„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, სოზარ სუბარი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, სოზარ სუბარი, ალუდა ღუდუშაური, ანრი ოხანაშვილი
ნომერი
#07-3/79/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-21
ბიუროს ნომერი 67

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. ამ კოდექსის 602 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 663 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 72-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირების შემთხვევაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება პენიტენციური დაწესებულების ხარჯით. სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით. “. 2. 551 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. გამომძიებლის/პროკურორის მიერ მსჯავრდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება მსჯავრდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირების შემთხვევაზე.“. 3. 663 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ გარკვეული რაოდენობის სატელეფონო ნომერზე, რომლებშიც არ შედის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის და მსჯავრდებულის ადვოკატის სატელეფონო ნომრები. მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება დაწესებულების დებულებით.“. 4. 718 მუხლის პირველი ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში, მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დასაკავშირებლად.“. 5. 79-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირების შემთხვევაზე.“. 6. 82-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დასაკავშირებლად.“. 7. 88-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დასაკავშირებლად.“. მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში განსაზღვროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პატიმრობის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს სატელეფონო საუბრის უფლებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სატელეფონო საუბარი ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯითა და პენიტენციური დაწესებულების კონტროლით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2020 წლის 24 სექტემბერს საქართველოს პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) მეშვეობით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით. ამასთანავე, პენიტენციური დაწესებულებების დებულებების თანახმად, პატიმრებისთვის განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) მეშვეობით განხორციელების შემთხვევაზე. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ცვლილებით იუსტიციის მინისტრის მიერ საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ეს საკანონმდებლო დონეზე იყო გათვალისწინებული. იმის გათვალისწინებით, რომ პატიმრობის კოდექსი დღეის მდგომარეობით არ შეიცავს მსგავს დებულებებს, აღნიშნული სტანდარტის საკანონმდებლო დონეზე განსამტკიცებლად მიზანშეწონილია შესაბამისი ცვლილების განხორციელება კანონში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუზღუდავად შეეძლოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან და იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან დაკავშირება, რაც მოქმედი კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული. პატიმრობის კოდექსი გარკვეულ შემთხვევებში ითვალისწინებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. კოდექსის თანახმად, დისციპლინური სახდელის ერთ-ერთი სახეა სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით. პატიმრობის კოდექსის 718 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით, დისციპლინური სახდელის სახით შეიძლება გამოყენებული იქნეს აგრეთვე გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ. აღნიშნული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება ნებისმიერ პირთან/ორგანიზაციასთან დაკავშირება. კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სხვა უფლებებთან ერთად ეკრძალება სატელეფონო საუბრის უფლებაც. გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა სატელეფონო საუბრის უფლებით შეიძლება ისარგებლოს როგორც ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან კავშირის დასამყარებლად, ისე საკუთარი უფლებების დასაცავად ცალკეული მაკონტროლებელი უწყებების დროული ინფორმირების მიზნით. არსებული კანონმდებლობა სათანადოდ არ ითვალისწინებს სატელეფონო საუბრის უფლების ამ ორი თვისობრივად განსხვავებული მიზნით გამოყენების თავისებურებას და ორივეს ერთიანი რეგულაციის ქვეშ აქცევს. მსგავსი მიდგომა მოუქნელია შეზღუდვების დაწესებისას და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ზოგჯერ შიძლება გამოიწვიოს უფლების აუცილებელზე მეტად შეზღუდვა. მაგალითად, შეიძლება არსებობდეს დისციპლინური სახდელის სახით პატიმრისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის სათანადო საფუძველი, თუმცა აღნიშნული, დღეს მოქმედი რეგულაციით, ასევე იწვევს ყველა სხვა მიზნით ტელეფონის გამოყენების უფლების შეზღუდვასაც, რაც გაუმართლებელია. პატიმრობის კოდექსი ცალკეულ შემთხვევებში გამომძიებელს და პროკურორს ანიჭებს უფლებას ბრალდებულს შეუზღუდონ სატელეფონო საუბრის უფლება. აღნიშნული შეზღუდვის მოქმედების პერიოდში არ ხდება შეზღუდვის დიფერენცირება ადრესატის მიხედვით, რაც, მათ შორის, გამორიცხავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკვის შესაძლებლობას. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს სავარაუდო წამების ფაქტების ეფექტური გამოძიება და შესაბამისი ადეკვატური ღონისძიების განხორციელება იმისთვის, რომ მის ტერიტორიაზე მყოფი პირები არ დაექვემდებარონ არასათანადო მოპყრობას. აღნიშნული გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი პროცედურული მექანიზმების შექმნას, რომლის მეშვეობით ბრალდებულს/მსჯავრდებულს ექნება შესაძლებლობა დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს საგამოძიებო სამსახურს მის მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ან უფლების დარღვევისკენ მიმართული ქმედების ეფექტური გამოძიების მიზნით. საქართველოში ასეთ ფაქტებზე გამოძიების განმახორციელებელ სპეციალიზირებულ უქყებას წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჰქონდეს მასთან შეუზღუდავად დაკავშირების შესაძლებლობა. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობს საქართველოს სახალხო დამცველი. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველს არ აქვს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების უფლებამოსილება, მისი კონსტიტუციური მანდატის ეფექტიანად განსახორციელებლად, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შექმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ხელს შეუწყობს სახალხო დამცველთან სწრაფად და შეუფერხებლად დაკავშირებაში მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით. მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ფუნქციებს, სხვებს შორის, მიეკუთვნება: ა)საქართველოს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი; ბ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა და კერძო აღმასრულებელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. აღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჰქონდეს გენერალური ინსპექციისთვის ინფორმაციის დროულად და შეუზღუდავად მიწოდების შესაძლებლობის შექმნა. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოშიც მიმდინარეობს საქმის განხილვა1. 2021 წლის 11 მარტს საკონსტიტუციო სასამართლომ N1/1/1441 საოქმო ჩანაწერით, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მითითებული სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად, ხოლო 2021 წლის 7 აპრილს სასამართლომ დაასრულა საქმის არსებითი განხილვა და გავიდა სათათბიროდ გადაწყვეტილების გამოსატანად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირებულია პატიმრობის კოდექსით. ამდენად, საკითხის ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია ცვლილების განხორციელება აღნიშნულ საკანონმდებლო აქტში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულია დისციპლინური სახდელის სახით ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა. კოდექსით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებული/მსჯავრდებული აღნიშნული უფლებით ვერ ისარგებლებს დისციპლინური სახდელის სახით სამარტოო საკანში მოთავსებისას ან გამომძიებლის/პროკურორის მიერ ამ უფლების შეზღუდვისას. ამდენად, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საქართველოს სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცხელი ხაზის, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სატელეფონო ნომერზე დაუბრკოლებლად დაკავშირების უფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ცვლილების განხორციელება კოდექსის ზემოაღნიშნულ დებულებებში. რაც შეეხება ცხელ ხაზზე დაკავშირების ხარჯების დაფარვის საკითხს, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით აღნიშნული საკითხი უკვე დარეგულირებულია და ხარჯები იფარება დაწესებულების მიერ. ამდენად, პატიმრობის კოდექსის მე-19 მუხლში შესაბამისი ცვლილების განხორციელებით, ნაწილობრივ ხდება კანონმდებლობით უკვე დარეგულირებული საკითხის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დაკავშრების ნაწილში ხდება საკითხის ახლებურად დარეგულირება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით ცვლილება შედის პატიმრობის კოდექსის მე-19 მუხლში. ცვლილების თანახმად საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით. საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდება ის წესიც, რომ პატიმრობის კოდექსით დადგენილი სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ გავრცელდება სახელმწიფო ინსპექტორის, 1 იხ. კონსტიტუციური სარჩელი N1441 „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირების შემთხვევაში. კანონპროექტით ცვლილება შედის ასევე პატიმრობის კოდექსის 551, 663, 718, 79-ე, 82-ე და 88ე მუხლებში. ცვლილების შეტანის გზით ბრალდებულს და მსჯავრდებულს ნებისმიერ დროს შეეძლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დაკავშირება, მათ შორის, სამარტოო საკანში ყოფნისას, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისას და სახდელის სახით სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი დადებით გავლენას იქონიებს იმ ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აქტის დროული აღსრულების უზრუნველყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ კანონით დადგენილი უფლების პრაქტიკული განხორციელება საჭიროებს კანონქვემდებარე აქტებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, კანონის გარდამავალი დებულება უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ძირითადი წესი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, როდესაც უკვე განხორციელებული იქნება შესაბამისი ცვლილებები პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის და იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. გასათვალისწინებელია, რომ სახალხო დამცველის აპარატში უკვე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში 2020 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებებით, საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) მეშვეობით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი დღეის მდგომარეობით ისედაც დაწესებულების ხარჯით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით სამარტოო საკანში მყოფ ან პატიმრობის კოდექსის 718 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტითა და 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის ქვეშ მყოფ ბრალდებულსაც/მსჯავრდებულსაც, აგრეთვე იმ ბრალდებულს, ვისაც გამომძიებლის ან პროკურორის გადაწყვეტილებით შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, მიეცემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტრო გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირების უფლება. აღნიშნულმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე მიმართვიანობის ზრდა, რასაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება დისციპლინურსახდელდაკისრებული, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ უფლების შეზღუდვას დაქვემდებარებული და სამარტოო საკანში მყოფი პატიმრების რაოდენობაზე, რომლებიც ისარგებლებენ ცხელ ხაზზე დაკავშირების უფლებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დარეკვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, სახალხო დამცველის აპარატისთვის და იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღებით საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2020 წლის 24 სექტემბერს საქართველოს პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) მეშვეობით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი დღეის მდგომარეობით ისედაც ხორციელდება დაწესებულების ხარჯით. ამდენად, აღნიშნული ცვლილება არ იქონიებს ბრალდებულებზე/მსჯავრდებულებზე ფინანსურ გავლენას. ანალოგიოურად, ფინანსურ გავლენას არ იქონიებს დისციპლინური სახდელის ქვეშ მყოფი ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირების უფლების მინიჭება, რადგან ასეთ შემთხვევებშიც იმოქმედებს საერთო წესი და ხარჯებს გაიღებს პენიტენციური დაწესებულება. ცვლილებით ხდება არა სატელეფონო საუბრის ხარჯების გაწევის საკითხის ახლებურად დარეგულირება, არამედ იმ შეზღუდვების მოხსნა, რომლის გამოც ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ ჰქონდა სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირების უფლება. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება, თუ ისინი გადაწყვეტენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დაკავშირებას. ასეთ შემთხვევაში მათ აღარ მოუწევთ სატელეფონო საუბრის საფასურის გადახდა და ხარჯებს მთლიანად პენიტენციური დაწესებულება დაფარავს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე გაუმჯობესების კუთხით, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც არასრულწლოვან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე შეიძლება გავრცელდეს ამ კანონის მოქმედება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, სოზარ სუბარი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, სოზარ სუბარი.