საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარმოდგენილ ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურასთან დაკავშირებით (№07-1/4; 17.06.2021) და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარმოდგენილ ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურასთან დაკავშირებით (№07-1/4; 17.06.2021) და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
- საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარმოდგენილ ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურასთან დაკავშირებით (№07-1/4; 17.06.2021) და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (ეს პროექტი) დასკვნა
- „ნიკოლოზ გაგუას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-12
ბიუროს ნომერი 76
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-9448/21
09-07-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მეოთხე პუნქტის
შესაბამისად გიგზავნით დასკვნას საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარმოდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით
(№07-1/4; 17.06.2019) და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს
„ნიკოლოზ გაგუას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“.
დანართი:
კომიტეტის დასკვნა ერთ ფურცლად;
საქართველოს პარლამენტის დადგენილების
პროექტი ერთ ფურცლად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
ნიკოლოზ გაგუას საქართველოს ეროვნული
ბანკის საბჭოს წევრად არჩევის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის,
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ)” ქვეპუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. არჩეულ იქნეს ნიკოლოზ გაგუა საქართველოს ეროვნული ბანკის
საბჭოს წევრად 7 წლის ვადით.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა
დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-9420/21
09-07-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე
წლის 9 ივლისს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4
პუნქტის შესაბამისად განიხილა საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მეორე
პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
204-ე მუხლის მეორე პუნქტის ა.გ) ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს
პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს
პარლამენტში წარმოდგენილი ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურა (№07-1/4; 17.06.2021).
კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის
მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას და მიზანშეწონილად მიიჩნია ნიკოლოზ გაგუას
არჩევა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად.
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge