას-1653-1550-2012, 15 აპრილი, 2013; სუსგ ას-1089-10202012, 8 ოქტომბერი, 2012; სუსგ ას-932-875-2012, 17 სექტემბერი, 2012 წელი; სუსგ ას-1665-1562-2012, 4 თებერვალი, 2013, სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-1148-1094-2014. 3 პირად ინტერესებს შორის საოჯახო სახლის გაყოფასთან დაკავშირებით. ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ უთანხმოება თანამესაკუთრეებს შორის ავალდებულებს ეროვნულ სასამართლოებს მოძებნონ გაყოფის მოდელი, რომელიც იქნება შესაძლებელი და შესაბამისი საქმის კონკრეტულ გარემოებებთან მიმართებით4. რომ შევაჯამოთ: კანონპროექტის სულისკვეთება მდგომარეობს, ერთი მხრივ, საზიარო უფლების გაუქმების დამატებითი საშუალებების გაჩენის შედეგად, საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის იძულებითი რეალიზაციისაგან მაქსიმალურად დაცვაში, ხოლო მეორე მხრივ, ნატურით გაყოფის წინაპირობების მოქნილობის შემოღებით, სასამართლოსთვის კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასების საფუძველზე საკითხის უფრო სამართლიანად გადაწყვეტის შესაძლებლობის გაზრდაში. ცხადია, თანასაკუთრება (საზიარო უფლება) ეს არის საკუთრების სახეობა და ჩვენი მიზანია, რომ წამოდგენილი კანონპროექტით გაიზარდოს საკუთრების უფლების დაცვის ხარისხი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება განპირობებულია საზიარო უფლების გაუქმების არსებული ხისტი მოდელის შეცვლის მიზანშეწონილობით, რომელიც გულისხმობს ნატურით გაყოფის მკაცრი წინაპირობების არარსებობის შემთხვევაში, აუცილებლად საზიარო საგნის რეალიზაციას. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ნატურით გაყოფის წინაპირობები გახდეს შედარებით მოქნილი, ხოლო, მეორე მხრივ, გაჩნდეს საზიარო უფლების გაუქმების დამატებითი საშუალებები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საზიარო უფლების გაუქმების შემთხვევებში გაიზრდება სასამართლოს როლი - სასამართლო უფლებამოსილი იქნება, კონკრეტულ შემთხვევებში გადადოს საზიარო უფლების გაუქმება არაუმეტეს 3 წლისა. მნიშვნელოვანია, რომ უძრავი ნივთის ნატურით გაყოფისას უპირატესობა მიენიჭება გაყოფიდან წარმოშობილი ნივთის ფასს და მხოლოდ ამის შემდეგ მისი ფუნქციას, რაც დააზღვევს ნატურით გაყოფის უსამართლო შემთხვევებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ეს საგამონაკლისო ნორმა შეეხოს მხოლოდ უძრავ ნივთებს, ვინაიდან ამ შემთხვევებში გაცილებით მაღალია ასეთი საგამონაკლისო მიდგომის გამოყენების საჭიროება. მოძრავი ნივთები უმეტესწილად ერთგვაროვანია და ხშირად გაუყოფადი, ხოლო რაც გაყოფადია, მათ შემთხვევაში ერთგვაროვნად დაყოფის პრობლემის გაჩენა ნაკლებად მოსალოდნელია. ამდენად, მოძრავი ნივთების შემთხვევაში მსგავსი გამონაკლისის დაწესება უსარგებლო იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ არსებული კანონმდებლობა, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს მოწილის მიერ გაწეული დანახარჯის შედეგად საზიარო საგნის ღირებულების არსებითად გაზრდის შემთხვევაში, საზიარო უფლების გაუქმებისას, თანამესაკუთრის უფლებას, მოითხოვოს სხვა თანამესაკუთრეებისგან კომპენსაცია კუთვნილი წილის პროპორციულად. 4 „ზრილიჩი ხორვატიის წინააღმდეგ“, №46726/11, §§ 63-65, 2013 წლის 3 ოქტომბერი. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებებით, ნატურით გაყოფისას წარმოშობილი ხარჯები მოწილეებს შორის სამართლიანად განაწილდება - თავიანთი წილების პროპორციულად. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით გაჩნდება საზიარო უფლების გაუქმების 2 დამატებითი საშუალება, რაც შეამცირებს საზიარო საგნის იძულებითი გაყიდვების რაოდენობას, რომელიც ხშირად წარმოადგენს საზიარო უფლების გაუქმების თავად მხარეებისთვის არახელსაყრელ ფორმას. საზიარო უფლების გაუქმების საშუალებების გაზრდით შესაძლებელია გაიზარდოს სასამართლოში ამ კატეგორიის საქმეების რაოდენობა, რადგან საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შეუძლებლობა და საგნის რეალიზაციის რისკი, მოწილესათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უფრო მკაფიო და სამართლიანი რეგულაციების შემოღებით, შესაძლებელია მხარეებს უბიძგოს არსებული სამართლებრივი პრობლემის შეთანხმებით გადაწყვეტისკენ. ცნობილია, რომ კანონმდებლობის განჭვრეტადობის უფრო მაღალი ხარისხი ქმნის დავების პრევენციისა და მისი შეთანხმებით გადაჭრის უკეთეს შესაძლებლობებს. საზიარო უფლების გაუქმების ნატურით გაყოფის წინაპირობების მოქნილობის შემოღებით, სასამართლოს, კონკრეტული საქმის გარემოებების ინდივიდუალური შეფასების შედეგად, ექნება კანონისმიერი საშუალება, დააბალანსოს მოწილეთა შეპირისპირებული ინტერესები და საკითხი ოპტიმალურად გადაწყვიტოს. საზიარო უფლების გაუქმების საქმეების უფრო უზრუნველყოფს შეთავაზებული ცვლილებები, კერძოდ:      სამართლიან გადაწყვეტას სასამართლოსთვის უფლებამოსილების მინიჭება კონკრეტულ შემთხვევებში გადადოს საზიარო უფლების გაუქმება არაუმეტეს 3 წლის ვადით; უძრავი ნივთის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გაყოფიდან წარმოშობილი ნივთის ფასს და მხოლოდ ამის შემდეგ მის ფუნქციას. ასევე, უძრავი ნივთის ნატურით გაყოფისას, დაუშვებლობა, გაყოფილი წილის ღირებულება იყოს ნაკლები, ვიდრე მთლიანი ნივთის საბაზრო ფასად გაყიდვიდან ამონაგები თანხის შესაბამისი წილი იქნებოდა; ნატურით გაყოფისას წარმოშობილი ხარჯები მოწილეებს შორის თავიანთი წილების პროპორციულად განაწილება; საზიარო საგნის ორ თანაბარ ნაწილად გაყოფის შემთხვევაში, ასევე, თანაბარი წილის სხვა მესაკუთრეების წილებისგან გამოყოფის დროს, ნატურით გაყოფის ინიციატორის ვალდებულება, წარადგინოს შესაბამისი გაყოფის გეგმა, რა შემთხვევაშიც გასაყოფი ნაწილებიდან არჩევის უფლება მიენიჭება მეორე მხარეს; მოწილის მიერ გაწეული დანახარჯის კომპენსაციის ვალდებულება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1) საზიარო უფლების გაუქმება კოდექსის 961-ე მუხლში შესატანი ცვლილებებით, საზიარო უფლების გაუქმებასთან მიმართებით, სასამართლო უფლებამოსილი ხდება გადადოს საზიარო უფლების გაუქმება არაუმეტეს 3 წლისა, თუკი ამგვარი გადადება გამართლებული იქნება მოწილეთა საერთო ინტერესებით ან თუ იარსებებს ამისთვის ერთ-ერთი მოწილის პატივსადები ინტერესი და აღნიშნული გაუმართლებლად არ ხელყოფს სხვა მოწილეთა ინტერესებს. ამასთან, თუ შეთანხმებით გაუქმების მოთხოვნის უფლება გამორიცხულია სამუდამოდ ან განსაზღვრული ვადით, მაშინ პატივსადები მიზეზის არსებობისას გაუქმება მაინც შეიძლება იქნეს მოთხოვნილი. ცვლილებებით დაკონკრეტდა: იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული ვითარების, მათ შორის, თანამესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით, ასეთი შეთანხმების დაცვა თანამესაკუთრეთათვის გონივრული არ არის. ასევე, მოწილეების მიერ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლების 10 წელზე მეტი ვადით გამორიცხვის შემთხვევაში, აღნიშნული შეთანხმება ძალას დაკარგავს მოწილის გარდაცვალებით. 2) საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას კოდექსის 963-ე მუხლში შესატანი ცვლილებებით, ნატურით გაყოფის წინაპირობად ზუსტდება თითოეული მოწილის კუთვნილი ქონების ღირებულების შემცირების დაუშვებლობა, ხოლო მე-2 წინაპირობის - ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფის აუცილებლობის - არსებობა, ამგვარი დაყოფის შეუძლებლობის დროს, აღარ იქნება სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუკი საზიარო საგანი იქნება ერთმანეთთან სამეურნეო ან სხვა ნიშნით დაკავშირებული ნივთების ერთობლიობა და დაყოფით წილთა ღირებულება არ შემცირდება. უძრავი ნივთის ნატურით გაყოფისას დაუშვებელი იქნება, გაყოფილი საგნის ღირებულება იყოს ნაკლები, ვიდრე მთლიანი ნივთის საბაზრო ფასად გაყიდვიდან ამონაგები თანხის შესაბამისი წილი იქნებოდა. კანონპროექტით გათვალისწინებულია საზიარო უფლების გაუქმება მხოლოდ ერთი მოწილისათვის და მისთვის საზიარო საგნიდან შესაბამისი წილის გამოყოფა, თუ ამით სხვა მოწილეების კანონიერი ინტერესები არ ირღვევა. ასევე, შესაძლებლობა, დადგინდეს ნივთის გარკვეულ ნაწილზე ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე საერთო საკუთრება. ცვლილებების თანახმად, ნატურით გაყოფის შედეგად წარმოშობილი ხარჯები მოწილეებს შორის განაწილდება თავიანთი წილების პროპორციულად, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ იქნება განსაზღვრული. საზიარო საგნის ორ თანაბარ ნაწილად გაყოფის შემთხვევაში, ასევე, თანაბარი წილის სხვა მესაკუთრეების წილებისგან გამოყოფის დროს, ნატურით გაყოფის ინიციატორი ვალდებული იქნება წარადგინოს შესაბამისი გაყოფის გეგმა, რა შემთხვევაშიც გასაყოფი ნაწილებიდან არჩევის უფლება მიენიჭება მეორე მხარეს. 3) საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას წილების დაუცველად კოდექსს ემატება 9631 მუხლი, რომლის თანახმადაც, მოწილეთა წილების შესაბამისად ნატურით გაყოფის შეუძლებლობის დროს, თუკი შესაძლებელი იქნება ნატურით გაყოფა წილების დაუცველად და გაყოფის შედეგად წილთა პროპორცია 20 პროცენტზე მეტად არ დაირღვევა, სასამართლო უფლებამოსილი იქნება მაინც გააუქმოს საზიარო უფლება ნატურით გაყოფის გზით, თუკი მოწილე, რომლის წილიც გაიზარდა, თანახმა იქნება სრულად აუნაზღაუროს სხვა მოწილეებს მათი წილის დანაკლისი. საზიარო საგანზე წილთა უთანაბრობისას დიდი წილის მესაკუთრე ისარგებლებს უპირატესი უფლებით, გაზარდოს თავისი წილი, ხოლო წილთა თანაბრობისას - უპირატესი უფლება მიენიჭება მოპასუხეს, ხოლო თუ მოპასუხე რამდენიმეა, მათ შორის რიგითობას გადაწყვეტს სასამართლო. ანაზღაურების გადახდის ვადად განსაზღვრულია 1 თვე. 4) საზიარო უფლების გაუქმება მოწილის მიერ საგნის შესყიდვით კოდექსს ემატება 9632 მუხლი, რომლის თანახმადაც, ნატურით გაყოფის - როგორც მოწილეთა წილების შესაბამისად, ისე წილების დაუცველად - შეუძლებლობის შემთხვევაში, საზიარო უფლების გაუქმებისას უპირატესობა მიენიჭება მოწილის მიერ საზიარო საგნის შესყიდვას. მოსარჩელე და მოპასუხე ვალდებული იქნებიან დაასახელონ საზიარო საგნის საბაზრო ფასი და ამის დასადასტურებლად წარადგინონ შესაბამისი სპეციალისტის მიერ შედგენილი შეფასება. მხარეთა მიერ დასახელებული ფასების შეუსაბამობის შემთხვევაში, საზიარო საგნის ფასს განსაზღვრავს სასამართლო მოწილეების მიერ დასახელებული ფასების ჯამის მოწილეთა რაოდენობაზე გაყოფით. საზიარო უფლების საგანზე ორი თანამესაკუთრის არსებობისას, მოპასუხეს მიენიჭება მოსარჩელისგან წილის შესყიდვის უფლება. ორზე მეტი თანამესაკუთრის არსებობისას, თანამესაკუთრეები, რომლებიც საზიარო საგნის შესყიდვაზე თანხმობას განაცხადებენ, ისარგებლებენ ამ უფლებით თავიანთი წილების პროპორციულად როგორც სოლიდარული კრედიტორები და სოლიდარული მოვალეები. საზიარო საგნის შესყიდვის ვადად განსაზღვრულია 