„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი
ნომერი
#07-3/75/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-14
ბიუროს ნომერი 66

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 69-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და 7 პუნქტები: „6. საზიარო უფლების გაუქმებისას უძრავი ნივთის რეალიზაციის დროს დაუშვებელია ნივთის შეფასების აქტის შედგენიდან 1 თვის განმავლობაში საჯარო აუქციონის გამოცხადება. აღნიშნული დროის განმავლობაში თითოეულ თანამესაკუთრეს უფლება აქვს განაცხადით მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სარეალიზაციო ქონების შეძენის თაობაზე არანაკლებ აუქციონზე გამოსაცხადებელი ქონების საწყისი ფასით. 7. საზიარო უფლების გაუქმებისას უძრავი ნივთის რეალიზაციის დროს თუკი აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილია 1 თანამესაკუთრის განაცხადი, ნივთის შეძენის უფლება ენიჭება განმცხადებელს. თუ განმცხადებელი რამდენიმე თანამესაკუთრეა, ნივთს შეიძენს მაღალი ფასის წარმდგენი თანამესაკუთრე, ხოლო თანაბარი ფასის წარდგენის შემთხვევაში - ვინც უფრო ადრე გააკეთა განაცხადი. ნივთის შეძენის ვადა შეადგენს ნივთის შეძენის უფლების წარმოშობიდან 1 თვეს. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში ნივთის შეძენის ვადა გრძელდება ერთჯერადად დამატებით 1 თვის ვადით. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოება გაგრძელდება სააღსრულებო კანონმდებლობის შესაბამისად. თუკი აუქციონზე არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, ყოველი მომდევნო აუქციონის დროს გამოიყენება ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი მიზნად ისახავს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შედეგად მოხდეს საზიარო უფლების გაუქმებისას უძრავი ნივთის რეალიზაციის დროს ნივთის დაბალ ფასად გაყიდვის რისკის შემცირება. როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროსგან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, თანასაკუთრების რეალიზაციის ჯამური ღირებულება მკვეთრად ჩამოუვარდება თანასაკუთრების შეფასების ჯამურ ოდენობას (თითქმის 800 000 ლარით). აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია, როდესაც თანასაკუთრების შემძენს წარმოადგენს არა სააღსრულებო წარმოების მხარე, არამედ - მესამე პირი: ასეთ შემთხვევაში თანასაკუთრების რეალიზაციის ჯამური ღირებულება მისი შეფასების ჯამურ ოდენობაზე თითქმის 50 პროცენტით ნაკლებია (სააღსრულებო წარმოების მხარის შეძენის შემთხვევაში მაჩვენებელი 41 პროცენტით ნაკლები იყო). აღნიშნული პრაქტიკის მანკიერების შესამცირებლად, ცვლილებების თანახმად, დაუშვებელი იქნება საზიარო უფლების უძრავ ნივთზე გაუქმებისას საჯარო აუქციონის გამოცხადება ნივთის შეფასების აქტის შედგენიდან 1 თვის განმავლობაში. რა დროშიც თითოეულ თანამესაკუთრეს უფლება ექნება განაცხადით მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სარეალიზაციო ქონების შეძენის თაობაზე არანაკლებ აუქციონზე გამოსაცხადებელი ქონების საწყისი ფასით. ამით კანონმდებელი დამატებით შანსს მისცემს მოწილეებს, გახდნენ საზიარო საგნის ერთადერთი მესაკუთრეები, არ მოხდეს მესამე პირის მიერ ნივთის დაბალ ფასად შესყიდვა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღება გამომდინარეობს საკუთრების უფლების დაცვის ხარისხის ამაღლების მიზნიდან, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი საკუთრების საგნის ღირებულების, როგორც აქტივის შემცირების რისკი, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: მოსალოდნელია, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში რეალურად შემცირდება ის სხვაობები, რომელიც ფიქსირდებოდა საზიარო საგნის გაუქმების მიზნით აუქციონზე რეალიზებული ქონების ღირებულებასა და ამონაგებს შორის, რომელიც სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად მხარეთა შორის ნაწილდება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილებებით, დაუშვებელი იქნება საჯარო აუქციონის გამოცხადება საზიარო უფლების უძრავ ნივთზე გაუქმებისას ნივთის შეფასების აქტის შედგენიდან 1 თვის განმავლობაში. აღნიშნული დროის განმავლობაში თითოეულ თანამესაკუთრეს უფლება ექნება განაცხადით მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სარეალიზაციო ქონების შეძენის თაობაზე არანაკლებ აუქციონზე გამოსაცხადებელი ქონების საწყისი ფასით. თუკი აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი იქნება 1 თანამესაკუთრის განაცხადი, ნივთის შეძენის უფლება მიენიჭება ამ განმცხადებელს. რამდენიმე განმცხადებლის შემთხვევაში, ნივთს შეიძენს მაღალი ფასის წარმდგენი თანამესაკუთრე, ხოლო თანაბარი ფასის წარდგენის შემთხვევაში - ვინც უფრო ადრე გააკეთა განაცხადი. ნივთის შეძენის ვადად განისაზღვრება 1 თვე ნივთის შეძენის უფლების წარმოშობიდან. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში ნივთის შეძენის ვადა გაგრძელდება ერთჯერადად დამატებით 1 თვის ვადით. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოება გაგრძელდება სააღსრულებო კანონმდებლობის შესაბამისად. ხოლო თუკი აუქციონზე არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, ყოველი მომდევნო აუქციონის დროს გამოიყენება აღნიშნული წესი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა საშემოსავლო ნაწილზე: სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. 69-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოუწევს შესაბამისი ქმედებების განხორციელება, რაც გარკვეულ ხარჯებს შესაძლოა უკავშირდებოდეს, თუმცა აღნიშნული ხარჯი იქნება უმნიშვნელო და დაძლევადი არსებული ბიუჯეტის ფარგლებში. აღსრულების ეროვნულ ბიუროს დამატებითი დაფინანსების საჭიროება აღნიშნული ცვლილებების შედეგად არ წარმოიშობა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: 69-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ ცვლილებებს შესაძლოა დადებითი გავლენა ჰქონდეს თანამესაკუთრეების ფინანსურ მდგომარეობაზე, ვინაიდან მათ შეეძლებათ საზიარო საგნის შეძენა აუქციონზე გამოსაცხადებელი ქონების საწყისი ფასით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის დადგენას. გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები გავლილ იქნა, მათ შორის, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი