„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.06.2021
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/56/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“

  • „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
  • „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-28
ბიუროს ნომერი 72

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლება. მუხლი 1 გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმის აღუსრულებელი ნაწილისგან ის პირები, რომლებსაც „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლისა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ დარღვევის გამო დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. მუხლი 2 გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმის აღუსრულებელი ნაწილისგან ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210, 4211 და 17715 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. მუხლი 3 ამ კანონის ამოქმედებისთანავე ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად ჩაითვლება პირი, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართალდარღვევა, მისი აღსრულების მიუხედავად. მუხლი 4 1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად. 2. ამ კანონით განსაზღვრულ პირებს ამავე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის აღუსრულებელი ნაწილისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისთვის მიმართვა. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება. მუხლი 5 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2019 წლის 31 დეკემბრიდან ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექცია (COVID-19) სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ვითარება 2020 წლის 30 იანვარს საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად, ხოლო 11 მარტს პანდემიად შეაფასა. აღნიშნული დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დაწესდა ცალკეული შეზღუდვები, რამაც საბოლოო ჯამში ხელი შეუწყო დაავადების გავრცელების პრევენციას. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 21 მარტს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის („საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“) მე-8 მუხლით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევთა მიმართ დადგენილ იქნა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები. კერძოდ, ფიზიკურ პირთა მიმართ - 3000 ლარის ოდენობის, ხოლო იურიდიულ პირთა 15 000 ლარის ოდენობის საჯარიმო სანქციები. ზემოაღნიშნული დეკრეტი მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, ასევე შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (მუხლი 4210), რომლის მიხედვითაც დაწესდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის (ფიზიკური პირის მიმართ 2 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისა − 10 000 ლარით). ასევე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (მუხლი 4211) დაწესდა პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის (წესის დამრღვევი პირის მიმართ - 20 ლარი, განმეორებით დარღვევისთვის 40 ლარი). ასევე, პასუხისმგებლობა დაწესდა (მუხლი 4211) პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვებისათვის (დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმისთვის 500 ლარი, განმეორებით - 1000 ლარი). ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შესაბამისად (მუხლი 17715), დაწესდა პასუხისმგებლობა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის (ფიზიკური პირი 3 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირი − 15 000 ლარი). უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა საბოლოო ჯამში ხელი შეუწყო დაავადების გავრცელების პრევენციას და 2021 წლის გაზაფხულიდან საქართველოს პრემიერ- მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდა. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მომზადდა წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლითაც ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან შესაბამისი პირები, რომელთაც დაარღვიეს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ნორმები. აქვე გასათვალისწინებელია, რომ შესაბამისი პირები გათავისუფლდებიან იმ ჯარიმის გადახდისაგან, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ არის აღსრულებული. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აღნიშნული კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კანონით დადგენილი ჯარიმებისგან პირთა განთავისუფლება უნდა განხორციელდეს ასევე კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტით. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაბამისი პირი გათავისუფლდება იმ ჯარიმის გადახდისაგან, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ არის აღსრულებული. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლისა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210, 4211 და 17715 მუხლების დარღვევის გამო დაეკისრათ შესაბამისი პასუხისმგებლობა. ამასთან, პროექტით დაზუსტებულია, რომ ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელის აღუსრულებელ ნაწილზე. კანონპროექტის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებისთანავე ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად ჩაითვლება პირი, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართალდარღვევა, მისი აღსრულების მიუხედავად. კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად. ამასთან, ამ კანონით განსაზღვრულ პირებს ამავე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის აღუსრულებელი ნაწილისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვებათ შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირებისთვის მიმართვა. ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე უნდა შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. შესაბამისი უწყებები კანონპროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრირებას განახორციელებენ არსებული რესურსების ფარგლებში. ამასთან, შესაბამის უწყებების მხრიდან აღარ იქნება გასაწევი ხარჯები, რაც დაკავშირებულია აღსრულების საკითხებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გარკვეულ გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან პირები აღარ გადაიხდიან ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმით განსაზღვრულ თანხას, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ არის აღსრულებული. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტებით გამოვლენილი სამართალდარღვევები (პრეზიდენტის დეკრეტი) (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით) - ფიზიკური პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის რაოდენობა არსებული ინფორმაციით არის 8418, ხოლო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 25 254 000 ლარს (ჯარიმა 3000 ლარი). იძულებითი აღსრულების კუთხით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის ფიზიკური პირების საქმეების სტატისტიკა - არსებული ინფორმაციით: სულ 6890 საქმე (ჯარიმა 3000 ლარი), ჯამური მოთხოვნის ოდენობა - 20 670 000 ლარი, დასრულებული - 29 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 87 000 ლარი), მიმდინარე - 6861 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 20 583 000 ლარი). ამასთან, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტებით გამოვლენილი სამართალდარღვევები (პრეზიდენტის დეკრეტი) (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით) - იურიდიული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის რაოდენობა არსებული ინფორმაციით არის 105, ხოლო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 1 575 000 ლარს (ჯარიმა 15 000 ლარი). იძულებითი აღსრულების კუთხით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის იურიდიული პირების საქმეების სტატისტიკა - არსებული ინფორმაციით: სულ 7 საქმე (ჯარიმა 15 000 ლარი), ჯამური მოთხოვნის ოდენობა 105 000 ლარი, მიმდინარე - 7 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 105 000 ლარი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹⁰ მუხლით („იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა“) მუხლით გამოვლენილი სამართალდარღვევები ფიზიკური პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის რაოდენობა არსებული ინფორმაციით არის 21525, ხოლო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 43 050 000 ლარს (ჯარიმა 2000 ლარი). იძულებითი აღსრულების კუთხით საქართველოს ადმინისტრაციულ 10 სამართალდარღვევათა კოდექსის 42 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის (იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა) ფიზიკური პირების საქმეების სტატისტიკა არსებული ინფორმაციით: სულ 11272 საქმე (ჯარიმა 2000 ლარი), ჯამური მოთხოვნის ოდენობა - 22 544 000 ლარი, დასრულებული - 4 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 8 000 ლარი), მიმდინარე - 11268 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 22 536 000 ლარი). ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹⁰ მუხლით („იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა“) მუხლით გამოვლენილი სამართალდარღვევები - იურიდიული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის რაოდენობა არსებული ინფორმაციით არის 216, ხოლო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 2 160 000 ლარს (ჯარიმა 10 000 ლარი). იძულებითი აღსრულების კუთხით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის (იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა) იურიდიული პირების საქმეების სტატისტიკა - არსებული ინფორმაციით: სულ 39 საქმე (ჯარიმა 10 000 ლარი), ჯამური მოთხოვნის ოდენობა 390 000 ლარი, დასრულებული 1 საქმე (მოთხოვნის ოდენობა 10 000 ლარი), მიმდინარე - 38 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 380 000 ლარი). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹¹ („პირბადის ტარების წესის დარღვევა“) მუხლით გამოვლენილი სამართალდარღვევები - ფიზიკური პირების მიერ ჩადენილი პირველადი სამართალდარღვევის რაოდენობა არსებული ინფორმაციით არის 201 493, ხოლო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 4 029 860 ლარს (ჯარიმა 20 ლარი), განმეორებით სამართალდარღვევის რაოდენობა არსებული ინფორმაციით არის 13543, ხოლო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 541 720 ლარს (ჯარიმა 40 ლარი). იძულებითი აღსრულების კუთხით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 11 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის (პირბადის ტარების წესის დარღვევა) საქმეების ფიზიკური პირების სტატისტიკა - არსებული ინფორმაციით: სულ 29 309 საქმე (ჯარიმა 20 ლარი) (ჯამური მოთხოვნის ოდენობა - 586 180 ლარი), დასრულდა 9575 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 191 500 ლარი), მიმდინარე 19 734 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 394 680 ლარი). ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹¹ („პირბადის ტარების წესის დარღვევა“) მუხლით გამოვლენილი სამართალდარღვევები - იურიდიული პირების მიერ ჩადენილი პირველადი სამართალდარღვევის რაოდენობა არსებული ინფორმაციით არის 23, ხოლო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 11 500 ლარს (ჯარიმა 500 ლარი), განმეორებით ჯარიმა არ გამოწერილა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. შესაბამისი უწყებები კანონპროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრირებას განახორციელებენ არსებული რესურსების ფარგლებში. ამასთან, შესაბამის უწყებების მხრიდან აღარ იქნება გასაწევი ხარჯები, რაც დაკავშირებულია აღსრულების საკითხებთან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება, ვინაიდან, პირები გათავისუფლდებიან „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტისა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210, 4211 და 17715 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ჯარიმის სახით დაკისრებული სახდელის აღუსრულებელი ნაწილისგან. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტებით გამოვლენილი სამართალდარღვევები (პრეზიდენტის დეკრეტი) (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით) - ფიზიკური პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის რაოდენობა არსებული ინფორმაციით არის 8418, ხოლო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 25 254 000 ლარს (ჯარიმა 3000 ლარი). იძულებითი აღსრულების კუთხით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის ფიზიკური პირების საქმეების სტატისტიკა - არსებული ინფორმაციით: სულ 6890 საქმე (ჯარიმა 3000 ლარი), ჯამური მოთხოვნის ოდენობა - 20 670 000 ლარი, დასრულებული - 29 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 87 000 ლარი), მიმდინარე - 6861 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 20 583 000 ლარი). ამასთან, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტებით გამოვლენილი სამართალდარღვევები (პრეზიდენტის დეკრეტი) (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით) - იურიდიული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის რაოდენობა არსებული ინფორმაციით არის 105, ხოლო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 1 575 000 ლარს (ჯარიმა 15 000 ლარი). იძულებითი აღსრულების კუთხით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის იურიდიული პირების საქმეების სტატისტიკა - არსებული ინფორმაციით: სულ 7 საქმე (ჯარიმა 15 000 ლარი), ჯამური მოთხოვნის ოდენობა 105 000 ლარი, მიმდინარე - 7 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 105 000 ლარი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹⁰ მუხლით („იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა“) მუხლით გამოვლენილი სამართალდარღვევები ფიზიკური პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის რაოდენობა არსებული ინფორმაციით არის 21525, ხოლო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 43 050 000 ლარს (ჯარიმა 2000 ლარი). იძულებითი აღსრულების კუთხით საქართველოს ადმინისტრაციულ 10 სამართალდარღვევათა კოდექსის 42 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის (იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა) ფიზიკური პირების საქმეების სტატისტიკა არსებული ინფორმაციით: სულ 11272 საქმე (ჯარიმა 2000 ლარი), ჯამური მოთხოვნის ოდენობა - 22 544 000 ლარი, დასრულებული - 4 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 8 000 ლარი), მიმდინარე - 11268 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 22 536 000 ლარი). ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹⁰ მუხლით („იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა“) მუხლით გამოვლენილი სამართალდარღვევები - იურიდიული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის რაოდენობა არსებული ინფორმაციით არის 216, ხოლო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 2 160 000 ლარს (ჯარიმა 10 000 ლარი). იძულებითი აღსრულების კუთხით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის (იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა) იურიდიული პირების საქმეების სტატისტიკა - არსებული ინფორმაციით: სულ 39 საქმე (ჯარიმა 10 000 ლარი), ჯამური მოთხოვნის ოდენობა 390 000 ლარი, დასრულებული 1 საქმე (მოთხოვნის ოდენობა 10 000 ლარი), მიმდინარე - 38 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 380 000 ლარი). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹¹ („პირბადის ტარების წესის დარღვევა“) მუხლით გამოვლენილი სამართალდარღვევები - ფიზიკური პირების მიერ ჩადენილი პირველადი სამართალდარღვევის რაოდენობა არსებული ინფორმაციით არის 201 493, ხოლო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 4 029 860 ლარს (ჯარიმა 20 ლარი), განმეორებით სამართალდარღვევის რაოდენობა არსებული ინფორმაციით არის 13543, ხოლო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 541 720 ლარს (ჯარიმა 40 ლარი). იძულებითი აღსრულების კუთხით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 11 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის (პირბადის ტარების წესის დარღვევა) საქმეების სტატისტიკა - არსებული ინფორმაციით: სულ 29 309 საქმე (ჯარიმა 20 ლარი) (ჯამური მოთხოვნის ოდენობა - 586 180 ლარი), დასრულდა 9575 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 191 500 ლარი), მიმდინარე 19 734 საქმე (მოთხოვნის ოდენობა - 394 680 ლარი). ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹¹ („პირბადის ტარების წესის დარღვევა“) მუხლით გამოვლენილი სამართალდარღვევები - იურიდიული პირების მიერ ჩადენილი პირველადი სამართალდარღვევის რაოდენობა არსებული ინფორმაციით არის 23, ხოლო ჯარიმის ოდენობა შეადგენს 11 500 ლარს (ჯარიმა 500 ლარი), განმეორებით ჯარიმა არ გამოწერილა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა სახის გადასახდელები. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით ხდება შესაბამისი ფიზიკური პირების გათავისუფლება ჯარიმისგან, რაც აღარ მიიმართება ბიუჯეტში. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე მატერიალური გაუმჯობესების კუთხით. კერძოდ, ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად, ბავშვი განმარტებულია, როგორც 18 წლამდე არასრულწლოვანი, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის 16 წლის ასაკს მიღწეულ პირთ. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.