1 თვე. სასამართლო ვალდებული იქნება მოწილის მოთხოვნით საზიარო საგნის შესყიდვის ვადა გააგრძელოს ერთჯერადად დამატებით 1 თვით. 5) მოწილის მიერ გაწეული დანახარჯის კომპენსაციის ვალდებულება თანამესაკუთრეთა შორის არსებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, კოდექსის 966-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, თანამესაკუთრის მიერ საზიარო საგანზე ბოლო 3 წლის განმავლობაში გაწეული დანახარჯის შედეგად საზიარო საგნის ღირებულების არსებითად გაზრდის შემთხვევაში, საზიარო უფლების გაუქმების დროს თანამესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს სხვა თანამესაკუთრეებისგან კომპენსაცია კუთვნილი წილის პროპორციულად შემდეგი პირობებით: ა) საზიარო უფლების გაუქმებიდან არაუმეტეს 2 წლისა მოხდეს კომპენსაციის სრული დაფარვა. ბ) წილების დაუცველად ნატურით გაყოფისას კომპენსაციის თანხით შესაძლებელია გაიქვითოს წილობრივი დანაკლისის ანაზღაურების ვალდებულება; გ) ნატურის გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებიდან 2 წლის განმავლობაში კომპენსაციის მიღების უფლების მქონე მოწილეს უფლება აქვს მოითხოვოს მის წინაშე ვალდებული მოწილის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, გაყოფილი საგნიდან წარმოშობილი ნივთის დატვირთვა იპოთეკით ან გირავნობით. 6) ცვლილებებით ამოღებული იქნება კოდექსის 962-ე მუხლი, რადგან გაუქმების შესახებ შეთანხმება დარეგულირდება 961-ე მუხლით. ამასთან, ამოღებული იქნება საზიარო უფლების გაუქმებისას მოწილეთა პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი 967-ე მუხლი (როდესაც საზიარო საგანი მიეკუთვნებოდა ერთ-ერთ მოწილეს), რადგან ცვლილებები ითვალისწინებს 9632 მუხლის დამატებას - საზიარო უფლების გაუქმება მოწილის მიერ საგნის შესყიდვით. 7) კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე წარდგენილი სარჩელების საფუძველზე დაწყებული სამართალწარმოება დასრულდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ნორმების მიხედვით. ხოლო ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებულ სააღსრულებო წარმოებაზე გავრცელდება ამ კანონით დადგენილი პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაწყებულია იძულებითი აუქციონის ჩატარება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა საშემოსავლო ნაწილზე: სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. 963-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს კომპეტენცია, სასამართლოსთვის დამატებით ადმინისტრაციულ ხარჯს არ წარმოშობს, რადგან აღნიშნული კომპეტენცია სასამართლოს არსებული რედაქციითაც აქვს (963-ე მუხლი). საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სასამართლოში აღნიშნული კატეგორიის საქმეთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ: წარმოდგენილი ცვლილებების 961-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებმა, ასევე 963-ე მუხლის 2-7 ნაწილებმა შესაძლოა გონივრული ფინანსური გავლენა იქონიოს შესაბამის პირებზე. 9631 მუხლით გათვალისწინებულ წილთა დაუცველად საზიარო უფლების გაუქმებას და შესაბამისად სათანადო ანაზღაურების გადახდას ფინანსური გავლენა ექნება მოწილეებზე, თუმცა ანაზღაურების გადახდის წინაპირობად განსაზღვრულია თავად მოწილის ნება. 9632 მუხლით გათვალისწინებული საბაზრო ფასის შეფასების წარდგენა გავლენას იქონიებს მხარეებზე, თუმცა მათ, ცხადია, შეეძლებათ აღნიშნული შეფასება არ წარადგინონ. 