„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
01.07.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, რატი იონათამიშვილი, ნინო იობაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე
ნომერი
#07-3/94/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-12
ბიუროს ნომერი 76

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 2 11.11.1997, გვ. 86) მე-14 მუხლის 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2 „5 . „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულმა კანდიდატად რეგისტრირებულმა პირმა იმავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან 3 სამუშაო დღეში უნდა შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაცია საჯაროა და დაუყოვნებლივ ქვეყნდება ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე. ეს მოთხოვნები ვრცელდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესაბამის პროცედურაში პირის მონაწილეობის შემთხვევაშიც.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი გამომდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით წარმოდგენილი ცვლილებიდან; კერძოდ, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ზუსტდება და ნათლად ეთითება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირისთვის განსაზღვრული მოთხოვნა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისა და ამ დეკლარაციის გამოქვეყნების თაობაზე ვრცელდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესაბამის პროცედურაში პირის მონაწილეობის შემთხვევაშიც. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი წესრიგდება საკანონმდებლო ნორმებით. ამდენად, ამ საკითხის მომწესრიგებელი ნორმის დასაზუსტებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად დაზუსტდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხის მომწესრიგებელი ნორმა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 52 პუნქტში და ზუსტდება და ნათლად ეთითება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირისთვის განსაზღვრული მოთხოვნა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისა და ამ დეკლარაციის გამოქვეყნების თაობაზე ვრცელდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესაბამის პროცედურაში პირის მონაწილეობის შემთხვევაშიც. 1 ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის ინიციატორები არ ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვასა და მიღებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტიდან გამომდინარე ხარჯები კანონპროექტით განსაზღვრული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაიფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით შესაბამისი უწყებისთვის განსაზღვრული არსებული ასიგნებების ფარგლებში. კანონპროექტით ცვლილება შედის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე14 მუხლის 52 პუნქტში და ზუსტდება და ნათლად ეთითება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირისთვის განსაზღვრული მოთხოვნა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისა და ამ დეკლარაციის გამოქვეყნების თაობაზე ვრცელდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესაბამის პროცედურაში პირის მონაწილეობის შემთხვევაშიც. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს 2 მოსამართლეობის კანდიდატს დღესაც აქვს ვალდებულება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა საჯარო სამსახურის ბიუროსთვის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ. ამრიგად, კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტიდან გამომდინარე ხარჯები კანონპროექტით განსაზღვრული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაიფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით შესაბამისი უწყებისთვის განსაზღვრული არსებული ასიგნებების ფარგლებში (იხ. განმარტებითი ბარათის „ბ.ა“ ქვეპუნქტი). ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს არ აქვს დამატებითი ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება (იხ. განმარტებითი ბარათის „ბ.ა“ ქვეპუნქტი). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: 3 კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, გადასახდელი (ფულადი შენატანი). მოსაკრებელი ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. 4 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, რატი იონათამიშვილი, ნინო იობაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე. 5