„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.07.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, რატი იონათამიშვილი, ნინო იობაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე
ნომერი
#07-3/94/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-12
ბიუროს ნომერი 76

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 191 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს საჩივარს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით ან უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე და საჩივარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებაზე/წარდგინებაზე.“. 2. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთაგან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, უფლებამოსილების ვადისა, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კანდიდატებს კენჭი ერთიანად ეყრებათ. წარდგენილად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის ხმებს მიიღებს. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო აღნიშნული რაოდენობის ხმები, კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს (კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება). კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობას მიიღებს. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვერ წარადგინა, ბოლო კენჭისყრიდან არაუადრეს 2 კვირისა კანდიდატების დასახელების პროცედურა ხელახლა იწყება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის იმ კანდიდატის წარდგენა, რომელმაც კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა საჭირო რაოდენობის ხმები, ერთი და 1 იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ.“. 3. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. მოსამართლეობის კანდიდატისთვის დადგენილი მოთხოვნები 1. ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში. 2. მოსამართლის თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღარ არსებობს ამ კანონის XIII1 თავის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც პირი გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან), ან იმავე მუხლის იმავე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. 3. მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება: ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი; ბ) უზენაესი სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრი; გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრი; დ) საქართველოს საერთო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წლის გასვლამდე. 4. მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან თავისუფლდება: ა) უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი; ბ) უზენაესი სასამართლოს მოქმედი ან ყოფილ წევრი; გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრი; დ) ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება; ე) პირი, რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე.“. 2 4. 341 მუხლის: ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. კანდიდატების საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომამდე საბჭოს წევრები, ამ კანონის 351 მუხლის გათვალისწინებით, სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატს აფასებენ ქულებით იმავე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატს − ქულებით იმავე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ამ კანონის 351 მუხლის გათვალისწინებით, კანდიდატებს აფასებენ აგრეთვე კეთილსინდისიერების კრიტერიუმით იმავე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველი წევრი კანდიდატის შეფასებისას წერილობით ასაბუთებს ამ კანონის 351 მუხლის მე-16 პუნქტით/მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ ქულას და იმავე მუხლით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერების კრიტერიუმის თითოეულ მახასიათებელს. აღნიშნულ შეფასებებსა და დასაბუთებებში მიეთითება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის სახელი, გვარი და ხელმოწერა. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამ პუნქტის შესაბამისად არ შეაფასებს ყველა კანდიდატს და აღნიშნულ შეფასებებს ამავე პუნქტით განსაზღვრულ დასაბუთებებთან ერთად არ გადასცემს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, ითვლება, რომ საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაში, ამასთანავე, მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს გადასცემს კანდიდატის არასრულ შეფასებას ან კანდიდატის შეფასებას დასაბუთების გარეშე, საბჭოს აპარატი საბჭოს ამ წევრს აცნობებს აღნიშნული ხარვეზის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს შეუძლია ეს ხარვეზი 2 სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრას. ხარვეზის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ითვლება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაში, ამასთანავე, მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება. კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა და ამ ქულების დასაბუთებები, ამ კანონის 351 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებები და ამ შეფასებების დასაბუთებები საჯაროა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ვინაობის მითითებით ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.“; ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სიისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით, აღნიშნულ სიაში მყოფ კანდიდატებს საბჭოს ღია სხდომაზე 3 კენჭი სათითაოდ, შემდეგი წესის დაცვით ეყრებათ: პირველ რიგში, კენჭი ეყრება კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით ამ კანდიდატებს შორის საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს, შემდეგ კი იმავე პრინციპის დაცვით, თანამიმდევრობით ეყრებათ კენჭი დანარჩენ კანდიდატებს. ამასთანავე, თუ რომელიმე კანდიდატმა კენჭისყრისას ვერ მოიპოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, დანარჩენ კანდიდატებს კენჭი აღარ ეყრებათ. თუ აღმოჩნდა, რომ ორი ან ორზე მეტი კანდიდატის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი თანაბარია, კენჭისყრის რიგითობის განსაზღვრისას მათ შორის უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტმა წევრმა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უკეთესად შეაფასა, ხოლო თუ ეს შეფასებებიც თანაბარია, − იმ კანდიდატს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრა ღიაა. კენჭისყრისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამ კანონის 351 მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. კენჭისყრაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კენჭისყრისას დაფიქსირებული თავისი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებას კენჭისყრის დასრულებისთანავე წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. კანდიდატი საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარედგინება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. საქართველოს პარლამენტს კანდიდატები ერთიანად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით წარედგინება. ეს წარდგინება, აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების დასაბუთებები საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.“. 5. 35-ე და 351 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობების დაკავების წესი 1. რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა და მისი წარმოშობიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს და თავისი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით აცხადებს კონკურსს და აღნიშნული სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლის დასანიშნად წარმართავს სათანადო პროცედურას. ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აწვდის საზოგადოებრივ მაუწყებელს და არანაკლებ 2 ეროვნულ მაუწყებელს. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე 4 მოსამართლეს, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით მიღებული გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს 3 წლის ვადით ან ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში უვადოდ, ამავე კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. ამასთანავე, რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის კანდიდატის (გარდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედი ან ყოფილი წევრისა) ამ კანონის 351 მუხლის შესაბამისად კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასებისას სავალდებულოა მის მიერ განხილული 5 საქმის შეფასება, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული (მათ შორის, არანაკლებ 2 საქმის (არსებობის შემთხვევაში) შეფასება, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებებიც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა/ნაწილობრივ გააუქმა). შესაფასებელი საქმეები შემთხვევითობის პრინციპის დაცვით შეირჩევა. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლის მიზანია, შეფასდეს მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის) მოსამართლეობის კანდიდატის მიერ ცოდნის დონე, მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში შესაბამისი სამართლის ნორმების გამოყენების სისწორე, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და დამაჯერებლობა, მოსამართლის ანალიტიკური აზროვნების უნარი, აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლისას ასევე ფასდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებულ/ნაწილობრივ გაუქმებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული სამართლებრივი შეცდომის ხასიათი და სერიოზულობა. მუხლი 351. მოსამართლეობის კანდიდატისა და რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასების კრიტერიუმები, მათი მახასიათებლები და შეფასების სისტემა 1. მოსამართლეობის კანდიდატი და რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე ფასდება ორი ძირითადი კრიტერიუმით − კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით. 2. კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია: ა) პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი; ბ) დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა; გ) პიროვნული და პროფესიული ქცევა; დ) პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია; ე) ფინანსური ვალდებულება − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო 5 სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში. 3. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებია: ა) სამართლის ნორმების ცოდნა; ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია; გ) წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარი − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების შემთხვევაში; დ) წერის უნარი − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში; ე) ზეპირი კომუნიკაციის უნარი − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში; ვ) პროფესიული თვისებები − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების შემთხვევაში; ზ) პროფესიული თვისებები, მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში − მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში; თ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა; ი) პროფესიული აქტივობა. 4. პიროვნული კეთილსინდისიერებისა და პროფესიული სინდისის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი – როგორც მოსამართლისა (სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასების შემთხვევაში) და მოქალაქის – პატიოსნება, კეთილსინდისიერება, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი შეგნება, გამჭვირვალობა, კორექტულობა და სიზუსტე სამსახურებრივი ან სხვა მოვალეობების, ფინანსური ან სხვა ვალდებულებების შესრულებისას (მაგალითად, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისას, ბანკის ან სხვა ვალის, კომუნალური ან სხვა გადასახადის გადახდისას, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ჯარიმის გადახდისას) და სხვა, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე სიმართლისმოყვარეობა. 5. დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პრინციპულობა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და ზეგავლენის მიმართ მედეგობა, პიროვნული სიმტკიცე, შეუვალობა და სხვა, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან 6 სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე პოლიტიკური ან სხვა ნიშნით მიუკერძოებლობა, სამართლიანობა. 6. პიროვნული და პროფესიული ქცევის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი კორექტულობა კოლეგებთან და სხვა პირებთან ურთიერთობისას, თავდაჭერილობა, საკუთარი ემოციების მართვის უნარი, სასამართლოში წარმართული დავები, რომლებშიც იგი მონაწილეობდა, როგორც მხარე, მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ბრალდების არსებობა და სხვა, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე მის მიერ სამოსამართლო ეთიკის დაცვა, მოსამართლის მაღალი წოდების შესაბამისი ქცევა და იმიჯი, ქცევა მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარეობისას. 7. პიროვნული და პროფესიული რეპუტაციის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი საქმიანი და მორალური რეპუტაცია და ავტორიტეტი იურიდიულ წრეებსა და საზოგადოებაში, იურიდიულ წრეებთან ურთიერთობის ხასიათი და ხარისხი და სხვა. 8. ფინანსური ვალდებულების მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება ინფორმაცია მისი შემოსავლის წყაროს, აქტივების, საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ქონების და ამ ქონებისა და შემოსავლის შესაბამისი ვალისა და ვალდებულების შესახებ. ფინანსური ვალდებულების შემოწმების მიზანია, შეფასდეს, არსებობს თუ არა საფუძველი ამ პირის ქონებრივი ინტერესების მართლმსაჯულების ინტერესებთან დაპირისპირებისა, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მის მიუკერძოებლობას. 9. სამართლის ნორმების ცოდნის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის) მის მიერ ცოდნის დონე. ამ მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შესაფასებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გამოითხოვოს ამ პირის მიერ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება. აღნიშნული მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასების მიზნით შემფასებელი ითვალისწინებს ამ პირის მიერ განხილულ საქმეებზე გამოტანილ გადაწყვეტილებებში სამართლის ნორმების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, გამოყენების სისწორეს. აღნიშნული მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან 7 რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შესაფასებლად შემფასებელი აგრეთვე გამოითხოვს ამ პირის მიერ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგებს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებას. 10. სამართლებრივი დასაბუთების უნარისა და კომპეტენციის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მისი ანალიტიკური აზროვნების უნარი და პროფესიული გამოცდილება, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე მის მიერ განხილულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა და დამაჯერებლობა. 11. წერის უნარის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება წერილობით აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი, ხოლო ზეპირი კომუნიკაციის უნარის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება გამართულად მეტყველების უნარი, სხვისი აზრის მოთმინებით მოსმენის უნარი, ღიაობა, განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა და სხვა. 12. პროფესიული თვისებების მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა, დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, მიზანდასახულობა, მენეჯერული უნარ-ჩვევები და სხვა. პროფესიული თვისებების, მათ შორის, სასამართლო დარბაზში ქცევის, მახასიათებლით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პუნქტუალურობა, საქმის ჯეროვნად და პასუხისმგებლობით მომზადება, ქცევა სასამართლო დარბაზში და სასამართლო სხდომის სათანადოდ წარმართვის უნარი, ქცევა მხარეებთან ურთიერთობისას, გულმოდგინება და შრომისმოყვარეობა, გადაწყვეტილების დაუხმარებლად მიღებისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, მიზანდასახულობა, პროდუქტიულობა და სისწრაფე, საპროცესო ვადების დაცვა, მენეჯერული უნარ-ჩვევები და სხვა. 13. აკადემიური მიღწევებისა და პროფესიული წვრთნის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება სიახლეების მიმართ მისი ღიაობა, თვითგანვითარების უნარი, საოფისე კულტურა, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის ინტერესი, პროფესიული წვრთნის პროგრამებში მონაწილეობა, შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება და სხვა. 14. პროფესიული აქტივობის მახასიათებლით პირის შეფასებისას გაითვალისწინება მის მიერ ინიციატივის გამოჩენის უნარი, იდეებისა და წინადადებების წამოყენება, მისი სამეცნიერო და სხვა პუბლიკაციები, იურიდიული პროფესიისა და საზოგადოების წინაშე მისი დამსახურება და სხვა, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატის ან 8 რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასებისას − აგრეთვე სამართლებრივი სისტემისა და მართლმსაჯულების საკითხებზე სხვადასხვა ფორმატის დისკუსიებში, შეხვედრებსა და სემინარებში მისი მონაწილეობა, საკუთარი პოზიციისა და შეხედულებების ღიად და თავისუფლად გამოხატვა. 15. კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლეობის კანდიდატის ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება ამ მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერების კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლები. ამ მახასიათებლების ანალიზისა და შეჯერების შედეგად შემფასებელი იღებს ერთ-ერთ შემდეგ დასკვნას: ა) მოსამართლეობის კანდიდატი/რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს; ბ) მოსამართლეობის კანდიდატი/რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს; გ) მოსამართლეობის კანდიდატი/რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. 16. კომპეტენტურობის კრიტერიუმით სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატი ფასდება ქულებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“−„გ“, „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებითა და მე-9−მე-14 პუნქტებით განსაზღვრული კომპეტენტურობის კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლების მიხედვით. კომპეტენტურობის კრიტერიუმის აღნიშნული მახასიათებლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თითოეული ამ მახასიათებლის მიხედვით მოსაპოვებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობები ერთმანეთისაგან განსხვავდება და შემდეგნაირად განისაზღვრება: ა) სამართლის ნორმების ცოდნა – 25 ქულა; ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია – 25 ქულა; გ) წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარი – 20 ქულა; დ) პროფესიული თვისებები – 15 ქულა; ე) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა – 10 ქულა; ვ) პროფესიული აქტივობა – 5 ქულა. 17. კომპეტენტურობის კრიტერიუმით სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატი ან რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლე ფასდება ქულებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებითა და მე-9−მე-14 პუნქტებით განსაზღვრული კომპეტენტურობის კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლების მიხედვით. კომპეტენტურობის კრიტერიუმის აღნიშნული მახასიათებლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თითოეული ამ მახასიათებლის მიხედვით 9 მოსაპოვებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობები ერთმანეთისაგან განსხვავდება და შემდეგნაირად განისაზღვრება: ა) სამართლის ნორმების ცოდნა – 20 ქულა; ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია – 20 ქულა; გ) წერის უნარი – 20 ქულა; დ) ზეპირი კომუნიკაციის უნარი – 15 ქულა; ე) პროფესიული თვისებები, მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში – 15 ქულა; ვ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა – 5 ქულა; ზ) პროფესიული აქტივობა – 5 ქულა.“. 6. 352 მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. 354 მუხლი ამოღებულ იქნეს. 8. 36-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესება“; ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-4−43 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს თანამდებობაზე უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით მიღებული გადაწყვეტილებით, ამავე კანონის შესაბამისად ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 41. რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის 44 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ. მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების 3-წლიანი ვადა არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ წევრზე, სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ მოსამართლეზე, თუ მას აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და ყოფილი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ გასულა. ეს მოსამართლეები თანამდებობაზე უვადოდ გამწესდებიან შესაბამისი კონკურსის წარმატებით გავლის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჭირო რაოდენობის ხმების (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის) მიღების შემთხვევაში. იმ მოქმედი მოსამართლისათვის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში, რომელიც თანამდებობაზე დანიშნულია 10 წლის ვადით, იგი 10 უფლებამოსილების განხორციელებას გააგრძელებს სამოსამართლო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ფარგლებში. 42. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მოსამართლის უვადოდ განწესების შესახებ კენჭისყრაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კენჭისყრისას დაფიქსირებული თავისი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებას კენჭისყრის დასრულებისთანავე წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. ამ კენჭისყრის შედეგები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების დასაბუთებები საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, აღნიშნული კენჭისყრის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობით წარუდგინოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 43. მოსამართლეს, რომლის შესახებაც არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ, სამოსამართლო უფლებამოსილება შეუწყდება თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ კანონით დადგენილი წესით, მისი თანამდებობა კი ვაკანტურად ჩაითვლება და მის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება. ეს მოსამართლე მომდევნო 3 წლის განმავლობაში ვერ მიიღებს მონაწილეობას მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში.“. 9. 362 მუხლი ამოღებულ იქნეს. 10. 363 მუხლი ამოღებულ იქნეს. 11. 364 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება ამ კანონის 351 მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერების კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლები. ამ მახასიათებლების ანალიზისა და შეჯერების შედეგად შემფასებელი იღებს იმავე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ დასკვნას. 8 კომპეტენტურობის კრიტერიუმით მოსამართლე ფასდება ქულებით, ამ კანონის 351 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებითა და მე-9−მე-14 პუნქტებით განსაზღვრული კომპეტენტურობის კრიტერიუმის სათანადო მახასიათებლების მიხედვით. კომპეტენტურობის კრიტერიუმის აღნიშნული მახასიათებლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თითოეული ამ მახასიათებლის მიხედვით მოსაპოვებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობები ერთმანეთისაგან განსხვავდება და იმავე მუხლის მე-17 პუნქტით განისაზღვრება.“. 12. 6622 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 11 „მუხლი 6622. იუსტიციის მსმენელის მომზადების სასწავლო პროგრამა იუსტიციის მსმენელის მომზადების სასწავლო პროგრამამ უნდა უზრუნველყოს ამ კანონის 351 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი თეორიული ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული უნარებისა და თვისებების განვითარება. იუსტიციის მსმენელის მომზადების სასწავლო პროგრამა, გარდა სავალდებულო საგნებისა, შეიძლება ითვალისწინებდეს არჩევით საგნებს. საგნების ჩამონათვალს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 12
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი ეფუძნება პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებულ შეთანხმებას. კერძოდ, 2021 წლის 19 აპრილს საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით ხელი მოაწერეს შეთანხმებას „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომელიც ითვალისწინებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს, მათ შორის, სასამართლო რეფორმას, და რომლის თანახმადაც, „პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით.“ ამრიგად, კანონპროექტი ემსახურება საქართველოს კანონმდებლობაში იმგვარი ნორმების ასახვას, რომლებიც უპასუხებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი ზემოხსენებული შეთანხმების სულისკვეთებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების საკითხი წესრიგდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველო ორგანული კანონით. შესაბამისად, ამ საკითხის ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, ახლებურად მოწესრიგდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების საკითხი, საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-5 თავში და იცვლება რაიონული (საქალაქო) 1 ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების წესი; კერძოდ, დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეს დანიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევისათვის დადგენილი წესით. ამასთანავე, ცვლილება შედის იმავე კანონის მთელ რიგ ნორმებში და უმჯობესდება ისინი სამართლებრივი ტექნიკის, სისტემურობის, სტრუქტურული აგებულებისა და რედაქციული და შინაარსობრივი დაზუსტების კუთხით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის ინიციატორები არ ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვასა და მიღებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტიდან გამომდინარე ხარჯები დაიფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით შესაბამისი უწყებისთვის განსაზღვრული არსებული ასიგნებების ფარგლებში. კერძოდ, კანონპროექტით იცვლება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების წესი და დგინდება, რომ საქართველოს 2 იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეს დანიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევისათვის დადგენილი წესით. ამგვარად, კანონპროექტით ცვლილება შედის რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების პროცედურაში, მაგრამ ამ ცვლილების შედეგად დადგენილი ახალი პროცედურა განხორციელდება იმ საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, რომლებიც ამჟამად მოქმედი შესაბამისი პროცედურის განხორციელებას უზრუნველყოფს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტიდან გამომდინარე ხარჯები დაიფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით შესაბამისი უწყებისთვის განსაზღვრული არსებული ასიგნებების ფარგლებში (იხ. განმარტებითი ბარათის „ბ.ა“ ქვეპუნქტი). ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს არ აქვს დამატებითი ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, კანონპროექტით იცვლება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების წესი და დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეს დანიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს 3 პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევისათვის დადგენილი წესით. ამგვარად, კანონპროექტით ცვლილება შედის რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების პროცედურაში, მაგრამ ამ ცვლილების შედეგად დადგენილი ახალი პროცედურა მასში მონაწილე ცალკეულ პირთათვის არ იწვევს იმგვარ ხარჯებს ან შემოსავლებს, რომლებიც მათ ამჟამად მოქმედი შესაბამისი პროცედურის ფარგლებშიც არ წარმოეშობოდათ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, გადასახდელი (ფულადი შენატანი). მოსაკრებელი ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: 4 ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, რატი იონათამიშვილი, ნინო იობაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე. 5