966-ე მუხლით გათვალისწინებულ ხარჯების კომპენსაციას გავლენა ექნება შესაბამის მოწილეებზე, კერძოდ, მათზე, ვინც მიიღებს კომპენსაციას, ასევე, ვინც ვალდებული იქნება გადაიხადოს კომპენსაცია და იმ პირებზე, რომელთა ნივთი მოექცევა იპოთეკის ან გირავნობის უფლების ქვეშ კომპენსაციის სანაცვლოდ. აღსრულების ეროვნული ბიუროსგან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში 49 საქმე ფიქსირდება. აქედან 18 საქმეზე დაინიშნა აუქციონი, რომელთაგანაც 1 აუქციონი დასრულდა უშედეგოდ, 1 აუქციონი შეწყდა, ხოლო 16 შემთხვევაში მოხდა ნივთის რეალიზაცია: 7 შემთხვევაში - პირველ აუქციონზე, 6 შემთხვევაში - პირველ განმეორებით აუქციონზე, 3 საქმეზე - მეორე განმეორებით აუქციონზე. 9 შემთხვევაში შემძენს სააღსრულებო წარმოების მხარე წარმოადგენდა, 7 საქმეზე კი შემძენი მესამე პირი იყო. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ რეალიზებული ქონების შეფასების ჯამური ოდენობა 1 840 200 ლარს შეადგენდა, ხოლო ქონების რეალიზაციის ჯამური ღირებულება - 1 050 032 ლარს, რაც ქონების შეფასების ჯამური ოდენობის მხოლოდ 57 პროცენტს შეადგენს და მასზე თითქმის 800 000 ლარით ნაკლებია. აქედან რეალიზებული ქონების შეფასების ჯამური ოდენობა (რომლის შემძენიც მხარე გახდა) შეადგენდა 1 405 200 ლარს, ხოლო ქონების რეალიზაციის ჯამური ღირებულება (რომლის შემძენიც მხარე გახდა) - 831 952 ლარს, რაც ქონების შეფასების ჯამური ოდენობის მხოლოდ 59 პროცენტს შეადგენს და მასზე თითქმის 600 000 ლარით ნაკლებია. ხოლო როდესაც შემძენი გახდა მესამე პირი, რეალიზებული ქონების შეფასების ჯამური ოდენობა იყო 435 000 ლარი, ქონების რეალიზაციის ჯამური ღირებულება (როდესაც შემძენი მესამე პირი გახდა) კი - თითქმის 50 პროცენტით ნაკლები - 218 080 ლარი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის დადგენას. გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, საერთო სასამართლოებთან, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან, რომელთა მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებებიც წინამდებარე ვერსიაში გათვალისწინებულია. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტით გათვალისწინებული საზიარო უფლების გაუქმების ორივე დამატებითი საშუალება - როგორც საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას წილების დაუცველად, ისე, საზიარო უფლების გაუქმება მოწილის მიერ საგნის შესყიდვით გვხვდება არაერთი დასავლური ქვეყნის კანონმდებლობაში. მაგალითისათვის, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფისას წილების დაუცველად იცნობს შემდეგი ქვეყნების კანონმდებლობა: შვეიცარია (შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსი, მუხლ. 651.3), იტალია (იტალიის სამოქალაქო კოდექსი, მუხლ. 728), პოლონეთი (პოლონეთის სამოქალაქო კოდექსი, მუხლ. 212.1), კალიფორნია, აშშ (კალიფორნიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლ. 873.250(a)). საზიარო უფლების გაუქმება მოწილის მიერ საგნის შესყიდვით გვხვდება, მათ შორის, შემდეგი ქვეყნების კანონმდებლობაში: შვეიცარია (შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსი, მუხლ. 651.1), პოლონეთი (პოლონეთის სამოქალაქო კოდექსი, მუხლ. 212.2), კალიფორნია, აშშ (კალიფორნიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლ. 873.910). კანონპროექტით გათვალისწინებული საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლების შეზღუდვა, გვხვდება, მათ შორის, იტალიის კანონმდებლობაში (იტალიის სამოქალაქო კოდექსი, მუხლ. 1111) და შვეიცარიის კანონმდებლობაში (შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსი, მუხლ. 650.3). ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი