„ნიკოლოზ გაგუას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარმოდგენილ ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურასთან დაკავშირებით (№07-1/4; 17.06.2021) და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
- საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარმოდგენილ ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურასთან დაკავშირებით (№07-1/4; 17.06.2021) და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი დასკვნა
- „ნიკოლოზ გაგუას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 79 ✗ 0
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (156 KB)
📄 წამყვანი კომიტეტის დასკვნა (74 KB)
📄 საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება (211 KB)
📄 განკარგულება (204 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (38 KB)
📝 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (13 KB)
📄 დასკვნა (71 KB)
📄 ინფორმაცია (1.9 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.4 MB)
📄 კენჭისყრის შედეგები (1.3 MB)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2021-07-26
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-9420/21
09-07-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე
წლის 9 ივლისს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4
პუნქტის შესაბამისად განიხილა საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მეორე
პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
204-ე მუხლის მეორე პუნქტის ა.გ) ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს
პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს
პარლამენტში წარმოდგენილი ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურა (№07-1/4; 17.06.2021).
კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის
მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას და მიზანშეწონილად მიიჩნია ნიკოლოზ გაგუას
არჩევა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად.
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
ნიკოლოზ გაგუას საქართველოს ეროვნული
ბანკის საბჭოს წევრად არჩევის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის,
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ)” ქვეპუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. არჩეულ იქნეს ნიკოლოზ გაგუა საქართველოს ეროვნული ბანკის
საბჭოს წევრად 7 წლის ვადით.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა
დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-9272/21
07-07-2021
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი
ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურის თაობაზე“
(№07- 1/4; 17.06.2021)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2021 წლის 5 ივლისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის
წარდგინება „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად
წარმოდგენილი ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურის თაობაზე“.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი, კენჭისყრის შედეგად (მომხრე-9), რეკომენდაციას უწევს საქართველოს
პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურას არჩეულ იქნეს
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად.
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge