„ამნისტიის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.06.2021
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/56/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-28
ბიუროს ნომერი 72

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ამნისტიის შესახებ ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები. მუხლი 1 გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ის პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 ან 3591 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. მუხლი 2 ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება პირზე, რომელმაც ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინა. მუხლი 3 ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და ითვლება ნასამართლობის არმქონედ. მუხლი 4 ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მოქმედება ვრცელდება შესაბამისი ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე. მუხლი 5 1. ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო. 2. მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო. სასამართლოს პენიტენციურ დაწესებულებაში/პრობაციის რეჟიმში მყოფი ან არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებული პირის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, ხოლო ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა. 3. სასამართლო უფლებამოსილია, ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. მუხლი 6 პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, უფლება აქვს, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, საჩივრის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია, საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. მუხლი 7 ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულება დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. მუხლი 8 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ამნისტიის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2019 წლის 31 დეკემბრიდან ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექცია (COVID-19) სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ვითარება 2020 წლის 30 იანვარს საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად, ხოლო 11 მარტს პანდემიად შეაფასა. აღნიშნული დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დაწესდა ცალკეული შეზღუდვები, რამაც საბოლოო ჯამში ხელი შეუწყო დაავადების გავრცელების პრევენციას. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 21 მარტს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის („საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“) მე-8 მუხლით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევთა მიმართ დადგენილ იქნა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები. კერძოდ, ფიზიკურ პირთა მიმართ - 3000 ლარის ოდენობის, ხოლო იურიდიულ პირთა მიმართ - 15 000 ლარის ოდენობის საჯარიმო სანქციები. ამასთან, აღნიშნული დეკრეტის შესაბამისად, ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან/და ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიმართ. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან/და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის (მათ შორის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს წესი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია), ჩადენილი ასეთი ქმედების ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან/და ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიმართ. უნდა აღნიშნოს, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა, საბოლოო ჯამში ხელი შეუწყო დაავადების გავრცელების პრევენციას და 2021 წლის გაზაფხულიდან საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეტაპობრივად ეპიდემიოლოგიური შემსუბუქდა. ვითარებიდან შესაბამისად, გამომდინარე, საქართველოს შეზღუდვები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მომზადდა წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლიც ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე ითვალისწინებს იმ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას, რომელსაც დაავადების გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ნორმების დარღვევისთვის დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3591 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის აღძრულია 227 საქმე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის - 1486 საქმე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აღნიშნული კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან პირთა განთავისუფლება უნდა განხორციელდეს ასევე კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტით. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაბამისი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. გათავისუფლდება ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 (იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა) ან 3591 (საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. პროექტის შესაბამისად, ამნისტია ვრცელდება პირზე, რომელმაც დანაშაული 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინა. ამასთან, პროექტის დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და ითვლება ნასამართლობის არმქონედ. ამასთან, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი იურიდიული პირის მიმართ შეფარდებული ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე. ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე მიიღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო. მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე მიიღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო. ამნისტიის აღსრულება უნდა დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. შესაბამისი უწყებები კანონპროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრირებას განახორციელებენ არსებული რესურსების ფარგლებში. ამასთან, სახელმწიფო დაზოგავს შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის გათვალისწინებულ პირთა პატიმრობის ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, ვინაიდან, ამნისტიას დაქვემდებარებული მუხლები იურიდიული პირების შემთხვევაში სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას (ოდენობას აწესებს სასამართლო). კანონპროექტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი იურიდიული პირის მიმართ შეფარდებული ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე. შესაბამისად, აღნიშნული გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. შესაბამისი უწყებები კანონპროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრირებას განახორციელებენ არსებული რესურსების ფარგლებში. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო დაზოგავს შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის გათვალისწინებულ პირთა პატიმრობის ხარჯებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ ფიზიკური პირების მდგომარეობაზე, რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება. ამასთან, ვინაიდან, ამნისტიას დაქვემდებარებული მუხლები იურიდიული პირების შემთხვევაში სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას (ოდენობას აწესებს სასამართლო), მათზე კანონპროექტი მოახდენს დადებით ფინანსურ შედეგებს. კერძოდ, კანონპროექტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი იურიდიული პირის მიმართ შეფარდებული ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა სახის გადასახდელები. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.